სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ვეფხია ბაქრაძე სისხლიანი ტანსაცმლით მივიდა ნათესავთან და უთხრა, რომ ნასვამი თხრილში ჩავარდა"
"ვეფხია ბაქრაძე სისხლიანი ტანსაცმლით მივიდა ნათესავთან და უთხრა, რომ ნასვამი თხრილში ჩავარდა"

ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, თე­ი­მუ­რაზ ბაქ­რა­ძის­თვის, მისი ნა­თე­სა­ვის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა და­კა­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე გახ­და ცნო­ბი­ლი. რო­გორც თე­ი­მუ­რაზ ბაქ­რა­ძის ად­ვო­კატ­მა ოთარ ხურ­ცი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა თა­ვი­დან არ იცო­და, რომ მკვლე­ლო­ბა მოხ­და და და­ნა­შა­უ­ლი მის­მა ნა­თე­სავ­მა ჩა­ი­დი­ნა.

„ვე­ფხია ბაქ­რა­ძე და თე­ი­მუ­რაზ ბაქ­რა­ძე არი­ან ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი. ვე­ფხია ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­თან მი­ვი­და ფაქ­ტობ­რი­ვად და­კა­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე. თე­ი­მუ­რაზ ბაქ­რა­ძემ თა­ვი­დან ნამ­დვი­ლად არ იცო­და ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის თა­ო­ბა­ზე არა­ფე­რი. ეს მის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და ფაქ­ტობ­რი­ვად და­კა­ვე­ბამ­დე ორი სა­ა­თით ადრე. მან და­კა­ვე­ბის შემ­დეგ სრუ­ლად ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან. რო­დე­საც სის­ხლი­ა­ნი ტან­საც­მლით მი­ვი­და ბრალ­დე­ბუ­ლი მას­თან, თე­ი­მუ­რაზ ბაქ­რა­ძემ კი­თხა რა ხდე­ბო­და, რა­ზეც ვე­ფხია ბაქ­რა­ძემ უპა­სუ­ხა, რომ სვამ­და მე­გო­ბარ­თან და სა­დღაც თხრილ­ში ჩა­ვარ­და ნას­ვა­მი“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ოთარ ხურ­ცი­ძის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს არც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­უ­ნად­გუ­რე­ბია, რა­ზეც დღეს პრო­კუ­რო­რებ­მა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის და­სა­ბუ­თე­ბი­სას ისა­უბ­რეს. რაც შე­ე­ხე­ბა შე­ფარ­დე­ბულ პა­ტიმ­რო­ბას, ად­ვო­კა­ტის თქმით, დაც­ვის მხა­რე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­სა­ჩივ­რებს.

დღეს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულ ვე­ფხია ბაქ­რა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 13 აპ­რილს, თბი­ლის­ში, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვილს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ, ყელი გა­მოჭ­რეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტრომ 14 აპ­რილს, მოკ­ლუ­ლის მა­მი­ნაც­ვა­ლი, ვე­ფხია ბაქ­რა­ძე თე­ლეთ­ში და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა 11 პრი­მა 109–ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი 16–დან 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე კი­დევ ერთი პირი თე­მურ ბაქ­რა­ძე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 15 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ვეფხია ბაქრაძე სისხლიანი ტანსაცმლით მივიდა ნათესავთან და უთხრა, რომ ნასვამი თხრილში ჩავარდა"

"ვეფხია ბაქრაძე სისხლიანი ტანსაცმლით მივიდა ნათესავთან და უთხრა, რომ ნასვამი თხრილში ჩავარდა"

ადვოკატის მტკიცებით, თეიმურაზ ბაქრაძისთვის, მისი ნათესავის მიერ დანაშაულის ჩადენა დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი. როგორც თეიმურაზ ბაქრაძის ადვოკატმა ოთარ ხურციძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თავიდან არ იცოდა, რომ მკვლელობა მოხდა და დანაშაული მისმა ნათესავმა ჩაიდინა.

„ვეფხია ბაქრაძე და თეიმურაზ ბაქრაძე არიან ბიძაშვილ-მამიდაშვილები. ვეფხია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მივიდა ფაქტობრივად დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე. თეიმურაზ ბაქრაძემ თავიდან ნამდვილად არ იცოდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე არაფერი. ეს მისთვის ცნობილი გახდა ფაქტობრივად დაკავებამდე ორი საათით ადრე. მან დაკავების შემდეგ სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან. როდესაც სისხლიანი ტანსაცმლით მივიდა ბრალდებული მასთან, თეიმურაზ ბაქრაძემ კითხა რა ხდებოდა, რაზეც ვეფხია ბაქრაძემ უპასუხა, რომ სვამდა მეგობართან და სადღაც თხრილში ჩავარდა ნასვამი“, - განაცხადა ადვოკატმა.

ოთარ ხურციძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არც მტკიცებულებები გაუნადგურებია, რაზეც დღეს პროკურორებმა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთებისას ისაუბრეს. რაც შეეხება შეფარდებულ პატიმრობას, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით აუცილებლად გაასაჩივრებს.

დღეს საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს