სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სკვერები ავტოფარეხების ნაცვლად - კახა კალაძე ინიციატივით გამოდის
სკვერები ავტოფარეხების ნაცვლად - კახა კალაძე ინიციატივით გამოდის

თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის, ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბი აი­ღონ და მათ ნაც­ვლად ბა­ღე­ბი, სკვე­რე­ბი და სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი გა­შენ­დეს.

თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის წევ­რებს მო­უ­წო­და, თა­ვი­ან­თი რა­ი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მუ­ნი­კა­ცია აწარ­მო­ონ.

კა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­სახ­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ექ­ტის ხარ­ჯებს თბი­ლი­სის მე­რია და­ფა­რავს.

"მინ­და გთხო­ვოთ და და­ვი­წყოთ მუ­შა­ო­ბა. ყვე­ლა რა­ი­ონ­ში და უბ­ნებ­ში არ­სე­ბობს ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბი, რომ­ლებ­ზეც მგო­ნია, რომ სა­ინ­ტე­რე­სოა პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მინ­და გთხო­ვოთ, რომ და­ი­წყოთ კო­მუ­ნი­კა­ცია ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან და თუ მო­სახ­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, ჩვენ მზად ვართ ამ ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბის ად­გილ­ზე გა­ვა­შე­ნოთ სკვე­რე­ბი, ბა­ღე­ბი და სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი. ყვე­ლა ხარჯს თა­ვის თავ­ზე თბი­ლი­სის მე­რია აი­ღებს. ჩვენ ბევ­რს ვმუ­შა­ობთ, რომ არ­სე­ბუ­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ვას­წო­როთ. სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მე მგო­ნია, რომ ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, რად­გან ქა­ლაქ­ში გაჩ­ნდე­ბა უფრო მეტი მწვა­ნე სივ­რცე", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სკვერები ავტოფარეხების ნაცვლად - კახა კალაძე ინიციატივით გამოდის

სკვერები ავტოფარეხების ნაცვლად - კახა კალაძე ინიციატივით გამოდის

თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოდის, ქალაქში არსებული ავტოფარეხები აიღონ და მათ ნაცვლად ბაღები, სკვერები და სპორტული მოედნები გაშენდეს.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის წევრებს მოუწოდა, თავიანთი რაიონების მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია აწარმოონ.

კალაძის ინფორმაციით, მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში, პროექტის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს.

"მინდა გთხოვოთ და დავიწყოთ მუშაობა. ყველა რაიონში და უბნებში არსებობს ავტოფარეხები, რომლებზეც მგონია, რომ საინტერესოა პროექტების განხორციელება. მინდა გთხოვოთ, რომ დაიწყოთ კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, ჩვენ მზად ვართ ამ ავტოფარეხების ადგილზე გავაშენოთ სკვერები, ბაღები და სპორტული მოედნები. ყველა ხარჯს თავის თავზე თბილისის მერია აიღებს. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. სერიოზული პრობლემები გვაქვს და მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. მე მგონია, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი, რადგან ქალაქში გაჩნდება უფრო მეტი მწვანე სივრცე", - განაცხადა კალაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ