სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა - რა თემები განიხილეს მხარეებმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა - რა თემები განიხილეს მხარეებმა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის სა­მუ­შაო ვი­ზი­ტი ვა­შინგტონ­ში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან და­ი­წყო.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან მაიკ პომ­პე­ოს შეხ­ვდა. მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უბ­რის ძი­რი­თა­დი თე­მე­ბი აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი და ორ­მხრი­ვი კავ­ში­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კა, ასე­ვე - სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი და ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი იყო.

შეხ­ვედ­რის და­სა­წყის­ში პრე­მი­ერ­მა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნა მი­უ­ლო­ცა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა უსურ­ვა. მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სტუ­მარ­თა წიგნ­ში სა­მახ­სოვ­რო ჩა­ნა­წე­რი და­ტო­ვა.

შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა და მაიკ პომ­პე­ომ მე­დი­ის­თვის გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს.

მო­უთ­მენ­ლად ველი თქვენ­თან შეხ­ვედ­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში, - ასე მი­მარ­თა პრე­მი­ერ­მა აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ. კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი ორ ქვე­ყა­ნას შო­რის უდი­დე­სია.

„ბა­ტო­ნო მდი­ვა­ნო, სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი ორი­ვე ქვეყ­ნის­თვის უდი­დე­სია. მე იმე­დით შევ­ყუ­რებ თქვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც შე­დის ამე­რი­კე­ლი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტერ­სებ­ში.მო­უთ­მენ­ლად ველი თქვენ­თან შეხ­ვედ­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - მი­მარ­თა კვი­რი­კაშ­ვილ­მა პომ­პე­ოს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნა მი­უ­ლო­ცა. კვი­რი­კაშ­ვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ პომ­პე­ოს მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა და ენ­თუ­ზი­აზ­მი კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვებს აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბას.

„გმად­ლობთ, ბა­ტო­ნო მდი­ვა­ნო პომ­პეო, ძა­ლი­ან თბი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის­თა­ნა­ვე მი­ღე­ბუ­ლი თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის კო­მი­სი­ის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ნება მო­მე­ცით, მო­გი­ლო­ცოთ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­თვის, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თქვე­ნი მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა და ენ­თუ­ზი­აზ­მი კი­დევ უფრო გა­ნამ­ტკი­ცებს მსოფ­ლი­ო­ში აშშ-ის მტკი­ცე ლი­დე­რო­ბას და კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვებს აშშ-ს და სა­ქარ­თვე­ლოს მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბას”, - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა - რა თემები განიხილეს მხარეებმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა - რა თემები განიხილეს მხარეებმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო.

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო.

შეხვედრის დასაწყისში პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მთავრობის მეთაურმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა და მაიკ პომპეომ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას საქართველოში, - ასე მიმართა პრემიერმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ. კვირიკაშვილის განცხადებით, სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალი ორ ქვეყანას შორის უდიდესია.

„ბატონო მდივანო, სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალი ორივე ქვეყნისთვის უდიდესია. მე იმედით შევყურებ თქვენთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, რომლებიც შედის ამერიკელი და ქართველი ხალხის ინტერსებში.მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას საქართველოში“, - მიმართა კვირიკაშვილმა პომპეოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ პომპეოს მიზანდასახულობა და ენთუზიაზმი კიდევ უფრო გააღრმავებს აშშ-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას.

„გმადლობთ, ბატონო მდივანო პომპეო, ძალიან თბილი სიტყვებისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მიღებული თქვენი გადაწყვეტილებისთვის ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით. ნება მომეცით, მოგილოცოთ ამ თანამდებობაზე დანიშვნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მიზანდასახულობა და ენთუზიაზმი კიდევ უფრო განამტკიცებს მსოფლიოში აშშ-ის მტკიცე ლიდერობას და კიდევ უფრო გააღრმავებს აშშ-ს და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები