სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ძაან გემრიელი ქმარი მყავდა... ისეთი ტკბილი კაცი, ერთხელ „ჯანდაბა“ არ გვითქვამს ერთმანეთისთვის" - 90 წლის გურული ბებოს ტკბილ-მწარე ამბები
"ძაან გემრიელი ქმარი მყავდა... ისეთი ტკბილი კაცი, ერთხელ „ჯანდაბა“ არ გვითქვამს ერთმანეთისთვის" - 90 წლის გურული ბებოს ტკბილ-მწარე ამბები

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ 90 წლის თინა სე­ფერ­თე­ლა­ძე-ჩი­გო­გი­ძეს. გუ­რუ­ლი ბებო სა­ო­ცა­რი იუ­მო­რით, სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებს მისი ოჯა­ხის ამ­ბებს, დუ­ხ­ჭირ ახალ­გაზ­რდო­ბას, ნა­ად­რე­ვად გარ­დაც­ვლილ მე­უღ­ლეს და სხვა ამ­ბებს...

გუ­რი­ის სოფ. ინ­ტა­ბუ­ე­თი­მა­მა, დედა და ორი და

„მე ბა­თუმ­ში დე­ვი­ბა­დე. მამა მუ­შა­ობ­და და ჩვენც იქი­ნე ვცხოვ­რობ­დით. ოც­დაჩ­ვიდ­მეტ წელ­ში მა­მა­ჩე­მი დე­ი­ჭი­რეს და გა­და­ა­სახ­ლეს. მე ხუთი წლის ვი­ყა­ვი მა­შინ, მაგ­რამ მახ­სოვს რო­გორ წე­იყ­ვა­ნეს. ჩემი მამა მო­ნა­დი­რე კაცი იყო და ორ­პი­რი თოფი ქონ­და შე­მო­დო­ბი­ლი ლე­იბს ქვეშ. სტა­ცეს ხელი, იი თო­ფიც წე­ი­ღეს და მა­მა­ჩე­მიც წე­იყ­ვა­ნეს. მისი გზა და კვა­ლი თვა­ლად აღარ დაგ­ვი­ნა­ხია მერე, მე­ტე­ხის ცი­ხე­ში იყო და იქი­ნე დახ­ვრი­ტეს. ბავ­შვო­ბა­ში მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - მა­მა­შე­ნი მენ­შე­ვი­კია, ამ­ფე­რია-იმ­ფე­რი­აო და დახ­ვრი­ტე­ნო. მერე გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე წელი და გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქა­ხალ­დი მო­მი­ვი­და - თქვენ მა­მას არა­ფე­რი და­ნა­შა­უ­ლო­ბა არა აქ­ვსო და დახ­მა­რე­ბა მომ­ცენ, პენ­სი­აც ორ­მა­გი მომ­ცენ. მა­შინ ქვეყ­ნის და­მაქ­ცე­ვა­რი იყო და ახლა ქეა მარ­თა­ლი.

ორი დები დავ­რჩით და დე­და­ჩემ­მა ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ონ­ში წა­მოგ­ვიყ­ვა­ნა, სო­ფე­ლი გვქონ­და წიფ­ნაგ­ვა­რა და იქი­ნე ვცხოვ­რობ­დით მარ­ტო ქა­ლე­ბი. სა­წყა­ლი დე­და­ჩე­მი ჩაის კრეფ­და და ძაან გა­ჭი­რე­ბით ვი­ყა­ვით. გა­და­სა­რე­ვი წყა­ლი მქონ­და და ბახ­მა­როს მთა­ვა­რი გზა გა­დი­ო­და ჩემ ჭიშ­კარ­თან. რომ მე­ტყო­ნენ წყა­ლი და­მა­ლე­ვი­ეო, ბან­კით მიმ­ქონ­და წყა­ლი. გე­ფი­ცე­ბი თუ რა­მეს ვა­მა­ტებ­დე, სტა­ქა­ნი არ მქონ­და, ა ისე­თი გა­ჭირ­ვე­ბა იყო. ახლა ხრუს­ტა­ლე­ბი­თა და სერ­ვი­ზე­ბი­თაა გამ­სე­ბუ­ლი სახ­ლი, დედა. სკო­ლა ხი­დის­თავ­ში და­ვამ­თავ­რე. წიფ­ნაგ­ვა­რა­დან სამი კი­ლო­მეტ­რი იყო და იქი­დან დავ­დი­ო­დი ფეხშვე­ლი, რომე ხი­დის­თავ­ში ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი, ჩუს­ტე­ბი ჩე­მეც­ვა და სკო­ლა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი იმით. იქი­ნე და­ვამ­თავ­რე სა­შუ­ა­ლო. მერე თბი­ლის­ში ეკო­ნო­მი­უ­რის ტეხ­ნი­კუ­მი და­მამ­თავ­რე­ბია დე­და­ჩემ­მა და მეტ­ზე არც მი­ოც­ნე­ბია. ვერ შევ­ძლებ­დით მეტს, დედა. მარა ახლა რო ას­პი­რან­ტუ­რაა, ჩემ­მა შვი­ლიშ­ვილ­მა და­ამ­თავ­რა იგი, მა­შინ ამ­ფე­რე­ბი კი არც იყო, მაგ­რამ ცოტა-ცოტა გა­ნათ­ლე­ბა გვქონ­და ისე.“

გა­თხო­ვე­ბის ამ­ბა­ვი

„ჩემი და უფ­რო­სი იყო და შუ­უყ­ვარ­და ძაან ღა­რი­ბი კაცი. სა­ნა­ხა­ვად რომ მი­ვე­დით დე­და­ჩე­მი და მე, ქა­ლამ­ნე­ბი ეცვა. ქა­ლამ­ნე­ბი იცი რაია?! ტყა­ვის­გან შე­კე­რი­ლი ჩუს­ტე­ბი. მა­ინც გა­თხოვ­და იმ ღა­რიბ კაც­ზე ჩო­ხა­ტა­ურ­ში. დავ­რჩით მე და დედა. ეკო­ნო­მი­უ­რი ტეხ­ნი­კუ­მი რომ და­ვამ­თავ­რე თბი­ლის­ში, ჩა­მე­ვე­დი სო­ფელ­ში. ჯერ გუ­უ­თხო­ვა­რი ვი­ყა­ვი და ხი­დის­თავ­ში ვმსა­ხუ­რობ­დი. ახლა ჩემი გა­თხო­ვე­ბის ამ­ბა­ვი გინ­და? მა­ღა­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი. ამ დროს მან­ქა­ნე­ბი არ იყო და ფე­ხით მივ­დი­ო­დი ჩო­ხა­ტა­ურ­ში, ბან­კში ნა­ვაჭ­რი ფული უნდა შე­მე­ტა­ნა. ამ გზა­ზე გე­ვი­ხე­დე და ჩემი ამ­ხა­ნა­გის ეზო­ში მუ­შა­ობს ერთი თმა­ხუ­ჭუ­ჭა ბიჭი. შევ­ხე­დე და მანც შე­მომ­ხე­და. კაი ახლა, ჩე­ვი­ა­რე, წე­ვე­დი რა­ი­ონ­ში და ჩა­ვა­ბა­რე აი ფული. მე­ვე­დი და იმ ჩემ ამ­ხა­ნაგს უთხა­რი - მერი, ვი­ნაა გო იი თმა­ხუ­ჭუ­ჭა ბიჭი რომ მუ­შა­ობს შენ­თან-მეთ­ქი. თი­ნაო, ეგი იმ­ფე­რი კაი ბი­ჭი­აო, მი­თხრა, სა­უ­კე­თე­სოო. იქი­დან მიყ­ვა - ამან თქუა, იმ­დან თქუა და ამან გე­იც­ნო, იმან გე­იც­ნო... მერე დუ­უ­ახ­ლოვ­დით, ხი­დის­თავ­ში ია­რე­ბო­და თვი­თონ და ვხდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ მერე ჩე­ე­რია სხვაც და მა­ლე­ვე გა­და­წყდა ჩვე­ნი საქ­მე.

კი, მე სიყ­ვა­რუ­ლით წავ­ყე­ვი ჩემ ქმარს და მალე ტყუ­პი ბაღ­ნე­ბი შეგ­ვე­ძი­ნა. შვი­ლე­ბი რო მე­ყო­ლა, სამ­სა­ხურ­ში ვე­ღარ წე­ვე­დი. სახ­ლში ჩა­ი­საც ვკრი­ფავ­დი, სა­ქო­ნელ­საც ვუვ­ლი­დი და ოჯახ­საც ვი­ნა­ხავ­დი. ჩემი ქმა­რი მო­ხე­ლე კაცი იყო და სულ მუ­შა­ობ­და, მე ჩა­ი­ში ვმუ­შა­ობ­დი, ძი­რი­თა­დად და ასე შევ­ქმე­ნით ოჯა­ხი. ასე კი არ ვი­ყა­ვით მა­შინ, დედა? ძაან ღა­რი­ბე­ბი ვი­ყა­ვით. რომ მო­მიყ­ვა­ნეს, რკი­ნის კრა­ო­ტე­ბი იყო და ზედ ძელი და­დო­ბი­ლი. მაგ­რამ, მერე მივ­ყე­ვით, მივ­ყე­ვით და შრო­მით შევ­ქმე­ნით ყვე­ლა­ფე­რი. ახლა რომ ერ­თო­ბი­ან და იგია. მა­შინ­დე­ლი ცხოვ­რე­ბა აღარ ეი­წე­რე­ბა. ახლა ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბი რო­მაა მა­ნი­კუ­რე­ბი აქ­ვენ ხელ­ზე გა­წე­ბუ­ლი, მი­დი­ან რა­ი­ონ­ში და მუ­შა­ო­ბენ. მა­შინ სულ ჩაში ვი­ყა­ვით. ტე­ლე­ვი­ზორ­ში გი­ნა­ხავს ჩაი, დედა? წვი­მა­ში ვკრი­ფავ­დით და სულ სვე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ვინ ატა­რებ­და მა­შინ დროს... მე, მა­გა­ლი­თად, პი­რა­დად რომ შე­მე­კი­თხნენ, ეხ­ლან­დე­ლი დრო მომ­წონს ძაან. რა­ტომ და - პი­რო­ბე­ბი კაია, ცა­ლო­ბით შა­ქა­რია, პუ­რის ფქვი­ლია. მა­შინ ძაან გა­ჭირ­ვე­ბა გვქონ­და, დედა, სა ნა­ხავ­დი. რა­ცხა შავ ცე­ცხლს და­ვან­თებ­დით და კეცს გა­და­ვად­გამ­დით. აგერ, თან ჩაი უნდა მო­მეკ­რი­ფა - ხან დე­მეწ­ვე­ბო­და, ხან ცომი გა­მო­ცხვე­ბო­და და ასე. ახლა, აგერ, მუდ­მი­ვი გაზი შე­მოგ­ვი­ვი­და სახ­ლში. ამას ვი­ფიქ­რებ­დი მე, რომ მუდ­მი­ვი გაზი მე­ღირ­სე­ბო­და?!

რა არის იცი?! ძაან-ძაან გემ­რი­ე­ლი ქმა­რი მყავ­და. ისე ადრე მო­მიკ­ვდა რომე, მე მა­შინ ჩავ­ყო­ლო­დი უნდა მი­წა­ში. ისე­თი ტკბი­ლი კაცი იყო, ერთხელ „ჯან­და­ბა“ არ გვით­ქვამს ერ­თმა­ნე­თის­თვის. თი­თონ ტიპი იყო იმ­ფე­რი. რა მე­ო­რედ გა­თხო­ვე­ბა, დედა, გა­დი­რიე?! 50 წლის ვი­ყა­ვი ქმა­რი რომ გარ­და­მეც­ვა­ლა, მას მერე მოკ­ლე კლა­ვი­ა­ნი კაბა არ ჩა­მიც­მია და მის სა­ხელ­ზე მივ­დი­ვარ მი­წა­ში. მე იმას არ ვუ­ღა­ლა­ტე და არც არა­ფე­რი, რავა გე­კად­რე­ბა.

ადრე გა­თხო­ვე­ბა უფრო შუ­ა­მავ­ლო­ბით იყო. ახლა სხვა­ნა­ი­რად არის, წლო­ბით არი­ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და მერე მი­ყო­ბი­ან. ასე უფრო ჯო­ბია, რომ კარ­გად გა­იც­ნონ ერ­თმა­ნე­თი. ახლა შუ­ა­მავ­ლო­ბა რას ნიშ­ნავ­და - მე მყავს ერთი კაი ნა­თე­სა­ვი და გა­გი­რი­გებ შენ. მე­იყ­ვან­დნენ იმ ბიჭს, მე­იყ­ვან­დნენ ამ გო­გოს და შე­ახ­ვედ­რებ­დნენ სა­ცხა ერ­თმა­ნეთს. მერე მი­იყ­ვან­დნენ მშობ­ლებს, მშობ­ლე­ბი ნა­ხავ­დნენ იმ გო­გოს და მათი თან­ხმო­ბით გა­კე­დე­ბო­და საქ­მე. მშობ­ლებს თუ არ მო­ე­წო­ნე­ბო­დათ გოგო, არ წაყ­ვე­ბო­და და არც ბიჭი არ მი­იყ­ვან­და. ჰო, ასე იყო.

მერე იყო მზით­ვი. თუ ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა მზით­ვის, გა­ა­ტან­და რა­მეს - მის სა­წოლ ლო­გინს და იმას-ამას. თუ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი იყო, ვე­რა­ფერ­საც ვერ გა­ა­ტან­და. მე, მა­გა­ლი­თად, ჩემ­მა მე­ზო­ბელ­მა პირ­სა­ხო­ცი მო­მი­ტა­ნა, ბი­ძაშ­ვილ­მა თბი­ლის­დან რომ ჩა­მე­ვი­და, ტუფ­ლე­ბი ჩა­მო­მი­ტა­ნა და რა­ცხა-რა­ცხე­ბი მოვ­ჭუ­ჭ­კე მზით­ვად. აი პი­რა­სა­ხო­ცი რომ მო­ვე­დი აქა­ნა, სტოლ­ზე გა­და­ვა­ფა­რე, სტოლ­სა­ფა­რი არ იყო. მოკ­ლედ, ამ­ფერ გა­ჭირ­ვე­ბა­ში იყო იგი ჩემი ოჯა­ხი, რომ მო­მიყ­ვა­ნეს. წყა­ლი რომ წყა­ლი იყო, წყა­ლიც არ ქონ­დათ. რა­ფე­რი წყა­ლი გვქონ­და იცი? ამო­თხრი­ლი იყო ორმო, კოპე იყო ზედ და­სო­ბი­ლი და შიგ ღვა­ჭი­ჭე­ბი (ავტ. პა­ტა­რა ბა­ყა­ყი) ცუ­რავ­დნენ. გა­მიკ­ვირ­და, ამ წყალს სვამ­დნენ. ახლა ძა­ლი­ან კარგ ოჯახ­ში ვარ მომ­ხვდა­რი. შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მყავს იმ­ფე­რი იმ­ფე­რი რომე, რომ აღარ ეი­წე­რე­ბა. ნა­მე­ტა­ნი კაი!“

კი­დევ ერთი ამ­ბა­ვი...

„აი, ილი­კო და ილა­რი­ონ­ზე მო­გი­ყო­ბი კი­დევ ერთ ამ­ბავს. ხი­დის­თავ­ში როცა ვმუ­შა­ობ­დი, ილი­კოს და ილა­რი­ონს ვიც­ნობ­დი კარ­გად. ილი­კოს თვა­ლი ჰქონ­და ნატ­კე­ნი. „ილი­კო, წრუპ“ დო­უ­ძა­ხებ­დნენ და ეს თავს გა­აქ­ნევ­და. ამ ილა­რი­ონს კიდო კა­ბა­ლა­ხი ედო თავ­ზე, გე­ი­არ­და- გა­მე­ი­არ­და და ამით ვიც­ნობ­დი, მთლად მე­ზობ­ლე­ბი კი არ იყ­ვნენ ჩემი. დე­დაა კინო რომ გა­მე­ვი­და, ვი­ცა­ნი - ქლათ ილა­რი­ონს იი გავს, ილი­კოს იი გავს, კა­ბა­ლა­ხიც და ქლათ-ქლათ ყვე­ლა­ფე­რი ასე რა­ფერ გა­მო­ნა­ხეს და და­ამ­სგავ­სეს?!რა გი­თხრა მეტი... რა არი იცი?! ახლა, კი ვარ 90 წლის და თქმაც მცხვე­ნია, მარა აზრი და გო­ნე­ბა არ მაკ­ლია ჯერ“

© 2017 სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლის ხმა" მიერ. (ავტ. მა­ი­კო ჩი­ტა­ია; იდა ბახ­ტუ­რი­ძე; ნინო გა­მი­სო­ნია). ფოტო: ნინა ბა­ი­და­უ­რი; სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. #ქა­ლე­ბი­სა­ქარ­თვე­ლო­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ძაან გემრიელი ქმარი მყავდა... ისეთი ტკბილი კაცი, ერთხელ „ჯანდაბა“ არ გვითქვამს ერთმანეთისთვის" - 90 წლის გურული ბებოს ტკბილ-მწარე ამბები

"ძაან გემრიელი ქმარი მყავდა... ისეთი ტკბილი კაცი, ერთხელ „ჯანდაბა“ არ გვითქვამს ერთმანეთისთვის" - 90 წლის გურული ბებოს ტკბილ-მწარე ამბები

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 90 წლის თინა სეფერთელაძე-ჩიგოგიძეს. გურული ბებო საოცარი იუმორით, სითბოთი და სიყვარულით იხსენებს მისი ოჯახის ამბებს, დუხჭირ ახალგაზრდობას, ნაადრევად გარდაცვლილ მეუღლეს და სხვა ამბებს...

გურიის სოფ. ინტაბუეთიმამა, დედა და ორი და

„მე ბათუმში დევიბადე. მამა მუშაობდა და ჩვენც იქინე ვცხოვრობდით. ოცდაჩვიდმეტ წელში მამაჩემი დეიჭირეს და გადაასახლეს. მე ხუთი წლის ვიყავი მაშინ, მაგრამ მახსოვს როგორ წეიყვანეს. ჩემი მამა მონადირე კაცი იყო და ორპირი თოფი ქონდა შემოდობილი ლეიბს ქვეშ. სტაცეს ხელი, იი თოფიც წეიღეს და მამაჩემიც წეიყვანეს. მისი გზა და კვალი თვალად აღარ დაგვინახია მერე, მეტეხის ციხეში იყო და იქინე დახვრიტეს. ბავშვობაში მეუბნებოდნენ - მამაშენი მენშევიკია, ამფერია-იმფერიაო და დახვრიტენო. მერე გავიდა რამდენიმე წელი და განთავისუფლების ქახალდი მომივიდა - თქვენ მამას არაფერი დანაშაულობა არა აქვსო და დახმარება მომცენ, პენსიაც ორმაგი მომცენ. მაშინ ქვეყნის დამაქცევარი იყო და ახლა ქეა მართალი.

ორი დები დავრჩით და დედაჩემმა ჩოხატაურის რაიონში წამოგვიყვანა, სოფელი გვქონდა წიფნაგვარა და იქინე ვცხოვრობდით მარტო ქალები. საწყალი დედაჩემი ჩაის კრეფდა და ძაან გაჭირებით ვიყავით. გადასარევი წყალი მქონდა და ბახმაროს მთავარი გზა გადიოდა ჩემ ჭიშკართან. რომ მეტყონენ წყალი დამალევიეო, ბანკით მიმქონდა წყალი. გეფიცები თუ რამეს ვამატებდე, სტაქანი არ მქონდა, ა ისეთი გაჭირვება იყო. ახლა ხრუსტალებითა და სერვიზებითაა გამსებული სახლი, დედა. სკოლა ხიდისთავში დავამთავრე. წიფნაგვარადან სამი კილომეტრი იყო და იქიდან დავდიოდი ფეხშველი, რომე ხიდისთავში ჩავსულიყავი, ჩუსტები ჩემეცვა და სკოლაში წავსულიყავი იმით. იქინე დავამთავრე საშუალო. მერე თბილისში ეკონომიურის ტეხნიკუმი დამამთავრებია დედაჩემმა და მეტზე არც მიოცნებია. ვერ შევძლებდით მეტს, დედა. მარა ახლა რო ასპირანტურაა, ჩემმა შვილიშვილმა დაამთავრა იგი, მაშინ ამფერები კი არც იყო, მაგრამ ცოტა-ცოტა განათლება გვქონდა ისე.“

გათხოვების ამბავი

„ჩემი და უფროსი იყო და შუუყვარდა ძაან ღარიბი კაცი. სანახავად რომ მივედით დედაჩემი და მე, ქალამნები ეცვა. ქალამნები იცი რაია?! ტყავისგან შეკერილი ჩუსტები. მაინც გათხოვდა იმ ღარიბ კაცზე ჩოხატაურში. დავრჩით მე და დედა. ეკონომიური ტეხნიკუმი რომ დავამთავრე თბილისში, ჩამევედი სოფელში. ჯერ გუუთხოვარი ვიყავი და ხიდისთავში ვმსახურობდი. ახლა ჩემი გათხოვების ამბავი გინდა? მაღაზიაში ვმუშაობდი. ამ დროს მანქანები არ იყო და ფეხით მივდიოდი ჩოხატაურში, ბანკში ნავაჭრი ფული უნდა შემეტანა. ამ გზაზე გევიხედე და ჩემი ამხანაგის ეზოში მუშაობს ერთი თმახუჭუჭა ბიჭი. შევხედე და მანც შემომხედა. კაი ახლა, ჩევიარე, წევედი რაიონში და ჩავაბარე აი ფული. მევედი და იმ ჩემ ამხანაგს უთხარი - მერი, ვინაა გო იი თმახუჭუჭა ბიჭი რომ მუშაობს შენთან-მეთქი. თინაო, ეგი იმფერი კაი ბიჭიაო, მითხრა, საუკეთესოო. იქიდან მიყვა - ამან თქუა, იმდან თქუა და ამან გეიცნო, იმან გეიცნო... მერე დუუახლოვდით, ხიდისთავში იარებოდა თვითონ და ვხდებოდით ერთმანეთს, მაგრამ მერე ჩეერია სხვაც და მალევე გადაწყდა ჩვენი საქმე.

კი, მე სიყვარულით წავყევი ჩემ ქმარს და მალე ტყუპი ბაღნები შეგვეძინა. შვილები რო მეყოლა, სამსახურში ვეღარ წევედი. სახლში ჩაისაც ვკრიფავდი, საქონელსაც ვუვლიდი და ოჯახსაც ვინახავდი. ჩემი ქმარი მოხელე კაცი იყო და სულ მუშაობდა, მე ჩაიში ვმუშაობდი, ძირითადად და ასე შევქმენით ოჯახი. ასე კი არ ვიყავით მაშინ, დედა? ძაან ღარიბები ვიყავით. რომ მომიყვანეს, რკინის კრაოტები იყო და ზედ ძელი დადობილი. მაგრამ, მერე მივყევით, მივყევით და შრომით შევქმენით ყველაფერი. ახლა რომ ერთობიან და იგია. მაშინდელი ცხოვრება აღარ ეიწერება. ახლა ახალგაზრდა ქალები რომაა მანიკურები აქვენ ხელზე გაწებული, მიდიან რაიონში და მუშაობენ. მაშინ სულ ჩაში ვიყავით. ტელევიზორში გინახავს ჩაი, დედა? წვიმაში ვკრიფავდით და სულ სველები ვიყავით. ვინ ატარებდა მაშინ დროს... მე, მაგალითად, პირადად რომ შემეკითხნენ, ეხლანდელი დრო მომწონს ძაან. რატომ და - პირობები კაია, ცალობით შაქარია, პურის ფქვილია. მაშინ ძაან გაჭირვება გვქონდა, დედა, სა ნახავდი. რაცხა შავ ცეცხლს დავანთებდით და კეცს გადავადგამდით. აგერ, თან ჩაი უნდა მომეკრიფა - ხან დემეწვებოდა, ხან ცომი გამოცხვებოდა და ასე. ახლა, აგერ, მუდმივი გაზი შემოგვივიდა სახლში. ამას ვიფიქრებდი მე, რომ მუდმივი გაზი მეღირსებოდა?!

რა არის იცი?! ძაან-ძაან გემრიელი ქმარი მყავდა. ისე ადრე მომიკვდა რომე, მე მაშინ ჩავყოლოდი უნდა მიწაში. ისეთი ტკბილი კაცი იყო, ერთხელ „ჯანდაბა“ არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. თითონ ტიპი იყო იმფერი. რა მეორედ გათხოვება, დედა, გადირიე?! 50 წლის ვიყავი ქმარი რომ გარდამეცვალა, მას მერე მოკლე კლავიანი კაბა არ ჩამიცმია და მის სახელზე მივდივარ მიწაში. მე იმას არ ვუღალატე და არც არაფერი, რავა გეკადრება.

ადრე გათხოვება უფრო შუამავლობით იყო. ახლა სხვანაირად არის, წლობით არიან შეყვარებულები და მერე მიყობიან. ასე უფრო ჯობია, რომ კარგად გაიცნონ ერთმანეთი. ახლა შუამავლობა რას ნიშნავდა - მე მყავს ერთი კაი ნათესავი და გაგირიგებ შენ. მეიყვანდნენ იმ ბიჭს, მეიყვანდნენ ამ გოგოს და შეახვედრებდნენ საცხა ერთმანეთს. მერე მიიყვანდნენ მშობლებს, მშობლები ნახავდნენ იმ გოგოს და მათი თანხმობით გაკედებოდა საქმე. მშობლებს თუ არ მოეწონებოდათ გოგო, არ წაყვებოდა და არც ბიჭი არ მიიყვანდა. ჰო, ასე იყო.

მერე იყო მზითვი. თუ ჰქონდა საშუალება მზითვის, გაატანდა რამეს - მის საწოლ ლოგინს და იმას-ამას. თუ გაჭირვებული იყო, ვერაფერსაც ვერ გაატანდა. მე, მაგალითად, ჩემმა მეზობელმა პირსახოცი მომიტანა, ბიძაშვილმა თბილისდან რომ ჩამევიდა, ტუფლები ჩამომიტანა და რაცხა-რაცხები მოვჭუჭკე მზითვად. აი პირასახოცი რომ მოვედი აქანა, სტოლზე გადავაფარე, სტოლსაფარი არ იყო. მოკლედ, ამფერ გაჭირვებაში იყო იგი ჩემი ოჯახი, რომ მომიყვანეს. წყალი რომ წყალი იყო, წყალიც არ ქონდათ. რაფერი წყალი გვქონდა იცი? ამოთხრილი იყო ორმო, კოპე იყო ზედ დასობილი და შიგ ღვაჭიჭები (ავტ. პატარა ბაყაყი) ცურავდნენ. გამიკვირდა, ამ წყალს სვამდნენ. ახლა ძალიან კარგ ოჯახში ვარ მომხვდარი. შვილიშვილები მყავს იმფერი იმფერი რომე, რომ აღარ ეიწერება. ნამეტანი კაი!“

კიდევ ერთი ამბავი...

„აი, ილიკო და ილარიონზე მოგიყობი კიდევ ერთ ამბავს. ხიდისთავში როცა ვმუშაობდი, ილიკოს და ილარიონს ვიცნობდი კარგად. ილიკოს თვალი ჰქონდა ნატკენი. „ილიკო, წრუპ“ დოუძახებდნენ და ეს თავს გააქნევდა. ამ ილარიონს კიდო კაბალახი ედო თავზე, გეიარდა- გამეიარდა და ამით ვიცნობდი, მთლად მეზობლები კი არ იყვნენ ჩემი. დედაა კინო რომ გამევიდა, ვიცანი - ქლათ ილარიონს იი გავს, ილიკოს იი გავს, კაბალახიც და ქლათ-ქლათ ყველაფერი ასე რაფერ გამონახეს და დაამსგავსეს?!რა გითხრა მეტი... რა არი იცი?! ახლა, კი ვარ 90 წლის და თქმაც მცხვენია, მარა აზრი და გონება არ მაკლია ჯერ“

© 2017 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს