სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"როგორ შეიძლება, ექიმი ელოდებოდეს პაციენტს და გვერდით ოთახში მწვადს წვავდეს" - გერმანიაში მცხოვრები ქართველი დედის გამოცდილება
"როგორ შეიძლება, ექიმი ელოდებოდეს პაციენტს და გვერდით ოთახში მწვადს წვავდეს" - გერმანიაში მცხოვრები ქართველი დედის გამოცდილება

სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი დე­დე­ბი ხში­რად შე­ნატ­რი­ან ხოლ­მე უცხო­ეთ­ში, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რებ ოჯა­ხებს. იქა­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის, ჯან­დაც­ვის თუ სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის პროგ­რა­მე­ბი ხომ ბევ­რად ჯო­ბია ჩვენ­სას და ოჯა­ხიც უფრო და­ცუ­ლად გრძნობს თავს. გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რებ დე­დას ნატო ბეჟა­ნიშ­ვილს იქა­ურ ყოფა-ცხოვ­რე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ - რა სხვა­ო­ბას ხე­დავს სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბით თუნ­დაც სკო­ლა­ში, კლი­ნი­კებ­ში ან კვე­ბის სა­კი­თხებ­ში. ნა­ტოს ბერ­ძე­ნი მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი, 7 წლის ანა ჰყავს, რო­მე­ლიც პირ­ველ კლას­ში სწავ­ლობს. ნატო ქარ­თუ­ლი ენის და ლი­ტე­რა­ტუ­რის ყო­ფი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია, უამ­რავ სხვა ემიგ­რან­ტთან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­დან ჯერ სა­ბერ­ძნეთ­ში მოხ­ვდა, იქ გა­თხოვ­და და რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

- თქვენს შვილს მრა­ვა­ლე­ნო­ვა­ნი გა­რე­მო აქვს გა­მოც­ვლი­ლი. რა ენა­ზე სა­უბ­რობთ ოჯახ­ში, ბავ­შვთან?

- ანამ ბერ­ძნუ­ლიც იცის, ინ­გლი­სუ­რიც, ქარ­თუ­ლიც და გერ­მა­ნუ­ლიც. ქარ­თუ­ლად სუფ­თად ვერ სა­უბ­რობს, გერ­მა­ნუ­ლი გრა­მა­ტი­კის მი­ხედ­ვით აწყობს წი­ნა­და­დე­ბებს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ეს­მის და ყვე­ლაფ­რის თქმას ახერ­ხებს. ჩვენს სახ­ლში ყო­ველ­თვის ცხოვ­რობს ერთი ნა­თე­სა­ვი მა­ინც სა­ქარ­თვე­ლო­დან. მათი და ჩემი წყა­ლო­ბით ქარ­თუ­ლი მა­ინც არ ავი­წყდე­ბა.

- ყო­ფი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი და პირ­ველკ­ლა­სე­ლის მშო­ბე­ლი ხართ. ყვე­ლა­ზე მე­ტად რა მოგ­წონთ თქვე­ნი შვი­ლის სკო­ლა­ში ისე­თი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ექ­ნე­ბო­და?

- როცა მას­წავ­ლებ­ლად ვმუ­შა­ობ­დი, მარ­თლა ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რო­გორ უნდა მეს­წავ­ლე­ბი­ნა ყვე­ლა­ფე­რი თა­მა­შით და ხა­ლი­სით. აქ, ჩემი შვი­ლის მა­გა­ლით­ზე მივ­ხვდი, რომ ხა­ლი­სით სწავ­ლა მარ­თლა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ანამ პირ­ველ კლას­ში ძა­ლი­ან ბევ­რი რამე შე­ით­ვი­სა, გამ­რავ­ლე­ბის ტა­ბუ­ლაც კი და­ა­წყე­ბი­ნეს და ბავ­შვი ვერც კი ხვდე­ბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მე­ცა­დი­ნე­ო­ბა და­გე­ზა­როს. ამ პრო­ცეს­ში უსი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტებს თით­ქმის ვერ ხე­დავს. ეს მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა კი არაა, სა­ერ­თოდ ასე­თი გან­წყო­ბაა ბავ­შვებ­ში. ჩემი ძმის­შვი­ლე­ბიც პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბი არი­ან და თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ. მათი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა და­ძა­ლე­ბის და წუ­წუ­ნის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ბავ­შვი არ იტან­ჯე­ბა სწავ­ლის პრო­ცე­სით, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი გა­ტა­ცე­ბის­გან და სი­ა­მოვ­ნე­ბის­გან მა­ინც შორს დგას. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"როგორ შეიძლება, ექიმი ელოდებოდეს პაციენტს და გვერდით ოთახში მწვადს წვავდეს" - გერმანიაში მცხოვრები ქართველი დედის გამოცდილება

"როგორ შეიძლება, ექიმი ელოდებოდეს პაციენტს და გვერდით ოთახში მწვადს წვავდეს" - გერმანიაში მცხოვრები ქართველი დედის გამოცდილება

საქართველოში მცხოვრები დედები ხშირად შენატრიან ხოლმე უცხოეთში, განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ოჯახებს. იქაური განათლების, ჯანდაცვის თუ სოციალური დაცვის პროგრამები ხომ ბევრად ჯობია ჩვენსას და ოჯახიც უფრო დაცულად გრძნობს თავს. გერმანიაში მცხოვრებ დედას ნატო ბეჟანიშვილს იქაურ ყოფა-ცხოვრებაზე ვესაუბრეთ - რა სხვაობას ხედავს საქართველოსთან შედარებით თუნდაც სკოლაში, კლინიკებში ან კვების საკითხებში. ნატოს ბერძენი მეუღლე და ერთი შვილი, 7 წლის ანა ჰყავს, რომელიც პირველ კლასში სწავლობს. ნატო ქართული ენის და ლიტერატურის ყოფილი მასწავლებელია, უამრავ სხვა ემიგრანტთან ერთად საქართველოდან ჯერ საბერძნეთში მოხვდა, იქ გათხოვდა და რამდენიმე წელიწადში გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად.

- თქვენს შვილს მრავალენოვანი გარემო აქვს გამოცვლილი. რა ენაზე საუბრობთ ოჯახში, ბავშვთან?

- ანამ ბერძნულიც იცის, ინგლისურიც, ქართულიც და გერმანულიც. ქართულად სუფთად ვერ საუბრობს, გერმანული გრამატიკის მიხედვით აწყობს წინადადებებს, მაგრამ ყველაფერი ესმის და ყველაფრის თქმას ახერხებს. ჩვენს სახლში ყოველთვის ცხოვრობს ერთი ნათესავი მაინც საქართველოდან. მათი და ჩემი წყალობით ქართული მაინც არ ავიწყდება.

- ყოფილი მასწავლებელი და პირველკლასელის მშობელი ხართ. ყველაზე მეტად რა მოგწონთ თქვენი შვილის სკოლაში ისეთი, რაც საქართველოში ვერ ექნებოდა?

- როცა მასწავლებლად ვმუშაობდი, მართლა ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მესწავლებინა ყველაფერი თამაშით და ხალისით. აქ, ჩემი შვილის მაგალითზე მივხვდი, რომ ხალისით სწავლა მართლა შესაძლებელია. ანამ პირველ კლასში ძალიან ბევრი რამე შეითვისა, გამრავლების ტაბულაც კი დააწყებინეს და ბავშვი ვერც კი ხვდება, როგორ შეიძლება მეცადინეობა დაგეზაროს. ამ პროცესში უსიამოვნო მომენტებს თითქმის ვერ ხედავს. ეს მისი განსაკუთრებულობა კი არაა, საერთოდ ასეთი განწყობაა ბავშვებში. ჩემი ძმისშვილებიც პირველკლასელები არიან და თბილისში ცხოვრობენ. მათი მეცადინეობა დაძალების და წუწუნის გარეშე შეუძლებელია. მართალია, საქართველოში ყველა ბავშვი არ იტანჯება სწავლის პროცესით, მაგრამ ეს ამბავი გატაცებისგან და სიამოვნებისგან მაინც შორს დგას. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ