პარტნიორები:

    ბავშვების ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა ისტორიაში - მეცნიერებმა ბნელ საიდუმლოს მიაგნეს

    ბავშვების ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა ისტორიაში - მეცნიერებმა ბნელ საიდუმლოს მიაგნეს

    მეცნიერებმა პერუში ბნელ საიდუმლოს მიაგნეს. ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე 140-ზე მეტი ბავშვისა და 200-ზე მეტი ლამას ჩონჩხი იპოვეს. CNN-ის ინფორმაციით, ეს, შესაძლოა, ისტორიაში ბავშვების ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვის მტკიცებულება იყოს. იქვე ნაპოვნია მამაკაცისა და ორი ქალის ძვლებიც.

    მსხვერპლშეწირვა, დაახლოებით 550 წლის წინ მოხდა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთან, ჩან ჩანთან ახლოს.

    ბავშვების ასაკი 5-დან 14 წლამდეა, მათთან ერთად მსხვერპლად შეწირეს ახალი დაბადებული ლამებიც. მკვლევარები ამბობენ, რომ ყველა მათგანს სასიკვდილო ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული, სავარაუდოდ, მათ გული ამოუღეს.

    National Geographic-ის ინფორმაციით, ბავშვები ზღვის ნაპირას დაკრძალეს, სახით დასავლეთისკენ, ლამები კი - სახით აღმოსავლეთით.

    მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებიც და ცხოველებიც ერთსა და იმავე დროს დახოცეს.

    ნამცხვარი, რომელიც დედოფალ ელისაბედს მუდმივად ჩანთით დააქვს - მონარქს დესერტი მოგზაურობაშიც მიაქვს

    41 წლის ქალის დაუჯერებელი გარეგნობა - როგორ უვლის კანს იმისთვის, რომ თინეიჯერს ჰგავდეს?

    როგორ გამოიყურება 15 მილიონიანი ნაძვის ხე? - მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნაძვის ფოტოები