ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ სომხეთის ახალ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა ექნებათ. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
„ჩვენ მადლობას ვუხდით სერჟ სარგსიანს აშშ-სა და სომხეთს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მისი მემკვიდრის განსაზღვრის პროცესი გამჭვირვალედ, სომხეთის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ ახალ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სერჟ სარგსიანი პარლამენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს აირჩია. რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ის გუშინ თანამდებობიდან გადადგა.