ანა სუბელიანი - გამომძიებელს გადავეცი მუქარის და ძალადობის შემცველი მესიჯები, ვიდეო-ჩანაწერები, კომენტარები

ანა სუბელიანი - გამომძიებელს გადავეცი მუქარის და ძალადობის შემცველი მესიჯები, ვიდეო-ჩანაწერები, კომენტარები

გამომძიებლისგან ვხედავ მოტივაციას, იმუშაონ ამ საქმეზე ისე, როგორც საჭიროა, - ამის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტმა ანა სუბელიანმა, გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ცნობილია, მოკვლევა სუბელიანის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს.

„გამოძიება დაიწყო იქიდან გამომდინარე, რომ მე მედიაში განვაცხადე იმ მუქარის შესახებ, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდება. დამიბარეს გამოკითხვაზე, სადაც გადავეცი მუქარის და ძალადობის შემცველი მესიჯები, ვიდეო-ჩანაწერები, კომენტარები - ყველაფერი, რისი შეკრებაც ამ დროისთვის შევძელი. გამომძიებლისგან ვხედავ მოტივაციას, რომ იმუშაონ ამ საქმეზე ისე როგორც საჭიროა. ჯერჯერობით სხვა არავინაა დაბარებული და სწორედ იმის განსაზღვრას ისახავდა მიზნად ჩემი გამოკითხვა, რომ ამ საქმეში ჩართული პირების ვინაობა დადგენილიყო,“ - განაცხადა ანა სუბელიანმა.

სუბელიანი გამოკითხვაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტთან ერთად თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა.

"ეს არის საქმე - "ბარემ, ესეც დავაკავოთ"... ვანო ბურდული უდანაშაულოა" - "ტვ პირველის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულის ადოკატი

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტს, რომელსაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

"ცემის ფაქტთან შეხება არ მქონდა, იქ ახლოსაც არ ვიყავი" - რა თქვა პროცესზე "ტვ პირველის" ოპერატორის მიმართ ძალადობაში ბრალდებულმა?