სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ხმა დაირხა, ლიფტში გადაჭარბებული დოზით გარდაცვლილი იპოვესო" - ულამაზესი თბილისელი გოგოს საიდუმლოებით მოცული სიკვდილი
"ხმა დაირხა, ლიფტში გადაჭარბებული დოზით გარდაცვლილი იპოვესო" - ულამაზესი თბილისელი გოგოს საიდუმლოებით მოცული სიკვდილი

თბი­ლის­ში მას­ზე ლე­გენ­დებს დღემ­დე ყვე­ბი­ან. ულა­მა­ზე­სი მე­დი­კო მე­ბუ­რიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბაც და ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, იდუ­მა­ლე­ბით სავ­სე მოვ­ლე­ნა იყო თბი­ლი­სი­სათ­ვის. მას­ზე უამ­რა­ვი ტყუ­ილ-მარ­თა­ლი შე­იქ­მნა...

1968 წლის 14 აპ­რილს 21 წლის უნდა გამ­ხდა­რი­ყო. 10 აპ­რილს დაკ­რძა­ლეს სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე. მისი დაკ­რძალ­ვის პრო­ცე­სი­ას ზღვა ხალ­ხი მიჰ­ყვე­ბო­და, ეს იმ­დე­ნად უჩ­ვე­უ­ლო იყო, ამ­ბო­ბენ, რომ იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვა­რი­ა­ნად შე­შინ­და. თურ­მე "ამე­რი­კის ხმა­მაც" კი გა­დას­ცა - თბი­ლის­ში, ულა­მა­ზე­სი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ქა­ლის დარ­ძალ­ვა­ზე არ­ნა­ხუ­ლი ხალ­ხმრავ­ლო­ბა იყოო!

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას მე­დი­კო მე­ბუ­რიშ­ვილ­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქი­ვი­დან:

"ისი­ნი ერ­თად გა­ი­ზარ­დნენ. პა­ტა­რა ქა­ლა­ქის ერთი უბ­ნის ცნო­ბილ სკო­ლა­ში კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ, მერე - უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი და ერ­თად გა­ა­ტა­რეს ახალ­გაზ­რდო­ბა - 21 წლამ­დე. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ამ ასაკ­ში და­ი­ღუ­პა. მა­შინ ბევ­რი ახალ­გაზ­რდა და­ი­ღუ­პა მის გარ­შე­მო, მო­უ­ლოდ­ნე­ლი სიკ­ვდი­ლით, მაგ­რამ იმ ერ­თის სი­ცო­ცხლე ბო­ლომ­დე გა­მო­უც­ნობ მი­თად დარ­ჩა. ამ მითს დღემ­დე ინა­ხავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­მაც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ეს გო­გო­ნა, შემ­დეგ კი უკა­ნას­კნელ გზა­ზე გა­ა­ცი­ლა...

ის მე­ო­რე ჩემი რეს­პონ­დენ­ტია, ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ვახ­ტანგ კო­ბა­ი­ძე, - ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ მო­გო­ნე­ბებ­ში შე­მო­ი­ნა­ხა მე­დი­კო მე­ბუ­რიშ­ვი­ლი­სა და მა­შინ­დე­ლი თბი­ლი­სის ხსოვ­ნა. რო­მელ­საც ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა თბი­ლი­სუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და, მას­თან ერ­თად, ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ამ ქა­ლა­ქის ნა­წი­ლიც იყო და ბი­ოგ­რა­ფი­აც. ამი­ტომ ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი მოგ­ვი­თხრობს, ამ ქა­ლა­ქის და მას­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ცაა.

...მე­დი­კო ზე­მელ­ზე, პა­პა­ნი­ნის ქუ­ჩა­ზე (ახ­ლან­დე­ლი ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის ქუჩა) და­ი­ბა­და. გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩის ასახ­ვევ­თან მდე­ბა­რე­ობ­და მისი სახ­ლი. დედა, ქალ­ბა­ტო­ნი ვე­ნე­რა, ექი­მი იყო, მამა, ბა­ტო­ნი შალ­ვა, - სტამ­ბის დი­რექ­ტო­რი. გო­გო­ნა ძვე­ლი, თბი­ლი­სე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ტე­ბის ოჯახ­ში იზ­რდე­ბო­და. ამ ოჯა­ხის სუ­ლის­კვე­თე­ბა კარ­გად იგ­რძნო­ბო­და მი­სა­ღებ ოთახ­ში, სა­დაც ბრწყინ­ვა­ლე ბიბ­ლი­ო­თე­კა მო­ე­წყოთ.

მე­დი­კომ თა­ვის ოთახ­ში ცალ­კე ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი სა­თავ­გა­და­სავ­ლო წიგ­ნებს ეკა­ვა. თა­ვის ასაკ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით მეტი იცო­და. კარ­გად იცო­და რამ­დე­ნი­მე უცხო ენა.

53-ე სკო­ლა­ში მე­სა­მე კლას­ში გა­და­ვი­და. მე­დი­კოს სკო­ლა­ში ტა­რე­ბა მე­ზო­ბელ­მა, 53-ე სკო­ლის პე­და­გოგ­მა, ნინა უჩა­ნე­იშ­ვილ­მა ითა­ვა. მა­შინ არა­ვის უკ­ვირ­და მე­ზობ­ლის ამ­გვა­რი თავ­და­დე­ბა. ძვე­ლი თბი­ლი­სი იყო, გახ­სნი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით, ყვე­ლა ერთ ოჯა­ხად ცხოვ­რობ­და. მე­დი­კოს მშობ­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ და მე­ზო­ბე­ლი ოჯახს ამ ფორ­მით ეხ­მა­რე­ბო­და.

პირ­ვე­ლი­ვე დღეს ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია ლა­მაზ­მა გო­გო­ნამ ქერა თმი­თა და მო­ნაც­რის­ფრო თვა­ლე­ბით. მის გა­რეგ­ნო­ბას სუ­ლი­ე­რე­ბა კი­დევ მეტ ხიბლს მა­ტებ­და. კონ­ტაქ­ტუ­რი, კე­თი­ლი და გახ­სნი­ლი ბუ­ნე­ბის გო­გო­ნა კლა­სე­ლებს უმალ და­უ­მე­გობ­რდა. გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­ჟებ­თან მე­გობ­რობ­და და ამ მე­გობ­რო­ბა­ში ტოლს არა­ვის უდებ­და. რა­ღაც­ნა­ი­რი, "ვაჟ­კა­ცუ­რი" გო­გო­ნა იყო... წა­ი­კი­თხეთ ვცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ხმა დაირხა, ლიფტში გადაჭარბებული დოზით გარდაცვლილი იპოვესო" - ულამაზესი თბილისელი გოგოს საიდუმლოებით მოცული სიკვდილი

"ხმა დაირხა, ლიფტში გადაჭარბებული დოზით გარდაცვლილი იპოვესო" - ულამაზესი თბილისელი გოგოს საიდუმლოებით მოცული სიკვდილი

თბილისში მასზე ლეგენდებს დღემდე ყვებიან. ულამაზესი მედიკო მებურიშვილის ცხოვრებაც და ამ ქვეყნიდან წასვლაც განსხვავებული, იდუმალებით სავსე მოვლენა იყო თბილისისათვის. მასზე უამრავი ტყუილ-მართალი შეიქმნა...

1968 წლის 14 აპრილს 21 წლის უნდა გამხდარიყო. 10 აპრილს დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე. მისი დაკრძალვის პროცესიას ზღვა ხალხი მიჰყვებოდა, ეს იმდენად უჩვეულო იყო, ამბობენ, რომ იმჟამინდელი ხელისუფლება გვარიანად შეშინდა. თურმე "ამერიკის ხმამაც" კი გადასცა - თბილისში, ულამაზესი ახალგაზრდა ქართველი ქალის დარძალვაზე არნახული ხალხმრავლობა იყოო!

გთავაზობთ სტატიას მედიკო მებურიშვილზე "კვირის პალიტრის" არქივიდან:

"ისინი ერთად გაიზარდნენ. პატარა ქალაქის ერთი უბნის ცნობილ სკოლაში კლასელები იყვნენ, მერე - უახლოესი მეგობრები და ერთად გაატარეს ახალგაზრდობა - 21 წლამდე. ერთ-ერთი მათგანი ამ ასაკში დაიღუპა. მაშინ ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა მის გარშემო, მოულოდნელი სიკვდილით, მაგრამ იმ ერთის სიცოცხლე ბოლომდე გამოუცნობ მითად დარჩა. ამ მითს დღემდე ინახავს საზოგადოება, რომელმაც ჩამოაყალიბა ეს გოგონა, შემდეგ კი უკანასკნელ გზაზე გააცილა...

ის მეორე ჩემი რესპონდენტია, ცნობილი ჟურნალისტი ვახტანგ კობაიძე, - ადამიანი, რომელმაც საკუთარ მოგონებებში შემოინახა მედიკო მებურიშვილისა და მაშინდელი თბილისის ხსოვნა. რომელსაც ძალიან ენატრება თბილისური ურთიერთობები და, მასთან ერთად, ულამაზესი გოგონა, რომელიც ამ ქალაქის ნაწილიც იყო და ბიოგრაფიაც. ამიტომ ამბავი, რომელსაც ბატონი ვახტანგი მოგვითხრობს, ამ ქალაქის და მასში მცხოვრები ადამიანების ისტორიაცაა.

...მედიკო ზემელზე, პაპანინის ქუჩაზე (ახლანდელი ვანო სარაჯიშვილის ქუჩა) დაიბადა. გრიბოედოვის ქუჩის ასახვევთან მდებარეობდა მისი სახლი. დედა, ქალბატონი ვენერა, ექიმი იყო, მამა, ბატონი შალვა, - სტამბის დირექტორი. გოგონა ძველი, თბილისელი ინტელიგენტების ოჯახში იზრდებოდა. ამ ოჯახის სულისკვეთება კარგად იგრძნობოდა მისაღებ ოთახში, სადაც ბრწყინვალე ბიბლიოთეკა მოეწყოთ.

მედიკომ თავის ოთახში ცალკე ბიბლიოთეკაში განსაკუთრებული ადგილი სათავგადასავლო წიგნებს ეკავა. თავის ასაკთან შედარებით გაცილებით მეტი იცოდა. კარგად იცოდა რამდენიმე უცხო ენა.

53-ე სკოლაში მესამე კლასში გადავიდა. მედიკოს სკოლაში ტარება მეზობელმა, 53-ე სკოლის პედაგოგმა, ნინა უჩანეიშვილმა ითავა. მაშინ არავის უკვირდა მეზობლის ამგვარი თავდადება. ძველი თბილისი იყო, გახსნილი ურთიერთობებით, ყველა ერთ ოჯახად ცხოვრობდა. მედიკოს მშობლები მუშაობდნენ და მეზობელი ოჯახს ამ ფორმით ეხმარებოდა.

პირველივე დღეს ყურადღება მიიქცია ლამაზმა გოგონამ ქერა თმითა და მონაცრისფრო თვალებით. მის გარეგნობას სულიერება კიდევ მეტ ხიბლს მატებდა. კონტაქტური, კეთილი და გახსნილი ბუნების გოგონა კლასელებს უმალ დაუმეგობრდა. განსაკუთრებით ვაჟებთან მეგობრობდა და ამ მეგობრობაში ტოლს არავის უდებდა. რაღაცნაირი, "ვაჟკაცური" გოგონა იყო... წაიკითხეთ ვცლად

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 800-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით  კიდევ ერთი, მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა

"პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე