ისინი ფლობენ ბინებს, საცხოვრებელ სახლებს, ავტომანქანებს, ფასიან ქაღალდებს, ფერწერულ ტილოებს, თუმცა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
წარმოგიდგენთ ქართველ დეპუტატებს, რომელთაც უძრავი ქონება საქართველოს გარდა, უცხოეთშიც აქვთ. მათ შორის არიან როგორც მამაკაცი, ისე ქალბატონი დეპუტატები.
სალომე ზურაბიშვილი ფლობს 60 კვ.მ ფართობის ბინას საფრანგეთში, პარიზში, რომელშიც 1989 წელს 150 000 ევროა გადახდილი. ეს გასაკვირი ალბათ არ არის, რადგან ქალბატონიო სალომე საფრანგეთშია დაბადებული და გაზრდილი.
სალომე სამადაშვილის საკუთრებაშია 70 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი ირლანდიაში, ლიმერიკის საგრაფოში, რომელშიც 2015 წელს 80 000 ევრო გადაიხადა.
დეპუტატ ნატო ჩხეიძის მეუღლე ზაზა ოქუაშვილი ფლობს 170 კვ.მ ფართობის ბინას დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, რომელშიც 2013 წელს გადაიხადა 6 500 000 ფუნტი სტერლინგი.
ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატი შოთა შალელაშვილი, რომლის უძრავი ქონების ჯამური თანხა მონიტორინგის ცენტრის "მედიატორის" ინფორმაციით, 34 მილიონზე მეტია, ბინებს ფლობს საქართველოში, რუსეთსა და ისრაელში. შოთა შალელაშვილის საკუთრებაშია 650 კვ.მ ფართობის ბინა ისრაელში, სავიონში, რომელიც 2010 წელს 18 000 000 შეკელად შეიძინა...განაგრძეთ კითხვა