სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თბილისური სკოლა, რომელიც ბულინგს განსხვავებული მეთოდით ებრძვის
თბილისური სკოლა, რომელიც ბულინგს განსხვავებული მეთოდით ებრძვის

ბუ­ლინ­გი სკო­ლა­ში - ეს არის თემა, რო­მე­ლიც ყვე­ლა სკო­ლას, ყვე­ლა კლასს, ყვე­ლა ოჯახს აწუ­ხებს. ყვე­ლა თა­ვი­სუ­ბუ­რად ცდი­ლობს ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე კარ­გად ეს თა­ვად მოს­წავ­ლე­ებს, ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლებს, მჩაგ­ვრე­ლებს თუ უბ­რა­ლოდ შემ­სწრე­ებს გა­მოს­დით.

ბუ­ლინ­გის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბი­სა და თვით­შეგ­ნე­ბის ამაღ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. აღ­ნიშ­ნუ­ლის კარ­გი მა­გა­ლი­თია 186-ე სა­ჯა­რო სკო­ლა და სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბი ”დელ­ტა”, რო­მელ­მაც ბუ­ლინ­გის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და სკო­ლა­ში სა­ერ­თო ვი­თა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა.

186-ე სკო­ლის მოს­წავ­ლის და კლუ­ბის ერთ-ერთი აქ­ტი­უ­რი წევ­რის ირაკ­ლი მა­ნა­გა­ძის გან­მარ­ტე­ბით, კლუ­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა ”მო­მავ­ლის თა­ო­ბის” ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნა და მას­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით გა­ერ­თი­ან­დნენ. კლუ­ბი პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც აგ­რძე­ლებს აქ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას, პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ბუ­ლინ­გის და სკო­ლის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სხვა თე­მე­ბის შე­სა­ხებ.

კლუ­ბის კი­დევ ერთი აქ­ტი­უ­რი წევ­რი ტიტე გე­დე­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ პრობ­ლე­მებს, რომ­ლებ­საც ქუ­ჩა­ში, ეზო­ში და თა­ვად სკო­ლა­ში აწყდე­ბი­ან, კლუ­ბის შეკ­რე­ბებ­ზე წა­მოჭ­რი­ან და მერე ეძე­ბენ გა­დაჭ­რი­სა და მოგ­ვა­რე­ბის გზებს. ერთ-ერთი ასე­თი იყო ბუ­ლინ­გი, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბაც კლუ­ბის შექ­მნის შემ­დეგ მა­ლე­ვე და­ი­წყეს.

”ბუ­ლინ­გი ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა არა მხო­ლოდ ჩვენს სკო­ლა­ში. ყვე­ლა ვყო­ფილ­ვართ, სულ ცოტა და­ცინ­ვის მსხვერ­პლი. თუმ­ცა ჩვე­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ სკო­ლა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და. თბი­ლი­სის მე­რი­ის გრან­ტი მო­ვი­გეთ და პრო­ექ­ტი ისე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ” - გან­მარ­ტავს ტიტე გე­დე­ნი­ძე.

ბავ­შვებ­მა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა კვლე­ვით და­ი­წყეს. სა­კუ­თა­რი სკო­ლის გარ­და, 20-მდე სკო­ლა­ში გა­მო­კი­თხეს მოს­წავ­ლე­ე­ბი, თუ რა იყო ბუ­ლინ­გი და ყო­ფი­ლან თუ არა ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი. რო­გორც გა­არ­კვი­ეს, გა­მო­კი­თხულ­თა 70%-მა ისიც კი არ იცო­და, რა იყო ბუ­ლინ­გი. ”როცა ავუხ­სე­ნით, თუ რა იყო ბუ­ლინ­გი, აღ­მოჩ­ნდა, რომ მათი სრუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა ბუ­ლინგს შეს­წრე­ბია,” - და­ა­მა­ტა ტეტე გე­დე­ნი­ძემ.

”შე­დე­გე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შემ­დეგ, სკო­ლის ფსი­ქო­ლოგ­მა ჩა­ა­ტა­რა ტრე­ნინ­გი ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცი­ის შე­სა­ხებ. ვი­სა­უბ­რეთ, თუ რო­გორ უნდა ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ბუ­ლინ­გი, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მსხვერ­პლი და მის გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბი. ასე­ვე, ჩა­ვა­ტა­რეთ იმი­ტი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თო თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში. მო­ვა­წყვეთ ჩვე­ნე­ბა ფილ­მი­სა ”რომი”, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ”ადა­მი­ა­ნი გა­ჭირ­ვე­ბა­ში” მოგ­ვცა. სა­შუ­ა­ლო კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს ვაჩ­ვე­ნებ­დით ამ ფილ­მს და ჩვე­ნე­ბის მერე დის­კუ­სია იმარ­თე­ბო­და. პრო­ექ­ტის დას­კვნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო აქ­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით ”მო­ი­ქე­ცი ისე, რო­გორც გინ­და, რომ შენ მო­გექ­ცნენ”. ამ აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში და­ი­ბეჭ­და ფლა­ე­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც 20-მდე სკო­ლა­ში და­ვა­რი­გეთ,” - გან­მარ­ტავს ირაკ­ლი მა­ნა­გა­ძე.

რო­გორც კლუ­ბის წევ­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­დე­გად გა­ი­ზარ­და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის დონე ბუ­ლინ­გის შე­სა­ხებ, ბავ­შვებ­მა ბუ­ლინ­გის თა­ვი­დან არი­დე­ბის გზე­ბი ის­წავ­ლეს, მიხ­ვდნენ, რომ არ უნდა გა­ჩუ­მე­ბუ­ლიყ­ვნენ და ამით მო­ძა­ლა­დეს არ უნდა დახ­მა­რე­ბოდ­ნენ.

კლუ­ბის კი­დევ ერთი წევ­რის ბუბა ხუ­ცუ­რა­უ­ლის გან­მარ­ტე­ბით, კვლე­ვის რე­ზო­ლუ­ცია იყო, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი ბუ­ლინგს თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბის მიზ­ნით იყე­ნე­ბენ.

”დე­ბა­ტებ­ში ჩარ­თუ­ლი ორი­ვე მხა­რე ძლი­ე­რი იყო, შე­დე­გად დამ­სწრე­ე­ბი კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რებ­დნენ, რას­თან გვქონ­და საქ­მე და რა­ტომ იყო ბუ­ლინ­გი მუდ­მი­ვი პრობ­ლე­მა. აღ­მოჩ­ნდა, რომ თვი­თონ ბუ­ლე­რე­ბიც ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლე­ბი არი­ან, რად­გან ისი­ნი აკე­თე­ბენ იმა­ვეს, რა­საც ოჯახ­ში ხე­და­ვენ. ვა­მა­ყობთ იმით, რომ პრო­ექ­ტი დას­რულ­და, თუმ­ცა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა მისი შე­დე­გე­ბი, რად­გან შე­იც­ვა­ლა მოს­წავ­ლე­ე­ბის ქცე­ვა” - გან­მარ­ტავს ბუბა ხუ­ცუ­რა­უ­ლი.

”ბუ­ლე­რებს არ უნდა ვე­ჩხუ­ბოთ. მათ თბი­ლი სი­ტყვით უნდა ავუხ­სნათ, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვეს. ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი ამ დროს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­დე­გად ეს ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა. ჩვენ, უფ­როსკლა­სე­ლებს უფრო მე­ტად გვა­წუ­ხებ­და ეს სა­კი­თხი, ვიდ­რე ახლა ჩვენს შემ­დეგ კლა­სებს აწუ­ხებთ. ახალ თა­ო­ბას უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია აქვს და ისი­ნი აღარ იქ­ცე­ვი­ან არც ბუ­ლე­რე­ბად და არც მსხვერ­პლე­ბად. მდგო­მა­რე­ო­ბა ცალ­სა­ხად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, თუმ­ცა უფრო სე­რი­ო­ზულ ცვლი­ლე­ბებს მეტი დრო სჭირ­დე­ბა,” - გან­მარ­ტავს კლუ­ბის წევ­რი ნინო კა­პა­ნა­ძე.

კლუ­ბის წევ­რე­ბი ბუ­ლინგთან ბრძო­ლა­ში სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მაქ­სი­მა­ლურ ჩარ­თუ­ლო­ბა­ზეც სა­უბ­რო­ბენ. მათი მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იდეა იყო დიდ შეს­ვე­ნე­ბა­ზე მუ­სი­კის ჩარ­თვა. ამ დროს ბავ­შვე­ბი პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გი­ით და ემო­ცი­ე­ბით იმუხ­ტე­ბი­ან. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის დევ­ნი­სა და ფი­ზი­კუ­რი თუ სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის ნაც­ვლად, ერ­თად ცეკ­ვა­ვენ.

ბუ­ლინ­გის სა­კი­თხებ­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და სხვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ყო­ველ­თვის მზად არი­ან. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სხვა სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს მათი სკო­ლის ბავ­შვე­თან ბუ­ლინგზე ლექ­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მი­უწ­ვე­ვი­ათ.

”ყვე­ლას ვურ­ჩევ, რომ ბუ­ლინ­გის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად მთე­ლი სკო­ლა გა­ერ­თი­ან­დეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სკო­ლი­სა და ოჯა­ხის სწო­რი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი ჩა­რე­ვა და რე­ა­გი­რე­ბა. ბუ­ლინ­გის სა­ბო­ლო­ოდ აღ­მო­ფხვრა ალ­ბათ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ისე­ვე რო­გორც კრი­მი­ნა­ლის. თუმ­ცა მის წი­ნაღ­მდეგ კამ­პა­ნია მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით უკვე და­წყე­ბუ­ლია” - გან­მარ­ტავს ირაკ­ლი მა­ნა­გა­ძე.

186-ე სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბი ”დელ­ტა”, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ”მო­მავ­ლის თა­ო­ბის” ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნა, უკვე მე­ო­თხე წე­ლია ანა­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­უ­რო­ბით მუ­შა­ობს სკო­ლის თე­მის­თვის აქ­ტუ­ა­ლურ სხვა სა­კი­თხებ­ზე და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბი­თაც. მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ი­ხა­ზა ზებ­რა გა­და­სას­ვლლე­ბი და და­ე­მა­ტა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

თბილისური სკოლა, რომელიც ბულინგს განსხვავებული მეთოდით ებრძვის

თბილისური სკოლა, რომელიც ბულინგს განსხვავებული მეთოდით ებრძვის

ბულინგი სკოლაში - ეს არის თემა, რომელიც ყველა სკოლას, ყველა კლასს, ყველა ოჯახს აწუხებს. ყველა თავისუბურად ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას, თუმცა ყველაზე კარგად ეს თავად მოსწავლეებს, ბულინგის მსხვერპლებს, მჩაგვრელებს თუ უბრალოდ შემსწრეებს გამოსდით.

ბულინგის აღმოსაფხვრელად სამოქალაქო განათლებისა და თვითშეგნების ამაღლება საუკეთესო საშუალებაა. აღნიშნულის კარგი მაგალითია 186-ე საჯარო სკოლა და სკოლაში არსებული სამოქალაქო განათლების კლუბი ”დელტა”, რომელმაც ბულინგის აღმოსაფხვრელად სპეციალური პროექტი განახორციელა და სკოლაში საერთო ვითარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

186-ე სკოლის მოსწავლის და კლუბის ერთ-ერთი აქტიური წევრის ირაკლი მანაგაძის განმარტებით, კლუბი სამოქალაქო განათლების პროგრამა ”მომავლის თაობის” ფარგლებში შეიქმნა და მასში მოსწავლეები საკუთარი სურვილით გაერთიანდნენ. კლუბი პროგრამის დასრულების შემდეგაც აგრძელებს აქტიურ საქმიანობას, პროექტების განხორციელებას ბულინგის და სკოლისთვის აქტუალური სხვა თემების შესახებ.

კლუბის კიდევ ერთი აქტიური წევრი ტიტე გედენიძე აღნიშნავს, რომ პრობლემებს, რომლებსაც ქუჩაში, ეზოში და თავად სკოლაში აწყდებიან, კლუბის შეკრებებზე წამოჭრიან და მერე ეძებენ გადაჭრისა და მოგვარების გზებს. ერთ-ერთი ასეთი იყო ბულინგი, რომელზე მუშაობაც კლუბის შექმნის შემდეგ მალევე დაიწყეს.

”ბულინგი ძალიან აქტუალური პრობლემაა არა მხოლოდ ჩვენს სკოლაში. ყველა ვყოფილვართ, სულ ცოტა დაცინვის მსხვერპლი. თუმცა ჩვენი პროექტის განხორციელების შემდეგ სკოლაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თბილისის მერიის გრანტი მოვიგეთ და პროექტი ისე განვახორციელეთ” - განმარტავს ტიტე გედენიძე.

ბავშვებმა პროექტის განხორციელება კვლევით დაიწყეს. საკუთარი სკოლის გარდა, 20-მდე სკოლაში გამოკითხეს მოსწავლეები, თუ რა იყო ბულინგი და ყოფილან თუ არა ბულინგის მსხვერპლი. როგორც გაარკვიეს, გამოკითხულთა 70%-მა ისიც კი არ იცოდა, რა იყო ბულინგი. ”როცა ავუხსენით, თუ რა იყო ბულინგი, აღმოჩნდა, რომ მათი სრული უმრავლესობა ბულინგს შესწრებია,” - დაამატა ტეტე გედენიძემ.

”შედეგების გაანალიზების შემდეგ, სკოლის ფსიქოლოგმა ჩაატარა ტრენინგი ბულინგის პრევენციის შესახებ. ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ბულინგი, როგორ უნდა მოიქცეს მსხვერპლი და მის გარშემო ადამიანები. ასევე, ჩავატარეთ იმიტირებული სასამართო თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოვაწყვეთ ჩვენება ფილმისა ”რომი”, რომელიც ორგანიზაციამ ”ადამიანი გაჭირვებაში” მოგვცა. საშუალო კლასის მოსწავლეებს ვაჩვენებდით ამ ფილმს და ჩვენების მერე დისკუსია იმართებოდა. პროექტის დასკვნითი ღონისძიება იყო აქცია, სახელწოდებით ”მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ”. ამ აქციის ფარგლებში დაიბეჭდა ფლაერებიც, რომლებიც 20-მდე სკოლაში დავარიგეთ,” - განმარტავს ირაკლი მანაგაძე.

როგორც კლუბის წევრები განმარტავენ, აღნიშნული აქტივობების შედეგად გაიზარდა ინფორმირებულობის დონე ბულინგის შესახებ, ბავშვებმა ბულინგის თავიდან არიდების გზები ისწავლეს, მიხვდნენ, რომ არ უნდა გაჩუმებულიყვნენ და ამით მოძალადეს არ უნდა დახმარებოდნენ.

კლუბის კიდევ ერთი წევრის ბუბა ხუცურაულის განმარტებით, კვლევის რეზოლუცია იყო, რომ მოსწავლეები ბულინგს თავის დამკვიდრების მიზნით იყენებენ.

”დებატებში ჩართული ორივე მხარე ძლიერი იყო, შედეგად დამსწრეები კარგად აცნობიერებდნენ, რასთან გვქონდა საქმე და რატომ იყო ბულინგი მუდმივი პრობლემა. აღმოჩნდა, რომ თვითონ ბულერებიც ძალადობის მსხვერპლები არიან, რადგან ისინი აკეთებენ იმავეს, რასაც ოჯახში ხედავენ. ვამაყობთ იმით, რომ პროექტი დასრულდა, თუმცა არ დასრულებულა მისი შედეგები, რადგან შეიცვალა მოსწავლეების ქცევა” - განმარტავს ბუბა ხუცურაული.

”ბულერებს არ უნდა ვეჩხუბოთ. მათ თბილი სიტყვით უნდა ავუხსნათ, რომ შეცდომა დაუშვეს. ურთიერთთანამშრომლობა და პრევენციული ზომები ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგად ეს ყველაფერი უკეთესად გავაცნობიერეთ და შედეგიც სახეზეა. ჩვენ, უფროსკლასელებს უფრო მეტად გვაწუხებდა ეს საკითხი, ვიდრე ახლა ჩვენს შემდეგ კლასებს აწუხებთ. ახალ თაობას უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და ისინი აღარ იქცევიან არც ბულერებად და არც მსხვერპლებად. მდგომარეობა ცალსახად გაუმჯობესებულია, თუმცა უფრო სერიოზულ ცვლილებებს მეტი დრო სჭირდება,” - განმარტავს კლუბის წევრი ნინო კაპანაძე.

კლუბის წევრები ბულინგთან ბრძოლაში სკოლის ადმინისტრაციის მაქსიმალურ ჩართულობაზეც საუბრობენ. მათი მხრიდან განხორციელებული მნიშვნელოვანი იდეა იყო დიდ შესვენებაზე მუსიკის ჩართვა. ამ დროს ბავშვები პოზიტიური ენერგიით და ემოციებით იმუხტებიან. მათივე განმარტებით, მოსწავლეები ერთმანეთის დევნისა და ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირებების ნაცვლად, ერთად ცეკვავენ.

ბულინგის საკითხებში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული ბავშვები კონსულტაციისა და სხვების დასახმარებლად ყოველთვის მზად არიან. ყოფილა შემთხვევები, როცა სხვა სკოლის მასწავლებლებს მათი სკოლის ბავშვეთან ბულინგზე ლექციის ჩასატარებლად მიუწვევიათ.

”ყველას ვურჩევ, რომ ბულინგის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი სკოლა გაერთიანდეს. მნიშვნელოვანია სკოლისა და ოჯახის სწორი და თანმიმდევრული ჩარევა და რეაგირება. ბულინგის საბოლოოდ აღმოფხვრა ალბათ, შეუძლებელია, ისევე როგორც კრიმინალის. თუმცა მის წინაღმდეგ კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე დაწყებულია” - განმარტავს ირაკლი მანაგაძე.

186-ე სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი ”დელტა”, რომელიც სამოქალაქო განათლების პროგრამის ”მომავლის თაობის” ფარგლებში შეიქმნა, უკვე მეოთხე წელია ანალოგიური აქტიურობით მუშაობს სკოლის თემისთვის აქტუალურ სხვა საკითხებზე და საკმაოდ წარმატებითაც. მათი დამსახურებაა, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიხაზა ზებრა გადასასვლლები და დაემატა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ