უბედური შემთხვევა ვანში - ავტომობილის შეჯახების შედეგად, ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ვანში - ავტომობილის შეჯახების შედეგად, ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა

ვანში, ავტომობილის შეჯახების შედეგად, ქვეითად მოსიარულე ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს როგორც “ინტრეპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს - ქმედებას ჩადენილს მთვრალ მდგომარეობაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია