სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მოსწავლე და მასწავლებელი ერთ სცენაზე - ქართველი პიანისტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ებრაელი მსმენელის წინაშე დაუკრავს
მოსწავლე და მასწავლებელი ერთ სცენაზე - ქართველი პიანისტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ებრაელი მსმენელის წინაშე დაუკრავს

"26 მა­ი­სი ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­რი­ღია, რად­გა­ნაც ვმო­ნა­წი­ლე­ობ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის და­არ­სე­ბი­დან 100 წლის იუ­ბი­ლეს ეძღვნე­ბა. ასე­ვე ეს არის ჩემი პირ­ვე­ლი გა­მოს­ვლა ებ­რა­ე­ლი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე და ის ფაქ­ტი, რომ კონ­ცერტს 2 პი­ა­ნის­ტი მარ­თავს და მათ­გან ერთი მე ვარ, მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სო­ლის­ტი ჩემი მა­ესტრო მო­ნას­ტირსკი, ბუ­ნებ­რი­ვია, ამით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ", - გვე­უბ­ნე­ბა ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პი­ა­ნის­ტი ალექ­სან­დრე ჯუ­ლა­ყი­ძე, რო­მე­ლიც ამ დღის­თვი­ის აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა.

"იმის გამო, რომ ასეთ მუ­სი­კოს­თან ერ­თად ვიდ­გე­ბი სცე­ნა­ზე, ორი­ვე ვეც­დე­ბით, ჩვე­ნე­ბუ­რად მი­ვუ­ლო­ცოთ სა­ქარ­თვე­ლოს ეს თა­რი­ღი", - დას­ძენს სან­დრო. მისი ის­რა­ელ­ში ყოფ­ნის მი­ზე­ზი ამ ეტაპ­ზე სწავ­ლა და მუ­შა­ო­ბაა, "ვსწავ­ლობ იე­რუ­სა­ლი­მის მუ­სი­კი­სა და ცეკ­ვის აკა­დე­მი­ა­ში და ის­რა­ელ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში.

- მუ­სი­კა სა­ერ­თოდ, რო­დის და რო­გორ და­ი­წყო თქვენ­ში?

- მუ­სი­კა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და­ბა­დე­ბი­დან­ვე გაჩ­ნდა. ჩემი მშობ­ლე­ბი მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან, სა­გუნ­დო დი­რი­ჟო­რე­ბი და რაც თავი მახ­სოვს, მუ­დამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი ჰყავთ. მინ­და, ასე­ვე გა­მო­ვი­ყე­ნო ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და კი­დევ ერთი გა­მარ­ჯვე­ბა და ოქ­როს მე­და­ლი მი­ვუ­ლო­ცო მათ ან­სამ­ბლ "პა­ტა­რა გე­ორ­გი­კას". ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ამ ან­სამ­ბლი­სათ­ვის მე­ო­რე გა­მარ­ჯვე­ბაა. სწო­რედ დე­და­ჩემ­მა გა­და­დო თავი იმი­სათ­ვის, რომ მე მუ­სი­კო­სი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, და­ა­ნე­ბა თავი სამ­სა­ხურს და გვერ­დით მეჯ­და, მა­მე­ცა­დი­ნებ­და და ამის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, დღეს რაც ვარ და რო­გორც ვარ. ჩემი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და მუ­სი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით დახ­ვე­წა-გან­ვი­თა­რე­ბა­ში, სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე, უდი­დე­სი როლი ითა­მა­შეს ჩემ­მა უსაყ­ვარ­ლეს­მა პე­და­გო­გებ­მა - გომა გო­გი­ამ, არ შე­მიძ­ლია, ასე­ვე უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით არ გა­ვიხ­სე­ნო ქარ­თუ­ლი სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო სკო­ლის ერთ-ერთი უდი­დე­სი მარ­გა­ლი­ტი - მა­ესტრო თენ­გიზ ამი­რე­ჯი­ბი, რომ­ლის კლას­ში ყოფ­ნის ბედ­ნი­ე­რე­ბაც 2011-2013 წლებ­ში მო­მე­ცა. ასე­ვე ნუცა ჭი­რა­ქა­ძე უსაყ­ვარ­ლე­სი და უკარ­გე­სი მუ­სი­კო­სი და ადა­მი­ა­ნი, ვინც უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა ჩემს გან­ვი­თა­რე­ბა­ში და პი­როვ­ნულ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი, რომ­ლის კლას­შიც კონ­სერ­ვა­ტო­რია და­ვამ­თავ­რე.

- ე.ი. მუ­სი­კის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი დრო და­გეთ­მოთ და ამ გზას გაჰ­ყო­ლო­დით, მა­ინც დე­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

- ეს სა­წყის ეტაპ­ზე დე­და­ჩე­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, მაგ­რამ 15-16 წლის ასაკ­ში რო­დე­საც და­ვი­წყე გრძნო­ბე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და მუ­სი­კა­ში აზ­როვ­ნე­ბა, ზო­გა­და­დაც ეს უკვე ჩემი ცხოვ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა გახ­და. ახლა სხვაგ­ვა­რად არ­სე­ბო­ბის წარ­მოდ­გე­ნაც კი არ შე­მი­ლია.

- გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღეთ?

- თბი­ლის­ში და თავს მე­ექ­ვსე სკო­ლის შვი­ლად მი­ვიჩ­ნევ. ნი­ჭი­ერ­თა ათწლე­დი უმ­თავ­რე­სი კე­რაა, რო­მე­ლიც 100 წე­ლი­წად­ზე მე­ტია, მუ­სი­კო­სე­ბის ჩა­მოს­ხმა-დამ­ზა­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია, რო­მელ­ზეც ლა­პა­რა­კიც კი მი­ჭირს, ისე მე­ნატ­რე­ბა. რა თქმა უნდა, დღეს უზო­მოდ კმა­ყო­ფი­ლი ვარ ცხოვ­რე­ბით. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რამ­დე­ნად დიდი პა­ტი­ვია, და­უკ­რა და შენი ქვეყ­ნის სა­ხელს ატა­რებ­დე. იგებ­დე კონ­კურ­სებს, იღებ­დე მო­ლოც­ვებს და გრძნობ­დე, რომ გა­მო­ა­დე­ქი შენს სამ­შობ­ლოს, ოჯახს და სა­კუ­თარ თავს...

- რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ თქვე­ნი კა­რი­ე­რა მო­მა­ვალ­ში? რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- სა­მო­მავ­ლოდ ცხა­დია, მუ­სი­კა­ში და მის ირ­გვლივ ვიტ­რი­ა­ლებ, - ვარ პი­ა­ნის­ტი და ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე მინ­და, სცე­ნა­ზე ვიდ­გე. უნდა მო­ვი­ფიქ­როთ კი­დევ უფრო ეფექ­ტუ­რი გზე­ბი იმ სიმ­დიდ­რის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც ქარ­თულ გენ­ში ამ­გვა­რი ნი­ჭის არ­სე­ბო­ბა უდა­ოდ გვაძ­ლევს. აქ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ვახ­სე­ნოთ - თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო და ვო­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბით ფა­სის გან­სა­ზღვრის სა­შა­ლე­ბა­საც კი არ გვაძ­ლევს და მას შე­უ­ფა­სებ­ლად მი­ვიჩ­ნევთ. ის ელექტრო­მუ­სი­კის სცე­ნა, რო­მელ­მაც ასე­თი წარ­მა­ტე­ბით და­იმ­კვიდ­რა ად­გი­ლი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით. ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ან­მა, თუნ­დაც აქ თელ-ავივ­ში იცის სა­ქარ­თვე­ლო, იცის თბი­ლი­სი იცის BASSIANI იცის KHIDI, ჩვენ ამ სცე­ნე­ბით უნდა ვი­ა­მა­ყოთ და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ვე­ცა­დოთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად გან­ვა­ვი­თა­როთ ქარ­თუ­ლი ელექტრო­მუ­სი­კა, რად­გან მისი მუ­სი­კა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბით ეს ერთ-ერთი კარ­გი და სა­ა­მა­ყო პრო­დუქ­ტია, რა­საც ქვე­ყა­ნა ვქმნით.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მოსწავლე და მასწავლებელი ერთ სცენაზე - ქართველი პიანისტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ებრაელი მსმენელის წინაშე დაუკრავს

მოსწავლე და მასწავლებელი ერთ სცენაზე - ქართველი პიანისტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ებრაელი მსმენელის წინაშე დაუკრავს

"26 მაისი ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო თარიღია, რადგანაც ვმონაწილეობ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ასევე ეს არის ჩემი პირველი გამოსვლა ებრაელი მსმენელის წინაშე და ის ფაქტი, რომ კონცერტს 2 პიანისტი მართავს და მათგან ერთი მე ვარ, მეორე განყოფილებაში სოლისტი ჩემი მაესტრო მონასტირსკი, ბუნებრივია, ამით ძალიან ბედნიერი ვარ", - გვეუბნება ახალგაზრდა ნიჭიერი და წარმატებული პიანისტი ალექსანდრე ჯულაყიძე, რომელიც ამ დღისთვიის აქტიურად ემზადება.

"იმის გამო, რომ ასეთ მუსიკოსთან ერთად ვიდგები სცენაზე, ორივე ვეცდებით, ჩვენებურად მივულოცოთ საქართველოს ეს თარიღი", - დასძენს სანდრო. მისი ისრაელში ყოფნის მიზეზი ამ ეტაპზე სწავლა და მუშაობაა, "ვსწავლობ იერუსალიმის მუსიკისა და ცეკვის აკადემიაში და ისრაელში, საქართველოს საელჩოში.

- მუსიკა საერთოდ, როდის და როგორ დაიწყო თქვენში?

- მუსიკა ჩემს ცხოვრებაში დაბადებიდანვე გაჩნდა. ჩემი მშობლები მუსიკოსები არიან, საგუნდო დირიჟორები და რაც თავი მახსოვს, მუდამ წარმატებული ფოლკლორული ანსამბლები ჰყავთ. მინდა, ასევე გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთი გამარჯვება და ოქროს მედალი მივულოცო მათ ანსამბლ "პატარა გეორგიკას". ბოლო თვეების განმავლობაში ეს ამ ანსამბლისათვის მეორე გამარჯვებაა. სწორედ დედაჩემმა გადადო თავი იმისათვის, რომ მე მუსიკოსი ვყოფილიყავი, დაანება თავი სამსახურს და გვერდით მეჯდა, მამეცადინებდა და ამის დამსახურებაა, დღეს რაც ვარ და როგორც ვარ. ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში და მუსიკის მიმართულებით დახვეწა-განვითარებაში, სხვადასხვა ეტაპზე, უდიდესი როლი ითამაშეს ჩემმა უსაყვარლესმა პედაგოგებმა - გომა გოგიამ, არ შემიძლია, ასევე უდიდესი სიყვარულით არ გავიხსენო ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი უდიდესი მარგალიტი - მაესტრო თენგიზ ამირეჯიბი, რომლის კლასში ყოფნის ბედნიერებაც 2011-2013 წლებში მომეცა. ასევე ნუცა ჭირაქაძე უსაყვარლესი და უკარგესი მუსიკოსი და ადამიანი, ვინც უდიდესი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში და პიროვნულ ჩამოყალიბებაში ქალბატონი მანანა დოიჯაშვილი, რომლის კლასშიც კონსერვატორია დავამთავრე.

- ე.ი. მუსიკისთვის სერიოზული დრო დაგეთმოთ და ამ გზას გაჰყოლოდით, მაინც დედის დამსახურებაა.

- ეს საწყის ეტაპზე დედაჩემის გადაწყვეტილება იყო, მაგრამ 15-16 წლის ასაკში როდესაც დავიწყე გრძნობების გაცნობიერება და მუსიკაში აზროვნება, ზოგადადაც ეს უკვე ჩემი ცხოვრების მიმართულება გახდა. ახლა სხვაგვარად არსებობის წარმოდგენაც კი არ შემილია.

- განათლება საქართველოში მიიღეთ?

- თბილისში და თავს მეექვსე სკოლის შვილად მივიჩნევ. ნიჭიერთა ათწლედი უმთავრესი კერაა, რომელიც 100 წელიწადზე მეტია, მუსიკოსების ჩამოსხმა-დამზადებით არის დაკავებული და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, რომელზეც ლაპარაკიც კი მიჭირს, ისე მენატრება. რა თქმა უნდა, დღეს უზომოდ კმაყოფილი ვარ ცხოვრებით. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად დიდი პატივია, დაუკრა და შენი ქვეყნის სახელს ატარებდე. იგებდე კონკურსებს, იღებდე მოლოცვებს და გრძნობდე, რომ გამოადექი შენს სამშობლოს, ოჯახს და საკუთარ თავს...

- როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი კარიერა მომავალში? რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლოდ ცხადია, მუსიკაში და მის ირგვლივ ვიტრიალებ, - ვარ პიანისტი და ცხოვრების ბოლომდე მინდა, სცენაზე ვიდგე. უნდა მოვიფიქროთ კიდევ უფრო ეფექტური გზები იმ სიმდიდრის განსავითარებლად, რის საშუალებასაც ქართულ გენში ამგვარი ნიჭის არსებობა უდაოდ გვაძლევს. აქ აუცილებელია, ვახსენოთ - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, განსაკუთრებით საფორტეპიანო და ვოკალური მიმართულებები. ქართული ფოლკლორი, რომელიც თავისი ღირებულებით ფასის განსაზღვრის საშალებასაც კი არ გვაძლევს და მას შეუფასებლად მივიჩნევთ. ის ელექტრომუსიკის სცენა, რომელმაც ასეთი წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო მასშტაბით. ძალიან ბევრ ადამიანმა, თუნდაც აქ თელ-ავივში იცის საქართველო, იცის თბილისი იცის BASSIANI იცის KHIDI, ჩვენ ამ სცენებით უნდა ვიამაყოთ და აუცილებლად უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტად განვავითაროთ ქართული ელექტრომუსიკა, რადგან მისი მუსიკალური ღირებულებით ეს ერთ-ერთი კარგი და საამაყო პროდუქტია, რასაც ქვეყანა ვქმნით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება