სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სამცხე-ჯავახეთში "თურქულ ბარებსა" და რესტორნებში პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე 11 პირი ამხილეს
სამცხე-ჯავახეთში "თურქულ ბარებსა" და რესტორნებში პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე 11 პირი ამხილეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ბოლო ერთ კვი­რა­ში, 9 ე.წ. „თურ­ქულ ბარ­სა“ და 5 რეს­ტო­რან­ში პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მის ფაქ­ტებ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რეს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

„ძა­ლა­დო­ბით, ძა­ლა­დო­ბის ან ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის მუ­ქა­რით, შან­ტა­ჟით ან მო­ტყუ­ე­ბით პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მის ფაქ­ტებ­ზე მხი­ლე­ბულ იქ­ნენ ახალ­ცი­ხე­სა და ახალ­ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე ბა­რე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის დრო­ე­ბი­თი მფლო­ბე­ლე­ბი - სულ 11 პირი. მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჯა­რი­მას ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 2 წლამ­დე ვა­დით ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში აღ­ნიშ­ნულ ობი­ექ­ტებ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი 63 ქალი მოწ­მის სა­ხით პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­ი­კი­თხა. დად­გინ­და, რომ და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი ქა­ლაქ ახალ­ცი­ხე­ში და ახალ­ქა­ლაქ­ში დრო­ე­ბით მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ ფარ­თებს გა­სამ­რჯე­ლოს სა­ნაც­ვლოდ ცალ­კე­ულ პი­რებს პროს­ტი­ტუ­ცი­ის­თვის უთ­მობ­დნენ. ისი­ნი, ასე­ვე აღ­ნიშ­ნულ „თურ­ქულ ბა­რებ­ში“ მო­მუ­შა­ვე სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან ჩა­მო­სულ, სხვა­დას­ხვა ასა­კის ქალ­ბა­ტო­ნებს პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში მო­ტყუ­ე­ბით აბამ­დნენ.

პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მის ყვე­ლა ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 253-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ძა­ლა­დო­ბით, ძა­ლა­დო­ბის ან ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის მუ­ქა­რით, შან­ტა­ჟით ან მო­ტყუ­ე­ბით პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მას გუ­ლის­ხმობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სამცხე-ჯავახეთში "თურქულ ბარებსა" და რესტორნებში პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე 11 პირი ამხილეს

სამცხე-ჯავახეთში "თურქულ ბარებსა" და რესტორნებში პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე 11 პირი ამხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო ერთ კვირაში, 9 ე.წ. „თურქულ ბარსა“ და 5 რესტორანში პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე მხილებულ იქნენ ახალციხესა და ახალქალაქში მდებარე ბარებისა და რესტორნების დროებითი მფლობელები - სულ 11 პირი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში აღნიშნულ ობიექტებზე დასაქმებული 63 ქალი მოწმის სახით პოლიციაში გამოიკითხა. დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები ქალაქ ახალციხეში და ახალქალაქში დროებით მფლობელობაში არსებულ ფართებს გასამრჯელოს სანაცვლოდ ცალკეულ პირებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. ისინი, ასევე აღნიშნულ „თურქულ ბარებში“ მომუშავე სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ, სხვადასხვა ასაკის ქალბატონებს პროსტიტუციაში მოტყუებით აბამდნენ.

პროსტიტუციაში ჩაბმის ყველა ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით პროსტიტუციაში ჩაბმას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ