სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა მოხდა ჭიათურის მაღაროში, სადაც მუშა მძიმედ დაშავდა
რა მოხდა ჭიათურის მაღაროში, სადაც მუშა მძიმედ დაშავდა

ჭი­ა­თუ­რა­ში, კო­როხ­ნა­ლის მა­ღა­რო­ში მუშა და­შავ­და. შემ­თხვე­ვა დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალექ­სან­დრე დე­კა­ნო­ი­ძეს ქვა და­ე­ცა. და­შა­ვე­ბუ­ლი ქუ­თა­ი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ექი­მე­ბის თქმით, პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა.

"პა­ცი­ენტს ქალა-ფუ­ძის მო­ტე­ხი­ლო­ბა, ხერ­ხემ­ლის მა­ლის მო­ტე­ხი­ლო­ბა და ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. ამ წუ­თებ­ში მას სა­ო­პე­რა­ცი­ოდ ამ­ზა­დე­ბენ", - გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი ხვე­დე­ლი­ძემ.

ჭი­ა­თუ­რის სამ­თო-გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ კომ­ბი­ნატ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პა­ნია „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის“ პრეს­სამ­სა­ხუ­რი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

„ჭი­ა­თუ­რის სამ­თო-გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ კომ­ბი­ნატ­ში, კერ­ძოდ, კო­როხ­ნა­ლის მა­ღა­რო­ში სამ­თო მა­სა­ლის ჩა­მოშ­ლის შე­დე­გად, 32 წლის მა­ღა­რო­ელ­მა, ალექ­სან­დრე დე­კა­ნო­ი­ძემ თა­ვის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. იგი ქუ­თა­ი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა. კო­როხ­ნა­ლის მა­ღა­რო­ში შემ­თხვე­ვა გუ­შინ ღა­მით, და­ახ­ლო­ე­ბით ოთხ სა­ათ­ზე მოხ­და. მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი" აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ავ­რცე­ლებს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა მოხდა ჭიათურის მაღაროში, სადაც მუშა მძიმედ დაშავდა

რა მოხდა ჭიათურის მაღაროში, სადაც მუშა მძიმედ დაშავდა

ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში მუშა დაშავდა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე დეკანოიძეს ქვა დაეცა. დაშავებული ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"პაციენტს ქალა-ფუძის მოტეხილობა, ხერხემლის მალის მოტეხილობა და ტვინის შეშუპება აღენიშნება. ამ წუთებში მას საოპერაციოდ ამზადებენ", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოს დირექტორმა გიორგი ხვედელიძემ.

ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.

„ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში, კერძოდ, კოროხნალის მაღაროში სამთო მასალის ჩამოშლის შედეგად, 32 წლის მაღაროელმა, ალექსანდრე დეკანოიძემ თავის არეში დაზიანებები მიიღო. იგი ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. კოროხნალის მაღაროში შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით ოთხ საათზე მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება. "ჯორჯიან მანგანეზი" აღნიშნულ თემაზე დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო