საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - თუ ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ, ჩვენ კვლავ შეგვიძლია სირიაზე ახალი დარტყმები მივიტანოთ

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - თუ ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ, ჩვენ კვლავ შეგვიძლია სირიაზე ახალი დარტყმები მივიტანოთ

საფრანგეთს კვლავ შეუძლია სირიაზე ახალი დარტყმები მიიტანოს თუ ადგილი ექნება ქიმიური იარაღის გამოყენებას, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორანს პარლიმ რადიოსადგურ RTL-ის ეთერში განაცხადა.

„სირიაზე დატყმების განხორციელების მიზანი იყო ბაშარ ასადისთვის ხელი შეგვეშალა, რათა ქიმიური თავდასხმა კვლავ არ განეხორციელებინა. თუ ქიმიური იარაღი კვლავ იქნება გამოყენებული, ჩვენ განმეორებითი დარტყმის შესაძლებლობას განვიხილავთ“, - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, 14 აპრილს განხორციელებული დარტყმა გამაფრთხილებელი იყო.

„ვინაიდან სირიაში წითელი ხაზები გადაკვეთეს ქიმიური იარაღის გამოყენებით, შესაბამისი რეაგირება უნდა მოგვეხდინა. ვერ დავუშვებთ ქიმიური იარაღის გამოყენებას, ვინაიდან ეს აკრძალული იარაღია, რომლის წინააღმდეგაც უნდა ვიბრძოლოთ“, - დასძინა მან.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე