ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ახალი, მრავალპროფილიანი სამკურნალო კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ფაზაში შევიდა. პროექტის ღირებულება 23 მლნ ლარს აღწევს.

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კომპლექსი, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, 21 588 კვ/მ ფართობზე გაშენდა. ახალი საავადმყოფო რამდენიმე ბლოკისგან შემდგარი 5-სართულიანი შენობაადა სარეკრეაციო ზონის, 100-წლოვანი ხეებით გაშენებული ბაღის გარშემო განთავსდა. კლინიკის ცენტრალური შესასვლელი აბუსერიძისა და გრიბოედოვის ქუჩების კუთხეში მოეწყობა. სასწრაფო დახმარების ტრანსპორტს კი პუშკინის ქუჩის მხრიდან მიიღებენ.

როგორც პროექტის დამკვეთის, შპს „სტადიონის“ დირექტორი სულხან ხალვაში ამბობს, პროექტს სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ ახორციელებს. მშენებლობა შეფერხებების გარეშე მიმდინარეობსდა უმოკლეს დროში დასრულდება.

მისივე თქმით, საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვლილი. პროექტის თანახმად, საავადმყოფოს მთავარი კორპუსი არქიტექტურულად მონოლითური კარკასის ნაგებობაა და 3 განსხვავებული სიმაღლის ბლოკისგან შედგება.

პირველი ბლოკის პირველ სართულზე ცენტრალური ვესტიბიული, რეგისტრატურა, აფთიაქი, კაფეტერია და მოსაცდელი დარბაზი განთავსდება. ზედა სართულებზე კი საკონსულტაციო ოთახები, ადმინისტრაციული ნაწილი და საკონფერენციო დარბაზი განლაგდება. ტერასაზე დაგეგმილია გამწვანებისა და სარეკრეაციო ზონის მოწყობა. სართულები ერთმანეთს ატრიუმით დაუკავშირდება.

ძირითადი დიაგნოსტიკური ნაწილი, დღის ქირურგიის სექცია და ლაბორატორიის განყოფილება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მეორე ბლოკში განთავსდება. ბლოკის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები საპალატე განყოფილებებს დაეთმობა. შენობის ამავე ნაწილში იქნება სისხლის ბანკი, სასტერილიზაციო, აფთიაქი და სარეაბილიტაციო ბლოკი. სხვენზე საინჟინრო კომუნიკაციების ძირითადი ქსელების კვანძები მოთავსდება.

კლინიკური საავადმყოფოს მესამე ბლოკში 3 სასწრაფო მიმღები სექცია იმუშავებს, საოპერაციო და დიაგნოსტიკური ბლოკებით და, ასევე, დაკვირვების პალატებით. მეორე სართულზე მოეწყობა საავადმყოფოს ძირითადი საოპერაციო ბლოკი, ინტენსიური, ოპერაციის შემდგომი პალატები და ჰომოდიალიზის დარბაზი. მესამე სართული სამშობიარო ბლოკს დაეთმობა, ხოლო მეოთხე – სამანიპულაციო და ტექნიკურ სივრცეს.

სამუშაოთა მწარმოებლის ბაქარ ბაქრაძის განცხადებით, მშენებლობის პროცესში განსაკუთრებული სირთულე არ ყოფილა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საავადმყოფოს პროექტი სპეციფიკურ სამუშაოებს ითვალისწინებს, მშენებლობა ძალიან დიდი სიფრთხილით მიდიოდა.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია პათოლოგანატომიის განყოფილების, ასევე, პერსონალის გარდერობისა და 40 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა. საავადმყოფოს სამეურნეო ეზოში სხვადასხვა დანიშნულების, მიწისზედა და მიწისქვეშა, რამდენიმე დამხმარე ნაგებობა განთავსდება.

როგორც ბაქარ ბაქრაძემ აღნიშნა, მშენებლობაზე შრომითი უსაფრთხოების ნორმები უმკაცრესადაა დაცული. მისი თქმით, მშენებლობაზე „ოიკო ჯგუფი“ სისტემატურ რეჟიმში ახორციელებს ზედამხედველობას. მათი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, რამდენად იცავენ დასაქმებულები ინსტრუქტაჟის დროს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით მიღებულ მითითებებს.

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ბათუმში აღიჭურვება უწყვეტი და ავარიული ელექტროენერგიის სისტემებით, ჟანგბადისა და შეკუმშული ჰაერის სისტემებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გათბობისა და ვენტილაციის, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო და დაცვის თანამედროვე სისტემებით.

შენობის ფასადის ძირითადი ნაწილი ალუმინის ვიტრაჟითა და ფერადი პანელების კომპოზიციით მოპირკეთდება. ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე აღდგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ავტოსადგომი დაგამწვანებაც ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება. შენობა ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე, კიბეების პარალელურად და შესასვლელებთან მოწყობილია პანდუსები.

მშენებლობაზე დასაქმებულთა რიცხვი ორასს აჭარბებს. პროექტზე დასაქმებულები არიან როგორც ადგილობრივები, ისე საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩასული მოქალაქეები.

მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო მოსახლეობას მაღალკვალიფიციურ, სპეციალიზებულ სამკურნალო და საკონსულტაციო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. კლინიკის ფუნქციებში შევა: გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, დაავადების ადრეული გამოვლინების, დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდების დანერგვა. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე მოხდება, ასევე, სტუდენტებისა და არსებული სამედიცინო კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. კლინიკაში ჩატარდება მაღალხარისხიანი სამედიცინო გამოკვლევები. იმუშავებს პედიატრიული და სამეანო განყოფილებები.

სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ ბათუმში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს. ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ღირებულება 62 მილიონ ლარს აღწევს, „საბა კონსტრაქშენმა“ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და 2019 წელს დაასრულებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ