სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ მომხმარებლებს ახალი Toyota Camry-ი წარუდგინა
„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ მომხმარებლებს ახალი Toyota Camry-ი წარუდგინა

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრმა თე­გე­ტამ“ მომ­ხმა­რებ­ლებს სე­და­ნის სეგ­მენ­ტის ფლაგ­მა­ნი Toyota Camry-ს, ახა­ლი მე-8 თა­ო­ბის მო­დე­ლი წა­რუდ­გი­ნა. პრე­ზენ­ტა­ცი­ის ფორ­მა­ტი ტრა­დი­ცი­უ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და მე­ტად ორი­გი­ნა­ლუ­რი გახ­ლდათ. „წარ­მა­ტე­ბა არ არის და­სას­რუ­ლი, ის მხო­ლოდ და­სა­წყი­სია, რად­გან სრულ­ყო­ფი­ლე­ბას არ აქვს სა­ზღვა­რი!“ - ეს გახ­ლდათ პრე­ზენ­ტა­ცი­ის მთა­ვა­რი სლო­გა­ნი რო­მე­ლიც სრუ­ლად პა­სუ­ხობს „ტო­ი­ო­ტა კამ­რის“ ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

მე-6 თა­ო­ბის შემ­დეგ “კამ­რი” მსოფ­ლი­ოს 100-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში იყი­დე­ბა და დღემ­დე 19 მი­ლი­ო­ნი ერ­თე­უ­ლია გა­ყი­დუ­ლი. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 700 000-ზე მეტი მო­დე­ლის გა­ყიდ­ვით “კამ­რი” რჩე­ბა მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რად სე­და­ნე­ბის D/E კა­ტე­გო­რი­ა­ში, ახალ მო­დელს კი­დევ უფრო დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ.

მე-8 თა­ო­ბის “კამ­რი” სრუ­ლად ით­ვა­ლის­წი­ნებს ტო­ი­ო­ტას ახა­ლი გლო­ბა­ლუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის (TNGA) დი­ზა­ი­ნის და ინ­ჟი­ნე­რის ფი­ლო­სო­ფი­ას. ახა­ლი “კამ­რის” დი­ზა­ი­ნი წი­ნა­მორ­ბედ­ზე გა­ცი­ლე­ბით დახ­ვე­წი­ლია, ია­პო­ნე­ლე­ბის მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს იყო. ახა­ლი Toyota Camry-ს პრო­პორ­ცი­ე­ბი უფრო დი­ნა­მი­კუ­რია. წინა მო­დელს ასე­თი ცო­ცხა­ლი და ემო­ცი­უ­რი დი­ზა­ი­ნი არ ჰქონ­და - ახლა კი “კამ­რი” უფრო ახალ­გაზ­რდუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი გახ­და. თვლე­ბის ბაზა 50 მი­ლი­მეტ­რი­თაა გაზ­რდი­ლი, რაც მეტ დი­ნა­მი­კას­თან ერ­თად, მეტ სივ­რცე­საც ნიშ­ნავს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ლო­ნის უკა­ნა გან­ყო­ფი­ლე­ბას ეხე­ბა, სა­დაც ახლა გა­ცი­ლე­ბით მეტი სივ­რცეა.

სრუ­ლად ახა­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლის ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნიც. სა­ლონ­ში მა­შინ­ვე თვალ­ში მოგ­ხვდე­ბათ S-ფორ­მის ხაზი ცენ­ტრა­ლურ კონ­სოლ­ზე. ცენ­ტრა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ელე­მენ­ტი კი დიდი სენ­სო­რუ­ლი ეკ­რა­ნია. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია სა­ლონ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის ხა­რის­ხიც.

“კამ­რით” პირ­ვე­ლი­ვე გა­სე­ირ­ნე­ბი­სას შე­ამ­ჩნევთ - ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ცი­ლე­ბით მა­ნევ­რუ­ლი და დი­ნა­მი­კუ­რი გახ­და. ეს იმის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის სიმ­ძი­მის ცენ­ტრმა კი­დევ უფრო დაბ­ლა და­ი­წია. მძღო­ლის სა­ვარ­ძე­ლიც 20 მი­ლი­მეტ­რით უფრო ღრმა­დაა მო­თავ­სე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად სა­ჭეს­თან მძღოლს შე­ეძ­ლე­ბა უფრო სპორ­ტუ­ლად იგ­რძნოს თავი - რამ­დე­ნა­დაც ეს ამ კლა­სის სე­დან­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ახა­ლი “კამ­რი” მო­სახ­ვე­ვებ­შიც გა­ცი­ლე­ბით უფრო მდგრა­დია.

„კამ­რი“ მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ კრი­ტე­რი­უ­მებ­შიც და­იხ­ვე­წა - კომ­ფორ­ტი და უსაფრ­თხო­ე­ბა. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კომ­ფორ­ტის თვალ­საზ­რი­სით ახალ­მა მო­დელ­მა ყვე­ლა­ზე დიდი პროგ­რე­სი გა­ნი­ცა­და. ია­პო­ნე­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ხმა­უ­რი­ზო­ლა­ცი­ის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ას და­უთ­მეს. მა­ღალ სის­წრა­ფე­ზეც კი სა­ლონ­ში სრუ­ლი სი­ჩუ­მე ნარ­ჩუნ­დე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ხმის იზო­ლა­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა ძრა­ვებს, ახა­ლი “კამ­რი” ხელ­მი­საწ­ვდო­მია ბენ­ზი­ნის სრუ­ლად ახა­ლი, 2,5 ლიტ­რი მო­ცუ­ლო­ბის 4-ცი­ლინ­დრი­ა­ნი ძრა­ვით და ასე­ვე ახა­ლი 3,5-ლიტ­რი­ა­ნი V6 აგ­რე­გა­ტით. სრუ­ლად ახა­ლია CVT გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფიც (ე.წ. ვა­რი­ა­ტო­რი) და 8-სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტი­კაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ მომხმარებლებს ახალი Toyota Camry-ი წარუდგინა

„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ მომხმარებლებს ახალი Toyota Camry-ი წარუდგინა

„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ მომხმარებლებს სედანის სეგმენტის ფლაგმანი Toyota Camry-ს, ახალი მე-8 თაობის მოდელი წარუდგინა. პრეზენტაციის ფორმატი ტრადიციულად განსხვავებული და მეტად ორიგინალური გახლდათ. „წარმატება არ არის დასასრული, ის მხოლოდ დასაწყისია, რადგან სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი!“ - ეს გახლდათ პრეზენტაციის მთავარი სლოგანი რომელიც სრულად პასუხობს „ტოიოტა კამრის“ ახალ შესაძლებლობებს.

მე-6 თაობის შემდეგ “კამრი” მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და დღემდე 19 მილიონი ერთეულია გაყიდული. წლის განმავლობაში 700 000-ზე მეტი მოდელის გაყიდვით “კამრი” რჩება მსოფლიო ბესტსელერად სედანების D/E კატეგორიაში, ახალ მოდელს კიდევ უფრო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

მე-8 თაობის “კამრი” სრულად ითვალისწინებს ტოიოტას ახალი გლობალური არქიტექტურის (TNGA) დიზაინის და ინჟინერის ფილოსოფიას. ახალი “კამრის” დიზაინი წინამორბედზე გაცილებით დახვეწილია, იაპონელების მიზანიც სწორედ ეს იყო. ახალი Toyota Camry-ს პროპორციები უფრო დინამიკურია. წინა მოდელს ასეთი ცოცხალი და ემოციური დიზაინი არ ჰქონდა - ახლა კი “კამრი” უფრო ახალგაზრდული ავტომობილი გახდა. თვლების ბაზა 50 მილიმეტრითაა გაზრდილი, რაც მეტ დინამიკასთან ერთად, მეტ სივრცესაც ნიშნავს. ეს განსაკუთრებით სალონის უკანა განყოფილებას ეხება, სადაც ახლა გაცილებით მეტი სივრცეა.

სრულად ახალია ავტომობილის ინტერიერის დიზაინიც. სალონში მაშინვე თვალში მოგხვდებათ S-ფორმის ხაზი ცენტრალურ კონსოლზე. ცენტრალური მომსახურების ელემენტი კი დიდი სენსორული ეკრანია. მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია სალონში გამოყენებული მასალების ხარისხიც.

“კამრით” პირველივე გასეირნებისას შეამჩნევთ - ავტომობილი გაცილებით მანევრული და დინამიკური გახდა. ეს იმის დამსახურებაცაა, რომ ავტომობილის სიმძიმის ცენტრმა კიდევ უფრო დაბლა დაიწია. მძღოლის სავარძელიც 20 მილიმეტრით უფრო ღრმადაა მოთავსებული, შესაბამისად საჭესთან მძღოლს შეეძლება უფრო სპორტულად იგრძნოს თავი - რამდენადაც ეს ამ კლასის სედანშია შესაძლებელი. ახალი “კამრი” მოსახვევებშიც გაცილებით უფრო მდგრადია.

„კამრი“ მისთვის დამახასიათებელ კრიტერიუმებშიც დაიხვეწა - კომფორტი და უსაფრთხოება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომფორტის თვალსაზრისით ახალმა მოდელმა ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა. იაპონელებმა განსაკუთრებული ყურადღება ხმაურიზოლაციის ოპტიმიზაციას დაუთმეს. მაღალ სისწრაფეზეც კი სალონში სრული სიჩუმე ნარჩუნდება და ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ხმის იზოლაციის დამსახურებაა.

რაც შეეხება ძრავებს, ახალი “კამრი” ხელმისაწვდომია ბენზინის სრულად ახალი, 2,5 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი ძრავით და ასევე ახალი 3,5-ლიტრიანი V6 აგრეგატით. სრულად ახალია CVT გადაცემათა კოლოფიც (ე.წ. ვარიატორი) და 8-საფეხურიანი ავტომატიკაც.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი