სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური პროექტები
საქართველოში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური პროექტები

მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბი - ეს არის ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა. ამ დროს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში იდე­ბა დიდი ინ­ვეს­ტი­ცია, საქმდე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი და იწყე­ბა ფი­ნან­სუ­რი ბრუნ­ვა. ქვე­ყა­ნა უფრო ცხა­დად და მყა­რად ინიშ­ნე­ბა მსოფ­ლიო რუ­კა­ზე და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბით ან მოგ­ზა­უ­რო­ბით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე პო­ზი­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს. უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბი კი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით არის ”ანაკ­ლია სითი”, სას­ტუმ­რო ”ბილტმორ თბი­ლი­სი” და ბაქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის ახა­ლი სარ­კი­ნიგ­ზო მა­გის­ტრა­ლი.

”ანაკ­ლია სითი” - ანაკ­ლი­ის ნავ­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა შექ­მნის ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ლო­გის­ტი­კუ­რი ცენ­ტრე­ბი­სა და ინ­დუსტრი­უ­ლი ზო­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. ახა­ლი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა და­მა­ტე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რაც ტვირთბ­რუნ­ვას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­ტად გაზ­რდის. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პრო­ექტს ექ­ნე­ბა დიდი პო­ზი­ტი­უ­რი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გავ­ლე­ნა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში - პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით შე­იქ­მნე­ბა ათა­სო­ბით ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი.

პრო­ექ­ტის დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა შპს „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი“ (TBC Holdings and Conti Group). მისი ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გენს 2,5 მი­ლი­არდ დო­ლარს, აქე­დან 586 მი­ლი­ო­ნი ინ­ვეს­ტი­რე­ბულ იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ფა­ზის მშე­ნებ­ლო­ბი­სას. სა­ხელ­მწი­ფო ინ­ვეს­ტორს გრძელ­ვა­დი­ა­ნი იჯა­რით გა­დას­ცემს 1000 ჰექ­ტარ მი­წის ნაკ­ვეთს და უზ­რუნ­ველ­ყოფს პორტთან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზი­სა და რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბას. ნავ­სად­გუ­რი აშენ­დე­ბა 9 ფა­ზად და მისი წლი­უ­რი გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა ჯამ­ში 100 მი­ლი­ონ ტონა ტვირთსმი­აღ­წევს. სა­ხელ­მწი­ფო პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი ზო­ნის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი სას­ტუმ­რო სფე­რო­შიც. ”ბილტმორ თბი­ლი­სი”, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­აა, თბი­ლი­სის სიმ­ბო­ლოდ იქცა. 5 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო 32 სარ­თუ­ლი­ან 138 მეტ­რი სი­მაღ­ლის შე­ნო­ბა­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. "ბილტმორ თბი­ლი­სი" Millennium Hotels & Resorts-ის "ბილტმო­რის კო­ლექ­ცი­ის" ნა­წი­ლია, რო­მელ­შიც შე­დი­ან მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი კლა­სის ის სას­ტუმ­რო­ე­ბი, რო­მელ­თა და­ფუძ­ნე­ბის ად­გილ­საც ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლი აქვს."ბილტმორ თბი­ლი­სი", რო­გორც "ბილტმო­რის კო­ლექ­ცი­ის" ნა­წი­ლი, ასე­ვე, ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბა­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ეს არის ”იმე­ლის” შე­ნო­ბა - საბ­ჭო­უ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ტი­პუ­რი მა­გა­ლი­თი. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ კი სწო­რედ აქ ტარ­დე­ბო­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მე­ბი და აქვე მი­ი­ღეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია. ამ­ჟა­მად "იმე­ლის" ის­ტო­რი­ულ ამ­ფი­თე­ატ­რში სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა. "ბილტმორ თბი­ლი­სი" სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით არის ერ­თა­დერ­თი სას­ტუმ­რო, რო­მე­ლიც ასეთ ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბა­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ის ასე­ვე Millennium Hotels and Resorts-ის პირ­ვე­ლი სას­ტუმ­როა აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში.

"ბილ­ტორ თბი­ლი­სის" მმარ­თვე­ლი კომ­პა­ნია არის Millennium Hotels and Resorts, ხოლო მფლო­ბე­ლი კომ­პა­ნია კი "დაბი ჯგუ­ფი". "დაბი ჯგუფს" სა­თა­ვე­ში უდ­გას შე­ი­ხი ნა­ჰი­ან ბინ მუ­ბა­რაკ ალ ნა­ჰი­ა­ნი, არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ერთ-ერთი მი­ნის­ტრი."დაბი ჯგუფ­მა” ამ პრო­ექ­ტში 140 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

"ბილტმორ თბი­ლი­სი" არის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სას­ტუმ­რო არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­შიც.

ბაქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის სარ­კი­ნიგ­ზო მა­გის­ტრა­ლი - ქვეყ­ნის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი­ბა­ქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის ახა­ლი სარ­კი­ნიგ­ზო მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბაა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შექ­მნის აზია-ევ­რო­პის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სარ­კი­ნიგ­ზო მარ­შრუტს, რაც თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობს ის­ტო­რი­უ­ლი აბ­რე­შუ­მის გზის, იგი­ვე TRACECA-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო სატ­რან­სპორ­ტო დე­რეფ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას, რო­მე­ლიც გა­ამ­ყა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ას, რო­გორც ევ­რო­პი­სა და აზი­ის და­მა­კავ­ში­რე­ბელ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან მარ­შრუტს.

2017 წლის 30 ოქ­ტომ­ბერს ბაქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის სარ­კი­ნიგ­ზო მა­გის­ტრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა. გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტებ­მა- ილ­ჰამ ალი­ევ­მა და რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა, ასე­ვე უზ­ბე­კე­თი­სა და ყა­ზა­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებ­მა - აბ­დუ­ლა არი­პოვ­მა და ბა­კი­ტჟან სა­გინ­ტა­ევ­მა. ევ­რო­კავ­შირ­მა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა რკი­ნიგ­ზის გახ­სნა და უწო­და მას სატ­რან­სპორ­ტო კავ­ში­რე­ბის მთა­ვა­რი ელე­მენ­ტი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ევ­რო­კავ­შირს თურ­ქეთ­თან, აზერ­ბა­ი­ჯან­თან, სა­ქარ­თვე­ლოს­თან და ცენ­ტრა­ლურ აზი­ას­თან.ბაქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის რკი­ნიგ­ზის სიგ­რძე 826 კი­ლო­მეტრს შე­ად­გენს. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 254 კი­ლო­მეტ­რი გა­ივ­ლის. პრო­ექტს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კა აფი­ნან­სებს.

და­სა­წყი­სის­თვის ელი­ან, რომ ხა­ზის ყო­ველ­წლი­უ­რი ტვირთბ­რუნ­ვა 6,5 მი­ლი­ო­ნი ტონა იქ­ნე­ბა, გრძელ­ვა­დი­ან გათ­ვლა­ში კი ამ მაჩ­ვე­ნებ­ლის 17 მი­ლი­ონ ტო­ნამ­დე გაზ­რდას ისა­ხა­ვენ მიზ­ნად.

ეს არის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი პრო­ექ­ტე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ზი­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს. ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მსგავ­სი მას­შტა­ბის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლი­სა და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ერთ-ერთი წი­ნა­პი­რო­ბაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საქართველოში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური პროექტები

საქართველოში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური პროექტები

მაღალბიუჯეტიანი პროექტები - ეს არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. ამ დროს ქვეყნის ეკონომიკაში იდება დიდი ინვესტიცია, საქმდება მეტი ადამიანი და იწყება ფინანსური ბრუნვა. ქვეყანა უფრო ცხადად და მყარად ინიშნება მსოფლიო რუკაზე და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ქვეყანაში ინვესტირებით ან მოგზაურობით.

საქართველოში, სხვადასხვა სფეროში, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მაღალბიუჯეტიანი პროექტი ხორციელდება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე პოზიტიურად მოქმედებს. უკანასკნელი წლების ყველაზე გამორჩეული პროექტები კი სხვადასხვა მიმართულებით არის ”ანაკლია სითი”, სასტუმრო ”ბილტმორ თბილისი” და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალი.

”ანაკლია სითი” - ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა შექმნის ხელსაყრელ პირობებს მიმდებარე ტერიტორიაზე ლოგისტიკური ცენტრებისა და ინდუსტრიული ზონის განვითარებისათვის. ახალი პორტის მშენებლობა დამატებითი ღირებულების მომსახურების განვითარების საშუალებას იძლევა, რაც ტვირთბრუნვას საქართველოს ტერიტორიაზე მეტად გაზრდის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტს ექნება დიდი პოზიტიური სოციალურ-ეკონომიკური გავლენა დასავლეთ საქართველოში - პროექტის განხორციელებით შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი.

პროექტის დამფინანსებელი ორგანიზაციაა შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (TBC Holdings and Conti Group). მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 2,5 მილიარდ დოლარს, აქედან 586 მილიონი ინვესტირებულ იქნება პირველი ფაზის მშენებლობისას. სახელმწიფო ინვესტორს გრძელვადიანი იჯარით გადასცემს 1000 ჰექტარ მიწის ნაკვეთს და უზრუნველყოფს პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობას. ნავსადგური აშენდება 9 ფაზად და მისი წლიური გამტარუნარიანობა ჯამში 100 მილიონ ტონა ტვირთსმიაღწევს. სახელმწიფო პორტის მიმდებარე ტერიტორიისთვის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსის მინიჭებას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია ინვესტიციები სასტუმრო სფეროშიც. ”ბილტმორ თბილისი”, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი უცხოური ინვესტიციაა, თბილისის სიმბოლოდ იქცა. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო 32 სართულიან 138 მეტრი სიმაღლის შენობაშია განთავსებული. "ბილტმორ თბილისი" Millennium Hotels & Resorts-ის "ბილტმორის კოლექციის" ნაწილია, რომელშიც შედიან მხოლოდ უმაღლესი კლასის ის სასტუმროები, რომელთა დაფუძნების ადგილსაც ისტორიული წარსული აქვს."ბილტმორ თბილისი", როგორც "ბილტმორის კოლექციის" ნაწილი, ასევე, ისტორიულ შენობაშია განთავსებული. ეს არის ”იმელის” შენობა - საბჭოური არქიტექტურის ტიპური მაგალითი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი სწორედ აქ ტარდებოდა დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის სხდომები და აქვე მიიღეს დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია. ამჟამად "იმელის" ისტორიულ ამფითეატრში საერთაშორისო დონის კონფერენციები იმართება. "ბილტმორ თბილისი" საქართველოს მასშტაბით არის ერთადერთი სასტუმრო, რომელიც ასეთ ისტორიულ შენობაშია განთავსებული. ის ასევე Millennium Hotels and Resorts-ის პირველი სასტუმროა აღმოსავლეთ ევროპაში.

"ბილტორ თბილისის" მმართველი კომპანია არის Millennium Hotels and Resorts, ხოლო მფლობელი კომპანია კი "დაბი ჯგუფი". "დაბი ჯგუფს" სათავეში უდგას შეიხი ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ხელისუფლების წარმომადგენელი და ერთ-ერთი მინისტრი."დაბი ჯგუფმა” ამ პროექტში 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

"ბილტმორ თბილისი" არის ყველაზე მაღალი სასტუმრო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონშიც.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი - ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტიბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაა. აღნიშნული პროექტის განხორციელება შექმნის აზია-ევროპის დამაკავშირებელ ალტერნატიულ სარკინიგზო მარშრუტს, რაც თავისთავად გულისხმობს ისტორიული აბრეშუმის გზის, იგივე TRACECA-ს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას, რომელიც გაამყარებს საქართველოს პოზიციას, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კონკურენტუნარიან მარშრუტს.

2017 წლის 30 ოქტომბერს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა- ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე უზბეკეთისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებმა - აბდულა არიპოვმა და ბაკიტჟან საგინტაევმა. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა რკინიგზის გახსნა და უწოდა მას სატრანსპორტო კავშირების მთავარი ელემენტი, რომელიც აერთიანებს ევროკავშირს თურქეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და ცენტრალურ აზიასთან.ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე 826 კილომეტრს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე 254 კილომეტრი გაივლის. პროექტს აზერბაიჯანის რესპუბლიკა აფინანსებს.

დასაწყისისთვის ელიან, რომ ხაზის ყოველწლიური ტვირთბრუნვა 6,5 მილიონი ტონა იქნება, გრძელვადიან გათვლაში კი ამ მაჩვენებლის 17 მილიონ ტონამდე გაზრდას ისახავენ მიზნად.

ეს არის მცირე ჩამონათვალი პროექტებისა, რომლებიც საქართველოს განვითარებაზე მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას ახდენს. ეკონომიკის ექსპერტების განმარტებით, მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელება ქვეყანაში მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენებლისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი წინაპირობაა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ