სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ წავა და ვინ დარჩება რუსეთის მთავრობაში?
ვინ წავა და ვინ დარჩება რუსეთის მთავრობაში?

ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის რი­გით მე­ო­თხე ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ, ახლა რუ­სეთ­ში იმა­ზე მსჯე­ლო­ბენ, ვინ და­ი­კა­ვებს მთავ­რო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნელ პო­ზი­ცი­ებს... თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი უკვე და­ტო­ვეს რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა და მისი კა­ბი­ნე­ტის წევ­რებ­მა. 7 მა­ისს, პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის მიერ ფი­ცის და­დე­ბის­თა­ნა­ვე მედ­ვე­დევ­მა მთავ­რო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბას მო­ა­წე­რა ხელი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც რუ­სე­თის მთავ­რო­ბის 9 ვიცე-პრე­მი­ე­რი და 22 ფე­დე­რა­ლუ­რი მი­ნის­ტრი და­ი­თხო­ვეს, თუმ­ცა, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის არ­ჩე­ვამ­დე ისი­ნი მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბად დარ­ჩე­ბი­ან.

ად­გი­ლობ­რი­ვი კონ­სტუ­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, პრე­ზი­დენტს პარ­ლა­მენ­ტის­თვის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის წარ­სად­გე­ნად ორ­კვი­რი­ა­ნი ვადა აქვს. თუმ­ცა, უკვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი კან­დი­დატს უახ­ლო­ეს ხან­ში და­ა­სა­ხე­ლებს და ის ისევ მისი ერ­თგუ­ლი, "პუ­ტი­ნის­თვის სავ­სე­ბით მი­სა­ღე­ბი და გა­სა­გე­ბი პერ­სო­ნა" დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი იქ­ნე­ბა...

თუმ­ცა ვა­რა­უ­დის დო­ნე­ზე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და რუ­სე­თის ბან­კის მმარ­თვე­ლი ელ­ვი­რა ნა­ბი­უ­ლი­ნი, მოს­კო­ვის მერი - სერ­გეი სო­ბა­ი­ნი­ნი და ინ­დუსტრი­ი­სა და ვაჭ­რო­ბის მი­ნის­ტრი დე­ნის მან­ტუ­რო­ვი...

გა­სულ დღე­ებ­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვიცე-პრე­მი­ე­რის პოსტზე ყო­ფილ ფი­ნანსთა მი­ნისტრს ალექ­სეი კუდ­რინს და­ნიშ­ნავ­დნენ, თუმ­ცა, რუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში კუდ­რი­ნი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფ­და... თით­ქმის გარ­კვე­უ­ლი იყო კი­დევ ერთი ვიცე-პრე­მი­ე­რის ბედი - სა­უ­ბა­რია, ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში პუ­ტი­ნის მრჩე­ველ­ზე, ან­დრეი ბე­ლო­უსოვ­ზე.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, მედ­ვე­დევ­მა ვიცე-პრე­მი­ე­რის პოს­ტებ­ზე უკვე წა­რად­გი­ნა ტა­ტი­ა­ნა გო­ლი­კო­ვი­სა და ფი­ნანსთა უკვე ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ან­ტონ სი­ლუ­ა­ნო­ვის კან­დი­და­ტუ­რა. ასე­ვე, იური რო­გო­ზი­ნის ად­გილ­ზე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის იური ბო­რი­სო­ვის კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს სერ­გეი ლავ­რო­ვის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს - უკვე ბევ­რჯერ ით­ქვა, რომ ასა­კი­სა და სხვა მი­ზე­ზე­ბის გამო მან არა­ერ­თხელ სთხო­ვა ვლა­დი­მირ პუ­ტინს პენ­სი­ა­ზე გას­ვლა, თუმ­ცა ყო­ველ ჯერ­ზე უარი მი­ი­ღო. ასე რომ, სუ­ლაც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, სერ­გეი ლავ­რო­ვი ამ­ჯე­რა­დაც ძველ პოსტზე დარ­ჩეს და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მე-15 წელს შე­უდ­გეს.

თუმ­ცა, კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე გა­ნი­ხი­ლე­ბა ალექ­სან­დრ გლუშ­კო­ვიც, რო­მე­ლიც იან­ვრის და­სა­წყის­ში მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ნეს და რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მო­ლაპ­რა­კე­ბე­ბის საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

"თუმ­ცა, სწო­რედ მისი მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­ვი­და ჩიხ­ში რუ­სე­თი­სა და ალი­ან­სის ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც გლუშ­კო­ვის უუ­ნა­რო­ბით ნამ­დვი­ლად ვერ აიხ­სნე­ბა", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

სხვა უწყე­ბა­ში და­საქ­მე­ბის შან­სი არ აქვს რუ­სე­თის ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრ მაქ­სიმ სო­კო­ლოვს, რად­გან შარ­შან შე­მოდ­გო­მა­ზე ავი­ა­კო­მო­პა­ნია ВИМ-Авиа-ის გა­კოტ­რე­ბის გამო ის პუ­ტინ­მა მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა... მის პოსტზე შე­საძ­ლოა, ერთ-ერთი ვიცე-პრე­მი­ე­რი არ­კა­დი დვორ­კო­ვი­ჩი და­სა­ხელ­დეს, რო­მე­ლიც ტრან­სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბას კუ­რი­რებ­და.

ბოლო წლებ­ში საკ­მა­ოდ სტა­ბი­ლუ­რი მი­ნის­ტრის სა­ხე­ლი აქვს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრ ვლა­დი­მირ მე­დინ­სკის, რომ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა, ყო­ველ­თვის "გა­დარ­ჩა". ამ­ჯე­რად მის პოსტზე პუ­ტი­ნის მრჩე­ვე­ლი კულ­ტუ­რის სა­კი­თხებ­ში, ვლა­დი­მირ ტოლსტოი გა­ნი­ხი­ლე­ბა, თუმ­ცა, არი­ან სხვე­ბიც... მა­გა­ლი­თად, დე­პუ­ტა­ტი ელე­ნა იამ­პოლ­სკი და მთავ­რო­ბის პრეს-მდი­ვა­ნი ნა­ტა­ლია ტი­მა­კო­ვი.

სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­უბ­რო­ბენ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ სერ­გეი შო­ი­გუს შემ­ცვლელ­ზე. ასე­ვე ცნო­ბი­ლი არ არის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის სა­ვა­რა­უ­დო შემ­ცვლე­ლის გვა­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ვინ წავა და ვინ დარჩება რუსეთის მთავრობაში?

ვინ წავა და ვინ დარჩება რუსეთის მთავრობაში?

ვლადიმირ პუტინის რიგით მეოთხე ინაუგურაციის შემდეგ, ახლა რუსეთში იმაზე მსჯელობენ, ვინ დაიკავებს მთავრობაში ხელმძღვანელ პოზიციებს... თანამდებობები უკვე დატოვეს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა და მისი კაბინეტის წევრებმა. 7 მაისს, პრეზიდენტ პუტინის მიერ ფიცის დადებისთანავე მედვედევმა მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც რუსეთის მთავრობის 9 ვიცე-პრემიერი და 22 ფედერალური მინისტრი დაითხოვეს, თუმცა, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის არჩევამდე ისინი მოვალეობის შემსრულებლებად დარჩებიან.

ადგილობრივი კონსტუტუციის თანახმად, პრეზიდენტს პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარსადგენად ორკვირიანი ვადა აქვს. თუმცა, უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი კანდიდატს უახლოეს ხანში დაასახელებს და ის ისევ მისი ერთგული, "პუტინისთვის სავსებით მისაღები და გასაგები პერსონა" დიმიტრი მედვედევი იქნება...

თუმცა ვარაუდის დონეზე, პრემიერ-მინისტრის პოსტზე განიხილებოდა რუსეთის ბანკის მმართველი ელვირა ნაბიულინი, მოსკოვის მერი - სერგეი სობაინინი და ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი დენის მანტუროვი...

გასულ დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვიცე-პრემიერის პოსტზე ყოფილ ფინანსთა მინისტრს ალექსეი კუდრინს დანიშნავდნენ, თუმცა, რუსულ მედიასთან საუბარში კუდრინი ამ ინფორმაციას უარყოფდა... თითქმის გარკვეული იყო კიდევ ერთი ვიცე-პრემიერის ბედი - საუბარია, ეკონომიკურ საკითხებში პუტინის მრჩეველზე, ანდრეი ბელოუსოვზე.

novayagazeta.ru-ს ცნობით, მედვედევმა ვიცე-პრემიერის პოსტებზე უკვე წარადგინა ტატიანა გოლიკოვისა და ფინანსთა უკვე ყოფილი მინისტრის ანტონ სილუანოვის კანდიდატურა. ასევე, იური როგოზინის ადგილზე თავდაცვის მინისტრის მოადგილის იური ბორისოვის კანდიდატურა განიხილება.

ადგილობრივი მედია ყურადღებით ადევნებს თვალს სერგეი ლავროვის გარშემო მიმდინარე პროცესებს - უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ ასაკისა და სხვა მიზეზების გამო მან არაერთხელ სთხოვა ვლადიმირ პუტინს პენსიაზე გასვლა, თუმცა ყოველ ჯერზე უარი მიიღო. ასე რომ, სულაც არ არის გამორიცხული, სერგეი ლავროვი ამჯერადაც ძველ პოსტზე დარჩეს და დიპლომატიური საქმიანობის მე-15 წელს შეუდგეს.

თუმცა, კულუარული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე განიხილება ალექსანდრ გლუშკოვიც, რომელიც იანვრის დასაწყისში მინისტრის მოადგილედ დანიშნეს და რუსული მედიის ცნობით, დიპლომატიური მოლაპრაკებების საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს.

"თუმცა, სწორედ მისი მუშაობის პერიოდში შევიდა ჩიხში რუსეთისა და ალიანსის ურთიერთობა, რაც გლუშკოვის უუნარობით ნამდვილად ვერ აიხსნება", - წერს რუსული მედია.

სხვა უწყებაში დასაქმების შანსი არ აქვს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრ მაქსიმ სოკოლოვს, რადგან შარშან შემოდგომაზე ავიაკომოპანია ВИМ-Авиа-ის გაკოტრების გამო ის პუტინმა მკაცრად გააკრიტიკა... მის პოსტზე შესაძლოა, ერთ-ერთი ვიცე-პრემიერი არკადი დვორკოვიჩი დასახელდეს, რომელიც ტრანსპორტის მიმართულებას კურირებდა.

ბოლო წლებში საკმაოდ სტაბილური მინისტრის სახელი აქვს კულტურის მინისტრ ვლადიმირ მედინსკის, რომლის გათავისუფლების შესახებ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა, ყოველთვის "გადარჩა". ამჯერად მის პოსტზე პუტინის მრჩეველი კულტურის საკითხებში, ვლადიმირ ტოლსტოი განიხილება, თუმცა, არიან სხვებიც... მაგალითად, დეპუტატი ელენა იამპოლსკი და მთავრობის პრეს-მდივანი ნატალია ტიმაკოვი.

სიმბოლურია, რომ ჯერჯერობით არ საუბრობენ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შემცვლელზე. ასევე ცნობილი არ არის ეკონომიკის მინისტრის სავარაუდო შემცვლელის გვარი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე