მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ედლაინი“ გარიგებაში „ამხილა“

მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ედლაინი“ გარიგებაში „ამხილა“

მიმდინარე კვირას „პალიტრამედიაში“ შემავალმა შპს „ედლაინმა“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სასამართლოს გზით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკანორ მელიასგან ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ ნიკანორ მელია კონკურენტულ ტენდერზე, რომელშიც „ედლაინი“ მონაწილეობდა და ამით ბიუჯეტმა 177 ათასი ლარი დაზოგა, ამტკიცებდა, რომ თითქოს ის უკონკურენტო იყო.

ჩვენს მკითხველს თუ მაყურებელს ისიც კარგად ემახსოვრება, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა მელიას სიცრუე, როგორ ემალებოდა იგი „პალიტრის“ ჟურნალისტებს (იხილეთ ვიდეო: რატომ დაიმალა მელია?!)

ნიკანორ მელიას მორიგი ტყუილის „პრემიერა“ სამშაბათს „რუსთავი 2“-ზე შედგა. მან კვლავ ისაუბრა „ედლაინზე“ და „აღშფოთებულმა“ მაყურებელს ამცნო, რომ თურმე 2015 წლიდან დღემდე კომპანიამ ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვების წესით, 53-ჯერ განახორციელა მომსახურება.

პირდაპირ გადავიდეთ ნიკანორ მელიას მორიგ ტყუილზე - „ედლაინი“ გამარტივებული შესყიდვებით მომსახურებას ახორციელებს არა 2015 წლიდან, არამედ 2011 წლიდან ანუ იმ დროიდან, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მყარად იყო. მელიას მიერ ნახსენები 53 შესყიდვიდან არაერთი განხორციელდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს.

და რაც ყველაზე მთავარია... კომპანია „ედლაინის“ ერთ-ერთი დამკვეთი თავად „ნაციონალური მოძრაობაც“ კი იყო.

როდესაც ეს განცხადება გააკეთა მელიამ, სასამართლოში „ედლაინის“ მონაწილეობით ჩატარებულ ტენდერზე მის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით სარჩელი უკვე შესული იყო. ლოგიკურად, თუ ნიკანორი ისევ აპირებდა „ედლაინზე“ საუბარს, მას ყველა მონაცემი, ციფრები თუ თარიღები კარგად უნდა გადაემოწმებინა მაგრამ... რას იზამ, იურისპრუდენცია არ ცნობს სიცრუის შემაკავებელ ორდერს, თორემ მელია ტელეეთერებში ვეღარ გამოჩნდებოდა.

ვისაც „ედლაინის“ ტენდერებში მონაწილეობა ან მომსახურება უკვირს, ის მაინც გაარკვიონ თუ რას წარმოადგენს ეს სარეკლამო კომპანია. ეს არის „პალიტრამედიას“ საიტებსა და საინფორმაციო პლატფორმებზე რეკლამის გამყიდველი კომპანია. ის აფორმებს კონტრაქტს დამკვეთთან და განათავსებს სხვადასხვა მედიაში სარეკლამო ბანერებს, პიარ სტატიებსა თუ სხვა სახის რეკლამას.

საბედნიეროდ, (თუმცა მელიასთვის სამწუხაროდ) ამ საიტებზე რეკლამა იმდენად მოთხოვნადია, რომ „ედლაინის“ კონტრაქტორია არამხოლოდ რამდენიმე ათეული სახელმწიფო უწყება, არამედ 1400-ზე მეტი(!) კომერციული, არასამთავრობო, პოლიტიკური თუ საერთაშორისო ორგანიზაცია.

ბოლოს... შესაძლოა, რომელიმე მკითხველს თანაგრძნობაც გაუჩნდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რომელსაც იმდენად წინდაუხედავი ლიდერი ჰყავს, რომ მეტსახელად „ცრუ“ შეერქვა. თუმცა ეს თავად „ნაციონალების“ არჩევანია...

ბატონ ნიკანორს კი ვურჩევთ, არ დაივიწყოს ქართული ანდაზა: “ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“.

გიორგი კვიტაშვილი

იხილეთ ვიდეო: რატომ დაიმალა მელია?!

"მომენატრა ჩემი ერისთვის რაიმეს გაკეთება... გამომიყენეთ უცხოური დახმარების მისაღებად" - სააკაშვილი მთავრობას მიმართავს

მიხეილ სააკაშვილის და გიული ალასანიას სააღდგომო ფოტო იზოლაციიდან

"სამწუხაროდ, წლევანდელი აღდგომის აღნიშვნა განსხვავებულად გვიწევს, თუმცა კიდევ უფრო ძლიერია რწმენა" - პრემიერი