სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ უვლიდნენ თავს ძველ დროში ქართველი ქალები - შუა საუკუნეების მოდა და ჰიგიენა საქართველოში
როგორ უვლიდნენ თავს ძველ დროში ქართველი ქალები - შუა საუკუნეების მოდა და ჰიგიენა საქართველოში

რო­გო­რი იყო შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მოდა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორ უვ­ლიდ­ნენ თავს ქა­ლე­ბი და რო­გორ იცავ­დნენ ჰი­გი­ე­ნას? გვი­ან­დე­ლი და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი ამ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის.

AMBEBI.GE-ს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ის­ტო­რი­ი­სა და ეთ­ნო­ლო­გი­ე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბის უფ­რო­სი კუ­რა­ტო­რი გუ­ლი­კო კვან­ტი­ძე უყ­ვე­ბა, რომ რო­გორც და­ბა­ლი, ისე მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი წრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ტან­საც­მლის ფორ­მებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა არ იყო, სხვა­ო­ბა მხო­ლოდ ქსო­ვი­ლის ხა­რისხსა და ტან­საც­მლის შემ­კუ­ლო­ბა­ში შე­იმ­ჩნე­ო­და.

თუკი XVI-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ ქა­ლებს სპარ­სუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი ან რუ­სუ­ლი (XIX-XX სს 20-30-იანი წლე­ბი) ძვირ­ფა­სი ქსო­ვი­ლე­ბი­სა­გან ნა­კე­რი კა­ბე­ბი ეც­ვათ და ჩიხ­ტი-კოპს ძვირ­ფას­თვლი­ა­ნი შუბ­ლის ქინ­ძის­თა­ვით ილა­მა­ზებ­დნენ, ამა­ვე დროს გლე­ხის ქალი ში­ნაქ­სო­ვი ან უბ­რა­ლო, ფაბ­რი­კუ­ლი ბამ­ბის ქსო­ვი­ლი­სა­გან შე­კე­რილ კა­ბას ატა­რებ­და, მის ჩიხ­ტი-კოპს კი კა­ლის­თა­ვი­ა­ნი შუბ­ლის ქინ­ძის­თა­ვი ამ­შვე­ნებ­და.

XVI-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ორი­ვეს კაბა ყელ­თან ერთ ღილ­ზე შეკ­რულ, ჰო­რი­ზონ­ტა­ლურჭ­რი­ლი­ან გუ­ლის­პი­რი­ა­ნი იყო, ხოლო XVIII სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან ორი­ვე მათ­გა­ნი იმო­სე­ბო­და ჯერ გუ­ჯას­ტი­ა­ნი, ხოლო შემ­დეგ სარ­ტყელ-გუ­ლის­პი­რი­ა­ნი კა­ბით.

ანა­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თია ქარ­თველ მა­მა­კაც­თა ჩაც­მუ­ლო­ბა­ში. ჩოხა-ახა­ლუ­ხი იქ­ნე­ბო­და ეს თუ ყურ­თმა­ჯი­ა­ნი სა­მა­მა­კა­ცო კაბა, თარ­გით ერთი და ქსო­ვი­ლი­თა და შემ­კუ­ლო­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­მო­სით იმო­სე­ბოდ­ნენ.

"ვერ ვი­ტყვით, რომ ქარ­თვე­ლი ქა­ლის ჩაც­მის სტი­ლი ერ­თფე­რო­ვა­ნი იყო. გვი­ან­დე­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტუ­რი, თუ ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ რო­გორც ქა­ლებს, ასე­ვე მა­მა­კა­ცებს ჰქონ­დათ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სე­ზო­ნუ­რი სა­მო­სი, ისე­თი, რო­გო­რიც იყო ქა­თი­ბი, ტო­ლო­მა, ქუ­ლა­ჯა, გარე სა­მო­სად სახ­მა­რი ახა­ლუ­ხი და სხვ.

გარ­და ამი­სა, ქალ­ბა­ტო­ნი ორ ან სამ კა­ბას ამ­შვე­ნებ­და სხვა­დას­ხვა ფე­რი­სა და შემ­კუ­ლო­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სარ­ტყლით, გუ­ლის­პი­რი­თა და ყურ­თმა­ჯე­ბით, ასე­ვე თავ­საკ­რა­ვე­ბი­თა და სადა თუ და­ბას­მუ­ლი ლე­ჩაქ-ბაღ­და­დე­ბით. XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან, ეტა­პობ­რი­ვად, ჯერ ნელი, ხოლო შემ­დეგ წლებ­ში ინ­ტენ­სი­უ­რი ტემ­პით და­ი­წყო ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის ევ­რო­პუ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბა.

მო­დის ასე­თი ცვლი­ლე­ბა იმ პე­რი­ო­დის ქარ­თუ­ლი პრე­სის მი­ხედ­ვით, ფეხ­საც­მლი­დან გახ­და შე­სამ­ჩნე­ვი, ქა­ლებ­მა ტრა­დი­ცი­უ­ლი ქოში, წაღა და მა­შია ე.წ. ბაშ­მა­კე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლეს, რის შემ­დე­გაც შე­მო­ვი­და ხა­ბარ­დი­ა­ნი და პრინ­ცე­სა კა­ბე­ბი, რის მოხ­მა­რე­ბა­საც ბუ­ნებ­რი­ვია კორ­სე­ტე­ბის ტა­რე­ბაც მოჰ­ყვა.

ეროვ­ნულ სა­მოსს უცხო­უ­რი ანაც­ვა­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით კი ფრან­გუ­ლი ტა­ნი­სა­მო­სი სარ­გებ­ლობ­და. გარ­და იმი­სა, რომ ევ­რო­პი­დან მზა ტან­საც­მე­ლი ჩა­მოჰ­ქონ­დათ, ქა­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კა­ცე­ბი მო­დის ტენ­დენ­ცი­ებს სწრა­ფად ვერ მიყ­ვე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩო­ხა­ში შემ­კუ­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ფრა­კებ­ზე გა­და­ვიდ­ნენ", - ამ­ბობს გუ­ლი­კო კვან­ტი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა ჰი­გი­ე­ნი­სა და თა­ვის მოვ­ლის სა­კი­თხებს, გუ­ლი­კო კვან­ტი­ძის გან­მარ­ტე­ბით, აბა­ნოს ინ­სტი­ტუ­ტი ქარ­თველ­თა ყო­ფა­ში თა­ვი­დან­ვე არ­სე­ბობ­და.

„სა­ვა­რა­უ­დოდ, გვი­ა­ნან­ტი­კუ­რი დრო­ის რო­მა­უ­ლი აბა­ნო­ე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი, მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ვი­ნა­ი­დან, ამ პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის აბა­ნო­ე­ბი არა­ა­და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. ფე­ო­და­ლურ სა­ქარ­თვე­ლო­ში, აბა­ნო ერ­თობ პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ყო­ფი­ლა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თბი­ლი­სის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი აბა­ნო­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის იყო. გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მა­ინც შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. აბა­ნო­თა დიდი ნა­წი­ლი მუს­ლი­მან­თათ­ვის ყო­ფი­ლა გან­კუთ­ვნი­ლი. იქ თურ­მე „ურ­წმუ­ნო“ ქარ­თვე­ლე­ბი, სომ­ხე­ბი და იუ­დე­ვე­ლე­ბი ვერ შე­ვი­დოდ­ნენ, რათა არ შე­ე­ვიწ­რო­ე­ბი­ნა „ურ­წმუ­ნოს“ მუს­ლი­მი“, - აღ­ნიშ­ნავს გუ­ლი­კო კვან­ტი­ძე.

რო­გორც ეთ­ნო­ლო­გი გან­მარ­ტავს, გვი­ან­დელ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის აბა­ნო­ში სულ სხვა სუ­რა­თი იშ­ლე­ბა, აბა­ნო­ში თბი­ლი­სე­ლი ქა­ლე­ბი თით­ქმის მთელ დღეს ატა­რებ­დნენ იქ და ფინ­ჯან ჩა­ის­თან, ათას­გვარ ჭორ­სა და სი­მარ­თლეს უზი­ა­რებ­დნენ ერ­თმა­ნეთს. სა­მო­ვა­რი კი მუ­დამ ცხე­ლი იყო, რო­მე­ლიც აბა­ნოს ტანთგა­სახ­დელ დე­რე­ფან­ში იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ქა­ლე­ბის­თვის აბა­ნო სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნიც იყო, სა­დაც ქა­ლე­ბი ინით თმას იღე­ბავ­დნენ და თავს ათას­ნა­ი­რად იკოხ­ტა­ვებ­დნენ.

„აბა­ნო­ში სახ­მარ ნივ­თებს გა­სა­თხო­ვარ ქალ­საც კი ატან­დნენ მზი­თევ­ში. ამ ნივ­თე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და ხა­რის­ხი ოჯა­ხის მა­ტე­რი­ა­ლურ შეძ­ლე­ბა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი,“ - აღ­ნიშ­ნავს გუ­ლი­კო კვან­ტი­ძე.

სა­ა­ბა­ნოე ნივ­თე­ბი­დან ზო­გი­ერ­თი "გა­სახ­დელ" ოთახ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, ზო­გიც „სა­ბა­ნაო“ ოთახ­ში. რო­გო­რი­ცაა ზი­რან­და­ზი - ფეხ­ქვეშ და­სა­გე­ბი ხა­ლი­ჩა, სუ­ზა­ნი - ტახ­ტზე ან მა­გი­და­ზე გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი ქსო­ვი­ლი, ინის სალ­ბო­ბი ჯამ­თასე­ბი, ხა­ლი­ჩა, ქეჩა და ბოხ­ჩა „გა­სახ­დელ“ ოთახ­ში გა­მო­სა­დე­გი ნივ­თე­ბი.

ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ის­ტო­რი­ი­სა და ეთ­ნო­ლო­გი­ე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბის უფ­რო­სის თქმით, ჰი­გი­ე­ნის და­სა­ცა­ვად ქა­ლე­ბი ისეთ ნივ­თებს იყე­ნებ­დნენ, რო­გო­რი­ცაა სა­ა­ბა­ნო­ე­ხის ქო­შე­ბი, ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში, აღ­მო­სავ­ლურ ნა­კე­თო­ბა­თა ფონდში და­ცუ­ლი, ინის სა­ზე­ლი სპარ­სუ­ლი, ასე­ვე ვერ­ცხლში ჩას­მუ­ლი ქუს­ლის სა­ხე­ხი ქვე­ბი, წარ­ბის სა­კო­რექ­ციო პინ­ცე­ტი, ინის გა­სახ­სნე­ლი თასე­ბი, სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხი­სა და ფე­რის ბოხ­ჩე­ბი, სუ­ზა­ნე­ბი, ქი­სე­ბი და სხვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზ
0

-რო­გორც ეთ­ნო­ლო­გი გან­მარ­ტავს, გვი­ან­დელ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის აბა­ნო­ში სულ სხვა სუ­რა­თი იშ­ლე­ბა, აბა­ნო­ში თბი­ლი­სე­ლი ქა­ლე­ბი თით­ქმის მთელ დღეს ატა­რებ­დნენ იქ და ფინ­ჯან ჩა­ის­თან, ათას­გვარ ჭორ­სა და სი­მარ­თლეს უზი­ა­რებ­დნენ ერ­თმა­ნეთს. სა­მო­ვა­რი კი მუ­დამ ცხე­ლი იყო, რო­მე­ლიც აბა­ნოს ტანთგა­სახ­დელ დე­რე­ფან­ში იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.--------------------------გვიანდელ შუა საუკუნეების აბანოში---ფინჯანი ჩაი--------მუდამ ცხელი სამოვარი (რუსულია).-----ძაან მაგარია! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

როგორ უვლიდნენ თავს ძველ დროში ქართველი ქალები - შუა საუკუნეების მოდა და ჰიგიენა საქართველოში

როგორ უვლიდნენ თავს ძველ დროში ქართველი ქალები - შუა საუკუნეების მოდა და ჰიგიენა საქართველოში

როგორი იყო შუა საუკუნეების მოდა საქართველოში, როგორ უვლიდნენ თავს ქალები და როგორ იცავდნენ ჰიგიენას? გვიანდელი და შუა საუკუნეების ქართული ისტორიული წყაროები ამ თემებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის.

AMBEBI.GE-ს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და ეთნოლოგიების კოლექციების უფროსი კურატორი გულიკო კვანტიძე უყვება, რომ როგორც დაბალი, ისე მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლების ტანსაცმლის ფორმებს შორის განსხვავება არ იყო, სხვაობა მხოლოდ ქსოვილის ხარისხსა და ტანსაცმლის შემკულობაში შეიმჩნეოდა.

თუკი XVI-XVIII საუკუნეებში მაღალი საზოგადოების წარმომადგენელ ქალებს სპარსული, ევროპული ან რუსული (XIX-XX სს 20-30-იანი წლები) ძვირფასი ქსოვილებისაგან ნაკერი კაბები ეცვათ და ჩიხტი-კოპს ძვირფასთვლიანი შუბლის ქინძისთავით ილამაზებდნენ, ამავე დროს გლეხის ქალი შინაქსოვი ან უბრალო, ფაბრიკული ბამბის ქსოვილისაგან შეკერილ კაბას ატარებდა, მის ჩიხტი-კოპს კი კალისთავიანი შუბლის ქინძისთავი ამშვენებდა.

XVI-XVIII საუკუნეებში ორივეს კაბა ყელთან ერთ ღილზე შეკრულ, ჰორიზონტალურჭრილიან გულისპირიანი იყო, ხოლო XVIII საუკუნის ბოლოდან ორივე მათგანი იმოსებოდა ჯერ გუჯასტიანი, ხოლო შემდეგ სარტყელ-გულისპირიანი კაბით.

ანალოგიური სურათია ქართველ მამაკაცთა ჩაცმულობაში. ჩოხა-ახალუხი იქნებოდა ეს თუ ყურთმაჯიანი სამამაკაცო კაბა, თარგით ერთი და ქსოვილითა და შემკულობით განსხვავებული სამოსით იმოსებოდნენ.

"ვერ ვიტყვით, რომ ქართველი ქალის ჩაცმის სტილი ერთფეროვანი იყო. გვიანდელი შუა საუკუნეების წერილობითი წყაროებისა და დოკუმენტური, თუ ვიზუალური მასალის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს ჰქონდათ არაჩვეულებრივი და მრავალფეროვანი სეზონური სამოსი, ისეთი, როგორიც იყო ქათიბი, ტოლომა, ქულაჯა, გარე სამოსად სახმარი ახალუხი და სხვ.

გარდა ამისა, ქალბატონი ორ ან სამ კაბას ამშვენებდა სხვადასხვა ფერისა და შემკულობის მრავალფეროვანი სარტყლით, გულისპირითა და ყურთმაჯებით, ასევე თავსაკრავებითა და სადა თუ დაბასმული ლეჩაქ-ბაღდადებით. XIX საუკუნის დასაწყისიდან, ეტაპობრივად, ჯერ ნელი, ხოლო შემდეგ წლებში ინტენსიური ტემპით დაიწყო ეროვნული სამოსის ევროპულით ჩანაცვლება.

მოდის ასეთი ცვლილება იმ პერიოდის ქართული პრესის მიხედვით, ფეხსაცმლიდან გახდა შესამჩნევი, ქალებმა ტრადიციული ქოში, წაღა და მაშია ე.წ. ბაშმაკებით ჩაანაცვლეს, რის შემდეგაც შემოვიდა ხაბარდიანი და პრინცესა კაბები, რის მოხმარებასაც ბუნებრივია კორსეტების ტარებაც მოჰყვა.

ეროვნულ სამოსს უცხოური ანაცვალებს, განსაკუთრებული პოპულარობით კი ფრანგული ტანისამოსი სარგებლობდა. გარდა იმისა, რომ ევროპიდან მზა ტანსაცმელი ჩამოჰქონდათ, ქალებისგან განსხვავებით, კაცები მოდის ტენდენციებს სწრაფად ვერ მიყვებოდნენ, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ჩოხაში შემკული ქართველი მამაკაცები ფრაკებზე გადავიდნენ", - ამბობს გულიკო კვანტიძე.

რაც შეეხება ჰიგიენისა და თავის მოვლის საკითხებს, გულიკო კვანტიძის განმარტებით, აბანოს ინსტიტუტი ქართველთა ყოფაში თავიდანვე არსებობდა.

„სავარაუდოდ, გვიანანტიკური დროის რომაული აბანოების მომხმარებელი, მხოლოდ საზოგადოების დაწინაურებული ფენის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ. ვინაიდან, ამ პერიოდში საზოგადოებრივი დანიშნულების აბანოები არაადადასტურებული. ფეოდალურ საქართველოში, აბანო ერთობ პოპულარული ადგილსამყოფელი ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მრავალრიცხოვანი აბანოები საზოგადოებრივი დანიშნულების იყო. გარკვეული შეზღუდვები მაინც შეინიშნებოდა. აბანოთა დიდი ნაწილი მუსლიმანთათვის ყოფილა განკუთვნილი. იქ თურმე „ურწმუნო“ ქართველები, სომხები და იუდეველები ვერ შევიდოდნენ, რათა არ შეევიწროებინა „ურწმუნოს“ მუსლიმი“, - აღნიშნავს გულიკო კვანტიძე.

როგორც ეთნოლოგი განმარტავს, გვიანდელ შუა საუკუნეების აბანოში სულ სხვა სურათი იშლება, აბანოში თბილისელი ქალები თითქმის მთელ დღეს ატარებდნენ იქ და ფინჯან ჩაისთან, ათასგვარ ჭორსა და სიმართლეს უზიარებდნენ ერთმანეთს. სამოვარი კი მუდამ ცხელი იყო, რომელიც აბანოს ტანთგასახდელ დერეფანში იყო განთავსებული.

ქალებისთვის აბანო სილამაზის სალონიც იყო, სადაც ქალები ინით თმას იღებავდნენ და თავს ათასნაირად იკოხტავებდნენ.

„აბანოში სახმარ ნივთებს გასათხოვარ ქალსაც კი ატანდნენ მზითევში. ამ ნივთების მრავალფეროვნება და ხარისხი ოჯახის მატერიალურ შეძლებაზე იყო დამოკიდებული,“ - აღნიშნავს გულიკო კვანტიძე.

სააბანოე ნივთებიდან ზოგიერთი "გასახდელ" ოთახში გამოიყენებოდა, ზოგიც „საბანაო“ ოთახში. როგორიცაა ზირანდაზი - ფეხქვეშ დასაგები ხალიჩა, სუზანი - ტახტზე ან მაგიდაზე გადასაფარებელი ქსოვილი, ინის სალბობი ჯამთასები, ხალიჩა, ქეჩა და ბოხჩა „გასახდელ“ ოთახში გამოსადეგი ნივთები.

ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და ეთნოლოგიების კოლექციების უფროსის თქმით, ჰიგიენის დასაცავად ქალები ისეთ ნივთებს იყენებდნენ, როგორიცაა სააბანოეხის ქოშები, ეროვნულ მუზეუმში, აღმოსავლურ ნაკეთობათა ფონდში დაცული, ინის საზელი სპარსული, ასევე ვერცხლში ჩასმული ქუსლის სახეხი ქვები, წარბის საკორექციო პინცეტი, ინის გასახსნელი თასები, სხვადასხვა ხარისხისა და ფერის ბოხჩები, სუზანები, ქისები და სხვა.

არემჯის საზაფხულო სკოლა 2021 იწყება

"არც ერთი პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს... ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"კატერინა ბლუმის შელახული ღირსება" წაკითხული გაქვთ? როგორ მიიყვანა ჟურნალისტმა ადამიანი თვითმკვლელობამდე..." - მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს