სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"საექიმო შეცდომის გამო, ექიმის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, მიუღებელია" - რა განცხადებას აკეთებენ ექიმები
"საექიმო შეცდომის გამო, ექიმის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, მიუღებელია" - რა განცხადებას აკეთებენ ექიმები

სა­მე­დი­ცი­ნო ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო შეც­დო­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ გახ­მა­უ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბა მ. იაშ­ვი­ლის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად დაშ­ვე­ბულ სა­ვა­რა­უ­დო სა­მე­დი­ცი­ნო შეც­დო­მა­სა (პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კლი­ნი­კის ექი­მებ­მა ორი თვის ნენე მო­დე­ბა­ძეს ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მუც­ლის ღრუ­ში ტამ­პო­ნი ჩა­უ­ტო­ვეს) და ქუ­თა­ი­სის N3 სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის ექიმ ირაკ­ლი მერ­კვი­ლა­ძის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კითხს ეხე­ბა.

„სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნევს გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­მე­დი­ცი­ნო შეც­დო­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ გახ­მა­უ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ზე. კერ­ძოდ, მ. იაშ­ვი­ლის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად დაშ­ვე­ბულ სა­ვა­რა­უ­დო სა­მე­დი­ცი­ნო შეც­დო­მა­სა და ქუ­თა­ი­სის N3 სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის ექიმ ირაკ­ლი მერ­კვი­ლა­ძის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე.

მ. იაშ­ვი­ლის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩა­ტარ­და უაღ­რე­სად რთუ­ლი ოპე­რა­ცია, მსგავ­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩვენს რე­გი­ონ­ში საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თია. თუ ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი იქნა გარ­კვე­უ­ლი შეც­დო­მა, უნდა მოხ­დეს მისი შეს­წავ­ლა და შე­მუ­შავ­დეს მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მე­ლიც ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვე­ბის შანსს მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვანს. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­მე­დი­ცი­ნო შეც­დო­მე­ბი მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის მქო­ნე ქვე­ყა­ნე­ბის კლი­ნი­კებ­შიც ხდე­ბა. არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კით, ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვი­სას მუც­ლის ღრუ­ში უცხო სხე­უ­ლის ჩარ­ჩე­ნის სიხ­ში­რე სა­შუ­ა­ლოდ 3-5 ათას ოპე­რა­ცი­ა­ზე ერთხელ გვხვდე­ბა. აშშ-ში წე­ლი­წად­ში 1500, ხოლო საფ­რან­გეთ­ში 600 მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა.

ექიმ ირაკ­ლი მერ­კვი­ლა­ძის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბაც, სა­მე­დი­ცი­ნო შეც­დო­მის მი­უ­ხე­და­ვად, არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ადექ­ვა­ტურ სას­ჯე­ლად. სა­ე­ქი­მო შეც­დო­მის გამო, ექი­მის სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა მი­უ­ღე­ბე­ლია. სა­მე­დი­ცი­ნო შეც­დო­მებ­თან ბრძო­ლის მსოფ­ლი­ო­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის მარ­თვის პრო­ტო­კო­ლე­ბის სა­ყო­ველ­თაო და­ნერგვი­სა და უწყვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი სის­ტე­მის შექ­მნა, რაც სხვა­დას­ხვა ფორ­მით დარ­გობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის მიერ არა­ერ­თხელ იქნა გან­ცხა­დე­ბუ­ლი.

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­და­ნაც იდ­გმე­ბა გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, მაგ­რამ ეს არის ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ტანს შე­დე­გებს. გვსურს მივ­მარ­თოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­მო­ვი­ჩი­ნოთ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე, რათა ექი­მებ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­კი­ცხვის ან სის­ხლის­სა­მარ­თლებ­ლი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ში­შის გამო, მძი­მე სარ­პოგ­ნო­ზო შემ­თხვე­ვებ­ში, თავი არ აა­რი­დონ სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვას, რაც გა­ცი­ლე­ბით მძი­მე შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა.

გან­ცხა­დე­ბა კეთ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო ასო­ცი­ა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა დარ­გობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ის სა­ხე­ლით, მათ შო­რის თენ­გიზ ასა­თი­ა­ნი - სა­ქარ­თვე­ლოს მეან-გი­ნე­კო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ქე­თე­ვან ნემ­სა­ძე - სა­ქარ­თვე­ლოს პე­დი­ატრთა აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტი, გია თო­მა­ძე - სა­ქარ­თვე­ლოს ქი­რურგთა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, კოტე ყი­ფი­ა­ნი - სა­ქარ­თვე­ლოს ან­გი­ო­ლოგ­თა და სის­ხლძარ­ღვთა ქი­რურგთა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნინო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვი­ლი - ავ­ლიპ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სახ. სა­ქარ­თვე­ლოს ფსი­ქი­ატრთა ასო­ცი­ა­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, მალ­ხაზ მი­ზან­და­რი -სა­ქარ­თვე­ლოს კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი და ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი რა­დი­ო­ლო­გი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, არ­ჩილ ჩხო­ტუა - აიპ “ურო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ლია ჯა­ნაშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს ეპი­დე­მი­ო­ლოგ­თა და ინ­ფექ­ცი­ის კონ­ტრო­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ზუ­რაბ კლი­მი­აშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­ა­რე, მა­რი­ნა ალ­ფა­ი­ძე - ცე­რე­ბუ­ლი ჰე­მო­ცირ­კუ­ლა­ცი­ის და ნე­ი­რო­სო­ნო­ლო­გი­ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა დღე­ი­სათ­ვის 42 დარ­გობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ას აერ­თი­ა­ნებს“, – ნათ­ქვა­მია „სა­მე­დი­ცი­ნო ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"საექიმო შეცდომის გამო, ექიმის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, მიუღებელია" - რა განცხადებას აკეთებენ ექიმები

"საექიმო შეცდომის გამო, ექიმის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, მიუღებელია" - რა განცხადებას აკეთებენ ექიმები

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებულ გახმაურებულ შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადება მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაშვებულ სავარაუდო სამედიცინო შეცდომასა (პაციენტის ოჯახის ინფორმაციით, კლინიკის ექიმებმა ორი თვის ნენე მოდებაძეს ოპერაციის შემდეგ მუცლის ღრუში ტამპონი ჩაუტოვეს) და ქუთაისის N3 სამშობიარო სახლის ექიმ ირაკლი მერკვილაძისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს ეხება.

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აუცილებლად მიიჩნევს გააკეთოს განცხადება ბოლო პერიოდში სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებულ გახმაურებულ შემთხვევებზე. კერძოდ, მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაშვებულ სავარაუდო სამედიცინო შეცდომასა და ქუთაისის N3 სამშობიარო სახლის ექიმ ირაკლი მერკვილაძისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე.

მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ჩატარდა უაღრესად რთული ოპერაცია, მსგავსი ოპერაციები ჩვენს რეგიონში საკმაოდ იშვიათია. თუ ოპერაციის მსვლელობისას დაშვებული იქნა გარკვეული შეცდომა, უნდა მოხდეს მისი შესწავლა და შემუშავდეს მექანიზმები, რომელიც ამგვარი შემთხვევების შანსს მინიმუმამდე დაიყვანს. უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო შეცდომები მაღალგანვითარებული ჯანდაცვის მქონე ქვეყანების კლინიკებშიც ხდება. არსებული სტატისტიკით, ოპერაციული ჩარევისას მუცლის ღრუში უცხო სხეულის ჩარჩენის სიხშირე საშუალოდ 3-5 ათას ოპერაციაზე ერთხელ გვხვდება. აშშ-ში წელიწადში 1500, ხოლო საფრანგეთში 600 მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება.

ექიმ ირაკლი მერკვილაძისთვის პატიმრობის შეფარდებაც, სამედიცინო შეცდომის მიუხედავად, არ შეიძლება ჩაითვალოს ადექვატურ სასჯელად. საექიმო შეცდომის გამო, ექიმის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მიუღებელია. სამედიცინო შეცდომებთან ბრძოლის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია საერთაშორისოდ აღიარებული კლინიკური მდგომარეობების მართვის პროტოკოლების საყოველთაო დანერგვისა და უწყვეტი პროფესიული განათლების ეფექტიანი სისტემის შექმნა, რაც სხვადასხვა ფორმით დარგობრივი ასოციაციების მიერ არაერთხელ იქნა განცხადებული.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდანაც იდგმება გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ ეს არის ხანგრძლივი პროცესი და გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად მოიტანს შედეგებს. გვსურს მივმართოთ საზოგადოებას, რომ მსგავსი შემთხვევების შეფასებისას გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ექიმებმა საზოგადოებრივი გაკიცხვის ან სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობის შიშის გამო, მძიმე სარპოგნოზო შემთხვევებში, თავი არ აარიდონ სამედიცინო ჩარევას, რაც გაცილებით მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

განცხადება კეთდება საქართველოს სამედიცინო ასოციაციაში გაერთიანებული ყველა დარგობრივი ასოციაციის სახელით, მათ შორის თენგიზ ასათიანი - საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციაციის თავმჯდომარე, ქეთევან ნემსაძე - საქართველოს პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი, გია თომაძე - საქართველოს ქირურგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, კოტე ყიფიანი - საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ოკრიბელაშვილი - ავლიპ ზურაბიშვილის სახ. საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაციაციის თავმჯდომარე, მალხაზ მიზანდარი -საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარე, არჩილ ჩხოტუა - აიპ “უროლოგთა ასოციაციაციის თავმჯდომარე, ლია ჯანაშვილი - საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციაციის თავმჯდომარე, ზურაბ კლიმიაშვილი - საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის თავმჯდოარე, მარინა ალფაიძე - ცერებული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოების ხელმძღვანელი. საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება დღეისათვის 42 დარგობრივი ასოციაციას აერთიანებს“, – ნათქვამია „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ განცხადებაში.

"სანაპიროზე ხალხი ერთმანეთს აზის თავზე" - რა ხდება ბათუმის პლაჟზე? (იხილეთ ფოტოები)

საკეისრო კვეთის შემდეგ კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა - ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა

აბასთუმანში, ტყეში ხანძარია