სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"კაბუს" დედა: "ადვოკატი საფრანგეთმა დაუნიშნა, მისგან ზარს ამ დღეებში ველოდებით"
"კაბუს" დედა: "ადვოკატი საფრანგეთმა დაუნიშნა, მისგან ზარს ამ დღეებში ველოდებით"

საფ­რან­გეთ­ში ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი კახა აბუ­აშ­ვი­ლი იგი­ვე “კაბუ” კვლავ წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა. აბუ­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის­თვის უც­ნო­ბია, თუ სად იმ­ყო­ფე­ბა ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლი და რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა მისი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კახა აბუ­აშ­ვი­ლის დე­დამ გა­ნუ­ცხა­და, ოჯა­ხი თა­ვად და­კა­ვე­ბუ­ლის ზარს ელო­დე­ბა, რისი უფ­ლე­ბაც მას ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აქვს. ცირა აბუ­აშ­ვი­ლის თქმით, მის შვილს საფ­რან­გე­თის სა­ხელ­მწი­ფომ ად­ვო­კა­ტი აუყ­ვა­ნა, თუმ­ცა მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ოჯახს არ ჰქო­ნია.

„ად­ვო­კა­ტი აყ­ვა­ნი­ლი ჰყავს, თუმ­ცა ვერ ვი­გებთ სად არის. სხვა ქა­ლაქ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და ვინც არი­ან იქ ად­გილ­ზე, ვერ ნა­ხეს ჯერ. თვი­თონ სა­ხელ­მწი­ფომ და­უ­ნიშ­ნა ად­ვო­კა­ტი. სხვა არა­ფე­რი არ ვი­ცით. ვე­ლო­დე­ბით ზარს მის­გან ამ დღე­ებ­ში. ვი­ცით, რომ აქვს ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა და ვე­ლო­დე­ბით რო­დის დაგ­ვი­კავ­შირ­დე­ბა თვი­თონ“, - გა­ნა­ცხა­და ცირა აბუ­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მე­ში საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს ჩარ­თუ­ლო­ბას, რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ელჩმა ეკა სი­რა­ძე-დე­ლო­ნემ გა­ნუ­ცხა­და, კახა აბუ­აშ­ვილს სა­ელ­ჩოს­თვის არ მი­უ­მარ­თავს და შე­სა­ბა­მი­სად, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თვის გა­რე­შე სა­ელ­ჩო საქ­მე­ში ვერ ჩა­ერ­თვე­ბა.

მსა­ხი­ო­ბი კახა აბუ­აშ­ვი­ლის, იგი­ვე „კა­ბუს“ და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 18 აპ­რილს გახ­და ცნო­ბი­ლი. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსა­ხი­ო­ბი საფ­რან­გეთ­ში ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"კაბუს" დედა: "ადვოკატი საფრანგეთმა დაუნიშნა, მისგან ზარს ამ დღეებში ველოდებით"

"კაბუს" დედა: "ადვოკატი საფრანგეთმა დაუნიშნა, მისგან ზარს ამ დღეებში ველოდებით"

საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით დაკავებული ქართველი მსახიობი კახა აბუაშვილი იგივე “კაბუ” კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება. აბუაშვილის ოჯახისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება ამჟამად დაკავებული და როდის გაიმართება მისი სასამართლო პროცესი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კახა აბუაშვილის დედამ განუცხადა, ოჯახი თავად დაკავებულის ზარს ელოდება, რისი უფლებაც მას ადგილობრივი კანონმდებლობით აქვს. ცირა აბუაშვილის თქმით, მის შვილს საფრანგეთის სახელმწიფომ ადვოკატი აუყვანა, თუმცა მასთან კომუნიკაცია ოჯახს არ ჰქონია.

„ადვოკატი აყვანილი ჰყავს, თუმცა ვერ ვიგებთ სად არის. სხვა ქალაქშია გადაყვანილი და ვინც არიან იქ ადგილზე, ვერ ნახეს ჯერ. თვითონ სახელმწიფომ დაუნიშნა ადვოკატი. სხვა არაფერი არ ვიცით. ველოდებით ზარს მისგან ამ დღეებში. ვიცით, რომ აქვს ზარის განხორციელების უფლება და ველოდებით როდის დაგვიკავშირდება თვითონ“, - განაცხადა ცირა აბუაშვილმა.

რაც შეეხება საქმეში საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობას, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ განუცხადა, კახა აბუაშვილს საელჩოსთვის არ მიუმართავს და შესაბამისად, ოფიციალური მიმართვის გარეშე საელჩო საქმეში ვერ ჩაერთვება.

მსახიობი კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს“ დაკავების შესახებ ინფორმაცია 18 აპრილს გახდა ცნობილი. შსს-ს ინფორმაციით, მსახიობი საფრანგეთში ქურდობის ბრალდებითაა დაკავებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ