მეფეები - ისტორია, რომელიც ძვირფასია - ეს გამომცემლობა ”პალიტრა L-ის” სერიაა, რომელიც საქართველოს ისტორიას ყველასთვის ხელმსაწვდომს ხდის. სერიის 4 ტომი უკვე გამოსულია. გამოცემამ საზოგადოების იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ პირველივე ტომი ”თამარ მეფე” გამოსვლიდან რამდენიმე დღეში სრულად გაიყიდა და ის მეორე ტირაჟით გამოიცა.სერიის მეოთხე ტომი გიორგი III იყო, რომელმაც, ასევე, დიდი პოპულარობით ისარგებლა.
"პალიტრა L"საერთო ჯამში საქართველოს 28 მეფის ისტორიის 24 ტომში გაცოცხლებას გეგმავს. სერიის ფარგლებში მკითხველი ეცნობა ამა თუ იმ ეპოქის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებას, მეფეების პიროვნულ თვისებებსა და მნიშვნელოვან ფაქტებს, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ სერიაზე ცნობილ მეცნიერთა ჯგუფი მუშაობს. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი კი ისტორიკოსი ჯაბა სამუშიაა.
”სერია თამარ მეფით დავიწყეთ და ერეკლე II-ით დავასრულებთ. ეს არ არის მხოლოდ მშრალი საუბარი ან მხოლოდ ბიოგრაფიული ფაქტები. ავტორები ყვებიან ამა თუ იმ მეფის პირად ცხოვრებაზეც, მაშინდელ პოლიტიკურ ვითარებაზე, რა კონკრეტული გადაწყვეტილებების წინაშე იდგნენ ისინი, რამაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულა. - განმარტავს ჯაბა სამუშია.
გამოცემის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისაა, რომ ამბავი სამეცნიერო-პოპულარულ ენაზეა გადმოცემული და ტექსტი ნებისმიერი მკითხველისთვის მარტივად გასაგებია. "პალიტრა L-ის" მერკეტინგის მენეჯერის თაკო ახვლედიანის განმარტებით, სერია უკვე განსაკუთრებული პოპულარობით სარგელობს მკითხველში და ყოველ მომდევნიტომს დიდი მოლოდინით ელიან.
”მკითხველისგან დიდი ნდობა დავიმსახურეთ, რაც გაყიდული წიგნების რაოდენობით კარგად ჩანს. ძალიან გვახარებს, რომ საქართველოს მეფეების მიმართ ასეთი ინტერესია. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი გადმოცემული ამბის სტილი და ენაა. ჩვენ სულ სხვა კუთხით გადმოვცემთ ფაქტებს, რომლებზეც შესაძლოა, ადრე მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია გვქონდა და ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებდით,” - განმარტავს თაკო ახვლედიანი.