სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჩემს ბავშვობაში თბილისში "გოიმობას" ეძახდნენ ასეთ საქციელს" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ნიგერიელი სტუდენტების ცემასა და კალაძის ინიციატივაზე
"ჩემს ბავშვობაში თბილისში "გოიმობას" ეძახდნენ ასეთ საქციელს" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ნიგერიელი სტუდენტების ცემასა და კალაძის ინიციატივაზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ აფ­რი­კელ­მა სტუ­დენ­ტმა ბენ ზე­გემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეოგა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ჩანს, რომ მათ ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ფი­ზი­კურ და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ. რო­გორც ის წერ­და, ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­დნენ, რო­დე­საც მათ­თან ქარ­თვე­ლე­ბი მვიდ­ნენ და სტა­დი­ო­ნის და­ტო­ვე­ბა სთხო­ვეს. ნი­გე­რი­უ­ლი სტუ­დენ­ტი მომ­ხდარს რა­სიზმს უკავ­ში­რებს და ამ­ბობს, რომ ეს "მათი კა­ნის ფე­რის გამო მოხ­და". მოგ­ვი­ა­ნე­ბით მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე კი ინი­ცი­ა­ტი­ვითგა­მო­ვი­და, რომ ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი გა­ი­მარ­თოს.

თე­მას აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. ინ­ცი­დენ­ტთან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე, რო­მე­ლიც მი­უნ­ხე­ნის ქარ­თულ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ში მოღ­ვა­წებს:

"ნუ ხართ ზედ­მე­ტად გუ­ლა­ჩუ­ყე­ბულ­ნი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­შე... ერთხელ, 90-ია­ნებ­ში, შე­ვარ­დნა­ძის სიბ­ნე­ლის და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, გაქ­სუ­ე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ბა­ჟე­ე­ბი უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­სულ ქარ­თვე­ლებს რომ ძარ­ცვავ­დნენ ხოლ­მე, ერ­თმა ქარ­თველ­მა სტუ­დენ­ტმა მოგ­ვიყ­ვა, რო­გორ ჩა­ვი­და პირ­ვე­ლად ევ­რო­პი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი პი­რა­დი ჩე­მოდ­ნით (რო­გორც დღე­საც ვმოგ­ზა­უ­რობთ ხოლ­მე თა­ვი­სუფ­ლად) და რო­გორ მოს­თხო­ვა უსინ­დი­სო მე­ბა­ჟემ ფული რა­ღაც გა­ურ­კვე­ვე­ლი და უკა­ნო­ნო გა­და­სა­ხა­დის­თვის. ეს ქარ­თვე­ლი კი ისე იყო დაბ­ნე­უ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი, რომ უთხო­ვია, ცოტა და­მი­კე­ლიო. იმა­საც უმ­ნიშ­ვნე­ლოდ "და­უკ­ლია" ბაჟი და ამას კი მად­ლო­ბის ნიშ­ნად სუ­ვე­ნი­რე­ბიც უჩუ­ქე­ბია მე­ბა­ჟის­თვის. რომ ვკი­თხეთ, სა­ჩუქ­რე­ბი რის­თვის­ღა აჩუ­ქე, ის ფული ხომ სულ ტყუ­ი­ლად წაგ­ცინ­ცლაო, გვი­თხრა, რა ვიცი, იმან ხომ მცა პა­ტი­ვი და მეც პა­ტი­ვიო ვე­ციო. აი, ესაა ხში­რად ქარ­თვე­ლე­ბის ყოვ­ლად სა­ზი­ზღა­რი და გა­უ­გე­ბა­რი პოზა; უკა­ნო­ნო­ბა­ში თან რომ პა­ტი­ვის­ცე­მას და გუ­ლი­თა­დო­ბას ვე­ძებთ.

ამი­ტო­მაც, ზედ­მე­ტად მი­მაჩ­ნია რა­ღაც გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი შე­რი­გე­ბის და მე­გობ­რო­ბის სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩე­ბი შავ­კა­ნი­ან სტუ­დენ­ტებ­თან. ასეთ სა­კი­თხებ­ში იყა­ვით პრაგ­მა­ტუ­ლე­ბი და ცივ­სის­ხლი­ა­ნე­ბი. მოხ­და კა­ნონ­დარ­ღვე­ვა? - შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დოს კა­ნონ­მა! არ მომ­ხდა­რა კა­ნონ­დარ­ღვე­ვა? - მორ­ჩით გულ­ჩვილ სა­უ­ბარს! ასე ჯო­ბია!ჩემს ბავ­შვო­ბა­ში თბი­ლის­ში "გო­ი­მო­ბას" ეძახ­დნენ ასეთ საქ­ცი­ელს. და ძა­ლი­ან მი­უ­ღე­ბე­ლი, სა­მარ­ცხვი­ნო და და­სა­ცი­ნი იყო ამ­გვა­რი ქცე­ვა. დღეს რომ ვუ­ყუ­რებ სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ნორ­მად იქცა ასე­თი რა­მე­ე­ბი", - წერს დე­კა­ნო­ზი.

სტუ­დენ­ტებ­თან მატ­ჩის გა­მარ­თვის ინი­ცი­ა­ტი­ვას არა­სე­რი­ო­ზუ­ლი უწო­და მათ­მა ად­ვო­კატ­მა შოთა თუთ­ბე­რი­ძე­მაც.

"არ ვიცი რამ­დე­ნად ექ­ნე­ბათ ხა­ლი­სი სტუ­დენ­ტებს იმ სტა­დი­ონ­ზე თა­მა­შის, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ნე­ბის­მი­ერ თა­მაშ­ზე ყვე­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბას გა­ნი­ხი­ლა­ვენ, ალ­ბათ", - აღ­ნიშ­ნა მან.

ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­ჯა­რო მო­ხე­ლის მხრი­დან ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი არა­სე­რი­ო­ზუ­ლია იმ ფონ­ზე, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. თუთ­ბე­რი­ძის აზ­რით, თბი­ლი­სის მერს ამ­ხა­ნა­გურ მატჩზე და ინ­ცი­დენ­ტის და­ვი­წყე­ბა­ზე მე­ტად, და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა უნდა აღელ­ვებ­დეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: "ზოგს დინ­გში მოხ­ვდა, მაგ­რამ ძა­ლი­ან არა" - რას ჰყვე­ბა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც აფ­რი­კელ სტუ­დენ­ტებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას შე­ეს­წრო

თბი­ლის­ში აფ­რი­კელ სტუ­დენ­ტებს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ - რას ამ­ბობს შსს ვი­დე­ო­ზე, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღაშ­ფო­თა

ნი­გე­რი­ელ სტუ­დენ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე თვითმხილ­ვე­ლი ახალ დე­ტა­ლებს ჰყვე­ბა

კა­ლა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვა: ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი აფ­რი­კელ სტუ­დენ­ტებ­სა და ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლებს შო­რის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ჩემს ბავშვობაში თბილისში "გოიმობას" ეძახდნენ ასეთ საქციელს" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ნიგერიელი სტუდენტების ცემასა და კალაძის ინიციატივაზე

"ჩემს ბავშვობაში თბილისში "გოიმობას" ეძახდნენ ასეთ საქციელს" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ნიგერიელი სტუდენტების ცემასა და კალაძის ინიციატივაზე

რამდენიმე დღის წინ აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ქართველი მამაკაცები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. როგორც ის წერდა, ფეხბურთს თამაშობდნენ, როდესაც მათთან ქართველები მვიდნენ და სტადიონის დატოვება სთხოვეს. ნიგერიული სტუდენტი მომხდარს რასიზმს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს "მათი კანის ფერის გამო მოხდა". მოგვიანებით მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. თბილისის მერი კახა კალაძე კი ინიციატივით გამოვიდა, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართოს.

თემას აქტიური გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ინციდენტთან და საზოგადოების განცხადებებთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც მიუნხენის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწებს:

"ნუ ხართ ზედმეტად გულაჩუყებულნი დანაშაულის წინაშე... ერთხელ, 90-იანებში, შევარდნაძის სიბნელის და განუკითხაობის პერიოდში, გაქსუებული ქართველი მებაჟეები უცხოეთიდან ჩამოსულ ქართველებს რომ ძარცვავდნენ ხოლმე, ერთმა ქართველმა სტუდენტმა მოგვიყვა, როგორ ჩავიდა პირველად ევროპიდან საქართველოში ერთი პირადი ჩემოდნით (როგორც დღესაც ვმოგზაურობთ ხოლმე თავისუფლად) და როგორ მოსთხოვა უსინდისო მებაჟემ ფული რაღაც გაურკვეველი და უკანონო გადასახადისთვის. ეს ქართველი კი ისე იყო დაბნეული და შეშინებული, რომ უთხოვია, ცოტა დამიკელიო. იმასაც უმნიშვნელოდ "დაუკლია" ბაჟი და ამას კი მადლობის ნიშნად სუვენირებიც უჩუქებია მებაჟისთვის. რომ ვკითხეთ, საჩუქრები რისთვისღა აჩუქე, ის ფული ხომ სულ ტყუილად წაგცინცლაო, გვითხრა, რა ვიცი, იმან ხომ მცა პატივი და მეც პატივიო ვეციო. აი, ესაა ხშირად ქართველების ყოვლად საზიზღარი და გაუგებარი პოზა; უკანონობაში თან რომ პატივისცემას და გულითადობას ვეძებთ.

ამიტომაც, ზედმეტად მიმაჩნია რაღაც გულისამაჩუყებელი შერიგების და მეგობრობის საფეხბურთო მატჩები შავკანიან სტუდენტებთან. ასეთ საკითხებში იყავით პრაგმატულები და ცივსისხლიანები. მოხდა კანონდარღვევა? - შესაბამისად იმოქმედოს კანონმა! არ მომხდარა კანონდარღვევა? - მორჩით გულჩვილ საუბარს! ასე ჯობია!ჩემს ბავშვობაში თბილისში "გოიმობას" ეძახდნენ ასეთ საქციელს. და ძალიან მიუღებელი, სამარცხვინო და დასაცინი იყო ამგვარი ქცევა. დღეს რომ ვუყურებ საქართველოს თითქმის ნორმად იქცა ასეთი რამეები", - წერს დეკანოზი.

სტუდენტებთან მატჩის გამართვის ინიციატივას არასერიოზული უწოდა მათმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემაც.

"არ ვიცი რამდენად ექნებათ ხალისი სტუდენტებს იმ სტადიონზე თამაშის, მაგრამ გამოძიების დასრულების შემდეგ ნებისმიერ თამაშზე ყველა შემოთავაზებას განიხილავენ, ალბათ", - აღნიშნა მან.

ადვოკატის თქმით, საჯარო მოხელის მხრიდან ასეთი განცხადებები არასერიოზულია იმ ფონზე, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. თუთბერიძის აზრით, თბილისის მერს ამხანაგურ მატჩზე და ინციდენტის დავიწყებაზე მეტად, დანაშაულის გამოძიება უნდა აღელვებდეს.

წაიკითხეთ ასევე: "ზოგს დინგში მოხვდა, მაგრამ ძალიან არა" - რას ჰყვება მამაკაცი, რომელიც აფრიკელ სტუდენტებთან დაპირისპირებას შეესწრო

თბილისში აფრიკელ სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ - რას ამბობს შსს ვიდეოზე, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა

ნიგერიელ სტუდენტებთან მიმართებაში მომხდარ ინციდენტზე თვითმხილველი ახალ დეტალებს ჰყვება

კალაძის ინიციატივა: ამხანაგური მატჩი აფრიკელ სტუდენტებსა და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შორის

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს