სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს 2000 ლარს შევთავაზებ" - თემქაზე 20 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
"გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს 2000 ლარს შევთავაზებ" - თემქაზე 20 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

არ­სე­ბობს აზრი, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მკვლე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ იმ­ყო­ფე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ლა­დოს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა და ამი­ტომ ვი­შუ­ამ­დგომ­ლებ, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს შე­ეც­ვა­ლოს სა­პა­ტიმ­რო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თემ­ქა­ზე 20 წლის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ნა­ი­რა ოტი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ის სა­პა­ტიმ­რო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის, 2 ათას­ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი შეც­ვლას მო­ი­თხოვს. თუმ­ცა, ად­ვო­კა­ტი აქვე აღ­ნიშ­ნავს, რომ მძი­მე ბრალ­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას დიდი იმე­დი არ აქვს, რომ სა­სა­მარ­თლო მის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

"არ­სე­ბობს აზრი, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ არის და შე­სა­ბა­მი­სად, საფრ­თხე არა­ვის ემუქ­რე­ბა, მათ შო­რის არც ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღეს ვი­შუ­ამ­დგომ­ლებ რომ მას შე­ეც­ვა­ლოს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა და გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. გი­რა­ოს სიმ­ბო­ლუ­რად 2000 ლარს შევ­თა­ვა­ზებ, თუმ­ცა მძი­მე ბრალ­დე­ბაა და დიდი იმე­დი არ მაქვს, რომ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ოტი­აშ­ვილ­მა. ამას­თან, ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბას არ გა­აჩ­ნია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ სწო­რედ ლადო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი. "ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს და ამ­ბობს, რომ მას არ ჩა­უ­დე­ნია. ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ანუ დანა ჭრი­ლო­ბებ­თან შე­უ­სა­ბა­მოა. დანა, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღა­დაა ამო­ღე­ბუ­ლი, ჭრი­ლო­ბე­ბის ზო­მებს არ ემ­თხვე­ვა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ნიშ­ნუ­ლი გვაქვს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა, თუმ­ცა რა კი­თხვებს გას­ცემს პა­სუხს ამ ეტაპ­ზე ვერ მო­გახ­სე­ნებთ. ბრალ­დე­ბის მხა­რის ექ­სპერ­ტი­ზას არ ვე­თან­ხმე­ბით, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ 33 ჭრი­ლო­ბა ამო­ღე­ბუ­ლი ია­რა­ღით არაა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლია, და­ცე­მუ­ლია, ქვა­ზე აქვს თავი დარ­ტყმუ­ლი და ჭრი­ლო­ბა­თა ძი­რი­თა­დი რა­ო­დე­ნო­ბა ამი­თია გა­მოწ­ვე­უ­ლი. თუმ­ცა ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბაა ის, რომ გო­გო­ნას აქვს გა­ლე­სი­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბას არ ამო­უ­ღია", - გა­ნა­ცხა­და ნა­ი­რა ოტი­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის თქმით, ის იშუ­ამ­დგომ­ლებს, რომ და­უშ­ვებ­ლად ცნოს სა­სა­მარ­თლომ ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გრი­გა­ლაშ­ვილ­თან გა­სა­უბ­რე­ბი­სას ოპე­რა­ტი­უ­ლა­დაა მო­პო­ვე­ბუ­ლი. ოტი­აშ­ვი­ლის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბამ გრი­გა­ლაშ­ვი­ლის­გან გარ­კვე­უ­ლი პა­სუ­ხე­ბი მოწ­მედ გა­მო­კი­თხვი­სას მო­ტყუ­ე­ბი­თა და შან­ტა­ჟით მი­ი­ღო და შემ­დეგ ეს ჩვე­ნე­ბა და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბად გა­ა­სა­ღა. მი­სი­ვე თქმით, ოპე­რა­ტი­უ­ლი ჩა­წე­რა ასე­ვე კა­ნონ­დარ­ღვე­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და.შე­გახ­სე­ნებთ, რომ თემ­ქა­ზე 20 წლის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი 22 თე­ბერ­ვალს მოკ­ლეს. მას ყე­ლის არე­ში და­ნით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და ასე­ვე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და თა­ვის არე­ში. პო­ლი­ცი­ამ ნაც­ვლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს და­ა­კა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს 2000 ლარს შევთავაზებ" - თემქაზე 20 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს 2000 ლარს შევთავაზებ" - თემქაზე 20 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

არსებობს აზრი, რომ ადამიანი, რომელმაც მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა საქართველოში აღარ იმყოფება, შესაბამისად, ლადოს საფრთხე არ ემუქრება და ამიტომ ვიშუამდგომლებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეეცვალოს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ლადო გრიგალაშვილის ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების, 2 ათასლარიანი გირაოთი შეცვლას მოითხოვს. თუმცა, ადვოკატი აქვე აღნიშნავს, რომ მძიმე ბრალდებიდან გამომდინარე, მას დიდი იმედი არ აქვს, რომ სასამართლო მის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს.

"არსებობს აზრი, რომ ადამიანი, რომელიც ამაში მონაწილეობდა საქართველოში აღარ არის და შესაბამისად, საფრთხე არავის ემუქრება, მათ შორის არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. აქედან გამომდინარე, დღეს ვიშუამდგომლებ რომ მას შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს. გირაოს სიმბოლურად 2000 ლარს შევთავაზებ, თუმცა მძიმე ბრალდებაა და დიდი იმედი არ მაქვს, რომ დაკმაყოფილდება", - განაცხადა ოტიაშვილმა. ამასთან, ადვოკატის თქმით, სახელმწიფო ბრალდებას არ გააჩნია მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ ლადო გრიგალაშვილმა ჩაიდინა დანაშაული. "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას არ ჩაუდენია. ბრალდების მტკიცებულება, ანუ დანა ჭრილობებთან შეუსაბამოა. დანა, რომელიც მკვლელობის იარაღადაა ამოღებული, ჭრილობების ზომებს არ ემთხვევა. ამასთან დაკავშირებით დანიშნული გვაქვს ალტერნატიული ექსპერტიზა, თუმცა რა კითხვებს გასცემს პასუხს ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ. ბრალდების მხარის ექსპერტიზას არ ვეთანხმებით, გამომდინარე იქიდან, რომ 33 ჭრილობა ამოღებული იარაღით არაა მიყენებული. გოგონა გარდაცვლილია, დაცემულია, ქვაზე აქვს თავი დარტყმული და ჭრილობათა ძირითადი რაოდენობა ამითია გამოწვეული. თუმცა ძალიან საეჭვო გარემოებაა ის, რომ გოგონას აქვს გალესილი იარაღით მიყენებული ჭრილობა, რომელიც გამოძიებას არ ამოუღია", - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ის იშუამდგომლებს, რომ დაუშვებლად ცნოს სასამართლომ ის მტკიცებულება, რომელიც გრიგალაშვილთან გასაუბრებისას ოპერატიულადაა მოპოვებული. ოტიაშვილის თქმით, გამოძიებამ გრიგალაშვილისგან გარკვეული პასუხები მოწმედ გამოკითხვისას მოტყუებითა და შანტაჟით მიიღო და შემდეგ ეს ჩვენება დანაშაულის აღიარებად გაასაღა. მისივე თქმით, ოპერატიული ჩაწერა ასევე კანონდარღვევით განხორციელდა.შეგახსენებთ, რომ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს