სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ფინანსთა მინისტრი - საქართველოს საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია
ფინანსთა მინისტრი - საქართველოს საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბან­კო სის­ტე­მა ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის მუხ­რუ­ჭია. ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ ტექ­ნო­პარკში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ციფ­რუ­ლი აბ­რე­შუ­მის გზის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. „მა­ღალპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი სეს­ხე­ბი სა­ბან­კო სის­ტე­მა­ში აფერ­ხებს მე­წარ­მე­ო­ბი­სა და ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბან­კო სის­ტე­მა უნდა იყოს არა ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის მუხ­რუ­ჭი, არა­მედ მისი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მი­ვი­ღეთ რე­ა­ლო­ბა, სა­დაც ბან­კე­ბი არ ას­რუ­ლე­ბენ ამ მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლის ფუნ­ქცი­ას. ჩვენ ვხე­დავთ, რომ ის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი, რაც ჩვენს სის­ტე­მა­შია, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ იძ­ლე­ვა შანსს ბიზ­ნე­სის და­წყე­ბის“, - აღ­ნიშ­ნა ბახ­ტა­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად "სას­ტარ­ტო კა­პი­ტა­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის რე­ფორ­მას" იწყებს. მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის თქმით, რე­ფორ­მა გუ­ლის­ხმობს ახალ­გაზ­რდა სტარ­ტა­პე­რე­ბის­თვის ფაქ­ტობ­რი­ვად, ნუ­ლო­ვა­ნი გა­ნაკ­ვე­თის სას­ტარ­ტო კა­პი­ტა­ლის მი­წო­დე­ბას.

რო­გორც ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, მთავ­რო­ბის მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით სტარ­ტა­პებს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ მცი­რე მე­წარ­მე­ო­ბის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად ინი­ცი­ა­ტი­ვა მომ­ზად­და.

„რე­გი­ო­ნებ­ში პი­რა­დად ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი და შევ­ხვდი ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ეს შე­ე­ხე­ბა და ასე­თი არის საკ­მა­ოდ ბევ­რი, მაგ­რამ სა­ხე­ზეა სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბა­რი­ე­რე­ბიც. უპირ­ვე­ლე­სად, სა­ხე­ზე გვაქვს სას­ტარ­ტო კა­პი­ტა­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა და ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ჩვენ, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, უნდა გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი მსგავ­სი ბა­რი­ე­რე­ბის ბო­ლომ­დე გა­სა­უქ­მებ­ლად. დღეს ჩვე­ნი ბი­უ­ჯე­ტი ფორ­მირ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 300 კომ­პა­ნი­ის მიერ, ეს არის ძა­ლი­ან ცუდი ტენ­დენ­ცია. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ეკო­ნო­მი­კა­ში გვაქვს სექ­ტო­რე­ბი, სა­დაც მო­ნო­პო­ლი­ზა­ცი­ის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რის­კია, რაც ჩვენს ეკო­ნო­მი­კას ნაკ­ლე­ბად მდგრადს ხდის. ამა­ვე დროს, ჩვენ ვხე­დავთ, რომ ის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი, რაც ჩვენს სის­ტე­მა­შია, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ იძ­ლე­ვა შანსს ბიზ­ნე­სის და­წყე­ბის. სა­ბან­კო სის­ტე­მა არ უნდა იყოს ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის მუხ­რუ­ჭი, არა­მედ, მისი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა უნდა იყოს. ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ და­ვი­წყოთ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი რე­ფორ­მა ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ში, რაც კი ოდეს­მე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. მას ეწო­დე­ბა "სას­ტარ­ტო კა­პი­ტა­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის რე­ფორ­მა", რაც გუ­ლის­ხმობს ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდა სტარ­ტა­პე­რე­ბის­თვის ფაქ­ტობ­რი­ვად, ნუ­ლო­ვა­ნი გა­ნაკ­ვე­თის სას­ტარ­ტო კა­პი­ტა­ლის მი­წო­დე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ბახ­ტა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ფინანსთა მინისტრი - საქართველოს საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია

ფინანსთა მინისტრი - საქართველოს საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში განაცხადა, სადაც ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა. „მაღალპროცენტიანი სესხები საბანკო სისტემაში აფერხებს მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას. საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას. ჩვენ ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ფაქტობრივად, არ იძლევა შანსს ბიზნესის დაწყების“, - აღნიშნა ბახტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად "სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას" იწყებს. მამუკა ბახტაძის თქმით, რეფორმა გულისხმობს ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მთავრობის მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და განსაკუთრებით სტარტაპებს. მისივე განცხადებით, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიერ მცირე მეწარმეობის წასახალისებლად ინიციატივა მომზადდა.

„რეგიონებში პირადად ვიყავი ჩასული და შევხვდი ადამიანებს, ვისაც ეს შეეხება და ასეთი არის საკმაოდ ბევრი, მაგრამ სახეზეა სხვა მნიშვნელოვანი ბარიერებიც. უპირველესად, სახეზე გვაქვს სასტარტო კაპიტალის ნაკლებობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, როგორც სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი მსგავსი ბარიერების ბოლომდე გასაუქმებლად. დღეს ჩვენი ბიუჯეტი ფორმირდება დაახლოებით, 300 კომპანიის მიერ, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში გვაქვს სექტორები, სადაც მონოპოლიზაციის ძალიან მაღალი რისკია, რაც ჩვენს ეკონომიკას ნაკლებად მდგრადს ხდის. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ფაქტობრივად, არ იძლევა შანსს ბიზნესის დაწყების. საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ, მისი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს. ამ გარემოებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ყველაზე მასშტაბური რეფორმა ჩვენს ეკონომიკაში, რაც კი ოდესმე განხორციელებულა. მას ეწოდება "სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა", რაც გულისხმობს ჩვენი ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას", - განაცხადა ბახტაძემ.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ