სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გაიცანით 16 წლის ლუკა ქუთათელი, რომელმაც თანატოლებს კითხვა შეაყვარა
გაიცანით 16 წლის ლუკა ქუთათელი, რომელმაც თანატოლებს კითხვა შეაყვარა

ბიჭს, რო­მელ­მაც თა­ნა­ტო­ლებს კი­თხვა შე­აყ­ვა­რა, პა­ტა­რა ასაკ­ში წიგ­ნი ასე ძა­ლი­ან სუ­ლაც არ აინ­ტე­რე­სებ­და. რო­გორც 16 წლის ლუკა ქუ­თა­თე­ლი იხ­სე­ნებს გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდა „ჰარი პო­ტე­რი“, რომ­ლის წა­კი­თხვა­მაც ბიჭი წიგ­ნებს მი­ა­ჯაჭ­ვა.

სკო­ლის მოს­წავ­ლე ლუკა დღეს გა­მომ­ცემ­ლო­ბა ”პა­ლიტ­რა L-ის” პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რია და უკვე გა­მოს­ცა პირ­ვე­ლი წიგ­ნი - რო­ბერტ ლუის სტი­ვენ­სო­ნის ნო­ვე­ლა „დოქ­ტორ ჯე­კი­ლი­სა და მის­ტერ ჰა­ი­დის უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი”. მისი გა­მომ­ცემ­ლო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა პრო­ექტ ”ლი­ბერ­ქიდსით” და­ი­წყო, შემ­დეგ ”ლი­ბერ­თინ­სით” გაგ­რძელ­და და ახლა 16 წლის ლუკა ამა­ყობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე დიდ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში საქ­მი­ა­ნობს.

„პა­ტა­რა­ო­ბა­ში წიგ­ნებ­ზე მე­ტად სა­ბავ­შვო ჟურნ­ლე­ბი მიყ­ვარ­და. დედა ყო­ველ­თვის მყი­დუ­ლობ­და „მხი­ა­რულ კა­რუ­სელს“, რო­მელ­შიც ორგვერ­დი­ა­ნი მო­თხრო­ბე­ბი იყო და მათ აუ­ცი­ლებ­ლად ვკი­თხუ­ლობ­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დედა სხვა­დას­ხვა სე­რი­ის წიგ­ნებ­საც მყი­დუ­ლობ­და, თუმ­ცა მე ნაკ­ლე­ბად ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დი. ერთ დღეს კი გა­დავ­წყვი­ტე, მეც წა­მე­კი­თხა ის ლე­გენ­და­რუ­ლი წიგ­ნი, რო­მელ­საც ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი მო­ნუს­ხუ­ლი ჰყავ­და. „ჰარი პო­ტე­რი და ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ქვა“ ვი­ყი­დე და ის ღამე კი­თხვა­ში გა­ვა­ტა­რე. და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში „ჰარი პო­ტე­რის“ შვი­დი­ვე ნა­წი­ლი წა­ვი­კი­თხე. სწო­რედ ეს იყო გარ­დამ­ტე­ხი პე­რი­ო­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რაც შერ­ჩე­ულ­მა წიგნ­მა მო­ა­ხერ­ხა. ამი­ტომ არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, რომ მო­ზარდს მისი ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი წიგ­ნი შევ­თა­ვა­ზოთ და 10 წლის ბავ­შვს დოს­ტო­ევ­სკის წა­კი­თხვა არ და­ვა­ძა­ლოთ“ - გვე­უბ­ნე­ბა ლუკა.

მას შემ­დეგ კი­თხვა მისი ცხოვ­რე­ბის გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლი გახ­და და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­შიც გა­დამ­წყვე­ტი როლი აკის­რია. ლუ­კას საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი ჰა­რუ­კი მუ­რა­კა­მია. იხ­სე­ნებს, რომ ერთ დღე­საც აპ­ლი­კა­ცია შე­ავ­სო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ტა­რა მკი­თხვე­ლებს არ­ჩევ­და პრო­ექ­ტის­თვის. მის­და გა­საკ­ვი­რად, მა­ლე­ვე „პა­ლიტ­რა L“-დან და­უ­კავ­შირ­დნენ და უთხრეს, რომ პრო­ექ­ტის ერთ-ერთ მო­ნა­წი­ლედ შე­არ­ჩი­ეს.

„8-დან 12 წლამ­დე 10 ბავ­შვი ვი­ყა­ვით. ჩვენ გვე­ვა­ლე­ბო­და, უცხო ენა­ზე წაგ­ვე­კი­თხა წიგ­ნე­ბი და სა­გა­მომ­ცემ­ლო ჯგუ­ფის­თვის ამა თუ იმ წიგ­ნის თარ­გმნა გვერ­ჩია. ჩვე­ნი ანო­ტა­ცი­ე­ბი და რე­ცენ­ზი­ე­ბი კი შერ­ჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბის პირ­ველ გვერ­დზე იბეჭ­დე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს პრო­ექ­ტი და­იხ­ვე­წა და „ლი­ბერ­ქიდსის“ სა­ხე­ლით საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტა­დაც ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ამ საქ­მემ ისე და­მა­ინ­ტე­რე­სა, რომ შემ­დეგ ამა­ვე გა­მომ­ცემ­ლო­ბის პრო­ექტ „ლი­ბერ­თინსში“ გა­ვაგ­რძე­ლე საქ­მი­ა­ნო­ბა. აქაც იგი­ვე გვე­ვა­ლე­ბო­და, თუმ­ცა ახლა თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის გათ­ვლი­ლი წიგ­ნე­ბი უნდა შეგ­ვერ­ჩია. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჩემი და­უ­ღა­ლა­ვი მცდე­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და და 30 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს ბრი­ტა­ნე­ლი ავ­ტო­რი ჰოლი სმე­ი­ლი ეწ­ვე­ვა“ - ამ­ბობს ლუკა.

ახლა ლუკა ქუ­თა­თე­ლი კომ­პა­ნი­ის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა თა­ნამ­შრო­მე­ლია და სკო­ლა­ში სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობს. მისი პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი რო­ბერტ ლუის სტი­ვენ­სო­ნის ნო­ვე­ლა „დოქ­ტორ ჯე­კი­ლი­სა და მის­ტერ ჰა­ი­დის უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვია“, რო­მე­ლიც ქარ­თულ ენა­ზე სრუ­ლად ახ­ლა­ხანს გა­მო­ი­ცა. ლუკა ქუ­თა­თე­ლი ახლა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც მალე და­ა­ნონსდე­ბა.

თი­ნე­ი­ჯე­რი გა­მომ­ცე­მე­ლის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბიც სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მას უნდა ინ­გლის­ში „ჰარ­პერ კო­ლინ­სის“ ერთ-ერთი გა­მომ­ცე­მე­ლი გახ­დეს. თუმ­ცა მა­ნამ­დე ლუ­კამ, რო­მე­ლიც ჯერ ისევ სკო­ლის მოს­წავ­ლეა, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს.

„სწავ­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე მინ­და, თუმ­ცა არა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბე­ნი­ლუქ­სის ქვეყ­ნებ­ში ან აშშ-ში მსურს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და ვფიქ­რობ, „პა­ლიტ­რა L“-ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ამ ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბა, რად­გან სკო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში მარ­თლაც უამ­რა­ვი რამ ვის­წავ­ლე. სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის კარ­გად შეს­წავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ბევ­რი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბა გა­მო­ვი­მუ­შა­ვე, უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი“ - გვიყ­ვე­ბა ლუკა.

ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, 16 წლის მოს­წავ­ლე ვი­ო­ლი­ნო­ზე უკ­რავს ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლის კა­მე­რულ ორ­კესტრსა და მე­ვი­ო­ლენ­თა ან­სამ­ბლში. ფლობს ინ­გლი­სურ, რუ­სუ­ლი, გერ­მა­ნულ და ჰო­ლან­დი­ურ ენებს. სწავ­ლობს ფრან­გულს. 4 წე­ლია, წყალ­ბურთს თა­მა­შობს.

"რე­კო­მენ­და­ცი­ებს ხში­რად მშობ­ლე­ბის­გან ვი­ღებ. სწო­რედ ისი­ნი არი­ან, ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა მსგავ­სიც მინ­და, რომ ვიყო მო­მა­ვალ­ში... წიგ­ნი გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რო­მე­ლიც სხვა ადა­მი­ა­ნის ჩა­რე­ვის გა­რე­შე გაძ­ლევს ცოდ­ნას და მი­მარ­თუ­ლე­ბას. ყო­ვე­ლი წა­კი­თხუ­ლი წიგ­ნი ახა­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბაა. ყო­ვე­ლი წიგ­ნის წა­კი­თხვის შემ­დეგ იმა­ზე მეტი ხარ, ვიდ­რე იქამ­დე იყა­ვი. ამი­ტომ ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ჩემს გარ­შე­მო ბევრ ადა­მი­ანს კი­თხვა შე­ვაყ­ვა­რე. მე რომ მი­ყუ­რებ­დნენ, მათ თა­ვად უჩ­ნდე­ბო­დათ კი­თხვის სურ­ვი­ლი და მეც რე­კო­მენ­და­ცი­ებს ვაძ­ლევ­დი. სხვა­ნა­რად ადა­მი­ანს კი­თხვას ვერ აი­ძუ­ლებ. ყვე­ლას თა­ვი­სი ასა­კის შე­სა­ფე­რი­სი წიგ­ნი უნდა შეს­თა­ვა­ზო, ესაა წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლის მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო გა­სა­ღე­ბიც და სწო­რედ ამ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა პრო­ექ­ტე­ბი „ლი­ბერ­ქიდსი“ და „ლი­ბერ­თინ­სი“ - გან­მარ­ტავს ლუკა ქუ­თა­თე­ლი.

ლუ­კას თქმით, ამ პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ზარ­დებ­სა და თი­ნე­ი­ჯე­რებ­ზე გათ­ვლი­ლი ახა­ლი წიგ­ნე­ბი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და, სწო­რედ ამი­ტომ უამ­რა­ვი ოჯა­ხი იდგა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე, რომ მო­ზარ­დებს კი­თხვა არ უყ­ვარ­დათ. ლუ­კას გან­მარ­ტე­ბით, ამ პრო­ექ­ტებ­მა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში უამ­რა­ვი ახა­ლი წიგ­ნი გა­ა­ჩი­ნა და ბევრ მო­ზარ­დსაც კი­თხვა შე­აყ­ვა­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გაიცანით 16 წლის ლუკა ქუთათელი, რომელმაც თანატოლებს კითხვა შეაყვარა

გაიცანით 16 წლის ლუკა ქუთათელი, რომელმაც თანატოლებს კითხვა შეაყვარა

ბიჭს, რომელმაც თანატოლებს კითხვა შეაყვარა, პატარა ასაკში წიგნი ასე ძალიან სულაც არ აინტერესებდა. როგორც 16 წლის ლუკა ქუთათელი იხსენებს გარდამტეხი აღმოჩნდა „ჰარი პოტერი“, რომლის წაკითხვამაც ბიჭი წიგნებს მიაჯაჭვა.

სკოლის მოსწავლე ლუკა დღეს გამომცემლობა ”პალიტრა L-ის” პროექტების მენეჯერია და უკვე გამოსცა პირველი წიგნი - რობერტ ლუის სტივენსონის ნოველა „დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი”. მისი გამომცემლობასთან ურთიერთობა პროექტ ”ლიბერქიდსით” დაიწყო, შემდეგ ”ლიბერთინსით” გაგრძელდა და ახლა 16 წლის ლუკა ამაყობს, რომ საქართველოს ყველაზე დიდ გამომცემლობაში საქმიანობს.

„პატარაობაში წიგნებზე მეტად საბავშვო ჟურნლები მიყვარდა. დედა ყოველთვის მყიდულობდა „მხიარულ კარუსელს“, რომელშიც ორგვერდიანი მოთხრობები იყო და მათ აუცილებლად ვკითხულობდი. მოგვიანებით დედა სხვადასხვა სერიის წიგნებსაც მყიდულობდა, თუმცა მე ნაკლებად ვინტერესდებოდი. ერთ დღეს კი გადავწყვიტე, მეც წამეკითხა ის ლეგენდარული წიგნი, რომელსაც ჩემი თანატოლები მონუსხული ჰყავდა. „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ ვიყიდე და ის ღამე კითხვაში გავატარე. დაახლოებით ერთ თვეში „ჰარი პოტერის“ შვიდივე ნაწილი წავიკითხე. სწორედ ეს იყო გარდამტეხი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რაც შერჩეულმა წიგნმა მოახერხა. ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი, რომ მოზარდს მისი ასაკის შესაბამისი წიგნი შევთავაზოთ და 10 წლის ბავშვს დოსტოევსკის წაკითხვა არ დავაძალოთ“ - გვეუბნება ლუკა.

მას შემდეგ კითხვა მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა და სამომავლო გეგმებშიც გადამწყვეტი როლი აკისრია. ლუკას საყვარელი მწერალი ჰარუკი მურაკამია. იხსენებს, რომ ერთ დღესაც აპლიკაცია შეავსო, რომლის მიხედვითაც გამომცემლობა პატარა მკითხველებს არჩევდა პროექტისთვის. მისდა გასაკვირად, მალევე „პალიტრა L“-დან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ პროექტის ერთ-ერთ მონაწილედ შეარჩიეს.

„8-დან 12 წლამდე 10 ბავშვი ვიყავით. ჩვენ გვევალებოდა, უცხო ენაზე წაგვეკითხა წიგნები და საგამომცემლო ჯგუფისთვის ამა თუ იმ წიგნის თარგმნა გვერჩია. ჩვენი ანოტაციები და რეცენზიები კი შერჩეული წიგნების პირველ გვერდზე იბეჭდებოდა. მოგვიანებით ეს პროექტი დაიხვეწა და „ლიბერქიდსის“ სახელით საკმაოდ წარმატებულ პროექტადაც ჩამოყალიბდა. ამ საქმემ ისე დამაინტერესა, რომ შემდეგ ამავე გამომცემლობის პროექტ „ლიბერთინსში“ გავაგრძელე საქმიანობა. აქაც იგივე გვევალებოდა, თუმცა ახლა თინეიჯერებისთვის გათვლილი წიგნები უნდა შეგვერჩია. ამ პროექტის ფარგლებში ჩემი დაუღალავი მცდელობა წარმატებით დასრულდა და 30 მაისს საქართველოს ბრიტანელი ავტორი ჰოლი სმეილი ეწვევა“ - ამბობს ლუკა.

ახლა ლუკა ქუთათელი კომპანიის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელია და სკოლაში სწავლის პარალელურად, პროექტების მენეჯერად მუშაობს. მისი პირველი პროექტი რობერტ ლუის სტივენსონის ნოველა „დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავია“, რომელიც ქართულ ენაზე სრულად ახლახანს გამოიცა. ლუკა ქუთათელი ახლა ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობს, რომელიც მალე დაანონსდება.

თინეიჯერი გამომცემელის სამომავლო გეგმებიც საგამომცემლო საქმიანობას უკავშირდება. მას უნდა ინგლისში „ჰარპერ კოლინსის“ ერთ-ერთი გამომცემელი გახდეს. თუმცა მანამდე ლუკამ, რომელიც ჯერ ისევ სკოლის მოსწავლეა, უმაღლესი განათლება უნდა მიიღოს.

„სწავლა საერთაშორისო ურთიერთობებზე მინდა, თუმცა არა საქართველოში. ბენილუქსის ქვეყნებში ან აშშ-ში მსურს უმაღლესი განათლების მიღება და ვფიქრობ, „პალიტრა L“-ში მიღებული გამოცდილება ამ ოცნების ასრულებაში დამეხმარება, რადგან სკოლის პარალელურად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. გამომცემლობაში მართლაც უამრავი რამ ვისწავლე. საგამომცემლო საქმიანობის კარგად შესწავლის პარალელურად, ბევრი პიროვნული თვისება გამოვიმუშავე, უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი“ - გვიყვება ლუკა.

ამ ყველაფრის პარალელურად, 16 წლის მოსწავლე ვიოლინოზე უკრავს ევგენი მიქელაძის სახელობის სკოლის კამერულ ორკესტრსა და მევიოლენთა ანსამბლში. ფლობს ინგლისურ, რუსული, გერმანულ და ჰოლანდიურ ენებს. სწავლობს ფრანგულს. 4 წელია, წყალბურთს თამაშობს.

"რეკომენდაციებს ხშირად მშობლებისგან ვიღებ. სწორედ ისინი არიან, ადამიანები, რომელთა მსგავსიც მინდა, რომ ვიყო მომავალში... წიგნი განვითარების ერთადერთი საშუალებაა, რომელიც სხვა ადამიანის ჩარევის გარეშე გაძლევს ცოდნას და მიმართულებას. ყოველი წაკითხული წიგნი ახალი ცოდნა და გამოცდილებაა. ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ იმაზე მეტი ხარ, ვიდრე იქამდე იყავი. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ჩემს გარშემო ბევრ ადამიანს კითხვა შევაყვარე. მე რომ მიყურებდნენ, მათ თავად უჩნდებოდათ კითხვის სურვილი და მეც რეკომენდაციებს ვაძლევდი. სხვანარად ადამიანს კითხვას ვერ აიძულებ. ყველას თავისი ასაკის შესაფერისი წიგნი უნდა შესთავაზო, ესაა წიგნის სიყვარულის მთავარი საიდუმლო გასაღებიც და სწორედ ამ საქმეს ემსახურება პროექტები „ლიბერქიდსი“ და „ლიბერთინსი“ - განმარტავს ლუკა ქუთათელი.

ლუკას თქმით, ამ პროექტების დაწყებამდე საქართველოში მოზარდებსა და თინეიჯერებზე გათვლილი ახალი წიგნები საერთოდ არ არსებობდა, სწორედ ამიტომ უამრავი ოჯახი იდგა პრობლემის წინაშე, რომ მოზარდებს კითხვა არ უყვარდათ. ლუკას განმარტებით, ამ პროექტებმა წიგნის მაღაზიებში უამრავი ახალი წიგნი გააჩინა და ბევრ მოზარდსაც კითხვა შეაყვარა.

5 შთამბეჭდავი და შთამაგონებელი რამ, რასაც მიშელ ობამაზე გაიგებთ მისი წიგნიდან „როგორ გავხდი ის, რაც ვარ“

იცით, ვინ იყვნენ სინამდვილეში გეიშები?  - 13 მაისიდან პირველად ქართულ ენაზე "გეიშას მემუარები"

„მე არ მიყვარს სიჩუმე!“ - საინტერესო ფაქტები ელიფ შაფაქის ცხოვრებიდან