სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
იტალიაში მცხოვრები ქართველის დიდი წარმატება - ლუკა ჩიქოვანის სამსახიობო დებიუტი კანის ფესტივალზე
იტალიაში მცხოვრები ქართველის დიდი წარმატება - ლუკა ჩიქოვანის სამსახიობო დებიუტი კანის ფესტივალზე

მხი­ა­რუ­ლი, ნი­ჭი­ე­რი, ცოტა ექ­სცენ­ტრი­უ­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბით... - ეს ლუკა ჩი­ქო­ვა­ნია, ვისი ხილ­ვაც კა­ნის 71-ე კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე, დიდი სი­ურპრი­ზი იყო. იტა­ლი­ამ კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ალი­ჩე რორ­ვა­ჰე­რის Lazzaro felice წა­რად­გი­ნა და სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვა. ფილმში ერთ-ერთ მთა­ვარ როლს ქარ­თვე­ლი ლუკა ჩი­ქო­ვა­ნი ას­რუ­ლებს.

ლუკა 1994 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და 6 წლის იყო, რო­დე­საც დე­დას­თან იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა სა­ცხოვ­რებ­ლად. თა­ვი­დან YouTube-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ქა­ვე­რე­ბით გახ­და ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი, 2016 წელს კი სა­კუ­თა­რი ალ­ბო­მი და კლი­პი გა­მო­უშ­ვა. ხში­რად იღე­ბენ რეკ­ლა­მებ­ში. სწო­რედ ერთ-ერთ ასეთ რეკ­ლა­მა­ში შე­ამ­ჩნია ის რე­ჟი­სორ­მა რორ­ვა­ჰერ­მა და კას­ტინგზე მი­იწ­ვია.

- სა­ოც­რად სავ­სე და ბედ­ნი­ე­რი ვარ იმ ყვე­ლაფ­რით, რაც ჩემ გარ­შე­მო ხდე­ბა. ფილმმა პირ­ვე­ლი­ვე ჩვე­ნე­ბა­ზე დარ­ბა­ზის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. არა­ვინ ელო­და ასეთ მქუ­ხა­რე აპ­ლო­დის­მენ­ტებს, რო­მე­ლიც ათ წუთ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კომ­პლი­მენ­ტე­ბი და ტაში, ბე­ნი­სიო დელ ტო­რო­სა და რო­ბერ­ტო ბე­ნი­ნის­გან მი­ვი­ღეთ. დღემ­დე მი­ჭირს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლუ­რია და მე კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე გა­ვი­ა­რე, გა­ვა­ტა­რე მთე­ლი სა­ღა­მო რო­ბერ­ტო ბე­ნი­ნის კომ­პა­ნი­ა­ში.

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდი უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდის­თვის სა­ოც­ნე­ბო ად­გი­ლას?

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით. ფილ­მის რე­ჟი­სორ­მა MTV-ზე ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით რეკ­ლა­მა ნახა, მა­შინ­ვე და­ინ­ტე­რეს­და, ჩემი ძებ­ნა ინ­ტერ­ნეტ­ში და­ი­წყო და მა­ლე­ვე და­უ­კავ­შირ­და ჩემს მე­ნე­ჯერს. რო­დე­საც კას­ტინგზე მივ­დი­ო­დი, დიდი იმე­დი არ მქონ­და, რომ არ­ჩე­ვანს ჩემ­ზე შე­ა­ჩე­რებ­დნენ, რად­გან სამ­სა­ხი­ო­ბო გა­ნათ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს. ეს ჩემი დე­ბი­უ­ტია კი­ნო­სამ­ყა­რო­ში.

- მოგ­ვი­ყე­ვი ფილ­მი­სა და შენი პერ­სო­ნა­ჟის შე­სა­ხებ...

- ფილ­მის იდეა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და ხა­ლა­სია. ის არის ნე­გა­ტი­უ­რი აზ­რე­ბის, პრე­ტენ­ზი­ე­ბი­სა და მო­თხოვ­ნე­ბის გა­რე­შე სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რე­ბა­ზე. მთა­ვა­რი გმი­რი არის ახალ­გაზ­რდა სოფ­ლე­ლი ბიჭი ლა­ზა­რე, რო­მე­ლიც სხვა გლე­ხებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს და ყვე­ლა­ნი მუ­შა­ო­ბენ მარ­კი­ზა­სათ­ვის, რო­მელ­საც ვი­ლა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად მოჰ­ყავს სა­კუ­თა­რი ვაჟი, ტანკრე­დი, ჩემი პერ­სო­ნა­ჟი. ტანკრე­დი და ლა­ზა­რე და­მე­გობ­რდე­ბი­ან და იგი ლა­ზა­რეს არ­წმუ­ნებს, რომ ამი­ე­რი­დან ისი­ნი ნა­ხევ­რად ძმე­ბი არი­ან... ტანკრე­დი გა­ი­თა­მა­შებს გა­ტა­ცე­ბის სცე­ნას და მი­დის გა­მოქ­ვა­ბულ­ში, სა­დაც ლა­ზა­რე ცხოვ­რობს. აქ გა­ი­გებს ტანკრე­დი, თუ რას ნიშ­ნავს გლე­ხის ცხოვ­რე­ბა.

ჩემს პერ­სო­ნაჟს პი­ტერ პენს შე­ვა­და­რებ­დი, რო­მელ­საც პე­რი­ო­დუ­ლად მავ­ნე აზ­რე­ბი აწუ­ხებს, მაგ­რამ გუ­ლის სიღ­რმე­ში, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. იგო­ნებს ის­ტო­რი­ებს რა­ინ­დებ­ზე, მოგ­ზა­უ­რობს წარ­მო­სახ­ვით და ლა­ზა­რე­საც ყვე­ლაფ­რის სჯე­რა, რა­საც ტანკრე­დი უყ­ვე­ბა.

ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი სამი თვე გრძელ­დე­ბო­და ერთ ღვთის­გან მი­ვი­წყე­ბულ და­სახ­ლე­ბა­ში, სა­დაც ორი პა­ტა­რა ბა­რის მეტი არა­ფე­რი იყო. მას­ში ძა­ლი­ან დიდი შრო­მა ჩადო თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა. ალი­ჩემ მას­წავ­ლა არა ის, თუ რო­გორ მე­თა­მა­შა ესა თუ ის სცე­ნა, არა­მედ რო­გორ გა­მე­თა­ვი­სე­ბი­ნა სი­ტუ­ა­ცია ბო­ლომ­დე. მე იმ მო­მენ­ტში არ ვთა­მა­შობ­დი, ეს ყვე­ლა­ფე­რი უბ­რა­ლოდ ბუ­ნებ­რი­ვი იყო. თით­ქოს ზღა­პარ­ში აღ­მოვ­ჩნდი. ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ, რომ მო­მი­წია ისეთ მსა­ხი­ო­ბებ­თან თა­მა­ში, რო­გო­რე­ბიც არი­ან ნი­კო­ლე­ტა ბრას­კი ("ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რია"), სერ­ჯი ლო­პე­სი ("ფავ­ნის ლა­ბი­რინ­თი") და ალბა რორ­ვა­ჰე­რი ("იდე­ა­ლუ­რი უც­ნო­ბე­ბი"). ისე შე­ვე­წყვეთ და შე­ვეჩ­ვი­ეთ ერ­თმა­ნეთს, რომ ახლა ჩვენ ერთი დიდი ოჯა­ხი ვართ.

P.S. ერთხელ, თბი­ლის­ში შეხ­ვედ­რი­სას, კახა კა­ლა­ძემ ლუკა ჩი­ქო­ვან­ზე თქვა – "ის არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბას რთუ­ლი შრო­მით ადა­მი­ა­ნე­ბი". მი­ვუ­ლო­ცოთ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა ლუ­კას და მო­მა­ვალ­შიც წინსვლა ვუ­სურ­ვოთ.

ნინო მა­მუ­კა­ძე

სპე­ცი­ა­ლუ­რად იტა­ლი­ი­დან

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიოგიო
0

მართალია -ძალიან პატარა იყო მამა,რომ გარდაეცვალა-დედა ყავს მხატვარი ვიზუალურად გავს ორივეს-მამამისი მაღალი ქერა-თავადური წარმოშობით-დედა -ჯაფარიძე-ხორბლისფერი-ძალზე მომხიბვლელ(90წლებში წავიდა ემიგრაციაში იტალიაში) მშვენიერი ფერმწერი-უყვარდა ცხენების ხატვა- ბავში გაზარდა ქართული მენტალიტეტით......

marina
0

warmatebebs gisurveb

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

იტალიაში მცხოვრები ქართველის დიდი წარმატება - ლუკა ჩიქოვანის სამსახიობო დებიუტი კანის ფესტივალზე

იტალიაში მცხოვრები ქართველის დიდი წარმატება - ლუკა ჩიქოვანის სამსახიობო დებიუტი კანის ფესტივალზე

მხიარული, ნიჭიერი, ცოტა ექსცენტრიული, გამორჩეული გარეგნობით... - ეს ლუკა ჩიქოვანია, ვისი ხილვაც კანის 71-ე კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე, დიდი სიურპრიზი იყო. იტალიამ კანის კინოფესტივალზე ალიჩე რორვაჰერის Lazzaro felice წარადგინა და საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი ლუკა ჩიქოვანი ასრულებს.

ლუკა 1994 წელს თბილისში დაიბადა და 6 წლის იყო, როდესაც დედასთან იტალიაში გაემგზავრა საცხოვრებლად. თავიდან YouTube-ზე გამოქვეყნებული ქავერებით გახდა ინტერნეტსივრცეში პოპულარული, 2016 წელს კი საკუთარი ალბომი და კლიპი გამოუშვა. ხშირად იღებენ რეკლამებში. სწორედ ერთ-ერთ ასეთ რეკლამაში შეამჩნია ის რეჟისორმა რორვაჰერმა და კასტინგზე მიიწვია.

- საოცრად სავსე და ბედნიერი ვარ იმ ყველაფრით, რაც ჩემ გარშემო ხდება. ფილმმა პირველივე ჩვენებაზე დარბაზის დიდი მოწონება დაიმსახურა. არავინ ელოდა ასეთ მქუხარე აპლოდისმენტებს, რომელიც ათ წუთზე მეტხანს გაგრძელდა. განსაკუთრებული კომპლიმენტები და ტაში, ბენისიო დელ ტოროსა და რობერტო ბენინისგან მივიღეთ. დღემდე მიჭირს გაცნობიერება, რომ ეს ყველაფერი რეალურია და მე კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გავიარე, გავატარე მთელი საღამო რობერტო ბენინის კომპანიაში.

- როგორ აღმოჩნდი უამრავი ახალგაზრდისთვის საოცნებო ადგილას?

- შეიძლება ითქვას, სრულიად შემთხვევით. ფილმის რეჟისორმა MTV-ზე ჩემი მონაწილეობით რეკლამა ნახა, მაშინვე დაინტერესდა, ჩემი ძებნა ინტერნეტში დაიწყო და მალევე დაუკავშირდა ჩემს მენეჯერს. როდესაც კასტინგზე მივდიოდი, დიდი იმედი არ მქონდა, რომ არჩევანს ჩემზე შეაჩერებდნენ, რადგან სამსახიობო განათლება და გამოცდილება არ მაქვს. ეს ჩემი დებიუტია კინოსამყაროში.

- მოგვიყევი ფილმისა და შენი პერსონაჟის შესახებ...

- ფილმის იდეა ძალიან მარტივი და ხალასია. ის არის ნეგატიური აზრების, პრეტენზიებისა და მოთხოვნების გარეშე სამყაროში ცხოვრებაზე. მთავარი გმირი არის ახალგაზრდა სოფლელი ბიჭი ლაზარე, რომელიც სხვა გლეხებთან ერთად ცხოვრობს და ყველანი მუშაობენ მარკიზასათვის, რომელსაც ვილაში საცხოვრებლად მოჰყავს საკუთარი ვაჟი, ტანკრედი, ჩემი პერსონაჟი. ტანკრედი და ლაზარე დამეგობრდებიან და იგი ლაზარეს არწმუნებს, რომ ამიერიდან ისინი ნახევრად ძმები არიან... ტანკრედი გაითამაშებს გატაცების სცენას და მიდის გამოქვაბულში, სადაც ლაზარე ცხოვრობს. აქ გაიგებს ტანკრედი, თუ რას ნიშნავს გლეხის ცხოვრება.

ჩემს პერსონაჟს პიტერ პენს შევადარებდი, რომელსაც პერიოდულად მავნე აზრები აწუხებს, მაგრამ გულის სიღრმეში, ძალიან კარგი ადამიანია. იგონებს ისტორიებს რაინდებზე, მოგზაურობს წარმოსახვით და ლაზარესაც ყველაფრის სჯერა, რასაც ტანკრედი უყვება.

ფილმის გადაღებები სამი თვე გრძელდებოდა ერთ ღვთისგან მივიწყებულ დასახლებაში, სადაც ორი პატარა ბარის მეტი არაფერი იყო. მასში ძალიან დიდი შრომა ჩადო თითოეულმა ადამიანმა. ალიჩემ მასწავლა არა ის, თუ როგორ მეთამაშა ესა თუ ის სცენა, არამედ როგორ გამეთავისებინა სიტუაცია ბოლომდე. მე იმ მომენტში არ ვთამაშობდი, ეს ყველაფერი უბრალოდ ბუნებრივი იყო. თითქოს ზღაპარში აღმოვჩნდი. ძალიან ამაყი ვარ, რომ მომიწია ისეთ მსახიობებთან თამაში, როგორებიც არიან ნიკოლეტა ბრასკი ("ცხოვრება მშვენიერია"), სერჯი ლოპესი ("ფავნის ლაბირინთი") და ალბა რორვაჰერი ("იდეალური უცნობები"). ისე შევეწყვეთ და შევეჩვიეთ ერთმანეთს, რომ ახლა ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.

P.S. ერთხელ, თბილისში შეხვედრისას, კახა კალაძემ ლუკა ჩიქოვანზე თქვა – "ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ აღწევენ წარმატებას რთული შრომით ადამიანები". მივულოცოთ დამსახურებული წარმატება ლუკას და მომავალშიც წინსვლა ვუსურვოთ.

ნინო მამუკაძე

სპეციალურად იტალიიდან

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო

რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი" - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს

გაერთე Festival Haerze და მოიგე საგზური კვიპროსში - უპრეცედენტო შემოთავაზება ფესტივალის ორგანიზატორებისგან