სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რას ამბობს შსს-ს წარმომადგენელი საქართველოში მოზარდების თვითმკვლელობის შემთხვევებისა და "ლურჯი ვეშაპის" კავშირზე
რას ამბობს შსს-ს წარმომადგენელი საქართველოში მოზარდების თვითმკვლელობის შემთხვევებისა და "ლურჯი ვეშაპის" კავშირზე

ყვე­ლა შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც მო­ზარ­დე­ბის თვით­მკვლე­ლო­ბას და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბას ეხე­ბა, შეს­წავ­ლი­ლია და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, არც ერთ კონ­კრე­ტულ შემ­თხე­ვე­ვა­ში საქ­მე ინ­ტერ­ნეტ თა­მაშ “ლურჯ ვე­შა­პთან“ არ გვქო­ნია, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, შს სა­მი­ნის­ტროს კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, კვლე­ვის და და­ნერგვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა ივა­ნე კა­ცი­ტა­ძემ გა­ა­კე­თა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ თა­მაშს არ გა­აჩ­ნია არც ინ­ტერ­ნეტ-აპ­ლი­კა­ცი­ის, არც ვებგ­ვერ­დის სახე და წარ­მო­ად­გენს მხო­ლოდ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დო­მი­ნან­ტის დო­მი­ნი­რე­ბას სუსტ მსხვერ­პლზე.

შს სა­მი­ნის­ტრო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ უფრო კონ­კრე­ტუ­ლი გან­მარ­ტე­ბა საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტივ-გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძემ გა­ა­კე­თა. მისი თქმით, გა­მო­ძი­ე­ბით მო­ზარ­დე­ბის “ლურჯ ვე­შა­პთან“ კავ­ში­რი არ დას­ტურ­დე­ბა.

“უკა­ნას­კნე­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მაა სა­სიკ­ვდი­ლო ინ­ტერ­ნეტ­თა­მა­შე­ბი - გან­სა­კუთ­რე­ბით “ლურ­ჯი ვე­შა­პი“. გა­სუ­ლი წლის 30 მა­ისს ჩვენს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად “ლურ­ჯი ვე­შა­პის“ თა­მა­შის შემ­ქმნე­ლე­ბის მხრი­დან არას­რულ­წლო­ვან­თა თვით­მკვლე­ლო­ბის ან თვით­მკვე­ლო­ბის მცდე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტებ­ზე. გა­მო­ძი­ე­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა. მინ­და გი­თხრათ, რომ ჩა­ტარ­და საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­თან. შე­მო­ვი­და უამ­რა­ვი კონ­კრე­ტუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი­დან. ასე­ვე, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჩვენ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­ძი­ე­ბა, გან­ცხა­დე­ბით მოგ­ვმარ­თავ­დნენ მშობ­ლე­ბი, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი, ოჯა­ხე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­კი­თხა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა, მათი მშობ­ლე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, ის პი­რე­ბი, ვი­საც შე­საძ­ლოა რა­ი­მე კავ­ში­რი ჰქო­ნო­და ან სცოდ­ნო­და ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შე­მიძ­ლია მო­გახ­სე­ნოთ, რომ დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით არც ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­მა­ში არ­სე­ბობს და ის ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში.

“აქაც მითი და რე­ა­ლო­ბა ერ­თმა­ნეთ­შია არე­უ­ლი, რად­გან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია საკ­მა­ოდ დიდი ქვე­ყა­ნაა და მას­შტა­ბე­ბი საკ­მა­ოდ დი­დია. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით რუ­სეთ­ში მხო­ლოდ ორი პი­როვ­ნე­ბაა და­კა­ვე­ბუ­ლი - ეს არის თა­მა­შის შემ­ქმნე­ლი და ერთ-ერთი მენ­ტო­რი. მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა. მათი ბრა­ლე­უ­ლო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის და საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გან­ჩე­ნი დამ­დგა­რი არ არის“, - აღ­ნიშ­ნა შს სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რას ამბობს შსს-ს წარმომადგენელი საქართველოში მოზარდების თვითმკვლელობის შემთხვევებისა და "ლურჯი ვეშაპის" კავშირზე

რას ამბობს შსს-ს წარმომადგენელი საქართველოში მოზარდების თვითმკვლელობის შემთხვევებისა და "ლურჯი ვეშაპის" კავშირზე

ყველა შემთხვევა, რომელიც მოზარდების თვითმკვლელობას და თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობას ეხება, შესწავლილია და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ კონკრეტულ შემთხევევაში საქმე ინტერნეტ თამაშ “ლურჯ ვეშაპთან“ არ გვქონია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, შს სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტექნოლოგიების, კვლევის და დანერგვის განყოფილების უფროსმა ივანე კაციტაძემ გააკეთა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ თამაშს არ გააჩნია არც ინტერნეტ-აპლიკაციის, არც ვებგვერდის სახე და წარმოადგენს მხოლოდ ფსიქოლოგიური დომინანტის დომინირებას სუსტ მსხვერპლზე.

შს სამინისტროში წარმოებული გამოძიების შესახებ უფრო კონკრეტული განმარტება საქმის გამომძიებელმა, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა გიორგი ჯაფარიძემ გააკეთა. მისი თქმით, გამოძიებით მოზარდების “ლურჯ ვეშაპთან“ კავშირი არ დასტურდება.

“უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ აქტუალური თემაა სასიკვდილო ინტერნეტთამაშები - განსაკუთრებით “ლურჯი ვეშაპი“. გასული წლის 30 მაისს ჩვენს განყოფილებაში დაიწყო გამოძიება კონკრეტულად “ლურჯი ვეშაპის“ თამაშის შემქმნელების მხრიდან არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ან თვითმკველობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტებზე. გამოძიება დღემდე გრძელდება. მინდა გითხრათ, რომ ჩატარდა საკმაოდ მასშტაბური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ვთანამშრომლობდით განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურთან. შემოვიდა უამრავი კონკრეტული შეტყობინება მანდატურის სამსახურიდან. ასევე, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩვენთან მიმდინარეობდა გამოძიება, განცხადებით მოგვმართავდნენ მშობლები, დაინტერესებული პირები, ოჯახების ახლობლები. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა რამდენიმე ათეული ახალგაზრდა, მათი მშობლები, ახლობლები, ის პირები, ვისაც შესაძლოა რაიმე კავშირი ჰქონოდა ან სცოდნოდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია მოგახსენოთ, რომ დღეის მდგომარეობით არც ერთი კონკრეტული ფაქტი არ დადასტურებულა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, თამაში არსებობს და ის ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად იყო გავრცელებული რუსეთის ფედერაციაში.

“აქაც მითი და რეალობა ერთმანეთშია არეული, რადგან რუსეთის ფედერაცია საკმაოდ დიდი ქვეყანაა და მასშტაბები საკმაოდ დიდია. დღეის მდგომარეობით რუსეთში მხოლოდ ორი პიროვნებაა დაკავებული - ეს არის თამაშის შემქმნელი და ერთ-ერთი მენტორი. მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. მათი ბრალეულობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის და საქმეზე გამამტყუნებელი განჩენი დამდგარი არ არის“, - აღნიშნა შს სამინისტროს წარმომადგენელმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს