აჭარის ტურისტული პროდუქტები მინკის საერთაშორისო გამოფენაზე

აჭარის ტურისტული პროდუქტები მინკის საერთაშორისო გამოფენაზე

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „LEISURE 2018” მიიღო მონაწილეობა. აჭარის ტურისტული პროდუქტები დეპარტამენტმა გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდით წარადგინა, სადაც ქვეყნისა და რეგიონის შესახებ ვიზიტორებს ამომწურავი ინფორმაციის მიღება 4 დღის განმავლობაში შეეძლოთ.

გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები ბელორუსის ტურიზმის სამინისტროს, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან გამართეს. საქართველო ბელორუსისთვის ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანაა, სადაც ბელორუსი მოგზაურების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

„ჩვენ ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ ბევრი მიმართულებით, მათ შორისაა ტურიზმი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის კუთხით ბელორუსში დაგეგმილი სარეკლამო აქტივობები, რადგან პოტენციურ ტურისტებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობას ბევრი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება კიდეც ბელორუსი მოგზაურების რაოდენობა. მაგალითად, გასულ წელს საქართველოს 47,988 ბელორუსი სტუმრობდა, რაც 29%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს. აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამირების მიზნით უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ რეიტინგულ მედიასაშუალებებთან და ტურისტულ კომპანიებთან ბელორუსში და ბუნებრივია, წელსაც ჩვენი პოტენციური ტურისტები ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ ჩვენი ტურისტული შესაძლებლობების შესახებ,“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ტურისტული სააგენტოები მონაწილეობდნენ. მიმდინარე წლის ბოლომდე აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ჯამში 25 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაიცნობენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი