სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
“მზე მნათობთა შორის“- მეფე გიორგი III
“მზე მნათობთა შორის“- მეფე გიორგი III

“მზე მნა­თობ­თა შო­რის“ ასე მო­იხ­სე­ნი­ებს თა­მა­რის კა­რის ის­ტო­რი­კო­სი გი­ორ­გი მე­სა­მეს, რო­მე­ლიც დე­მეტ­რე I-მა ტახ­ტის მემ­კვიდ­რედ აირ­ჩია. მე­ფის სრუ­ლი წო­დე­ბა იყო „უზე­ნა­ე­სი მეფე გი­ორ­გი, ღვთის ნე­ბით, მე­ფეთ მეფე აფხაზ­თა, ქარ­თველ­თა, რან­თა, კახ­თა, და სო­მეხ­თა, შირ­ვან­შაჰთა და შა­ჰან­შაჰთა და მბრძა­ნე­ბე­ლი ყოვ­ლი­სა აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და და­სავ­ლე­თი­სა“. თა­ვად მეფე გი­ორ­გიმ კი შვი­ლი თა­მა­რი სი­ცო­ცხლე­ში­ვე თა­ნა­მო­საყ­დრედ გა­მო­ა­ცხა­და. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში მისი მე­ფო­ბის პე­რი­ოდს თა­მარ­თან ერ­თად ოქ­როს ხა­ნას - ქვეყ­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მა­ტე­ბის, სამ­ხედ­რო ტრი­უმ­ფის, გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რის, სუ­ლი­ე­რი და ხე­ლოვ­ნე­ბის აყ­ვა­ვე­ბის ერას უწო­დე­ბენ.

რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი მოწ­მო­ბენ, გი­ორ­გი III გა­მორ­ჩე­უ­ლი მხე­და­რი ყო­ფი­ლა. მკლა­ვიც უჭ­რი­და თურ­მე და გა­უ­ტე­ხე­ლი გუ­ლიც ჰქო­ნია. თა­მა­რის კა­რის ის­ტო­რი­კო­სი მას ბიბ­ლი­ურ იო­ნა­თანს, მშვილდ -კა­პარ­ჭონ­სა და ბერ­ძენ­თა ნა­დი­რო­ბის ღმერ­თს ადა­რებს. გმი­რო­ბის სას­წა­ულს უწო­დე­ბენ ასე­ვე მეფე გი­ორ­გის მიერ გა­მარ­თულ სის­ხლისმღვრელ ბრძო­ლებს, რო­მე­ლიც ანი­სის აღე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ხნის გას­ვლის შემ­დეგ ქარ­თვე­ლებ­სა და თურ­ქებს შო­რის იმარ­თე­ბო­და. აღ­სა­ნი­შა­ნა­ვია ისიც, რომ გი­ორ­გი III- ის გმი­რულ ხა­სი­ათს უცხო­ე­ლი ავ­ტო­რე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ. მა­გა­ლი­თად, სტ. ორ­ბე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც გი­ორ­გის მიერ დას­ჯილ ორ­ბე­ლი­ან­თა შთა­მო­მა­ვა­ლია და მას­ზე გა­ნა­წყე­ნებ­სი მი­ზე­ზიც გა­აჩ­ნია, აღ­ნიშ­ნავს: ’’იყო გან­მარ­ჯვე­ბუ­ლი ყო­ველ­სა ზედა სიმ­ხნი­სა და ფრი­ად ბრძე­ნი’’.

’’ხოლო გი­ორ­გიმ, - აღ­ნიშ­ნავს მე­ო­რე სო­მე­ხი მოღ­ვა­წე მხი­თარ გოში,- რო­დე­საც მე­ფო­ბა გა­ნამ­ტკი­ცა, მრა­ვა­ლი გა­ბე­დუ­ლი საქ­მე გა­ა­კე­თა, სხვა­დას­ხვა მახ­რე­ებ­ში შე­იჭ­რა, მრა­ვა­ლი ოლქი და­ლაშ­ქრა და ბრძო­ლით და­ი­მორ­ჩი­ლა’’.

უფრო მეტი და ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბის გა­გე­ბის მომსწრე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მკი­თხვე­ლი, როცა უშუ­ა­ლოდ წა­ი­კი­თხავს „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის“ სე­რი­ის ფარ­გლებ­ში გა­მო­ცე­მულ წიგნს- გი­ორ­გი III. აღ­ნიშ­ნულ წიგნ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბი მკი­თხველს ეხ­მა­რე­ბა მე­ტად შე­იქ­მნას წარ­მოდ­გე­ნა იმ ეპო­ქა­ზე, რო­მე­ლიც გი­ორ­გი მე­სა­მის მე­ფო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. გა­ნას­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა ის, რომ ფოტო მა­სა­ლებ­თან ერ­თად წიგნ­ზე ასე­ვე არის და­ტა­ნი­ლი მე­ფის ხელ­მო­წე­რა, რო­მე­ლიც იწო­დე­ბა, რო­გორც მისი ხელრ­თვა-დამ­ტკი­ცე­ბა ში­ომ­ღვი­მის სი­გელ­ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პა­ლიტ­რა L –ის უპ­რე­ცე­დენ­ტო პრო­ექ­ტის, „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის“ სე­რი­ის ფარ­გლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი „გი­ორ­გი III- ის“ - შე­ძე­ნა 23 აპ­რი­ლი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ასე­ვე მომ­ხმა­რე­ბელს გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად წიგ­ნის ყიდ­ვა შე­ეძ­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

“მზე მნათობთა შორის“- მეფე გიორგი III

“მზე მნათობთა შორის“- მეფე გიორგი III

“მზე მნათობთა შორის“ ასე მოიხსენიებს თამარის კარის ისტორიკოსი გიორგი მესამეს, რომელიც დემეტრე I-მა ტახტის მემკვიდრედ აირჩია. მეფის სრული წოდება იყო „უზენაესი მეფე გიორგი, ღვთის ნებით, მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, და სომეხთა, შირვანშაჰთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“. თავად მეფე გიორგიმ კი შვილი თამარი სიცოცხლეშივე თანამოსაყდრედ გამოაცხადა. საქართველოს ისტორიაში მისი მეფობის პერიოდს თამართან ერთად ოქროს ხანას - ქვეყნის დიპლომატიური წარმატების, სამხედრო ტრიუმფის, განათლების, კულტურის, სულიერი და ხელოვნების აყვავების ერას უწოდებენ.

როგორც ისტორიული წყაროები მოწმობენ, გიორგი III გამორჩეული მხედარი ყოფილა. მკლავიც უჭრიდა თურმე და გაუტეხელი გულიც ჰქონია. თამარის კარის ისტორიკოსი მას ბიბლიურ იონათანს, მშვილდ -კაპარჭონსა და ბერძენთა ნადირობის ღმერთს ადარებს. გმირობის სასწაულს უწოდებენ ასევე მეფე გიორგის მიერ გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლებს, რომელიც ანისის აღებიდან რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ ქართველებსა და თურქებს შორის იმართებოდა. აღსანიშანავია ისიც, რომ გიორგი III- ის გმირულ ხასიათს უცხოელი ავტორებიც აღნიშნავენ. მაგალითად, სტ. ორბელიანი, რომელიც გიორგის მიერ დასჯილ ორბელიანთა შთამომავალია და მასზე განაწყენებსი მიზეზიც გააჩნია, აღნიშნავს: ’’იყო განმარჯვებული ყოველსა ზედა სიმხნისა და ფრიად ბრძენი’’.

’’ხოლო გიორგიმ, - აღნიშნავს მეორე სომეხი მოღვაწე მხითარ გოში,- როდესაც მეფობა განამტკიცა, მრავალი გაბედული საქმე გააკეთა, სხვადასხვა მახრეებში შეიჭრა, მრავალი ოლქი დალაშქრა და ბრძოლით დაიმორჩილა’’.

უფრო მეტი და ძალიან ბევრი საინტერესო ამბის გაგების მომსწრე შეიძლება გახდეს მკითხველი, როცა უშუალოდ წაიკითხავს „ქართველი მეფეების“ სერიის ფარგლებში გამოცემულ წიგნს- გიორგი III. აღნიშნულ წიგნში წარმოდგენილი ილუსტრაციები მკითხველს ეხმარება მეტად შეიქმნას წარმოდგენა იმ ეპოქაზე, რომელიც გიორგი მესამის მეფობას უკავშირდება. განასკუთრებით საინტერესოა ის, რომ ფოტო მასალებთან ერთად წიგნზე ასევე არის დატანილი მეფის ხელმოწერა, რომელიც იწოდება, როგორც მისი ხელრთვა-დამტკიცება შიომღვიმის სიგელზე.

შეგახსენებთ, რომ პალიტრა L –ის უპრეცედენტო პროექტის, „ქართველი მეფეების“ სერიის ფარგლებში გამოცემული „გიორგი III- ის“ - შეძენა 23 აპრილიდან იქნება შესაძლებელი. ასევე მომხმარებელს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად წიგნის ყიდვა შეეძლება სპეციალურ ფასად.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა