ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ
ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, მო­ძა­ლა­დეს გარ­და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­ცე­მი­სა, ელექტრო­ნულ სა­მა­ჯურ­საც გა­უ­კე­თე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ შს სა­მი­ნის­ტროს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ლონ­და თო­ლო­რა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რე­ბი გა­უ­კეთ­დე­ბა მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე პი­რებს ან მისი ამოქ­მე­დე­ბა მოხ­დე­ბა მა­შინ, თუ არ­სე­ბობს სი­ცო­ცხლის ან ჯან­მრთე­ლო­ბის მოს­პო­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა. ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა უკვე მომ­დი­ნა­რე­ობს.

„მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, რომ პო­ტენ­ცი­ურ მო­ძა­ლა­დე­ებს, გარ­და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი­სა, გა­უ­კე­თონ სპე­ცი­ა­ლუ­რი, ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რე­ბი. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­სა და გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად. ვფიქ­რობ, მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლოს ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რე­ბი უკვე და­ი­ნერ­გე­ბა.

ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რის გა­კე­თე­ბა მოხ­დე­ბა მხო­ლოდ იმ პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გე­ნენ მა­ღალ რისკს და იქ, სა­დაც არ­სე­ბობს სი­ცო­ცხლის ან ჯან­მრთე­ლო­ბის მოს­პო­ბის საფრ­თხე. ამის შე­სა­ფა­სე­ბა მოხ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რის­კის შე­ფა­სე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტით, რომ­ლის და­ნერგვაც მო­მა­ვა­ლი თვი­დან იგეგ­მე­ბა.

შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­ცე­მა არ ნიშ­ნავს, რომ ამ საქ­მე­ზე არ შე­იძ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს გა­მო­ძი­ე­ბა. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­ცე­მა არ ნიშ­ნავს, რომ მო­ძა­ლა­დე არ შე­იძ­ლე­ბა ამა­ვე საქ­მე­ზე არ და­ა­კა­ონ ხვალ ან იმა­ვე დღეს“, - გა­ნა­ცხა­და ლონ­და თო­ლო­რა­ი­ამ.

eteri
0

აუცილებელია მოძალადეს უმძიმესად დასჯა რათა მეორე პიროვნებამ უარესი არ გააკეთოს და მკვლელობა მოხდეს .კუზიანს უნდა ჯოჯოხეთი და იქ გამოსწორდება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ

ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ

ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოძალადეს გარდა შემაკავებელი ორდერის გამოცემისა, ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, ელექტრონული სამაჯურები გაუკეთდება მაღალი რისკის მქონე პირებს ან მისი ამოქმედება მოხდება მაშინ, თუ არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მოსპობის საშიშროება. ლონდა თოლორაიას განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობა უკვე მომდინარეობს.

„მიმდინარეობს მუშაობა, რომ პოტენციურ მოძალადეებს, გარდა შემაკავებელი ორდერისა, გაუკეთონ სპეციალური, ელექტრონული სამაჯურები. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა მთავრობის ადმინისტრაციასა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად. ვფიქრობ, მიმდინარე წლის ბოლოს ელექტრონული სამაჯურები უკვე დაინერგება.

ელექტრონული სამაჯურის გაკეთება მოხდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც წარმოადგენენ მაღალ რისკს და იქ, სადაც არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მოსპობის საფრთხე. ამის შესაფასება მოხდება შესაბამისი რისკის შეფასების ინსტრუმენტით, რომლის დანერგვაც მომავალი თვიდან იგეგმება.

შემაკავებელი ორდერის გამოცემა არ ნიშნავს, რომ ამ საქმეზე არ შეიძლება მიმდინარეობდეს გამოძიება. შემაკავებელი ორდერის გამოცემა არ ნიშნავს, რომ მოძალადე არ შეიძლება ამავე საქმეზე არ დააკაონ ხვალ ან იმავე დღეს“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

"მკვლელი ტრაილერი რიკოთზე..." - რა რეაგირება მოჰყვა შსს-ს მხრიდან დარღვევას, რომელმაც მძიმე საავარიო სიტუაცია შექმნა

"ერთი წლის წინ შემხვდა კაფეში... მთელი დღეა ვფიქრობ, რომ მაშინ უკვე პრობლემები ჰქონდათ" - რას წერს ბლოგერი ქმრის მიერ მოკლულ გოგოზე

"არ არის გამორიცხული, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 19-ში კი არა, მერე მოიტანეს და ჩააგდეს მდინარეში" - ადვოკატი ფიქრობს, რომ კვალი დაფარეს