სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მაკა ჩიჩუა და 3 თვის თომა მარგველაშვილი - AMBEBI.GE-ს ექსკლუზიური ფოტოები დუშეთიდან
მაკა ჩიჩუა და 3 თვის თომა მარგველაშვილი - AMBEBI.GE-ს ექსკლუზიური ფოტოები დუშეთიდან

პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და პირ­ვე­ლი ლედი მაკა ჩი­ჩუა მე­ო­რე ვა­ჟის მშობ­ლე­ბი იან­ვარ­ში გახ­დნენ. თომა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ახლა 3 თვი­საა და მშობ­ლებ­მა ის უკვე მო­ნათ­ლეს. ნათ­ლო­ბის ფო­ტო­ე­ბი პრე­ზი­დენ­ტის ფე­ის­ბუ­ქის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გავ­რცელ­და.

დღეს კი AMBEBI.GE ექ­სკლუ­ზი­უ­რად გთა­ვა­ზობთ ფო­ტო­ებს, რომ­ლე­ბიც დუ­შეთ­ში, პრე­ზი­დენ­ტის სახ­ლშია გა­და­ღე­ბუ­ლი. ფო­ტო­ებ­ზე 3 თვის თომა დე­დას­თან, მაკა ჩი­ჩუ­ას­თან ერ­თად პო­ზი­რებს ფო­ტო­ო­ბი­ექ­ტი­ვის წინ.

"თომა არის ბრა­ზი­ა­ნი, მსუ­ნა­გი და მძი­ნა­რა" - ასე და­ა­ხა­სი­ა­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ახ­ლად­შე­ძე­ნი­ლი ვაჟი ერთ-ერთ ტე­ლე­ე­თერ­ში სა­უბ­რი­სას. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა იხუმ­რა კი­დეც, რომ ორი ბავ­შვის "გა­დამ­კი­დე" ის "დუ­შე­თი­დან ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში გა­იქ­ცა".

"ასე­ვე მინ­და ვთქვა, რომ თემო თო­მას ძა­ლი­ან კარ­გად ექ­ცე­ვა, ეფე­რე­ბა და მის ყვე­ლა თვი­სე­ბას და­დე­ბი­თად უყუ­რებს" - აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პირ­ველ­მა ლე­დიმ კი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ თო­მა­ზე ორ­სუ­ლო­ბა მა­შინ გა­ი­გო, როცა 3 თვის ფეხ­მძი­მე იყო:

"თემო ძა­ლი­ან და­გეგ­მი­ლი ბავ­შვი იყო, ვე­ლო­დე­ბო­დით, 2 თვე ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ვი­ყა­ვი. ეს კი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მოგ­ვე­ცხა­და... 3 თვი­სამ გა­ვი­გე, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი" - აღ­ნიშ­ნა მაკა ჩი­ჩუ­ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მაკა ჩი­ჩუ­ა­სა და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი სა­ერ­თო ვაჟი თემო მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სამი წლი­საა, წყვილს წინა ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი - ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და მაშო ჩი­ჩუა ჰყავთ.

იხი­ლეთ ვი­დეო: 3 თვის თომა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი დე­დას­თან ერ­თად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მაკა ჩიჩუა და 3 თვის თომა მარგველაშვილი - AMBEBI.GE-ს ექსკლუზიური ფოტოები დუშეთიდან

მაკა ჩიჩუა და 3 თვის თომა მარგველაშვილი - AMBEBI.GE-ს ექსკლუზიური ფოტოები დუშეთიდან

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მეორე ვაჟის მშობლები იანვარში გახდნენ. თომა მარგველაშვილი ახლა 3 თვისაა და მშობლებმა ის უკვე მონათლეს. ნათლობის ფოტოები პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

დღეს კი AMBEBI.GE ექსკლუზიურად გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც დუშეთში, პრეზიდენტის სახლშია გადაღებული. ფოტოებზე 3 თვის თომა დედასთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად პოზირებს ფოტოობიექტივის წინ.

"თომა არის ბრაზიანი, მსუნაგი და მძინარა" - ასე დაახასიათა საქართველოს პრეზიდენტმა ახლადშეძენილი ვაჟი ერთ-ერთ ტელეეთერში საუბრისას. გიორგი მარგველაშვილმა იხუმრა კიდეც, რომ ორი ბავშვის "გადამკიდე" ის "დუშეთიდან ევროპასა და ამერიკაში გაიქცა".

"ასევე მინდა ვთქვა, რომ თემო თომას ძალიან კარგად ექცევა, ეფერება და მის ყველა თვისებას დადებითად უყურებს" - აღნიშნა მარგველაშვილმა.

პირველმა ლედიმ კი ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ თომაზე ორსულობა მაშინ გაიგო, როცა 3 თვის ფეხმძიმე იყო:

"თემო ძალიან დაგეგმილი ბავშვი იყო, ველოდებოდით, 2 თვე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ეს კი სრულიად მოულოდნელად გამოგვეცხადა... 3 თვისამ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი" - აღნიშნა მაკა ჩიჩუამ ინტერვიუში.

მაკა ჩიჩუასა და გიორგი მარგველაშვილის პირველი საერთო ვაჟი თემო მარგველაშვილი სამი წლისაა, წყვილს წინა ქორწინებებიდან ქალიშვილები - ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა ჰყავთ.

იხილეთ ვიდეო: 3 თვის თომა მარგველაშვილი დედასთან ერთად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ