სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"შეშინებული ექიმი, შეიძლება პოტენციური მკვლელი აღმოჩნდეს..." - ვის და რატომ სურს მედიას ექიმების შეცდომებზე საუბარი აუკრძალოს?
"შეშინებული ექიმი, შეიძლება პოტენციური მკვლელი აღმოჩნდეს..." - ვის და რატომ სურს მედიას ექიმების შეცდომებზე საუბარი აუკრძალოს?

სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სამ­ყა­რო­ში მე­დი­ის ძალა და ზე­გავ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა თუ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ზე, ალ­ბათ, ყო­ველ­დღი­უ­რად იმა­ტებს. რომ არა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ე.წ. watch dog (მო­და­რა­ჯე ძაღ­ლის) საქ­მი­ა­ნო­ბა, ხალ­ხის­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი დარ­ჩე­ბო­და ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც მათ ცხოვ­რე­ბას გან­სა­ზღვრავს. ამის გამო მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გა­ჩუ­მე­ბა­სა და მათ­თვის შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა ხერ­ხე­ბით ცდი­ლობ­დნენ. ამ­ჯე­რად, სფე­რო სა­დაც მე­დი­ის­თვის შეზ­რუდ­ვის და­წე­სე­ბა მო­ი­სურ­ვეს, სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის გა­შუ­ქე­ბას ეხე­ბა.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ქარ­თვე­ლოს კლი­ნი­კე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ამ“ პარ­ლა­მენ­ტში სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბა შე­ი­ტა­ნა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის დროს, ექი­მის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი გა­დაც­დო­მის, შეც­დო­მის ან ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ღიად სა­უ­ბა­რი (ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის, სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ზემ­დგო­მი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნოს ან სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­რე­შე), გა­მო­იწ­ვევს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის და­ჯა­რი­მე­ბას 1 000 ლა­რით, გან­მე­ო­რე­ბით შემ­თხვე­ვა­ში კი 2000 ლა­რით. წი­ნა­და­დე­ბის ავ­ტო­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მე­დი­ა­ში მსგავ­სი სა­კი­თხე­ბის გა­შუ­ქე­ბი­სას ექი­მე­ბის მი­მართ ირ­ღვე­ვა უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია და ხდე­ბა და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბის გავ­რცე­ლე­ბა.

ალ­ბათ, მკი­თხველს სულ ცოტა ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა მა­ინც ამო­უ­ტივ­ტივ­დე­ბა გო­ნე­ბა­ში, როცა მე­დი­ით ექი­მის სა­ვა­რა­უ­დო გა­დაც­დო­მის შე­სა­ხებ სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­ის­მი­ნა. ამ­ბა­ვი, სა­დაც პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ყვე­ბი­ან, რო­გორ და­უმ­ძიმ­და მდგო­მა­რე­ო­ბა მის შვილს, მე­უღ­ლეს, დას, ძმას თუ მე­გო­ბარს ექი­მის უყუ­რა­დღე­ბო­ბის გამო, ან რო­გორ გარ­და­იც­ვა­ლა პა­ცი­ენ­ტი დი­აგ­ნო­ზის არას­წო­რად დას­მი­სა თუ ოპე­რა­ცი­ის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბის გამო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბა რომ კა­ნო­ნის სა­ხით, მა­გა­ლი­თად გა­სულ წელს ძა­ლა­ში შე­სუ­ლი­ყო, ექ­სპერ­ტი­ზის ან სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­რე­შე, მე­დია ვერ შეძ­ლებ­და იმ ამ­ბის გა­შუ­ქე­ბას, როცა 2017 წელს ხა­ტია თვა­უ­რი ცხვი­რის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ კო­მა­ში ჩა­ვარ­და. ვერც ცოტა ხნის წინ, ნა­თია ჩა­გა­ნა­ვას ამ­ბავს შე­ი­ტყობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­მაც 2018 წლის აპ­რილ­ში სა­კე­ის­რო კვე­თით იმ­შო­ბი­ა­რა და მა­ლე­ვე კო­მა­ში ჩა­ვარ­და.

„კლი­ნი­კე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის“ იუ­რის­ტის, ირაკ­ლი სერ­გი­ას თქმით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბით არ სურთ გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა და არც პა­ცი­ენ­ტის ახ­ლობ­ლებს უკ­რძა­ლა­ვენ მე­დი­ა­ში სა­უ­ბარს, თუმ­ცა მი­სი­ვე თქმით, გა­შუ­ქე­ბა უნდა მოხ­დეს რო­გორც მო­საზ­რე­ბა და არა რო­გორც ფაქ­ტი.

იმი­სათ­ვის, რომ ამ წი­ნა­და­დე­ბამ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის სახე მი­ი­ღოს, სა­ჭი­როა, ის შე­სა­ბა­მის­მა კო­მი­ტეტ­მა გა­ნი­ხი­ლოს და მხა­რიც და­უ­ჭი­როს. ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, აკა­კი ზო­ი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მე­დი­ა­ში სა­მე­დი­ცი­ნო გა­დაც­დო­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბის ობი­ექ­ტუ­რად გა­შუ­ქე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, თუმ­ცა სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ას მხარს არ უჭერს.

„სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მი­მართ, მე­დი­ა­ში ხში­რად იმარ­თე­ბა ღია სა­სა­მარ­თლო­ე­ბი და ლინ­ჩის წე­სის გა­სა­მარ­თლე­ბა ისე, რომ არ ვე­ლო­დე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. შე­ში­ნე­ბუ­ლი ექი­მი, შე­იძ­ლე­ბა პო­ტენ­ცი­უ­რი მკვლე­ლი აღ­მოჩ­ნდეს იმის გამო, რომ ზე­წო­ლაა მას­ზე. ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, სა­დაც პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლის ან ჯან­მრთე­ლო­ბის ბედს წა­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა წყვეტ­დეს, შე­ში­ნე­ბუ­ლი ექი­მი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, არის ძა­ლი­ან ცუდი დამ­ხმა­რე. თუმ­ცა, მე წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ნე­ბის­მი­ე­რი რე­გუ­ლა­ცი­ის, კა­ნო­ნის, თუ ჯა­რი­მის, რომ­ლი­თაც მე­დი­ას ავუკ­რძა­ლავთ კონ­კრე­ტუ­ლი თე­მის გა­შუ­ქე­ბას. ეს არის თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის თემა: მა­გა­ლი­თად ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის კო­დექ­სის,“ - აცხა­დებს აკა­კი ზო­ი­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

სწო­რედ „კლი­ნი­კე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის“ მიერ წარ­დგე­ნი­ლი წი­ნა­და­დე­ბის ზე­და­პი­რუ­ლო­ბა და ბუნ­დო­ვა­ნე­ბა გახ­და ჯან­დაც­ვი­სა და მე­დია ექ­სპერ­ტე­ბის კრი­ტი­კის სა­ფუძ­ვე­ლი. მე­დია ექ­სპერ­ტი ლაშა ტუ­ღუ­ში მი­იჩ­ნევს, რომ ექი­მე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ისე­ვე უნდა ვცეთ პა­ტი­ვი, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სას. მისი თქმით, იმ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ექი­მებს ისე­დაც შე­უძ­ლი­ათ ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე იუ­რი­დი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბით სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, გა­დაც­დო­მებ­ზე სა­უბ­რის აკ­რძალ­ვა ცენ­ზუ­რის და­წე­სე­ბას ჰგავს.

„წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ შემ­თხვე­ვა: პირ­და­პი­რი ეთე­რია და ოპე­რა­ტო­რი, რო­მელ­საც ჩარ­თუ­ლი აქვს კა­მე­რა, ხე­დავს ადა­მი­ა­ნე­ბის პრო­ტესტს, რო­მე­ლიც ექი­მის წი­ნა­აღ­მდეგ მძაფ­რად ნე­გა­ტი­უ­რა­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი. აქ რა უნდა გა­ა­კე­თოს ტე­ლე­ვი­ზი­ამ? გა­თი­შოს ეთე­რი? თუ თქვას, რომ კი მოხ­და რა­ღაც, მაგ­რამ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა სა­ნამ არ იქ­ნე­ბა, ვერ გა­ვა­შუ­ქებთ? დღეს არ­სე­ბობს ყვე­ლა მე­ქა­ნიზ­მი იმი­სათ­ვის, რომ ექი­მებ­მა და­იც­ვან თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბი. მე ვერ ვხე­დავ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი შე­მო­ვი­დეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს ცენ­ზუ­რას. ამა­ვე ლო­გი­კით, ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა - მო­სა­მარ­თლემ, პო­ლი­ცი­ელ­მა, პო­ლი­ტი­კოს­მა - შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლოს, რომ მე­დი­ის მიერ გა­შუ­ქე­ბულ ამ­ბავ­ში ის გა­ლან­ძღეს, ღირ­სე­ბა შე­უ­ლა­ხეს. ამ ლო­გი­კით მა­შინ არა­ფე­რი აღარ უნდა გა­ვა­შუ­ქოთ,“ - აცხა­დებს ლაშა ტუ­ღუ­ში AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ამა­ვე აზრს იზი­ა­რე­ბენ ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბი, რო­მელ­თა თქმი­თაც ექი­მის საქ­მი­ა­ნო­ბას პა­ტი­ვი უნდა ვცეთ, თუმ­ცა გა­დაც­დო­მებ­ზე მე­დი­ა­ში სა­უბ­რის აკ­რძალ­ვა, ცენ­ზუ­რის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს. ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტის, ირაკ­ლი სა­სა­ნი­ას თქმით, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა, პირ­ველ რიგ­ში, პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე უნდა იყოს მორ­გე­ბუ­ლი და ამის დე­ფი­ცი­ტის ფონ­ზე ექი­მე­ბი­სა თუ კლი­ნი­კე­ბის უფ­ლე­ბე­ბის კი­დევ უფრო მკაც­რი რე­გუ­ლა­ცია, ზედ­მე­ტია. კი­დევ ერთი ექ­სპერ­ტის, სერ­გო ჩიხ­ლა­ძის აზ­რით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მუ­ლი­რე­ბით ეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბა კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს და მის მი­ღე­ბას აბ­სურ­დად მი­იჩ­ნევს.

„მაგ წი­ნა­და­დე­ბით გა­მო­დის, რომ სა­ერ­თოდ უნდა ავ­კრძა­ლოთ ნე­ბის­მი­ერ გა­დაც­დო­მა­ზე სა­უ­ბა­რი, სა­ნამ სა­სა­მარ­თლოს სა­ბუ­თი ან ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა არ გვექ­ნე­ბა. მათ შო­რის მეც, ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი რომ გა­მო­ვი­დე და ვთქვა, რომ რო­მე­ლი­მე კლი­ნი­კა­ში რამე გა­დაც­დო­მაა, გა­მო­დის რომ ეს ვერ გა­შუქ­დე­ბა. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­რის შე­ზღუდ­ვა და ცენ­ზუ­რის და­წე­სე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნა სერ­გო ჩიხ­ლა­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

რო­გორც ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ან­და­ზა ამ­ბობს, სა­ხე­ლის გა­ტეხ­ვას თა­ვის გა­ტეხ­ვა ჯო­ბია. რო­დე­საც ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­სას პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ექი­მე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, მათ ეჭ­ვებს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბი კი­დევ უფრო ამ­ყა­რებს. სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017 წელს 67 ექიმს სერ­თი­ფი­კა­ტის მოქ­მე­დე­ბა შე­უ­ჩერ­და, ხოლო 157 მე­დი­კოსს პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რა.

მა­შინ, როცა მშო­ბი­ა­რე ქალი სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ მხო­ლოდ ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი შვი­ლის ჩა­ხუ­ტე­ბას ას­წრებს და კო­მა­ში ვარ­დე­ბა, მა­შინ როცა ცხვი­რის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ 17 წლის გო­გო­ნა კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ი­თაა, ანდა მა­შინ, რო­დე­საც 22 წლის ქა­ლის სი­ცო­ცხლე, მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ­მა გარ­თუ­ლე­ბებ­მა იმ­სხვერ­პლა, ალ­ბათ ძნე­ლია ჟურ­ნა­ლის­ტმა მათ ახ­ლობ­ლებს ამ­ბის გა­შუ­ქე­ბა­ზე უარი უთხრას. ის ფაქ­ტი, რომ გა­ჭირ­ვე­ბა­ში ჩა­ვარ­დნილ ადა­მი­ანს პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის უპირ­ვე­ლეს გზად მე­დია ესა­ხე­ბა, ალ­ბათ, მე­დი­ის კი არა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის პრობ­ლე­მაა.

სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი არ არის ვი­ფიქ­როთ, ადა­მი­ა­ნებს სა­სა­მარ­თლოს ობი­ექ­ტუ­რო­ბის რომ სჯე­რო­დეთ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის რომ სჯე­რო­დეთ, ექი­მე­ბის მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბი­საც რომ სჯე­რო­დეთ, საშ­ვე­ლად პირ­ველ რიგ­ში, მე­დი­ას არ მო­უხ­მობ­დნენ. მე­დი­ას, რომ­ლის მიერ ატე­ხი­ლი ხმა­უ­რიც არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­სა თუ სა­სა­მარ­თლოს არა­სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეც­ვლის მი­ზე­ზი.

გუსანი
0

პრობლემა გაშუქებაში არ არის, პრობლემა მისი ადექვატურობა და ფორმაა... ქვეყანაში თუ რამე დაბალ დონეზეა, როგორც განათლებით ისე ეთიკით ეს ჟურნალისტებია, წაიკიხეთ ი. ჭავჭავაძის წერილი- ნუთუ? პასუხი ვაი ჟურნალისტის კორესპოდენციაზე. სათაურით -საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება. საინტერესოა რამდენ ჟურნალისტს აქვს წაკითხული?. ჯერ გაერკვით საკითხში, ამისთვის ელემენტარული ცოდნა ან მომზადება ხომ არის საჭირო? გალანძღვა საქმე არ არის. ყველას შეუძლია. რა თქმა უნდა გადაცდომა-შეცდომა არ უნდა დაიმალოს, საზოგადოება ისე ვერ გაიზრდება, ჯურნალისტები ( ხშირად შეკვეთილადაც ) აგრძელებენ კეისარის პრინციპს- მე დავაბრალებ და თავი იმან იმართლოსო.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"შეშინებული ექიმი, შეიძლება პოტენციური მკვლელი აღმოჩნდეს..." - ვის და რატომ სურს მედიას ექიმების შეცდომებზე საუბარი აუკრძალოს?

"შეშინებული ექიმი, შეიძლება პოტენციური მკვლელი აღმოჩნდეს..." - ვის და რატომ სურს მედიას ექიმების შეცდომებზე საუბარი აუკრძალოს?

საინფორმაციო ტექნოლოგიების სამყაროში მედიის ძალა და ზეგავლენა საზოგადოებრივ აზრზე, ხელისუფლებასა თუ სახელმწიფო სტრუქტურებზე, ალბათ, ყოველდღიურად იმატებს. რომ არა ჟურნალისტების ე.წ. watch dog (მოდარაჯე ძაღლის) საქმიანობა, ხალხისთვის მიუწვდომელი დარჩებოდა ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც მათ ცხოვრებას განსაზღვრავს. ამის გამო მედიის წარმომადგენლების გაჩუმებასა და მათთვის შეზღუდვების დაწესებას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხერხებით ცდილობდნენ. ამჯერად, სფერო სადაც მედიისთვის შეზრუდვის დაწესება მოისურვეს, სამედიცინო საქმიანობის გაშუქებას ეხება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს კლინიკების ასოციაციამ“ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანა, სადაც აღნიშნულია, რომ სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის, შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი (ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე), გამოიწვევს მედიასაშუალების დაჯარიმებას 1 000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი 2000 ლარით. წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ მედიაში მსგავსი საკითხების გაშუქებისას ექიმების მიმართ ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და ხდება დაუსაბუთებელი ფაქტების გავრცელება.

ალბათ, მკითხველს სულ ცოტა ერთი გახმაურებული შემთხვევა მაინც ამოუტივტივდება გონებაში, როცა მედიით ექიმის სავარაუდო გადაცდომის შესახებ სკანდალური ინფორმაცია მოისმინა. ამბავი, სადაც პაციენტის ოჯახის წევრები ყვებიან, როგორ დაუმძიმდა მდგომარეობა მის შვილს, მეუღლეს, დას, ძმას თუ მეგობარს ექიმის უყურადღებობის გამო, ან როგორ გარდაიცვალა პაციენტი დიაგნოზის არასწორად დასმისა თუ ოპერაციის არაპროფესიონალურად ჩატარების გამო.

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება რომ კანონის სახით, მაგალითად გასულ წელს ძალაში შესულიყო, ექსპერტიზის ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მედია ვერ შეძლებდა იმ ამბის გაშუქებას, როცა 2017 წელს ხატია თვაური ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა. ვერც ცოტა ხნის წინ, ნათია ჩაგანავას ამბავს შეიტყობდა საზოგადოება, რომელმაც 2018 წლის აპრილში საკეისრო კვეთით იმშობიარა და მალევე კომაში ჩავარდა.

„კლინიკების ასოციაციის“ იურისტის, ირაკლი სერგიას თქმით, საკანონმდებლო წინადადებით არ სურთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და არც პაციენტის ახლობლებს უკრძალავენ მედიაში საუბარს, თუმცა მისივე თქმით, გაშუქება უნდა მოხდეს როგორც მოსაზრება და არა როგორც ფაქტი.

იმისათვის, რომ ამ წინადადებამ საკანონმდებლო ინიციატივის სახე მიიღოს, საჭიროა, ის შესაბამისმა კომიტეტმა განიხილოს და მხარიც დაუჭიროს. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მედიაში სამედიცინო გადაცდომებთან დაკავშირებული ამბების ობიექტურად გაშუქების სერიოზული პრობლემაა, თუმცა საკანონმდებლო რეგულაციას მხარს არ უჭერს.

„სამედიცინო პერსონალის მიმართ, მედიაში ხშირად იმართება ღია სასამართლოები და ლინჩის წესის გასამართლება ისე, რომ არ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და სასამართლოს გადაწყვეტილებას. შეშინებული ექიმი, შეიძლება პოტენციური მკვლელი აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ზეწოლაა მასზე. ისეთ სიტუაციაში, სადაც პაციენტის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ბედს წამიერი გადაწყვეტილება შეიძლება წყვეტდეს, შეშინებული ექიმი, ამ შემთხვევაში, არის ძალიან ცუდი დამხმარე. თუმცა, მე წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი რეგულაციის, კანონის, თუ ჯარიმის, რომლითაც მედიას ავუკრძალავთ კონკრეტული თემის გაშუქებას. ეს არის თვითრეგულირების თემა: მაგალითად ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის,“ - აცხადებს აკაკი ზოიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში.

სწორედ „კლინიკების ასოციაციის“ მიერ წარდგენილი წინადადების ზედაპირულობა და ბუნდოვანება გახდა ჯანდაცვისა და მედია ექსპერტების კრიტიკის საფუძველი. მედია ექსპერტი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ ექიმების საქმიანობასაც ისევე უნდა ვცეთ პატივი, როგორც ჟურნალისტებისას. მისი თქმით, იმ რეალობაში, როდესაც ექიმებს ისედაც შეუძლიათ ცილისწამებაზე იურიდიული მექანიზმებით საკუთარი უფლებების დაცვა, გადაცდომებზე საუბრის აკრძალვა ცენზურის დაწესებას ჰგავს.

„წარმოვიდგინოთ შემთხვევა: პირდაპირი ეთერია და ოპერატორი, რომელსაც ჩართული აქვს კამერა, ხედავს ადამიანების პროტესტს, რომელიც ექიმის წინააღმდეგ მძაფრად ნეგატიურადაა გამოხატული. აქ რა უნდა გააკეთოს ტელევიზიამ? გათიშოს ეთერი? თუ თქვას, რომ კი მოხდა რაღაც, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა სანამ არ იქნება, ვერ გავაშუქებთ? დღეს არსებობს ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ ექიმებმა დაიცვან თავიანთი უფლებები. მე ვერ ვხედავ აუცილებლობას, რაიმე დამატებითი მექანიზმები შემოვიდეს, რომელიც ძალიან ჰგავს ცენზურას. ამავე ლოგიკით, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელმა - მოსამართლემ, პოლიციელმა, პოლიტიკოსმა - შეიძლება ჩათვალოს, რომ მედიის მიერ გაშუქებულ ამბავში ის გალანძღეს, ღირსება შეულახეს. ამ ლოგიკით მაშინ არაფერი აღარ უნდა გავაშუქოთ,“ - აცხადებს ლაშა ტუღუში AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ამავე აზრს იზიარებენ ჯანდაცვის ექსპერტები, რომელთა თქმითაც ექიმის საქმიანობას პატივი უნდა ვცეთ, თუმცა გადაცდომებზე მედიაში საუბრის აკრძალვა, ცენზურის ნიშნებს შეიცავს. ჯანდაცვის ექსპერტის, ირაკლი სასანიას თქმით, ჯანდაცვის სისტემა, პირველ რიგში, პაციენტის უფლებებსა და საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული და ამის დეფიციტის ფონზე ექიმებისა თუ კლინიკების უფლებების კიდევ უფრო მკაცრი რეგულაცია, ზედმეტია. კიდევ ერთი ექსპერტის, სერგო ჩიხლაძის აზრით, აღნიშნული ფორმულირებით ეს საკანონმდებლო წინადადება კრიტიკას ვერ უძლებს და მის მიღებას აბსურდად მიიჩნევს.

„მაგ წინადადებით გამოდის, რომ საერთოდ უნდა ავკრძალოთ ნებისმიერ გადაცდომაზე საუბარი, სანამ სასამართლოს საბუთი ან ექსპერტიზის დასკვნა არ გვექნება. მათ შორის მეც, ჯანდაცვის სპეციალისტი რომ გამოვიდე და ვთქვა, რომ რომელიმე კლინიკაში რამე გადაცდომაა, გამოდის რომ ეს ვერ გაშუქდება. ეს არის ჩვეულებრივი თავისუფალი აზრის შეზღუდვა და ცენზურის დაწესება,“ - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში.

როგორც ძველი ქართული ანდაზა ამბობს, სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობია. როდესაც ზემოთ მოყვანილი შემთხვევებისას პაციენტის ოჯახის წევრები ექიმების ბრალეულობაზე საუბრობენ, მათ ეჭვებს რეგულირების სააგენტოს მონაცემები კიდევ უფრო ამყარებს. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს 67 ექიმს სერთიფიკატის მოქმედება შეუჩერდა, ხოლო 157 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა.

მაშინ, როცა მშობიარე ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ მხოლოდ ახალდაბადებული შვილის ჩახუტებას ასწრებს და კომაში ვარდება, მაშინ როცა ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ 17 წლის გოგონა კომატოზურ მდგომარეობაში გაურკვეველი დროითაა, ანდა მაშინ, როდესაც 22 წლის ქალის სიცოცხლე, მშობიარობის შემდეგმა გართულებებმა იმსხვერპლა, ალბათ ძნელია ჟურნალისტმა მათ ახლობლებს ამბის გაშუქებაზე უარი უთხრას. ის ფაქტი, რომ გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს პრობლემის მოგვარების უპირველეს გზად მედია ესახება, ალბათ, მედიის კი არა სახელმწიფო ინსტიტუტების პრობლემაა.

საფუძველს მოკლებული არ არის ვიფიქროთ, ადამიანებს სასამართლოს ობიექტურობის რომ სჯეროდეთ, საგამოძიებო უწყებების ეფექტურობის რომ სჯეროდეთ, ექიმების მაღალკვალიფიციურობისაც რომ სჯეროდეთ, საშველად პირველ რიგში, მედიას არ მოუხმობდნენ. მედიას, რომლის მიერ ატეხილი ხმაურიც არაერთხელ გამხდარა გამოძიების დაწყებისა თუ სასამართლოს არასამართლიანი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი.

"არ ვამბობ, რომ ექიმებმა პირი შეკრეს და დედაჩემი მოკლეს, ვითხოვ დაისაჯოს ის, ვინც გაუფრთხილებლობით დედას მენჯ-ბარძაყი გადაუმტვრია" - რა გადაწყვეტილებას მიიღებს რეგულირების სააგენტო 5 ექიმის თაობაზე?

“თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ საგზაო-სამშენებლო ტექნიკის ბრენდების - Bomag-ისა და Marini-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 671 ახალი შემთხვევაა - როგორია ბოლო დღე-ღამის ტესტირების შედეგები რეგიონების მიხედვით