სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ნინო გე­გე­ლაშ­ვილ­სა და გი­ორ­გი გო­გე­ბაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი ქა­შა­კაშ­ვილ­მა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ნაკ­ლე­ბად მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე. კერ­ძოდ, დაც­ვის მხა­რე ითხოვ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი გო­გე­ბაშ­ვი­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ხოლო ნინო გე­გე­ლაშ­ვი­ლი 10- ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო.

თა­ვის მხრივ პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და, რა­საც მი­მალ­ვის საფრ­თხის, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლით ასა­ბუ­თებ­და. სა­ბო­ლო­ოდ მო­სა­მარ­თლემ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ბრალ­დე­ბის მხა­რის არ­გუ­მენ­ტე­ბი და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა. ამას­თან, მო­სა­მარ­თლემ პრო­კუ­რორს და­ა­ვა­ლა, ბრალ­დე­ბულ ნინო გე­გე­ლაშ­ვი­ლის მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, ბრალ­დე­ბუ­ლის ნა­თე­სა­ვებს ან შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს გა­დას­ცეს, რათა მას­ზე იზ­რუ­ნონ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქალი და 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი, ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ახ­დენ­დნენ.

იხი­ლეთ ვი­დეო: კად­რე­ბი ინ­ტერ­ნე­ტით ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის საქ­მის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი­დან - ორი­ვე ბრალ­დე­ბულს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ბრალდებით დაკავებულ ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულებულების მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. კერძოდ, დაცვის მხარე ითხოვდა, რომ ბრალდებული გიორგი გოგებაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო, ხოლო ნინო გეგელაშვილი 10- ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო.

თავის მხრივ პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც მიმალვის საფრთხის, გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლით ასაბუთებდა. საბოლოოდ მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის არგუმენტები და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. ამასთან, მოსამართლემ პროკურორს დაავალა, ბრალდებულ ნინო გეგელაშვილის მცირეწლოვანი შვილი, ბრალდებულის ნათესავებს ან შესაბამის სამსახურს გადასცეს, რათა მასზე იზრუნონ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1991 წელს დაბადებული ქალი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.

იხილეთ ვიდეო: კადრები ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის საქმის სასამართლო პროცესიდან - ორივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს