სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ზვიადისტები, მიშისტები, ბიძინისტები" - პოლიტიკური მესიანიზმი ქართველებში
"ზვიადისტები, მიშისტები, ბიძინისტები" - პოლიტიკური მესიანიზმი ქართველებში

მა­რი­ამ დე­მეტ­რაშ­ვი­ლის ბლო­გი

რამ­დე­ნა­დაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბა, ალ­ბათ, იმ­დე­ნად­ვე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია ერე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შან-თვი­სე­ბე­ბი. სხვა­დას­ხვა გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­ში მცხოვ­რებ ერებს თა­ვი­ან­თი ღირ­სე­ბე­ბი და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი აქვთ. ასე­ვე გან­სხვა­ვე­ბუ­ლია მათი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რაც და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მო­წყო­ბაც. რაც ერთი ქვეყ­ნი­სა თუ ხალ­ხის­თვის ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად ან ტრა­დი­ცი­ად აღიქ­მე­ბა, ზუს­ტად იგი­ვე სხვა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს. მა­გა­ლი­თად, მა­შინ როცა ევ­რო­პის ქა­ლა­ქე­ბის (ლონ­დო­ნის, რი­გის...) პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ვე­ლო­სი­პე­დე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბით, კორ­ტე­ჟის თან­ხლე­ბით და­დი­ან. მა­შინ, როცა მსოფ­ლი­ოს ერთ წერ­ტილ­ში (მაგ,: ჩრ. კო­რეა) ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მით ცხოვ­რო­ბენ, მე­ო­რე­ში - დე­მოკ­რა­ტია ძლი­ერ­დე­ბა (მაგ,: აშშ) , ხოლო მე­სა­მე­ში - სა­პარ­ლა­მენ­ტო მო­ნარ­ქია (მა,: დიდი ბრი­ტა­ნე­თი) ით­ვლის წლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ის რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, დე­მოკ­რა­ტი­ის გზას წარ­მა­ტე­ბით ად­გას. თუმ­ცა, რო­გორც და­სა­წყის­ში აღ­ვნიშ­ნე, ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა ყვე­ლა ერს აქვს და ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ჩვენ ვართ. ერთ-ერთი ასე­თი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი მე­სი­ა­ნიზ­მი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც უკვე წლე­ბია ვე­რაფ­რით დავძლი­ეთ.

მე­სი­ა­ნიზ­მი - რე­ლი­გი­უ­რი მო­ძღვრე­ბა უფ­ლის რწმუ­ნე­ბულ­ზე, კა­ცობ­რი­ო­ბის მხსნელ­ზე, მე­სი­ა­ზე, რო­მე­ლიც ქვეყ­ნად წეს­რიგს და­ამ­ყა­რებს - ასე­თია ლექ­სი­კო­ნუ­რი დე­ფი­ნი­ცია ტერ­მი­ნი­სა, რო­მე­ლიც ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბა­ში დიდი ხა­ნია დამ­კვიდ­რდა. პო­ლი­ტი­კურ მე­სი­ა­ნიზმს სა­ფუძ­ვე­ლი ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ჩა­ე­ყა­რა, როცა 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა მხო­ლოდ ჩვე­ნი, არა­მედ კი­დევ 14 ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერთი უალ­ტერ­ნა­ტი­ვო პარ­ტი­ის პი­რო­ბებ­ში არ­სე­ბობ­და; სის­ტე­მა­ში, რო­მელ­შიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ იცო­და პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა (თუ აღ­ლუ­მებ­ზე წი­თე­ლი ყელ­სახ­ვე­ვე­ბით სი­ა­რულს არ ჩავ­თვლით).

ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რომ­ლის ზო­გი­ერ­თი წევ­რი ჯერ კი­დევ სტა­ლინს ეთაყ­ვა­ნე­ბა, რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა მე­სი­ა­ნიზ­მის დაძ­ლე­ვა და პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის უფრო მა­ღალ დო­ნე­ზე აყ­ვა­ნა. თუ უახ­ლეს ის­ტო­რი­ას თვალს გა­და­ვავ­ლებთ, ვნა­ხავთ, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაც­ვლად ერთი იდე­ი­სა თუ მიზ­ნის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა, ხში­რად ერთი კონ­კრე­ტუ­ლი პერ­სო­ნის გარ­შე­მო ერ­თი­ან­დე­ბა ხოლ­მე. თუმ­ცა მის პი­როვ­ნე­ბას, რომ­ლის პე­დეს­ტალ­ზე აყ­ვა­ნის სურ­ვი­ლიც ხალ­ხს უჩ­ნდე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია რა­ღაც მე­სი­ა­ნის­ტუ­რი, ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი შე­მად­გე­ნე­ლიც ჰქონ­დეს. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბებს არ­ცერ­თხელ ჩა­უვ­ლია ე.წ. მე­სი­ის გა­რე­შე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის რწმე­ნით ყვე­ლა პრობ­ლე­მა უნდა მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა. მა­გა­ლი­თად, 90-იან წლებ­ში, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ბლოკ­მა „მრგვა­ლი მა­გი­და - თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხო­ლოდ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მი­იჩ­ნევ­და მხსნე­ლად. შე­დე­გად, ამ­დე­ნი წლის მე­რეც ისევ არ­სე­ბო­ბენ „ზვი­ა­დის­ტე­ბი“, მაგ­რამ აღა­რა­ვის ახ­სოვს „მრგვა­ლი მა­გი­და - თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ სხვა, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი წევ­რე­ბი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ­ლის 80%-ზე მეტ­მა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბას და­უ­ჭი­რა მხა­რი, ასე­თი­ვე მა­ღა­ლი ნდო­ბით ძა­ლი­ან მალე უკვე ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს მი­ემ­ხრო. იმ­ჟა­მინ­დელ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რებ­მა, შე­ვარ­დნა­ძე ხალ­ხის თვალ­ში ახალ მე­სი­ად და­ხა­ტა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მხსნე­ლად მოვ­ლე­ნი­ლი „მე­სია“ პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე მარ­ტო არა­სო­დე­საა და უმე­ტე­სად პარ­ტი­ას­თან ერ­თად „იბ­რძვის“, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მხო­ლოდ მისი სჯე­რა, მისი სწამს და სა­კუ­თარ მო­მა­ვალ­საც მხო­ლოდ მას ან­დობს. სწო­რედ ამი­ტომ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბა­შიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ბაზ­რო კა­ნო­ნი - მო­თხოვ­ნა-მი­წო­დე­ბის კა­ნო­ნი - მუ­შა­ობს. არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნა, შე­სა­ბა­მი­სად ას­პა­რეზ­ზე პე­რი­ო­დუ­ლად ჩნდე­ბა „მე­სი­აც“.

„პო­ლი­ტი­კუ­რი მე­სი­ე­ბი“ იც­ვლე­ბი­ან, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ მათ წი­ნა­შე წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი - არა: აშენ­დეს ქვე­ყა­ნა, დას­რულ­დეს სი­ღა­რი­ბე, მოგ­ვარ­დეს ყვე­ლა პრობ­ლე­მა. შე­დე­გად კი ვი­ღებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სუ­ლი ძა­ლის (პარ­ტი­ი­სა თუ კო­ა­ლი­ცი­ის) პერ­სო­ნი­ფი­კა­ცი­ას. მა­გა­ლი­თად, „მრგვა­ლი მა­გი­და - თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ - ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ალ­ბათ, ყვე­ლას ახ­სოვს 2003 წელს ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს რო­გორ გა­ერ­თი­ან­და მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. თუმ­ცა ამ­ჯე­რა­დაც პერ­სო­ნის - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის - და არა იდე­ის გარ­შე­მო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის გა­და­ყე­ნე­ბის სურ­ვი­ლი ხალ­ხს მა­ნამ­დეც ჰქონ­და, მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკე­თე­სი მო­მავ­ლის შექ­მნის მიზ­ნით კონ­სო­ლი­და­ცია იქამ­დე ვერ შეძ­ლო, ვიდ­რე გამ­სა­ხურ­დი­ას მგავ­სი ახა­ლი „მე­სია“ არ გა­მოჩ­ნდა. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი­დევ ერთხელ ირ­წმუ­ნა, რომ ერთი კაცი თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის პრობ­ლე­მას ერთი ხე­ლის მოს­მით მო­აგ­ვა­რებ­და და სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი სწო­რედ ამ კაცს გა­დას­ცა. გა­დას­ცა და და­ი­ვი­წყა, რომ კონ­ტრო­ლი „მე­სი­ა­საც“ სჭირ­დე­ბა; და­ი­ვი­წყა, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან „მე­სია“ არ ათა­ვი­სუფ­ლებს; და­ი­ვი­წყა, რომ დე­მოკ­რა­ტი­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ავ­ტო­რი­ტა­რულ რე­ჟი­მად გა­დაქ­ცე­ვის უფ­ლე­ბა არ უნდა მის­ცეს. და მერე შე­დე­გიც ლო­გი­კუ­რი დგე­ბა - ერი­სა და ქვეყ­ნის მხსნე­ლად მოვ­ლე­ნილ ლი­დე­რი სა­კუ­თარ უნი­კა­ლუ­რო­ბა­ში რწმუნ­დე­ბა და ფიქ­რობს, რომ მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აბ­სო­ლი­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ხა­სი­ათს ატა­რებს, ნე­ბის­მი­ე­რი კრი­ტი­კუ­ლი აზრი კი ჩა­ნა­სახ­ში­ვე ის­პო­ბა.

რამ­დე­ნი­მე წელ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ნდო­ბი­თა და უფ­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვილ „მე­სი­ას“ თა­ვი­სი „მი­სია“ და­ა­ვი­წყდა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ძა­ლა­უფ­ლე­ბის ერთ ხელ­ში კონ­სო­ლი­და­ცი­ამ, კონ­სტი­ტუ­ცი­ის სა­კუ­თარ თავ­ზე მორ­გე­ბამ, სა­კუ­თა­რი უნი­კა­ლუ­რო­ბის რწმე­ნამ და ხალ­ხში ტე­რო­რის თეს­ვამ ის შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, რომ სა­კუ­თა­რი და პარ­ტი­ის სა­ხე­ლი სის­ხლი­ან 9 წელს სა­მუ­და­მოდ და­უ­კავ­ში­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა­ერ­თი მი­ზე­ზი მი­ე­ცა იმი­სათ­ვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბებ­ზე პა­სუ­ხი მო­ე­თხო­ვა და შე­ეხ­სე­ნე­ბი­ნა, რომ ისე­ვე რო­გორც მოყ­ვა­ნა, გა­და­ყე­ნე­ბაც ხალ­ხის ნე­ბაა, ამ უფ­ლე­ბის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად გა­ერ­თი­ა­ნე­ბა იქამ­დე ვერ შეძ­ლო, სა­ნამ ახა­ლი „მე­სია“ არ გა­მოჩ­ნდა. ბუტა რო­ბა­ქი­ძი­სა თუ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის გახ­მა­უ­რე­ბულ­მა საქ­მე­ებ­მა, 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის სას­ტიკ­მა დარ­ბე­ვამ და სხვა მსგავ­სმა მოვ­ლე­ნებ­მა ვერ შეძ­ლო ის, რაც 2012 წელს ახალ­მა „მე­სი­ამ“ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შეძ­ლო.

პო­ლი­ტი­კუ­რი მე­სი­ა­ნიზ­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერთხელ გა­ერ­თი­ან­და მხსნე­ლის გარ­შე­მო და მის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ოც­ნე­ბე­ბის რე­ა­ლუ­რო­ბა და­ი­ჯე­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­ა­ლი­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­პი­რე­ბებ­ში ახა­ლი არა­ფე­რი იყო (უმუ­შევ­რო­ბის და სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვა, პენ­სი­ის მო­მა­ტე­ბა, გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა და ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბა), სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თსუ­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა მა­ინც მო­ი­პო­ვა. ახალ მე­სი­ას, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, მარ­თა­ლია ლი­დე­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ქა­რიზ­მა აკ­ლდა, მაგ­რამ სხვა „მხსნე­ლე­ბის­გან“ დიდი ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­არ­ჩევ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ოც­ნე­ბე­ბის და­ჯე­რე­ბა უფრო ად­ვი­ლი გა­მოდ­გა, ვიდ­რე იმით და­ინ­ტე­რე­სე­ბა, რა გზე­ბით მო­ა­ხერ­ხებ­და პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტას ივა­ნიშ­ვი­ლის კო­ა­ლი­ცია. თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ბა­რე­ბის შემ­დეგ, წი­ნა­მორ­ბე­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პრაგ­მა­ტუ­ლად მო­იქ­ცა და პო­ლი­ტი­კი­დან ფორ­მა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა არ­ჩია. „მე­სი­ამ“, რო­მელ­ზეც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ქვეყ­ნის აყ­ვა­ვე­ბის იმე­დებს ამ­ყა­რებ­და, მის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პარ­ტი­ის შემ­დგომ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­იხ­სნა და პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და, თუმ­ცა რამ­დე­ნად გა­მო­უ­ვი­და პო­ლი­ტი­კის­გან შორს ყოფ­ნა, ეს უკვე სხვა სა­კი­თხია. დამ­ფუძ­ნებ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ­მა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ოც­ნე­ბე­ბი ვერ აუს­რუ­ლა - გა­ი­ზარ­და ინფლა­ცი­ის დონე, კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი, პრო­დუქ­ტე­ბის ფა­სე­ბი, კრი­მი­ნა­ლის დონე... ხალ­ხი ისევ აპა­თი­ამ მო­იც­ვა და ვერც იმან და­ა­ინ­ტე­რე­სა, სა­კუ­თა­რი პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბა რომ წა­არ­თვეს.

მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბის იმე­დი, რო­მე­ლიც სულ ცოტა ხნის წინ ხე­ლახ­ლა გა­უჩ­ნდა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ისევ სა­ვა­რა­უ­დო მხსნე­ლის იდე­ას უკავ­შირ­დე­ბა. 2018 წლის 26 აპ­რილს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში პარ­ტი­ის თავ­მდჯო­მა­რის რან­გში ბრუნ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2012 წლი­დან დღემ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმე­ტეს ნა­წილს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თავი მხო­ლოდ ას­წლო­ვა­ნი ხე­ე­ბის სა­კუ­თარ ბაღ­ში გა­დარ­გვით და­ა­მახ­სოვ­რა, ხალ­ხმა მას „მე­სი­ის“ როლი ხე­ლახ­ლა მა­ინც წარ­მა­ტე­ბით მო­არ­გო. ჯერ­ჯე­რო­ბით, გა­ურ­კვე­ვე­ლია რა შე­დეგს მო­ი­ტანს მისი „მე­ო­რედ მოს­ვლა“, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვერ გა­უ­თა­ვი­სე­ბია, ალ­ბათ, ბედ­ნი­ე­რია. იქამ­დე, სა­ნამ არ­ჩევ­ნებ­ზე სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის ნაც­ვლად ხმას ოც­ნე­ბებს მივ­ცემთ, იქამ­დე, სა­ნამ სა­კუ­თა­რი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­თა­ვი­სე­ბას მხსნე­ლად მოვ­ლე­ნილ „მე­სი­ა­ზე“ ბრმად მინ­დო­ბა გვერ­ჩივ­ნე­ბა, იქამ­დე, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ა­კონ­ტრო­ლებს ხალ­ხს და არა ხალ­ხი - ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მა­ნამ­დე იარ­სე­ბე­ბენ „ზვი­ა­დის­ტე­ბი“, „მი­შის­ტე­ბი“, „ბი­ძი­ნის­ტე­ბი“... და ვი­ნა­ი­დან ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი პო­ლი­ტი­კურ კულ­ტუ­რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ვფიქ­რობ, რომ ჩვენ­თან ამ მხრივ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი იც­ვლე­ბა, თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვი­კი­თხოთ: ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი „პო­ლი­ტი­კუ­რი მე­სია“?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ზვიადისტები, მიშისტები, ბიძინისტები" - პოლიტიკური მესიანიზმი ქართველებში

"ზვიადისტები, მიშისტები, ბიძინისტები" - პოლიტიკური მესიანიზმი ქართველებში

მარიამ დემეტრაშვილის ბლოგი

რამდენადაც მრავალფეროვანია მსოფლიოს მოსახლეობა, ალბათ, იმდენადვე მრავალფეროვანია ერებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მცხოვრებ ერებს თავიანთი ღირსებები და ნაკლოვანებები აქვთ. ასევე განსხვავებულია მათი პოლიტიკური კულტურაც და სახელმწიფოებრივი მოწყობაც. რაც ერთი ქვეყნისა თუ ხალხისთვის ჩვეულებრივ მოვლენად ან ტრადიციად აღიქმება, ზუსტად იგივე სხვა სახელმწიფოსთვის მიუღებელი შეიძლება იყოს. მაგალითად, მაშინ როცა ევროპის ქალაქების (ლონდონის, რიგის...) პოლიტიკოსები ველოსიპედებით გადაადგილდებიან, ზოგიერთ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები ძვირადღირებული მანქანებით, კორტეჟის თანხლებით დადიან. მაშინ, როცა მსოფლიოს ერთ წერტილში (მაგ,: ჩრ. კორეა) ავტორიტარული რეჟიმით ცხოვრობენ, მეორეში - დემოკრატია ძლიერდება (მაგ,: აშშ) , ხოლო მესამეში - საპარლამენტო მონარქია (მა,: დიდი ბრიტანეთი) ითვლის წლებს.

რაც შეეხება საქართველოს, ის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, დემოკრატიის გზას წარმატებით ადგას. თუმცა, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ნაკლოვანება ყველა ერს აქვს და ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. ერთ-ერთი ასეთი უარყოფითი თვისება ქართული საზოგადოებისთვის პოლიტიკური მესიანიზმი აღმოჩნდა, რომელიც უკვე წლებია ვერაფრით დავძლიეთ.

მესიანიზმი - რელიგიური მოძღვრება უფლის რწმუნებულზე, კაცობრიობის მხსნელზე, მესიაზე, რომელიც ქვეყნად წესრიგს დაამყარებს - ასეთია ლექსიკონური დეფინიცია ტერმინისა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში დიდი ხანია დამკვიდრდა. პოლიტიკურ მესიანიზმს საფუძველი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ჩაეყარა, როცა 70 წლის განმავლობაში არა მხოლოდ ჩვენი, არამედ კიდევ 14 ქვეყნის საზოგადოება ერთი უალტერნატივო პარტიის პირობებში არსებობდა; სისტემაში, რომელშიც საზოგადოებამ არ იცოდა პოლიტიკური აქტივობის მნიშვნელობა (თუ აღლუმებზე წითელი ყელსახვევებით სიარულს არ ჩავთვლით).

ქართული საზოგადოებისთვის, რომლის ზოგიერთი წევრი ჯერ კიდევ სტალინს ეთაყვანება, რთული აღმოჩნდა მესიანიზმის დაძლევა და პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ დონეზე აყვანა. თუ უახლეს ისტორიას თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ ჩვენი საზოგადოება ნაცვლად ერთი იდეისა თუ მიზნის გარშემო გაერთიანებისა, ხშირად ერთი კონკრეტული პერსონის გარშემო ერთიანდება ხოლმე. თუმცა მის პიროვნებას, რომლის პედესტალზე აყვანის სურვილიც ხალხს უჩნდება, აუცილებელია რაღაც მესიანისტური, ირაციონალური შემადგენელიც ჰქონდეს. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების ცვლილებებს არცერთხელ ჩაუვლია ე.წ. მესიის გარეშე, რომელსაც საზოგადოების რწმენით ყველა პრობლემა უნდა მოეგვარებინა. მაგალითად, 90-იან წლებში, როდესაც პოლიტიკური პარტიების გაერთიანებულმა ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში, საზოგადოება მხოლოდ ზვიად გამსახურდიას მიიჩნევდა მხსნელად. შედეგად, ამდენი წლის მერეც ისევ არსებობენ „ზვიადისტები“, მაგრამ აღარავის ახსოვს „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ სხვა, დამსახურებული წევრები.

საზოგადოება, რომლის 80%-ზე მეტმა ზვიად გამსახურდიას გაპრეზიდენტებას დაუჭირა მხარი, ასეთივე მაღალი ნდობით ძალიან მალე უკვე ედუარდ შევარდნაძეს მიემხრო. იმჟამინდელმა საერთაშორისო კავშირებმა, შევარდნაძე ხალხის თვალში ახალ მესიად დახატა. მიუხედავად იმისა, რომ მხსნელად მოვლენილი „მესია“ პოლიტიკურ ასპარეზზე მარტო არასოდესაა და უმეტესად პარტიასთან ერთად „იბრძვის“, საზოგადოებას მხოლოდ მისი სჯერა, მისი სწამს და საკუთარ მომავალსაც მხოლოდ მას ანდობს. სწორედ ამიტომ პოლიტიკურ რეალობაშიც ჩვეულებრივი საბაზრო კანონი - მოთხოვნა-მიწოდების კანონი - მუშაობს. არსებობს საზოგადოების მოთხოვნა, შესაბამისად ასპარეზზე პერიოდულად ჩნდება „მესიაც“.

„პოლიტიკური მესიები“ იცვლებიან, საზოგადოების მიერ მათ წინაშე წამოყენებული მოთხოვნები - არა: აშენდეს ქვეყანა, დასრულდეს სიღარიბე, მოგვარდეს ყველა პრობლემა. შედეგად კი ვიღებთ ხელისუფლებაში მოსული ძალის (პარტიისა თუ კოალიციის) პერსონიფიკაციას. მაგალითად, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ - ზვიად გამსახურდია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - მიხეილ სააკაშვილი, „ქართული ოცნება“ - ბიძინა ივანიშვილი. ალბათ, ყველას ახსოვს 2003 წელს ვარდების რევოლუციის დროს როგორ გაერთიანდა მთელი საზოგადოება. თუმცა ამჯერადაც პერსონის - მიხეილ სააკაშვილის - და არა იდეის გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ ედუარდ შევარდნაძის გადაყენების სურვილი ხალხს მანამდეც ჰქონდა, მთელმა საზოგადოებამ უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით კონსოლიდაცია იქამდე ვერ შეძლო, ვიდრე გამსახურდიას მგავსი ახალი „მესია“ არ გამოჩნდა. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ირწმუნა, რომ ერთი კაცი თითოეული მოქალაქის პრობლემას ერთი ხელის მოსმით მოაგვარებდა და საკუთარი ცხოვრების მართვის სადავეები სწორედ ამ კაცს გადასცა. გადასცა და დაივიწყა, რომ კონტროლი „მესიასაც“ სჭირდება; დაივიწყა, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან „მესია“ არ ათავისუფლებს; დაივიწყა, რომ დემოკრატიულ ხელისუფლებას ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევის უფლება არ უნდა მისცეს. და მერე შედეგიც ლოგიკური დგება - ერისა და ქვეყნის მხსნელად მოვლენილ ლიდერი საკუთარ უნიკალურობაში რწმუნდება და ფიქრობს, რომ მის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება აბსოლიტური ჭეშმარიტების ხასიათს ატარებს, ნებისმიერი კრიტიკული აზრი კი ჩანასახშივე ისპობა.

რამდენიმე წელში საზოგადოებისგან განუსაზღვრელი ნდობითა და უფლებებით აღჭურვილ „მესიას“ თავისი „მისია“ დაავიწყდა. მიხეილ სააკაშვილის მიერ ძალაუფლების ერთ ხელში კონსოლიდაციამ, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებამ, საკუთარი უნიკალურობის რწმენამ და ხალხში ტერორის თესვამ ის შედეგი გამოიღო, რომ საკუთარი და პარტიის სახელი სისხლიან 9 წელს სამუდამოდ დაუკავშირა. მიუხედავად იმისა, რომ ამ 9 წლის განმავლობაში საზოგადოებას არაერთი მიზეზი მიეცა იმისათვის, რომ ხელისუფლებისთვის ჩადენილ ქმედებებზე პასუხი მოეთხოვა და შეეხსენებინა, რომ ისევე როგორც მოყვანა, გადაყენებაც ხალხის ნებაა, ამ უფლების გამოსაყენებლად გაერთიანება იქამდე ვერ შეძლო, სანამ ახალი „მესია“ არ გამოჩნდა. ბუტა რობაქიძისა თუ სანდრო გირგვლიანის გახმაურებულმა საქმეებმა, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის სასტიკმა დარბევამ და სხვა მსგავსმა მოვლენებმა ვერ შეძლო ის, რაც 2012 წელს ახალმა „მესიამ“ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო.

პოლიტიკური მესიანიზმით დაავადებული საზოგადოება კიდევ ერთხელ გაერთიანდა მხსნელის გარშემო და მის მიერ შემოთავაზებული ოცნებების რეალურობა დაიჯერა. მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ დაპირებებში ახალი არაფერი იყო (უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევა, პენსიის მომატება, გადასახადების შემცირება და ქვეყნის გამთლიანება), საზოგადოების ერთსულოვანი მხარდაჭერა მაინც მოიპოვა. ახალ მესიას, ბიძინა ივანიშვილს, მართალია ლიდერისთვის დამახასიათებელი ქარიზმა აკლდა, მაგრამ სხვა „მხსნელებისგან“ დიდი ფინანსური შესაძლებლობები გამოარჩევდა. საზოგადოებისთვის ოცნებების დაჯერება უფრო ადვილი გამოდგა, ვიდრე იმით დაინტერესება, რა გზებით მოახერხებდა პრობლემების გადაწყვეტას ივანიშვილის კოალიცია. თუმცა ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, წინამორბედისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი პრაგმატულად მოიქცა და პოლიტიკიდან ფორმალური დისტანცირება არჩია. „მესიამ“, რომელზეც საზოგადოება ქვეყნის აყვავების იმედებს ამყარებდა, მის მიერ დაფუძნებული პარტიის შემდგომ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა რამდენად გამოუვიდა პოლიტიკისგან შორს ყოფნა, ეს უკვე სხვა საკითხია. დამფუძნებლის გარეშე დარჩენილმა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას ოცნებები ვერ აუსრულა - გაიზარდა ინფლაციის დონე, კომუნალური გადასახადები, პროდუქტების ფასები, კრიმინალის დონე... ხალხი ისევ აპათიამ მოიცვა და ვერც იმან დააინტერესა, საკუთარი პრეზიდენტის არჩევის უფლება რომ წაართვეს.

მდგომარეობის გამოსწორების იმედი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ხელახლა გაუჩნდა ქართულ საზოგადოებას, ისევ სავარაუდო მხსნელის იდეას უკავშირდება. 2018 წლის 26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში პარტიის თავმდჯომარის რანგში ბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან დღემდე საზოგადოების უმეტეს ნაწილს ბიძინა ივანიშვილმა თავი მხოლოდ ასწლოვანი ხეების საკუთარ ბაღში გადარგვით დაამახსოვრა, ხალხმა მას „მესიის“ როლი ხელახლა მაინც წარმატებით მოარგო. ჯერჯერობით, გაურკვეველია რა შედეგს მოიტანს მისი „მეორედ მოსვლა“, თუმცა საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც სამოქალაქო პასუხისმგებლობა ვერ გაუთავისებია, ალბათ, ბედნიერია. იქამდე, სანამ არჩევნებზე საარჩევნო პროგრამის ნაცვლად ხმას ოცნებებს მივცემთ, იქამდე, სანამ საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათავისებას მხსნელად მოვლენილ „მესიაზე“ ბრმად მინდობა გვერჩივნება, იქამდე, სანამ ხელისუფლება გააკონტროლებს ხალხს და არა ხალხი - ხელისუფლებას, მანამდე იარსებებენ „ზვიადისტები“, „მიშისტები“, „ბიძინისტები“... და ვინაიდან ხალხის არჩევანი პოლიტიკურ კულტურაზეა დამოკიდებული და ვფიქრობ, რომ ჩვენთან ამ მხრივ ჯერჯერობით არაფერი იცვლება, თამამად შეგვიძლია ვიკითხოთ: ვინ იქნება შემდეგი „პოლიტიკური მესია“?

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები