ბაკურიანში მცხოვრები კოპტონაშვილების ოჯახი მეხუთე დღეა დაკარგულ მარგალიტა კოპტონაშვილს ეძებს. მოხუცი ქალი 91 წლისაა. როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ის 7 მაისს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მოხუცი ხელჯოხით გადაადგილდება და საღ გონებაზეა.
თუ მოგეპოვებათ ინფორმაცია დაკარგული მარგალიტა კოპტონაშვილის შესახებ, დაუკავშირდით ოჯახს: 577 73 00 75