სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქალად გადაცმული ისრაელის მომავალი პრემიერი და ისტორიული ოპერაცია ბეირუთში - 45 წელი „ახალგაზრდობის გაზაფხულიდან“
ქალად გადაცმული ისრაელის მომავალი პრემიერი და ისტორიული ოპერაცია ბეირუთში - 45 წელი „ახალგაზრდობის გაზაფხულიდან“

...1973 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის „მო­სა­დის“ დი­რექ­ტორ­მა ცვი ზა­მირ­მა, „სა­ი­ე­რეტ მატ­კა­ლის“ სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის მე­თა­უ­რი (ის­რა­ე­ლის მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი) ეჰუდ ბა­რა­კი გა­მო­ი­ძა­ხა. ზა­მირ­მა ბა­რაკს პა­ლეს­ტი­ნუ­რი მოძ­რა­ო­ბა „ფა­თხის“ ლი­დე­რე­ბის სამი სუ­რა­თი და­უ­დო მა­გი­და­ზე და და­გეგ­მი­ლი ოპე­რა­ცი­ის დე­ტა­ლებ­ზე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი...

სა­ლიკ­ვი­და­ციო სი­ა­ში სამი კან­დი­და­ტი იყო: პა­ლეს­ტი­ნელ­თა ლი­დე­რის ია­სერ არა­ფა­ტის მო­ად­გი­ლე, იუ­სუფ ნა­ჯა­რი (ცნო­ბი­ლი რო­გორც აბუ იუ­სუ­ფი); „ფა­თხის“ ფარ­გლებ­ში შექ­მნი­ლი „და­სავ­ლეთ სექ­ტო­რის“ და­ნა­ყო­ფის სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რი ქა­მალ ად­ვა­ნი და „პა­ლეს­ტი­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის“ პრესმდი­ვა­ნი ქა­მალ ნა­სე­რი. აბუ იუ­სუ­ფი­სა და ქა­მალ ად­ვა­ნის ტე­რო­რის­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი ის­რა­ე­ლის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის. მათი კავ­ში­რი 1972 წლის მი­უ­ნ­ჰე­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე ის­რა­ე­ლის ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის სპორ­ტსმე­ნე­ბის მკვლე­ლო­ბას­თან და ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ სხვა ტე­რაქ­ტებ­თან დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი იყო და არა­ნა­ირ ეჭ­ვებს არ იწ­ვევ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ქა­მალ ნა­სერს, ის პი­რა­დად არა­სო­დეს მო­ნა­წი­ლე­ობ­და ტე­რაქ­ტებ­ში, თუმ­ცა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ „პა­ლეს­ტი­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის“ პრესმდი­ვა­ნი იყო, არა მხო­ლოდ ამარ­თლებ­და ტე­რორს, არა­მედ ღი­ა­დაც მო­უ­წო­დებ­და ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მკვლე­ლო­ბის­კენ. შე­სა­ბა­მი­სად, ის­რა­ე­ლის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი მას­ში ტე­რო­რის მთა­ვარ იდე­ო­ლოგს ხე­დავ­დნენ...

ია­სერ არა­ფა­ტი ქა­მალ ად­ვან­თან და ქა­მალ ნა­სერ­თან ერ­თად

ოპე­რა­ცია „ახალ­გაზ­რდო­ბის გა­ზა­ფხუ­ლის“ და­გეგ­მვა

პირ­ვე­ლი კი­თხვა, რო­მე­ლიც „მო­სა­დის“ დი­რექ­ტორ­მა ეჰუდ ბა­რაკს და­უს­ვა მხო­ლოდ ერთ რა­მეს ეხე­ბო­და: შეს­ძლებ­დნენ თუ არა „სა­ი­ე­რეტ მატ­კა­ლის“ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ლი­ბა­ნის დე­და­ქა­ლა­ქის ბე­ი­რუ­ტის ცენ­ტრში სა­ლიკ­ვი­და­ციო ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას და ის­რა­ელ­ში უვ­ნებ­ლად დაბ­რუ­ნე­ბას. მას შემ­დეგ, რაც ეჰუდ ბა­რა­კი სა­დაზ­ვერ­ვო მო­ნა­ცე­მებს გა­ეც­ნო, ცო­ტა­თი და­იბ­ნა. სა­ერ­თო სუ­რა­თი არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო იყო - სულ მცი­რე ტე­რო­რის­ტე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფელ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და, ხოლო შე­ნო­ბებ­ში შეს­ვლა­ზე სა­უ­ბა­რი უბ­რა­ლოდ ზედ­მე­ტი იყო.

ის­რა­ე­ლი­დან რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, ბო­ე­ვი­კე­ბით, არ­მი­ი­თა და ჟან­დარ­მე­რი­ით გავ­სე­ბულ ბე­ი­რუთ­ში „სა­ი­ე­რეტ მატ­კა­ლის“ წევ­რებს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმედ­ზე მო­უ­წევ­დათ ყოფ­ნა, იმის სრუ­ლი გა­აზ­რე­ბით, რომ მათ და­სახ­მა­რებ­ლად არა­ვინ მი­ვი­დო­და. რო­გორც გა­მოც­დილ პრო­ფე­სი­ო­ნალს, ეჰუდ ბა­რაკს ეს­მო­და, რომ „სა­ი­ე­რეტ მატ­კა­ლის“ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უსა­ზღვრო არ იყო. რის­კე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბა­ზე შან­სე­ბის გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად ბა­რაკ­მა „მო­სა­დის“ დი­რექ­ტორს უფრო დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­მოს­თხო­ვა, მათ შო­რის ტე­რო­რის­ტე­ბის სახ­ლე­ბი­სა და ბი­ნე­ბის დე­ტა­ლუ­რი გეგ­მე­ბი, ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვის სის­ტე­მა, მათ­თან მი­სას­ვლე­ლე­ბი, ასე­ვე ის, თუ ზუს­ტად რამ­დე­ნი ლი­ბა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი და ჟან­დარ­მი პატ­რუ­ლი­რებ­და ბე­ი­რუ­თის რამ­ლეთ ელ-ბა­ი­დას რა­ი­ონ­ში.

ამის შემ­დეგ, „მო­სა­დის“ აგენ­ტე­ბი იწყე­ბენ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას, რა­საც თუნ­დაც ირი­ბი კავ­ში­რი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ბე­ი­რუ­თის რამ­ლეთ ელ-ბა­ი­დას რა­ი­ონ­თან. კერ­ძოდ, ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე მოძ­რა­ო­ბა, შუქ­ნიშ­ნე­ბის ფა­ზე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა, თი­თო­ე­უ­ლი კუნ­ჭუ­ლი, სა­დაც სპეც­რაზ­მე­ლებს სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­ეძ­ლოთ თავ­შე­სა­ფა­რი ეპო­ვათ. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი იყო იმის დად­გე­ნა, დღის რა მო­ნაკ­ვეთ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­მიზ­ნე ტე­რო­რის­ტე­ბი სახ­ლში, მე­ზობ­ლე­ბი­დან ვინ­მეს ჰყავს თუ არა სა­კუ­თა­რი დაც­ვა და ა.შ. ნე­ბის­მი­ერ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ წვრილ­მანს, შე­ეძ­ლო ოპე­რა­ცია კრა­ხამ­დე მი­ეყ­ვა­ნა...

მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც სა­ჭი­რო სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცია ეჰუდ ბა­რა­კის ხელთ აღ­მოჩ­ნდა, მან თა­ვი­სი ოფიც­რე­ბი შეკ­რი­ბა და ოპე­რა­ცია „ახალ­გაზ­რდო­ბის გა­ზა­ფხუ­ლის“ დე­ტა­ლე­ბი გა­აც­ნო. ეჰუდ ბა­რაკს, პირ­ველ რიგ­ში, გა­და­სა­წყვე­ტი ჰქონ­და თუ რო­გორ მო­ა­ხერ­ხებ­და 20-კა­ცი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფი ქა­ლა­ქის გავ­ლით ოპე­რა­ცი­ის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მის­ვლას ისე, რომ ვინ­მეს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ე­პყროთ. გა­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ ერთი იყო: ჯგუ­ფის წევ­რე­ბის მო­ბი­ლურ ჯგუ­ფე­ბად, ორ-სამ კა­ცად და­ყო­ფა. „სა­ი­ე­რეტ მატ­კა­ლის“ მა­ი­ო­რი მუკი ბე­ცე­რი კი საკ­მა­ოდ ორი­გი­ნა­ლუ­რი იდე­ით გა­მო­ვი­და: სპეც­რაზ­მე­ლე­ბის ნა­წი­ლი ქა­ლად გა­და­იც­მევ­და და წყვი­ლე­ბად გა­ნა­წილ­დე­ბოდ­ნენ სპეც­რაზ­მის სხვა წევ­რებ­თან. სა­ა­მი­სოდ თელ-ავი­ვის მა­ღა­ზი­ებ­ში ქა­ლის დიდი ზო­მის ტან­საც­მე­ლე­ბი შე­ის­ყი­დეს. ტან­საც­მე­ლი სა­ჭი­რო­ზე ორი-სამი ზო­მით დიდი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რომ ია­რა­ღის და­მალ­ვა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნათ.

ოპე­რა­ცი­ის ად­გი­ლამ­დე მან­ქა­ნით მის­ვლა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტი იყო. მან­ქა­ნე­ბი მე­ზო­ბელ კვარ­ტალ­ში უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ და ოპე­რა­ცი­ის ად­გი­ლამ­დე ფე­ხით მი­სუ­ლიყ­ვნენ. თუმ­ცა, ოპე­რა­ცი­ის სა­ბო­ლოო ფა­ზის და­გეგ­მვამ­დე სა­ჭი­რო იყო რიგი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა, რომ­ლის გა­რე­შეც ყვე­ლა შემ­დგომ ქმე­დე­ბებს აზრი ეკარ­გე­ბო­და. რო­გორ უნდა მომ­ხდა­რი­ყო სპეც­რაზ­მე­ლე­ბის ბე­ი­რუ­თამ­დე მიყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლის ჩრდი­ლო­ეთ სა­ზღვრის­გან 120 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს? ვერ­ტმფრე­ნი­დან გად­მოს­ხმა თა­ვი­დან­ვე უარ­ყო­ფი­ლი იყო. ლი­ბა­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის სა­ხით შეს­ვლა ასე­ვე არა­რე­ა­ლუ­რი იყო. მხო­ლოდ ერთი გზა რჩე­ბო­და - ზღვა. ეჰუდ ბა­რაკ­მა მა­ი­ორ ამ­ნონ ბი­რანს და­ა­ვა­ლა ოპ­ტი­მა­ლუ­რი ად­გი­ლის მო­ძებ­ნა.

1973 წლის მარ­ტის ბო­ლოს მა­ი­ორ­მა ამ­ნონ ბი­რან­მა ეჰუდ ბა­რაკს ან­გა­რი­ში ჩა­ა­ბა­რა, რო­მელ­შიც ლი­ბან­ში გად­მოს­ხმის პო­ტენ­ცი­ურ პლაც­დარ­მად სას­ტუმ­რო „სან­დე­სის“ პლა­ჟი შეს­თა­ვა­ზა. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა ის იყო, რომ ბევ­რი ნომ­რის ფან­ჯრე­ბი პირ­და­პირ ზღვას გა­დაჰ­ყუ­რებ­და - იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ რო­მე­ლი­მე ტუ­რის­ტი აი­ვან­ზე გა­მო­ვი­დო­და და სპეც­რაზ­მის გად­მოს­ხმას შე­ამ­ჩნევ­და, დიდი იყო. თუმ­ცა, უკე­თე­სი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არც იყო და შე­სა­ბა­მი­სად, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვი­თი ძა­ლე­ბის გენშტაბ­მა ეს ვა­რი­ან­ტი და­ამ­ტკი­ცა.

ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბის თა­რი­ღი რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ი­დო. ამის მი­ზე­ზი ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ყოყ­მა­ნი იყო. გენშტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი და­ვიდ ელი­ა­ზა­რი თით­ქმის ყო­ველ დღე შე­დი­ო­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის კა­ბი­ნეტ­ში და ოპე­რა­ცი­ის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­წყე­ბას თხოვ­და. თუმ­ცა, მოშე და­ი­ა­ნი ყოყ­მა­ნობ­და. რო­გორც მი­ნის­ტრი ის არ ერე­ო­და ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვა­ში, მის ფუნ­ქცი­ებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რა შე­დი­ო­და და ზუს­ტად ეს აში­ნებ­და მას. ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გებს ის­რა­ელ­ზე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­და. მსოფ­ლი­ო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ზო­ნან­სი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იყო, ვი­ნა­ი­დან სა­უ­ბა­რი ეხე­ბო­და არა უბ­რა­ლოდ ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ა­ზე, არა­მედ ღია დი­ვერ­სი­ულ აქ­ცი­ა­ზე ერთ-ერთი არა­ბუ­ლი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში.

მზა­დე­ბა ოპე­რა­ცი­ის­თვის

ვიდ­რე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ოპე­რა­ცი­ის ბედს წყვეტ­დნენ, „სა­ი­ე­რეტ მატ­კა­ლის“ წევ­რე­ბი ყო­ველ­დღი­ურ წვრთნებს ატა­რებ­დნენ. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ქუს­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლის სწავ­ლა აღ­მოჩ­ნდა. ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში იმ სპეც­რაზ­მე­ლებს, ვი­საც ქა­ლად გა­დაც­მა მო­უ­წევ­დათ, ქა­ლე­ბი­ვით სი­ა­რუ­ლი უნდა ეს­წავ­ლათ...

თელ-ავი­ვის გა­რე­უ­ბან­ში რა­მათ ავი­ვის რა­ი­ონ­ში შე­ირ­ჩა სახ­ლი, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად ჰგავ­და ტე­რო­რის­ტე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს. ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში „სა­ი­ე­რეტ მატ­კა­ლის“ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ატა­რებ­დნენ წვრთნებს, რათა ცალ­კე­ულ ჯგუ­ფებს შო­რის ურ­თი­ერთქმე­დე­ბე­ბი გა­მო­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნათ. ეჰუდ ბა­რაკ­მა ოპე­რა­ცი­ა­ში 16 სპეც­რაზ­მე­ლი ჩარ­თო და ისი­ნი ხუთ ჯგუ­ფად დაყო. პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი მო­ბი­ლუ­რი შტა­ბის ფუნ­ქცი­ე­ბის ას­რუ­ლებ­და. მე­ო­რე ჯგუ­ფი კი ლიკ­ვი­და­ტო­რე­ბის სამი სშტურ­მო ჯგუ­ფის­თვის სა­ფარ­ველს უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. ოპე­რა­ცი­ის გეგ­მის მი­ხედ­ვით, „სა­ი­ე­რეტ მატ­კა­ლის“ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ოპე­რა­ცი­ის ად­გილ­ზე სამი მან­ქა­ნით უნდა მი­სუ­ლიყ­ვნენ, რო­მელ­საც „მო­სა­დის“ აგენ­ტე­ბი ბე­ი­რუთ­ში წი­ნას­წარ იქი­რა­ვებ­დნენ. მან­ქა­ნებს მე­ზო­ბელ კვარ­ტალ­ში და­ტო­ვებ­დნენ და წყვი­ლე­ბად და­ყო­ფილ­ნი ფე­ხით გა­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ ტე­რო­რის­ტე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის­კენ. ოთხი სპეც­რაზ­მე­ლი, მათ შო­რის ეჰუდ ბა­რა­კი, ქა­ლად გა­დაც­მულ­ნი იქ­ნე­ბოდ­ნენ.

„სა­ი­ე­რეტ მატ­კა­ლის“ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი

დრო გა­დი­ო­და, თუმ­ცა გენშტა­ბი­დან ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ზე თან­ხმო­ბა არ მო­დი­ო­და. რა­ღაც მო­მენ­ტში, ვიცე-პოლ­კოვ­ნიკ ეჰუდ ბა­რაკს უკვე ეეჭ­ვე­ბო­და, რომ ოპე­რა­ცია სა­ერ­თოდ შედ­გე­ბო­და. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი 1973 წლის პირ­ველ მარტს შე­იც­ვა­ლა. პა­ლეს­ტი­ნუ­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „შავი სექ­ტემ­ბრის“ ბო­ე­ვი­კე­ბი სუ­დან­ში სა­უ­დის არა­ბე­თის სა­ელ­ჩო­ში შე­იჭრ­ნენ, სა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ღე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მათ რამ­დე­ნი­მე უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტი მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს, მათ შო­რის სუ­დან­ში აშშ-ს ელჩი კლეო ნო­ე­ლა. ისი­ნი ის­რა­ე­ლის­გან, აშშ-სგან, იორ­და­ნი­ის­გან და და­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ის­გან ტე­რო­რის­ტე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­დნენ. მას შემ­დეგ, რაც აშშ-მა უარი გა­ნა­ცხა­და მათი მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე, 2 მარტს სამი დიპ­ლო­მა­ტი მოკ­ლეს: აშშ-ს ელჩი კლეო ნო­ე­ლი, აშშ-ს სა­ელ­ჩოს პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი ჯორჯ კარ­ტის მური და ბელ­გი­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტი გაი ეიდი.

აღ­ნიშ­ნულ­მა დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია მსოფ­ლი­ო­ში, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ აი­ძუ­ლა ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი მოშე და­ი­ა­ნი ლი­ბა­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი რე­ი­დი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. ის­რა­ე­ლის გათ­ვლა ის იყო, რომ მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი და­ჟი­ნე­ბით არ გა­აკ­რი­ტი­კებ­და ის­რა­ელს, ვი­ნა­ი­დან პა­ლეს­ტი­ნუ­რი ტე­რო­რი უკვე ყელ­ში ჰქონ­დათ ამო­სუ­ლი. ოპე­რა­ცია „ახალ­გაზ­რდო­ბის გა­ზა­ფხუ­ლის“ ჩა­ტა­რე­ბა 9 აპ­რი­ლის­თვის ჩა­ი­ნიშ­ნა. ღა­მით სა­ზღვაო დე­სან­ტი ლი­ბა­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში უნდა შე­სუ­ლი­ყო, სა­ი­და­ნაც მო­ტო­რი­ან ნა­ვებ­ზე სპეც­რაზ­მე­ლე­ბი გად­მოს­ხმის პუნ­ქტს მი­აღ­წევ­დნენ...

1973 წლის პირ­ველ აპ­რილს ბე­ი­რუ­თის სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო „სან­დეს­ში“ ელე­გან­ტუ­რად გა­მო­წყო­ბი­ლი მა­მა­კა­ცი შე­ვი­და. სას­ტუმ­რო­ში რე­გის­ტრი­რე­ბი­სას მან ბელ­გი­ის მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი, ვინ­მე ჟილ­ბერ რიმ­ბო­დის სა­ხელ­ზე წა­რად­გი­ნა. და­ი­ქი­რა­ვა ავ­ტო­მო­ბი­ლი, თეთ­რი „ბი­უ­ი­კი“. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ იმა­ვე სას­ტუმ­რო­ში კი­დევ ერთი „უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტი“ გა­მოჩ­ნდე­ბა, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტს, ვინ­მე დი­ტერ ალტნუ­ცე­რის სა­ხელ­ზე წა­რად­გენს. სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯერს ალტნუ­ცე­რი ეტყვის, რომ თევ­ზა­ო­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლია და მთე­ლი წელი ოც­ნე­ბობ­და ბე­ი­რუ­თის სა­ნა­პი­რო­ზე ეთევ­ზა­ვა. ის ასე­ვე და­ი­ქი­რა­ვებს თეთ­რი ფე­რის „ბი­უ­იკს“, რის შემ­დე­გაც და­ი­წყებს ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბას ტალ­ღე­ბის სი­მაღ­ლე­ზე, ქა­რის სიჩ­ქა­რე­ზე, წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა­სა და ზღვის ნა­კა­დებ­ზე.

ხუთი დღის შემ­დეგ იმა­ვე სას­ტუმ­რო­ში სამი „ბრი­ტა­ნე­ლი ტუ­რის­ტი“ გა­ჩერ­დე­ბა, ხოლო მე­ო­თხე „ბრი­ტა­ნე­ლი“ ტუ­რის­ტი ფე­შე­ნე­ბე­ლურ სას­ტუმ­რო „ატ­ლან­ტიკ­ში“ და­ბი­ნავ­და, რო­მე­ლიც ტე­რო­რის­ტე­ბის სახ­ლთან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობ­და. „მო­სა­დის“ აგენ­ტე­ბი ხელთ არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბას შე­უდ­გნენ.

ოპე­რა­ცი­ის დღე

1973 წლის 9 აპ­რი­ლის დილა. კე­სა­რი­ა­ში მდე­ბა­რე ის­რა­ე­ლის სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ბა­ზა­ზე ის­რა­ე­ლის გენშტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვიდ ელი­ა­ზა­რი და სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის „ამა­ნის“ ხელმზღვა­ნე­ლი ელი­აჰუ ზე­ი­რა მი­ვიდ­ნენ. ოპე­რა­ცი­ის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე დიდ ან­გარ­ში იყო შეკ­რე­ბი­ლი. ის­რა­ე­ლის გენშტა­ბის ხელ­მძღვა­ნელს არ და­უ­წყია ხან­გრძლი­ვი სა­უ­ბა­რი იმის თა­ო­ბა­ზე თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რთუ­ლია ეს ოპე­რა­ცია. მან თი­თო­ე­ულ სპეც­რაზ­მელს სა­ხე­ში შე­ხე­და და წყნა­რად წარ­მოს­თქვა: „მო­კა­ლით ის არამ­ზა­დე­ბი და სახ­ლში მშვი­დო­ბით დაბ­რუნ­დით“.

დი­ლით ხა­ი­ფას ყუ­რე­დან ზღვა­ში რვა სა­რა­კე­ტო და ოთხი ტორ­პე­დო­ი­ა­ნი კა­ტარ­ღა გა­ვი­და, რო­მელ­ზეც გან­ლა­გე­ბუ­ლი იყო 48 სწრაფ­მა­ვა­ლი რე­ზი­ნის მო­ტო­რი­ა­ნი ნავი. ღა­მის დად­გო­მის­თა­ნა­ვე ეს­კად­რა ლი­ბა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ლურ წყლებს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა, სა­ი­და­ნაც ჯგუ­ფე­ბად და­ყო­ფი­ლი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ნა­ვებ­ზე გად­მოს­ხმის პუნ­ქტამ­დე მი­აღ­წე­ვენ. ამ დროს სა­ნა­პი­რო­ზე მათ უკვე ელოდ­ნენ „მო­სა­დის“ აგენ­ტე­ბი წი­ნას­წარ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბით. იმ ღა­მეს ქა­რი­ა­ნი ამინ­დი იდგა, მა­ღა­ლი ტალ­ღე­ბი ჭარ­ბობ­და, რაც ის­რა­ე­ლე­ლი კო­მან­დო­სე­ბის სა­ნა­პი­როს­თან მი­ახ­ლო­ვე­ბას შე­უმ­ჩნე­ველს ხდი­და. 9 აპ­რი­ლის შუ­ა­ღა­მი­სას „მო­სა­დის“ აგენ­ტმა კო­მან­დო­სებს პი­რო­ბი­თი სიგ­ნა­ლი მის­ცა, რაც ნიშ­ნავ­და იმას, რომ „ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა და მან­ქა­ნე­ბი ად­გილ­ზეა“. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი სა­ნა­პი­როს მი­უ­ახ­ლოვ­დნენ. პირ­ველ „ბი­უ­იკ­ში“ სპეც­რაზ­მის მე­თა­უ­რი ეჰუდ ბა­რა­კი ჩაჯ­და. ყვე­ლა წე­სე­ბის დაც­ვით მან­ქა­ნე­ბი ქა­ლა­ქის ცენ­ტრის­კენ გა­ე­მარ­თნენ. ოპე­რა­ცი­ის ობი­ექ­ტამ­დე მათ 8 კი­ლო­მეტ­რი აშო­რებ­და.

თუმ­ცა, „მო­სა­დის“ ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელს რა­ღაც აწუ­ხებ­და. ერთი შე­ხედ­ვით, არა­ფე­რი იწ­ვევ­და საფრ­თხეს, თუმ­ცა, ინ­ტუ­ი­ცია კარ­ნა­ხობ­და, რომ რა­ღაც შე­იც­ვა­ლა. ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბე­ი­რუ­თის ქუ­ჩებ­ში ჟან­დარ­მე­რი­ის პატ­რუ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და. „მო­სა­დის“ აგენ­ტმა და­ჟი­ნე­ბით ურ­ჩია ეჰუდ ბა­რაკს მან­ქა­ნე­ბის არა მე­ზო­ბელ კვარ­ტალ­ში, არა­მედ ობი­ექ­ტის­გან რამ­დე­ნი­მე ასე­ულ მეტრში და­ტო­ვე­ბა.

ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, სპეც­რაზ­მის მე­თა­უ­რი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­კავ­ში­რე­ბო­და ოპე­რა­ცი­ის შტაბს და შე­ე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნა შეც­ვლი­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ვი­თა­რე­ბა. ამ­გვარ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში და­ნა­ყო­ფის მე­თა­ურს არ აქვს უფ­ლე­ბა სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს, ეს მხო­ლოდ ოპე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის პრე­რო­გა­ტი­ვაა. მუკი ბე­ცე­რი, რო­მე­ლიც ეჰუდ ბა­რა­კის უკან იჯდა, უკვე მზად იყო ხაზ­ზე გა­სუ­ლი­ყო ოპე­რა­ტი­ულ შტაბ­თან, თუმ­ცა ეჰუდ ბა­რაკ­მა ოპე­რა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

სა­ნა­პი­რო­დან გამ­გზავ­რე­ბი­დან 15 წუთ­ში სპეც­რაზ­მე­ლე­ბის მან­ქა­ნე­ბი ბე­ი­რუ­თის ფე­შე­ნე­ბე­ლურ რა­ი­ონ­ში სუ­ან­ში შე­ვიდ­ნენ. გვი­ან ღა­მის მი­უ­ხე­და­ვად, ქა­ლა­ქი გა­ნა­თე­ბუ­ლი იყო. მდიდ­რუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი, კა­ზი­ნო­ე­ბი და კი­ნო­თე­ატ­რე­ბი ხალ­ხით იყო სავ­სე. ირ­გვლივ დღე­სას­წა­უ­ლი­სა და აბ­სო­ლუ­ტუ­რი უდარ­დე­ლო­ბის ატ­მოს­ფე­რო სუ­ფევ­და. არა­ვის მო­უ­ვი­დო­და თავ­ში, რომ იქ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ის­რა­ე­ლე­ლი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი გაჩ­ნდე­ბოდ­ნენ. „სა­ი­ე­რეტ მატ­კა­ლის“ სპეც­რაზ­მე­ლებ­მა მან­ქა­ნე­ბი ვერ­დუ­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ სახ­ლთან და­ტო­ვეს და რამ­ლეთ ელ-ბა­ი­დას რა­ი­ო­ნის­კენ გა­ე­მარ­თნენ. ისი­ნი წყვი­ლე­ბად გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ.

ქა­ლად გა­დაც­მუ­ლი ის­რა­ე­ლის მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ეჰუდ ბა­რა­კი, რო­მელ­საც შავი პა­რი­კი ეკე­თა, ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი მი­დი­ო­და თა­ვის „კა­ვა­ლერ­თან“ მა­ი­ორ ბე­ცერ­თან ერ­თად. ეჰუდ ბა­რაკს ბი­უს­ტჰალ­ტერ­ში ორი პლას­ტი­კუ­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ედო, ხოლო ფარ­თო ბლუზ­ში კი „უზის“ ავ­ტო­მა­ტი ჰქონ­და მო­თავ­სე­ბუ­ლი. მათ უკან ათი მეტ­რის და­შო­რე­ბით კი­დევ ერთი წყვი­ლი მო­დი­ო­და - ლე­ი­ტე­ნან­ტი ილან რა­ფა­ე­ლი და კა­პი­ტა­ნი იონი ნე­თა­ნი­აჰუ, ის­რა­ე­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს ძმა.

ეჰუდ ბა­რა­კი და ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ

ეჰუდ ბა­რა­კი და მუკი ბე­ცე­რი პირ­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ, ვინც სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ობი­ექტს მი­უ­ახ­ლოვ­და. ისი­ნი ისეთ ად­გი­ლას გა­ჩერ­დნენ, სა­დაც გა­ნა­თე­ბა არ იყო. ერ­თმა­ნეთს ჩა­ე­ხუტ­ნენ, რო­გორც ამას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წყვი­ლი იზამ­და და და­ნარ­ჩე­ნი ჯგუ­ფე­ბის მოს­ვლას და­ე­ლოდ­ნენ. ერთი შე­ხედ­ვით ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დად იყო... თუმ­ცა, ტე­რო­რის­ტე­ბის სახ­ლი­დან ას მეტრში ორი ჟან­დარ­მი შე­ნიშ­ნეს. „მო­სა­დის­გან“ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ჟან­დარ­მე­ბი იმ ად­გი­ლას არ უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ შეც­ვლი­და ლიკ­ვი­და­ტო­რე­ბის გეგ­მებს - სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კა­პი­ტა­ნი ამი­რამ ლე­ვი­ნის ჯგუ­ფი ჟან­დარ­მე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას თა­ვის თავ­ზე აი­ღებ­და.

სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, რომ­ლის გვერ­დი­თაც ბა­რა­კი და ბე­ცე­რი იდ­გნენ, მე­ექ­ვსე სარ­თულ­ზე ია­სერ არა­ფა­ტის მო­ად­გი­ლე ალ-ნა­ჯა­რი (აბუ იუ­სუ­ფი) ცოლ-შვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. „მო­სა­დის“ აგენ­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აბუ იუ­სუ­ფის სახ­ლის ვეს­ტი­ბი­ულ­ში მო­ხუ­ცი კა­რის­კა­ცი იმ­ყო­ფე­ბო­და, ხოლო დაც­ვის წევ­რებს კი ღა­მით მან­ქა­ნებ­ში ეძი­ნათ. თა­ვი­დან­ვე გა­და­წყვე­ტი­ლი იყო, რომ მო­ხუ­ცი კა­რის­კა­ცის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა ცრემლსა­დე­ნი გა­ზით მოხ­დე­ბო­და, ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ის აქ­ტი­ურ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წევ­და სპეც­რაზ­მე­ლებს, მას თავ­ში მა­ყუ­ჩი­ა­ნი პის­ტო­ლე­ტი­დან გას­რო­ლით გა­ა­ნე­იტ­რა­ლებ­დნენ. დაც­ვის წევ­რე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ას კი თა­ვის თავ­ზე კა­პი­ტა­ნი ლე­ვი­ნის ჯგუ­ფი აი­ღებ­და.

10 აპ­რილს, 01:30 სა­ათ­ზე ყვე­ლა ჯგუ­ფი სა­წყის პო­ზი­ცი­ებ­ზე გა­ვი­და. ეჰუდ ბა­რაკ­მა ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა. თუმ­ცა, პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი გაჩ­ნდა. დამ­ხმა­რე ჯგუფ­მა უცებ ვერ შეძ­ლო დაც­ვის წევ­რე­ბის მან­ქა­ნის პოვ­ნა. ის ად­გი­ლი, სა­დაც მან­ქა­ნა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ცა­რი­ე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მეტი ლო­დი­ნი არ შე­იძ­ლე­ბო­და. ნე­ბის­მი­ერ და­ყოვ­ნე­ბას შემ­თხვე­ვი­თი გამ­ვლე­ლე­ბის ან ჟან­დარ­მე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბა შე­ეძ­ლო.

ეჰუდ ბა­რა­კი ჯგუფ­თან ერ­თად აბუ იუ­სუ­ფის სახ­ლის ფარ­თო ვეს­ტი­ბი­ულ­ში შე­ვი­და. შიგ­ნით არც დაც­ვა და არც კა­რის­კა­ცი არ იყო. სპეც­რაზ­მე­ლე­ბი სწრა­ფად ავიდ­ნენ მე­ექ­ვსე სარ­თულ­ზე და ბრძა­ნე­ბის მო­ლო­დინ­ში კა­რებ­თან გა­ჩერ­დნენ. მას შემ­დეგ, რაც ეჰუდ ბა­რა­კი დარ­წმუნ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით მი­დის, ის გა­რეთ გა­ვი­და, რათა ყვე­ლა ჯგუ­ფე­ბის­თვის ეხელ­მძღვა­ნე­ლა. კი­დევ ორმა ჯგუფ­მა ამ დროს პო­ზი­ცი­ე­ბი და­ი­კა­ვა მე­ზო­ბე­ლი სახ­ლის მე­ო­თხე და მე­ო­რე სარ­თუ­ლებ­ზე - ად­ვა­ნი­სა და ნა­სე­რის ბი­ნებ­თან.

საკ­მა­ოდ წინ­და­უ­ხე­და­ვი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბო­და შტურ­მის და­წყე­ბა ზურგს უკან გა­ურ­კვე­ვე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის დაც­ვის წევ­რე­ბის ცო­ცხლად და­ტო­ვე­ბით. ეჭვი რომ არ გა­ჩე­ნი­ლი­ყო, ქა­ლად გა­დაც­მუ­ლი კა­პი­ტა­ნი ლე­ვი­ნი, რო­მე­ლიც ნას­ვა­მი ქა­ლის როლს თა­მა­შობ­და, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სად­გო­მის­კენ გა­ე­მარ­თა, აბუ იუ­სუ­ფის დაც­ვის წევ­რე­ბის პოვ­ნის იმე­დით. რამ­დე­ნი­მე წუ­თიც არ გა­სუ­ლა და ერთ-ერთ გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნა­ში მან სა­ეჭ­ვო მოძ­რა­ო­ბა შე­ამ­ჩნია. ლე­ვინ­მა მან­ქა­ნას­თან მი­ახ­ლო­ე­ბა ვერ მი­ას­წრო, რო­დე­საც მან­ქა­ნის კა­რე­ბი გა­ი­ღო და იქე­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი გა­მო­ვი­და. ლე­ვი­ნი ნას­ვა­მი ქა­ლის რო­ლის თა­მაშს აგ­რძე­ლებ­და და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ მა­მა­კაცს უახ­ლოვ­დე­ბო­და. რო­დე­საც მათ შო­რის სულ რა­ღაც ათი მეტ­რი დარ­ჩა, კა­პი­ტან­მა ბლუ­ზი­დან ავ­ტო­მა­ტი გა­მო­ი­ღო და ტე­რო­რის­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლი გახ­სნა. თუმ­ცა, ორი გას­რო­ლის შემ­დეგ ავ­ტო­მატ­მა უმტყუ­ნა და აბუ იუ­სუ­ფის დაჭ­რი­ლი მცვე­ლი სიბ­ნე­ლე­ში მი­ი­მა­ლა. ამ დროს დამ­ხმა­რე ჯგუფ­მა მარ­ჯვე­ნა ფლან­გი­დან შე­მო­უ­ა­რა ინ­ცი­დენ­ტის ად­გილს და მიბ­ჯე­ნით და­ცხრი­ლა დაც­ვის წევ­რე­ბის მან­ქა­ნა. მოკ­ლუ­ლი მძღო­ლი თა­ვით და­ე­ცა სა­ჭე­ზე, რა­მაც ხან­გრძლი­ვი და გამ­ყი­ნა­ვი სიგ­ნა­ლი გა­მო­იწ­ვია. გარ­და ამი­სა, ტყვი­ე­ბი გვერ­დით მდგომ მან­ქა­ნებს მოხ­ვდა, რის გა­მოც სიგ­ნა­ლი­ზა­ცია ამუ­შავ­და.

შექ­მნილ­მა ხმა­ურ­მა სპეც­რაზ­მე­ლებს მათი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ფაქ­ტო­რი წა­არ­თვა. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო მათი ქმე­დე­ბე­ბის სის­წრა­ფე­ზე. ამ დრო­ის­თვის მა­ი­ორ ბე­ცე­რის ჯგუფ­მა კა­რებ­ზე პლას­ტი­კუ­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მი­ა­მაგ­რა. თი­თო­ე­უ­ლი წამი მა­რა­დი­უ­ლო­ბად ეჩ­ვე­ნე­ბო­დათ სპეც­რაზ­მე­ლებს, ხოლო პი­რო­ბი­თი სიგ­ნა­ლი ეჰუდ ბა­რა­კის­გან არ მო­დი­ო­და. „სა­ი­ე­რეტ მატ­კა­ლის“ მე­თა­უ­რი, მოვ­ლე­ნე­ბის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ ჩქა­რობ­და. ორ სხვა­დას­ხვა სახ­ლში მდე­ბა­რე სამ ბი­ნა­ში შტურ­მი ერ­თდრო­უ­ლად უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც ეჰუდ ბა­რა­კი დარ­წმუნ­და იმა­ში, რომ სა­მი­ვე ჯგუ­ფი მზად არის, მან შტურ­მის და­წყე­ბის პი­რო­ბი­თი სიგ­ნა­ლი მის­ცა.

სამი აფეთ­ქე­ბა

პირ­ვე­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა აბუ იუ­სუ­ფის ბი­ნას­თან ამოქ­მედ­და. მა­ი­ორ ბე­ცე­რის ჯგუფ­მა დე­ტა­ლუ­რად იცო­და ბი­ნის შიდა და­გეგ­მა­რე­ბა. „მო­სა­დის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, აბუ იუ­სუ­ფი ბი­ნის მარ­ცხე­ნა ფრთა­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო, დიდ ოთახ­ში, რო­მე­ლიც მისი სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტი იყო. გეგ­მის მი­ხედ­ვით, მუკი ბე­ცე­რი პირ­ვე­ლი უნდა შეჭ­რი­ლი­ყო აბუ იუ­სუ­ფის კა­ბი­ნეტ­ში. ამავდრო­უ­ლად, მისი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი სხვა ოთა­ხებს "გაწ­მენ­დნენ". აფეთ­ქე­ბა იმ­დე­ნად მძლავ­რი იყო, რომ კარი ფაქ­ტობ­რი­ვად ოთახ­ში შე­ვარ­და. აბუ იუ­სუ­ფი შე­ე­ცა­და პის­ტო­ლე­ტის აღე­ბა­სა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას, თუმ­ცა კა­პი­ტან იონი ნე­თა­ნი­აჰუს რამ­დე­ნი­მე ტყვი­ამ ის გა­ა­ნე­იტ­რა­ლა. ამ დროს ოთახ­ში აბუ იუ­სუ­ფის მე­უღ­ლე შე­ვარ­და, ნე­თა­ნი­აჰუს და­ახ­ტა, თუმ­ცა მას მუკი ბე­ცერ­მა ეს­რო­ლა. იონი ნე­თა­ნი­აჰუ მშვი­დად მი­უ­ახ­ლოვ­და ტე­რო­რის­ტის ცხე­დარს და მოკ­ლუ­ლის ხე­ლის მტე­ვა­ნი შე­ა­მოწ­მა - „მო­სა­დის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, აბუ იუ­სუფს ხელ­ზე თი­თის ფა­ლან­გი არ ჰქონ­და.

იონი ნე­თა­ნი­აჰუ

მას შემ­დეგ, რაც იონი ნე­თა­ნი­აჰუ დარ­წმუნ­და იმა­ში, რომ მის წი­ნა­შე ის ადა­მი­ა­ნი იყო, ვი­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­რა­ე­ლის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ეძებ­დნენ, მან სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ოთა­ხი­დან გა­ვი­და. სრო­ლე­ბი­სა და სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ის ხმა­ურ­მა ნა­ხე­ვა­რი ბე­ი­რუ­თი გა­აღ­ვი­ძა. ოპე­რა­ცი­ის ად­გი­ლი­დან 200 მეტრში მდე­ბა­რე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ოფი­ცერ­მა ად­გილ­ზე ჟან­დარ­მე­რი­ის ჯგუ­ფი გა­აგ­ზავ­ნა, რათა გა­ერ­კვი­ათ რა ხდე­ბო­და პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის თავს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ლი­ბა­ნე­ლებ­მა სრო­ლე­ბი პა­ლეს­ტი­ნე­ლებს შო­რის საქ­მის გარ­ჩე­ვად მი­ი­ღეს.

რო­გორც კი მო­შო­რე­ბით ჟან­დარ­მე­ბის ჯიპი გა­მოჩ­ნდა კა­პი­ტა­ნი ლე­ვი­ნი და მა­ი­ო­რი დოვ ბარი თავ­შე­საფ­რი­დან გა­მო­ვიდ­ნენ და ჯიპი და­ცხრი­ლეს. მან­ქა­ნის მძღოლ­მა მარ­თვა და­კარ­გა და გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა. ჟან­დარ­მე­ბი იმ­დე­ნად დაბ­ნე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლიც კი არ გახ­სნეს. მძღო­ლი ად­გილ­ზე მოკ­ვდა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნებ­მა მან­ქა­ნა და­ტო­ვეს და გა­იქ­ცნენ.

ამ დროს ქა­მალ ნა­სე­რის ბი­ნა­ში მძლავ­რი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა. სპეც­რაზ­მე­ლე­ბის ჯგუ­ფი ბი­ნა­ში შე­იჭ­რა. „მო­სა­დის“ აგენ­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­მალ ნა­სე­რი უცო­ლო იყო და მარ­ტო ცხოვ­რობ­და. ეს არ­სე­ბი­თად აად­ვი­ლებ­და სპეც­რაზ­მე­ლე­ბის და­ვა­ლე­ბას. თუმ­ცა, ტე­რო­რის­ტის სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში ორი შე­ში­ნე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი დახ­ვდათ. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა ტან­საც­მლის კა­რა­დის­კენ მი­უ­თი­თა სპეც­რაზ­მე­ლებს, მა­თაც ტყვი­ე­ბით და­ცხრი­ლეს კა­რა­და, სა­ი­და­ნაც ნა­სე­რის გვა­მი გად­მო­ვარ­და.

მე­სა­მე ჯგუ­ფი ამ დროს უკვე მზად იყო ქა­მალ ად­ვა­ნის ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის. სპეც­რაზ­მე­ლე­ბი იმა­ვე სცე­ნა­რით მოქ­მე­დებ­დნენ. რო­გორც კი ბი­ნა­ში შე­იჭრ­ნენ, ქა­მალ ად­ვა­ნი პის­ტო­ლე­ტით ხელ­ში დახ­ვდათ. მან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა მო­ას­წრო და ერთი სპეც­რაზ­მე­ლი დაჭ­რა, რის შემ­დე­გაც ფან­ჯრი­დან გაქ­ცე­ვა სცა­და, თუმ­ცა ამა­ოდ, ის რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლით მოკ­ლეს. ამის შემ­დეგ სპეც­რაზ­მე­ლებ­მა „პა­ლეს­ტი­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის“ სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი და მა­სა­ლე­ბი წა­ი­ღეს და ბინა და­ტო­ვეს.

ამ დროს გა­რეთ სი­ტუ­ა­ცია სულ უფრო და უფრო და­ი­ძა­ბა. სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ცო­ცხლად გა­მოს­ვლის შან­სე­ბი მცირ­დე­ბო­და. ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში ლი­ბა­ნურ ჟან­დარ­მე­რი­ას შე­ეძ­ლო გზე­ბის გა­და­კეტ­ვა, რაც ეჰუდ ბა­რაკ­სა და „მო­სა­დის“ აგენ­ტებს უკან და­ხე­ვის გზას მო­უჭ­რი­და. მას შემ­დეგ, რაც ეჰუდ ბა­რა­კი დარ­წმუნ­და, რომ ყვე­ლა­ნი ად­გილ­ზე იყ­ვნენ, დათ­ქმულ ად­გილ­ზე სამი მან­ქა­ნა მი­ვი­და. სპეც­რაზ­მე­ლე­ბის ნა­წი­ლი უკვე მან­ქა­ნებ­ში ის­ხდა, რო­დე­საც ჟან­დარ­მე­ბის კი­დევ ერთი ჯიპი გა­მოჩ­ნდა. გა­რეთ დარ­ჩე­ნილ­მა სპეც­რაზ­მე­ლებ­მა ჟან­დარ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­რო­ლეს - მან­ქა­ნამ მარ­თვა და­კარ­გა და დიდი სიჩ­ქა­რით სახ­ლის კე­დელს შე­ე­ჯა­ხა.

რო­დე­საც თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი მორ­ჩა და ეჰუდ ბა­რაკ­მა გამ­გზავ­რე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა, მო­სახ­ვე­ვი­დან ჟან­დარ­მე­ბის კი­დევ ერთი ჯიპი გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც სპეც­რაზ­მე­ლებს უკან და­ხე­ვის გზა გა­და­უჭ­რა. ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მუკი ბე­ცე­რი იდგა. მან მსხვრე­ვა­დი ყუმ­ბა­რა ეს­რო­ლა ჟან­დარ­მებს. ორი ჟან­დარ­მი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, მე­სა­მემ კი იქამ­დე მო­ას­წრო მან­ქა­ნი­დან გად­მოხ­ტო­მა, ვიდ­რე ყუმ­ბა­რა აფეთ­ქდე­ბო­და. დაჭ­რი­ლი ჟან­დარ­მის ცო­ცხლად და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. კა­პი­ტან­მა ნე­თა­ნი­აჰუმ ავ­ტო­მა­ტი გა­და­ტე­ნა და ჟან­დარმს და­ე­დევ­ნა. 20-30 მეტრში და­ე­წია და გა­ა­ნე­იტ­რა­ლა. თუმ­ცა, რო­დე­საც უკან მოტ­რი­ალ­და და­ი­ნა­ხა, რომ მან­ქა­ნე­ბი მის გა­რე­შე და­იძ­რნენ - სიჩ­ქა­რე­ში არა­ვის შე­უმ­ჩნე­ვია მისი არ­ყოფ­ნა. იონი ნე­თა­ნი­აჰუმ და­უყ­ვი­რა თა­ნა­მებ­რძო­ლებს, მისი ხმა ერთ-ერ­თმა გა­ი­გო და მან­ქა­ნა უკან დაბ­რუნ­და მის ასაყ­ვა­ნად.

თუმ­ცა, პა­ლეს­ტი­ნე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის სამი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ლიკ­ვი­დი­რე­ბა არ იყო ოპე­რა­ცია „ახალ­გაზ­რდო­ბის გა­ზა­ფხუ­ლის“ ერ­თა­დერ­თი სა­მიზ­ნე. ეჰუდ ბა­რა­კის ჯგუ­ფის პა­რა­ლე­ლუ­რად ბე­ი­რუთ­ში ის­რა­ე­ლის სა­დე­სან­ტო ძა­ლე­ბის 35-ე ბრი­გა­დი­სა და სა­ზღა­ვო კო­მან­დო­სე­ბის ჯგუ­ფის „შა­ი­ე­თეთ 13“-ის ჯგუფ­მა პა­ლეს­ტი­ნე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ოთხი ობი­ექ­ტი აა­ფეთ­ქეს და ასო­ბით ტე­რო­რის­ტი მოკ­ლეს.

...1973 წლის 10 აპ­რილს დი­ლით ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვი­თი ძა­ლე­ბის პრესმდი­ვა­ნი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მარ­თავს, რო­მელ­ზეც უცხო­ელ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­დებს, რომ ის­რა­ე­ლი ლი­ბა­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს. „ჩვენ არა მხო­ლოდ ლი­ბან­ში და ევ­რო­პა­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში ტე­რო­რის­ტე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია“, - გა­ნა­ცხა­დებს ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვი­თი ძა­ლე­ბის პრესმდი­ვა­ნი.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ე­რი ეჰუდ ბა­რა­კი პა­ლეს­ტი­ნელ­თა ლი­დერ ია­სერ არა­ფატ­თან და აშშ-ს პრე­ზი­დენტ ბილ კლინ­ტონ­თან შეხ­ვედ­რი­სას

ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ­მა ოპე­რა­ცი­ამ „ახალ­გაზ­რდო­ბის გა­ზა­ფხულ­მა“ ღრმა შოკ­ში ჩა­აგ­დო სრუ­ლი­ად არა­ბუ­ლი სამ­ყა­რო. რე­აქ­ცია მო­ი­ცავ­და ზი­ზღს, დაბ­ნე­უ­ლო­ბას, შიშ­სა და სა­კუ­თა­რი უძ­ლუ­რე­ბის შეგ­რძნე­ბას. თუმ­ცა, ოპე­რა­ცი­ის მთა­ვა­რი მიღ­წე­ვა იყო ის, რომ ის­რა­ე­ლის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა და­ამ­ტკი­ცეს, რომ მათ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ პა­ლეს­ტი­ნე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის ლი­დე­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე და ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში შე­უძ­ლი­ათ მათი ლიკ­ვი­დი­რე­ბა მა­თი­ვე სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში. და­წყე­ბუ­ლი 1973 წლის აპ­რი­ლი­დან პა­ლეს­ტი­ნუ­რი ტე­რო­რიზ­მის ლი­დე­რე­ბი მშვი­დად ვერ იძი­ნებ­დნენ, თა­ვი­ანთ სა­ხელ­ზე სახ­ლებს ვერ ყი­დუ­ლობ­დნენ და ვერ ქი­რა­ობ­დნენ, თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლიდ­ნენ ად­გილ­სამ­ყო­ფელს, რათა ოპე­რა­ცია „ახალ­გაზ­რდო­ბის გა­ზა­ფხუ­ლის“ მსგავ­სი არ გა­მო­რე­ბუ­ლი­ყო.

იმ დღე­ებ­ში ბრი­ტა­ნუ­ლი The Daily News წერ­და: „ის­რა­ე­ლის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რე­ბი არი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში…“

სპე­ცი­ა­ლუ­რად AMBEBI.GE-სთვის კახა დგე­ბუ­ა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქალად გადაცმული ისრაელის მომავალი პრემიერი და ისტორიული ოპერაცია ბეირუთში - 45 წელი „ახალგაზრდობის გაზაფხულიდან“

ქალად გადაცმული ისრაელის მომავალი პრემიერი და ისტორიული ოპერაცია ბეირუთში - 45 წელი „ახალგაზრდობის გაზაფხულიდან“

...1973 წლის თებერვალში, ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის „მოსადის“ დირექტორმა ცვი ზამირმა, „საიერეტ მატკალის“ სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური (ისრაელის მომავალი პრემიერ-მინისტრი) ეჰუდ ბარაკი გამოიძახა. ზამირმა ბარაკს პალესტინური მოძრაობა „ფათხის“ ლიდერების სამი სურათი დაუდო მაგიდაზე და დაგეგმილი ოპერაციის დეტალებზე დაიწყო საუბარი...

სალიკვიდაციო სიაში სამი კანდიდატი იყო: პალესტინელთა ლიდერის იასერ არაფატის მოადგილე, იუსუფ ნაჯარი (ცნობილი როგორც აბუ იუსუფი); „ფათხის“ ფარგლებში შექმნილი „დასავლეთ სექტორის“ დანაყოფის სამხედრო მეთაური ქამალ ადვანი და „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ პრესმდივანი ქამალ ნასერი. აბუ იუსუფისა და ქამალ ადვანის ტერორისტული საქმიანობა კარგად იყო ცნობილი ისრაელის სპეცსამსახურებისთვის. მათი კავშირი 1972 წლის მიუნჰენის ოლიმპიადაზე ისრაელის ოლიმპიური ნაკრების სპორტსმენების მკვლელობასთან და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ სხვა ტერაქტებთან დამტკიცებული იყო და არანაირ ეჭვებს არ იწვევდა. რაც შეეხება ქამალ ნასერს, ის პირადად არასოდეს მონაწილეობდა ტერაქტებში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ პრესმდივანი იყო, არა მხოლოდ ამართლებდა ტერორს, არამედ ღიადაც მოუწოდებდა ისრაელის მოქალაქეების მკვლელობისკენ. შესაბამისად, ისრაელის სპეცსამსახურები მასში ტერორის მთავარ იდეოლოგს ხედავდნენ...

იასერ არაფატი ქამალ ადვანთან და ქამალ ნასერთან ერთად

ოპერაცია „ახალგაზრდობის გაზაფხულის“ დაგეგმვა

პირველი კითხვა, რომელიც „მოსადის“ დირექტორმა ეჰუდ ბარაკს დაუსვა მხოლოდ ერთ რამეს ეხებოდა: შესძლებდნენ თუ არა „საიერეტ მატკალის“ სპეცრაზმელები ლიბანის დედაქალაქის ბეირუტის ცენტრში სალიკვიდაციო ოპერაციის ჩატარებას და ისრაელში უვნებლად დაბრუნებას. მას შემდეგ, რაც ეჰუდ ბარაკი სადაზვერვო მონაცემებს გაეცნო, ცოტათი დაიბნა. საერთო სურათი არც ისე სახარბიელო იყო - სულ მცირე ტერორისტების ადგილსამყოფელთან მიახლოება სირთულეს წარმოადგენდა, ხოლო შენობებში შესვლაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტი იყო.

ისრაელიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით, ბოევიკებით, არმიითა და ჟანდარმერიით გავსებულ ბეირუთში „საიერეტ მატკალის“ წევრებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე მოუწევდათ ყოფნა, იმის სრული გააზრებით, რომ მათ დასახმარებლად არავინ მივიდოდა. როგორც გამოცდილ პროფესიონალს, ეჰუდ ბარაკს ესმოდა, რომ „საიერეტ მატკალის“ შესაძლებლობები უსაზღვრო არ იყო. რისკებისა და წარმატებაზე შანსების გასაანალიზებლად ბარაკმა „მოსადის“ დირექტორს უფრო დეტალური ინფორმაცია გამოსთხოვა, მათ შორის ტერორისტების სახლებისა და ბინების დეტალური გეგმები, ობიექტების დაცვის სისტემა, მათთან მისასვლელები, ასევე ის, თუ ზუსტად რამდენი ლიბანელი ჯარისკაცი და ჟანდარმი პატრულირებდა ბეირუთის რამლეთ ელ-ბაიდას რაიონში.

ამის შემდეგ, „მოსადის“ აგენტები იწყებენ ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოპოვებას, რასაც თუნდაც ირიბი კავშირი შეიძლება ჰქონდეს ბეირუთის რამლეთ ელ-ბაიდას რაიონთან. კერძოდ, ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა, შუქნიშნების ფაზების ხანგრძლივობა, თითოეული კუნჭული, სადაც სპეცრაზმელებს საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ თავშესაფარი ეპოვათ. მაგრამ ყველაზე მთავარი იყო იმის დადგენა, დღის რა მონაკვეთში იმყოფებოდნენ სამიზნე ტერორისტები სახლში, მეზობლებიდან ვინმეს ჰყავს თუ არა საკუთარი დაცვა და ა.შ. ნებისმიერ გაუთვალისწინებელ წვრილმანს, შეეძლო ოპერაცია კრახამდე მიეყვანა...

მხოლოდ მას შემდეგ, რაც საჭირო სადაზვერვო ინფორმაცია ეჰუდ ბარაკის ხელთ აღმოჩნდა, მან თავისი ოფიცრები შეკრიბა და ოპერაცია „ახალგაზრდობის გაზაფხულის“ დეტალები გააცნო. ეჰუდ ბარაკს, პირველ რიგში, გადასაწყვეტი ჰქონდა თუ როგორ მოახერხებდა 20-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი ქალაქის გავლით ოპერაციის დანიშნულების ადგილამდე მისვლას ისე, რომ ვინმეს ყურადღება არ მიეპყროთ. გამოსავალი მხოლოდ ერთი იყო: ჯგუფის წევრების მობილურ ჯგუფებად, ორ-სამ კაცად დაყოფა. „საიერეტ მატკალის“ მაიორი მუკი ბეცერი კი საკმაოდ ორიგინალური იდეით გამოვიდა: სპეცრაზმელების ნაწილი ქალად გადაიცმევდა და წყვილებად განაწილდებოდნენ სპეცრაზმის სხვა წევრებთან. საამისოდ თელ-ავივის მაღაზიებში ქალის დიდი ზომის ტანსაცმელები შეისყიდეს. ტანსაცმელი საჭიროზე ორი-სამი ზომით დიდი უნდა ყოფილიყო, რომ იარაღის დამალვა მოეხერხებინათ.

ოპერაციის ადგილამდე მანქანით მისვლაზე საუბარი ზედმეტი იყო. მანქანები მეზობელ კვარტალში უნდა დაეტოვებინათ და ოპერაციის ადგილამდე ფეხით მისულიყვნენ. თუმცა, ოპერაციის საბოლოო ფაზის დაგეგმვამდე საჭირო იყო რიგი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, რომლის გარეშეც ყველა შემდგომ ქმედებებს აზრი ეკარგებოდა. როგორ უნდა მომხდარიყო სპეცრაზმელების ბეირუთამდე მიყვანა, რომელიც ისრაელის ჩრდილოეთ საზღვრისგან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს? ვერტმფრენიდან გადმოსხმა თავიდანვე უარყოფილი იყო. ლიბანის დედაქალაქში უცხოელი ტურისტების სახით შესვლა ასევე არარეალური იყო. მხოლოდ ერთი გზა რჩებოდა - ზღვა. ეჰუდ ბარაკმა მაიორ ამნონ ბირანს დაავალა ოპტიმალური ადგილის მოძებნა.

1973 წლის მარტის ბოლოს მაიორმა ამნონ ბირანმა ეჰუდ ბარაკს ანგარიში ჩააბარა, რომელშიც ლიბანში გადმოსხმის პოტენციურ პლაცდარმად სასტუმრო „სანდესის“ პლაჟი შესთავაზა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ბევრი ნომრის ფანჯრები პირდაპირ ზღვას გადაჰყურებდა - იმის ალბათობა, რომ რომელიმე ტურისტი აივანზე გამოვიდოდა და სპეცრაზმის გადმოსხმას შეამჩნევდა, დიდი იყო. თუმცა, უკეთესი ალტერნატივა არც იყო და შესაბამისად, ისრაელის თავდაცვითი ძალების გენშტაბმა ეს ვარიანტი დაამტკიცა.

ოპერაციის დაწყების თარიღი რამდენჯერმე გადაიდო. ამის მიზეზი ისრაელის თავდაცვის მინისტრის ყოყმანი იყო. გენშტაბის ხელმძღვანელი გენერალ-ლეიტენანტი დავიდ ელიაზარი თითქმის ყოველ დღე შედიოდა თავდაცვის მინისტრის კაბინეტში და ოპერაციის დაუყოვნებლივ დაწყებას თხოვდა. თუმცა, მოშე დაიანი ყოყმანობდა. როგორც მინისტრი ის არ ერეოდა ოპერაციის დაგეგმვაში, მის ფუნქციებში პოლიტიკური საკითხების გადაჭრა შედიოდა და ზუსტად ეს აშინებდა მას. ოპერაციის შედეგებს ისრაელზე უარყოფითი გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა. მსოფლიოში პოლიტიკური რეზონანსი არაპროგნოზირებადი იყო, ვინაიდან საუბარი ეხებოდა არა უბრალოდ ანტიტერორისტულ ოპერაციაზე, არამედ ღია დივერსიულ აქციაზე ერთ-ერთი არაბული ქვეყნის დედაქალაქში.

მზადება ოპერაციისთვის

ვიდრე პოლიტიკოსები ოპერაციის ბედს წყვეტდნენ, „საიერეტ მატკალის“ წევრები ყოველდღიურ წვრთნებს ატარებდნენ. ყველაზე რთული ქუსლებზე სიარულის სწავლა აღმოჩნდა. ოპერაციის ფარგლებში იმ სპეცრაზმელებს, ვისაც ქალად გადაცმა მოუწევდათ, ქალებივით სიარული უნდა ესწავლათ...

თელ-ავივის გარეუბანში რამათ ავივის რაიონში შეირჩა სახლი, რომელიც მაქსიმალურად ჰგავდა ტერორისტების საცხოვრებელ სახლს. ორი თვის განმავლობაში „საიერეტ მატკალის“ სპეცრაზმელები ყოველდღიურად ატარებდნენ წვრთნებს, რათა ცალკეულ ჯგუფებს შორის ურთიერთქმედებები გამოემუშავებინათ. ეჰუდ ბარაკმა ოპერაციაში 16 სპეცრაზმელი ჩართო და ისინი ხუთ ჯგუფად დაყო. პირველი ჯგუფი მობილური შტაბის ფუნქციების ასრულებდა. მეორე ჯგუფი კი ლიკვიდატორების სამი სშტურმო ჯგუფისთვის საფარველს უზრუნველყოფდა. ოპერაციის გეგმის მიხედვით, „საიერეტ მატკალის“ სპეცრაზმელები ოპერაციის ადგილზე სამი მანქანით უნდა მისულიყვნენ, რომელსაც „მოსადის“ აგენტები ბეირუთში წინასწარ იქირავებდნენ. მანქანებს მეზობელ კვარტალში დატოვებდნენ და წყვილებად დაყოფილნი ფეხით გაემგზავრებოდნენ ტერორისტების ადგილსამყოფელისკენ. ოთხი სპეცრაზმელი, მათ შორის ეჰუდ ბარაკი, ქალად გადაცმულნი იქნებოდნენ.

„საიერეტ მატკალის“ სპეცრაზმელები

დრო გადიოდა, თუმცა გენშტაბიდან ოპერაციის ჩატარებაზე თანხმობა არ მოდიოდა. რაღაც მომენტში, ვიცე-პოლკოვნიკ ეჰუდ ბარაკს უკვე ეეჭვებოდა, რომ ოპერაცია საერთოდ შედგებოდა. თუმცა, ყველაფერი 1973 წლის პირველ მარტს შეიცვალა. პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „შავი სექტემბრის“ ბოევიკები სუდანში საუდის არაბეთის საელჩოში შეიჭრნენ, სადაც ოფიციალური მიღება მიმდინარეობდა. მათ რამდენიმე უცხოელი დიპლომატი მძევლად აიყვანეს, მათ შორის სუდანში აშშ-ს ელჩი კლეო ნოელა. ისინი ისრაელისგან, აშშ-სგან, იორდანიისგან და დასავლეთ გერმანიისგან ტერორისტების გათავისუფლებას ითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც აშშ-მა უარი განაცხადა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, 2 მარტს სამი დიპლომატი მოკლეს: აშშ-ს ელჩი კლეო ნოელი, აშშ-ს საელჩოს პირველი მდივანი ჯორჯ კარტის მური და ბელგიელი დიპლომატი გაი ეიდი.

აღნიშნულმა დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოში, რამაც საბოლოოდ აიძულა ისრაელის თავდაცვის მინისტრი მოშე დაიანი ლიბანის დედაქალაქში ანტიტერორისტული რეიდი ჩაეტარებინა. ისრაელის გათვლა ის იყო, რომ მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი დაჟინებით არ გააკრიტიკებდა ისრაელს, ვინაიდან პალესტინური ტერორი უკვე ყელში ჰქონდათ ამოსული. ოპერაცია „ახალგაზრდობის გაზაფხულის“ ჩატარება 9 აპრილისთვის ჩაინიშნა. ღამით საზღვაო დესანტი ლიბანის ტერიტორიულ წყლებში უნდა შესულიყო, საიდანაც მოტორიან ნავებზე სპეცრაზმელები გადმოსხმის პუნქტს მიაღწევდნენ...

1973 წლის პირველ აპრილს ბეირუთის სანაპიროზე მდებარე სასტუმრო „სანდესში“ ელეგანტურად გამოწყობილი მამაკაცი შევიდა. სასტუმროში რეგისტრირებისას მან ბელგიის მოქალაქის პასპორტი, ვინმე ჟილბერ რიმბოდის სახელზე წარადგინა. დაიქირავა ავტომობილი, თეთრი „ბიუიკი“. რამდენიმე საათის შემდეგ იმავე სასტუმროში კიდევ ერთი „უცხოელი ტურისტი“ გამოჩნდება, რომელიც გერმანიის მოქალაქის პასპორტს, ვინმე დიტერ ალტნუცერის სახელზე წარადგენს. სასტუმროს მენეჯერს ალტნუცერი ეტყვის, რომ თევზაობის დიდი მოყვარულია და მთელი წელი ოცნებობდა ბეირუთის სანაპიროზე ეთევზავა. ის ასევე დაიქირავებს თეთრი ფერის „ბიუიკს“, რის შემდეგაც დაიწყებს ინფორმაციის შეგროვებას ტალღების სიმაღლეზე, ქარის სიჩქარეზე, წყლის ტემპერატურასა და ზღვის ნაკადებზე.

ხუთი დღის შემდეგ იმავე სასტუმროში სამი „ბრიტანელი ტურისტი“ გაჩერდება, ხოლო მეოთხე „ბრიტანელი“ ტურისტი ფეშენებელურ სასტუმრო „ატლანტიკში“ დაბინავდა, რომელიც ტერორისტების სახლთან ახლოს მდებარეობდა. „მოსადის“ აგენტები ხელთ არსებული ოპერატიული და სადაზვერვო ინფორმაციის გადამოწმებას შეუდგნენ.

ოპერაციის დღე

1973 წლის 9 აპრილის დილა. კესარიაში მდებარე ისრაელის საზღვაო ძალების ბაზაზე ისრაელის გენშტაბის ხელმძღვანელი დავიდ ელიაზარი და სამხედრო დაზვერვის „ამანის“ ხელმზღვანელი ელიაჰუ ზეირა მივიდნენ. ოპერაციის ყველა მონაწილე დიდ ანგარში იყო შეკრებილი. ისრაელის გენშტაბის ხელმძღვანელს არ დაუწყია ხანგრძლივი საუბარი იმის თაობაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი და რთულია ეს ოპერაცია. მან თითოეულ სპეცრაზმელს სახეში შეხედა და წყნარად წარმოსთქვა: „მოკალით ის არამზადები და სახლში მშვიდობით დაბრუნდით“.

დილით ხაიფას ყურედან ზღვაში რვა სარაკეტო და ოთხი ტორპედოიანი კატარღა გავიდა, რომელზეც განლაგებული იყო 48 სწრაფმავალი რეზინის მოტორიანი ნავი. ღამის დადგომისთანავე ესკადრა ლიბანის ტერიტორიალურ წყლებს მიუახლოვდება, საიდანაც ჯგუფებად დაყოფილი სპეცრაზმელები ნავებზე გადმოსხმის პუნქტამდე მიაღწევენ. ამ დროს სანაპიროზე მათ უკვე ელოდნენ „მოსადის“ აგენტები წინასწარ დაქირავებული მანქანებით. იმ ღამეს ქარიანი ამინდი იდგა, მაღალი ტალღები ჭარბობდა, რაც ისრაელელი კომანდოსების სანაპიროსთან მიახლოვებას შეუმჩნეველს ხდიდა. 9 აპრილის შუაღამისას „მოსადის“ აგენტმა კომანდოსებს პირობითი სიგნალი მისცა, რაც ნიშნავდა იმას, რომ „ყველაფერი კარგადაა და მანქანები ადგილზეა“. მხოლოდ ამის შემდეგ სპეცრაზმელები სანაპიროს მიუახლოვდნენ. პირველ „ბიუიკში“ სპეცრაზმის მეთაური ეჰუდ ბარაკი ჩაჯდა. ყველა წესების დაცვით მანქანები ქალაქის ცენტრისკენ გაემართნენ. ოპერაციის ობიექტამდე მათ 8 კილომეტრი აშორებდა.

თუმცა, „მოსადის“ ჯგუფის ხელმძღვანელს რაღაც აწუხებდა. ერთი შეხედვით, არაფერი იწვევდა საფრთხეს, თუმცა, ინტუიცია კარნახობდა, რომ რაღაც შეიცვალა. ბოლო დღეების განმავლობაში ბეირუთის ქუჩებში ჟანდარმერიის პატრულის რაოდენობა გაიზარდა. „მოსადის“ აგენტმა დაჟინებით ურჩია ეჰუდ ბარაკს მანქანების არა მეზობელ კვარტალში, არამედ ობიექტისგან რამდენიმე ასეულ მეტრში დატოვება.

ინსტრუქციების მიხედვით, სპეცრაზმის მეთაური დაუყოვნებლივ უნდა დაკავშირებოდა ოპერაციის შტაბს და შეეტყობინებინა შეცვლილი ოპერატიული ვითარება. ამგვარ სიტუაციებში დანაყოფის მეთაურს არ აქვს უფლება საკუთარ მოსაზრებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილება მიიღოს, ეს მხოლოდ ოპერაციის ხელმძღვანელის პრეროგატივაა. მუკი ბეცერი, რომელიც ეჰუდ ბარაკის უკან იჯდა, უკვე მზად იყო ხაზზე გასულიყო ოპერატიულ შტაბთან, თუმცა ეჰუდ ბარაკმა ოპერაციის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

სანაპიროდან გამგზავრებიდან 15 წუთში სპეცრაზმელების მანქანები ბეირუთის ფეშენებელურ რაიონში სუანში შევიდნენ. გვიან ღამის მიუხედავად, ქალაქი განათებული იყო. მდიდრული რესტორნები, კაზინოები და კინოთეატრები ხალხით იყო სავსე. ირგვლივ დღესასწაულისა და აბსოლუტური უდარდელობის ატმოსფერო სუფევდა. არავის მოუვიდოდა თავში, რომ იქ შეიარაღებული ისრაელელი სპეცრაზმელები გაჩნდებოდნენ. „საიერეტ მატკალის“ სპეცრაზმელებმა მანქანები ვერდუნის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან დატოვეს და რამლეთ ელ-ბაიდას რაიონისკენ გაემართნენ. ისინი წყვილებად გადაადგილდებოდნენ.

ქალად გადაცმული ისრაელის მომავალი პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ბარაკი, რომელსაც შავი პარიკი ეკეთა, ხელჩაკიდებული მიდიოდა თავის „კავალერთან“ მაიორ ბეცერთან ერთად. ეჰუდ ბარაკს ბიუსტჰალტერში ორი პლასტიკური ასაფეთქებელი ედო, ხოლო ფართო ბლუზში კი „უზის“ ავტომატი ჰქონდა მოთავსებული. მათ უკან ათი მეტრის დაშორებით კიდევ ერთი წყვილი მოდიოდა - ლეიტენანტი ილან რაფაელი და კაპიტანი იონი ნეთანიაჰუ, ისრაელის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ძმა.

ეჰუდ ბარაკი და ბენიამინ ნეთანიაჰუ

ეჰუდ ბარაკი და მუკი ბეცერი პირველები იყვნენ, ვინც სპეცოპერაციის ობიექტს მიუახლოვდა. ისინი ისეთ ადგილას გაჩერდნენ, სადაც განათება არ იყო. ერთმანეთს ჩაეხუტნენ, როგორც ამას ჩვეულებრივი წყვილი იზამდა და დანარჩენი ჯგუფების მოსვლას დაელოდნენ. ერთი შეხედვით ყველაფერი მშვიდად იყო... თუმცა, ტერორისტების სახლიდან ას მეტრში ორი ჟანდარმი შენიშნეს. „მოსადისგან“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჟანდარმები იმ ადგილას არ უნდა ყოფილიყვნენ. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ვერ შეცვლიდა ლიკვიდატორების გეგმებს - საჭიროების შემთხვევაში კაპიტანი ამირამ ლევინის ჯგუფი ჟანდარმების განეიტრალებას თავის თავზე აიღებდა.

საცხოვრებელ სახლში, რომლის გვერდითაც ბარაკი და ბეცერი იდგნენ, მეექვსე სართულზე იასერ არაფატის მოადგილე ალ-ნაჯარი (აბუ იუსუფი) ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა. „მოსადის“ აგენტების ინფორმაციით, აბუ იუსუფის სახლის ვესტიბიულში მოხუცი კარისკაცი იმყოფებოდა, ხოლო დაცვის წევრებს კი ღამით მანქანებში ეძინათ. თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ მოხუცი კარისკაცის განეიტრალება ცრემლსადენი გაზით მოხდებოდა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ის აქტიურ წინააღმდეგობას გაუწევდა სპეცრაზმელებს, მას თავში მაყუჩიანი პისტოლეტიდან გასროლით გაანეიტრალებდნენ. დაცვის წევრების ლიკვიდაციას კი თავის თავზე კაპიტანი ლევინის ჯგუფი აიღებდა.

10 აპრილს, 01:30 საათზე ყველა ჯგუფი საწყის პოზიციებზე გავიდა. ეჰუდ ბარაკმა ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა. თუმცა, პირველივე წუთებიდან გაუთვალისწინებელი გართულებები გაჩნდა. დამხმარე ჯგუფმა უცებ ვერ შეძლო დაცვის წევრების მანქანის პოვნა. ის ადგილი, სადაც მანქანა უნდა ყოფილიყო, ცარიელი აღმოჩნდა. მეტი ლოდინი არ შეიძლებოდა. ნებისმიერ დაყოვნებას შემთხვევითი გამვლელების ან ჟანდარმების ყურადღების მიპყრობა შეეძლო.

ეჰუდ ბარაკი ჯგუფთან ერთად აბუ იუსუფის სახლის ფართო ვესტიბიულში შევიდა. შიგნით არც დაცვა და არც კარისკაცი არ იყო. სპეცრაზმელები სწრაფად ავიდნენ მეექვსე სართულზე და ბრძანების მოლოდინში კარებთან გაჩერდნენ. მას შემდეგ, რაც ეჰუდ ბარაკი დარწმუნდა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ის გარეთ გავიდა, რათა ყველა ჯგუფებისთვის ეხელმძღვანელა. კიდევ ორმა ჯგუფმა ამ დროს პოზიციები დაიკავა მეზობელი სახლის მეოთხე და მეორე სართულებზე - ადვანისა და ნასერის ბინებთან.

საკმაოდ წინდაუხედავი ნაბიჯი იქნებოდა შტურმის დაწყება ზურგს უკან გაურკვეველი რაოდენობის დაცვის წევრების ცოცხლად დატოვებით. ეჭვი რომ არ გაჩენილიყო, ქალად გადაცმული კაპიტანი ლევინი, რომელიც ნასვამი ქალის როლს თამაშობდა, ავტომობილების სადგომისკენ გაემართა, აბუ იუსუფის დაცვის წევრების პოვნის იმედით. რამდენიმე წუთიც არ გასულა და ერთ-ერთ გაჩერებულ მანქანაში მან საეჭვო მოძრაობა შეამჩნია. ლევინმა მანქანასთან მიახლოება ვერ მიასწრო, როდესაც მანქანის კარები გაიღო და იქედან შეიარაღებული მამაკაცი გამოვიდა. ლევინი ნასვამი ქალის როლის თამაშს აგრძელებდა და შეიარაღებულ მამაკაცს უახლოვდებოდა. როდესაც მათ შორის სულ რაღაც ათი მეტრი დარჩა, კაპიტანმა ბლუზიდან ავტომატი გამოიღო და ტერორისტის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. თუმცა, ორი გასროლის შემდეგ ავტომატმა უმტყუნა და აბუ იუსუფის დაჭრილი მცველი სიბნელეში მიიმალა. ამ დროს დამხმარე ჯგუფმა მარჯვენა ფლანგიდან შემოუარა ინციდენტის ადგილს და მიბჯენით დაცხრილა დაცვის წევრების მანქანა. მოკლული მძღოლი თავით დაეცა საჭეზე, რამაც ხანგრძლივი და გამყინავი სიგნალი გამოიწვია. გარდა ამისა, ტყვიები გვერდით მდგომ მანქანებს მოხვდა, რის გამოც სიგნალიზაცია ამუშავდა.

შექმნილმა ხმაურმა სპეცრაზმელებს მათი მთავარი უპირატესობა, მოულოდნელობის ფაქტორი წაართვა. ყველაფერი დამოკიდებული იყო მათი ქმედებების სისწრაფეზე. ამ დროისთვის მაიორ ბეცერის ჯგუფმა კარებზე პლასტიკური ასაფეთქებელი მიამაგრა. თითოეული წამი მარადიულობად ეჩვენებოდათ სპეცრაზმელებს, ხოლო პირობითი სიგნალი ეჰუდ ბარაკისგან არ მოდიოდა. „საიერეტ მატკალის“ მეთაური, მოვლენების სწრაფი განვითარების მიუხედავად, არ ჩქარობდა. ორ სხვადასხვა სახლში მდებარე სამ ბინაში შტურმი ერთდროულად უნდა დაწყებულიყო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეჰუდ ბარაკი დარწმუნდა იმაში, რომ სამივე ჯგუფი მზად არის, მან შტურმის დაწყების პირობითი სიგნალი მისცა.

სამი აფეთქება

პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა აბუ იუსუფის ბინასთან ამოქმედდა. მაიორ ბეცერის ჯგუფმა დეტალურად იცოდა ბინის შიდა დაგეგმარება. „მოსადის“ ინფორმაციით, აბუ იუსუფი ბინის მარცხენა ფრთაში უნდა ყოფილიყო, დიდ ოთახში, რომელიც მისი სამუშაო კაბინეტი იყო. გეგმის მიხედვით, მუკი ბეცერი პირველი უნდა შეჭრილიყო აბუ იუსუფის კაბინეტში. ამავდროულად, მისი ჯგუფის წევრები სხვა ოთახებს "გაწმენდნენ". აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ კარი ფაქტობრივად ოთახში შევარდა. აბუ იუსუფი შეეცადა პისტოლეტის აღებასა და წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა კაპიტან იონი ნეთანიაჰუს რამდენიმე ტყვიამ ის გაანეიტრალა. ამ დროს ოთახში აბუ იუსუფის მეუღლე შევარდა, ნეთანიაჰუს დაახტა, თუმცა მას მუკი ბეცერმა ესროლა. იონი ნეთანიაჰუ მშვიდად მიუახლოვდა ტერორისტის ცხედარს და მოკლულის ხელის მტევანი შეამოწმა - „მოსადის“ ინფორმაციით, აბუ იუსუფს ხელზე თითის ფალანგი არ ჰქონდა.

იონი ნეთანიაჰუ

მას შემდეგ, რაც იონი ნეთანიაჰუ დარწმუნდა იმაში, რომ მის წინაშე ის ადამიანი იყო, ვისაც წლების განმავლობაში ისრაელის სპეცსამსახურები ეძებდნენ, მან საკონტროლო გასროლა განახორციელა და ოთახიდან გავიდა. სროლებისა და სიგნალიზაციის ხმაურმა ნახევარი ბეირუთი გააღვიძა. ოპერაციის ადგილიდან 200 მეტრში მდებარე პოლიციის განყოფილების ოფიცერმა ადგილზე ჟანდარმერიის ჯგუფი გააგზავნა, რათა გაერკვიათ რა ხდებოდა პალესტინელების თავს. სავარაუდოდ, ლიბანელებმა სროლები პალესტინელებს შორის საქმის გარჩევად მიიღეს.

როგორც კი მოშორებით ჟანდარმების ჯიპი გამოჩნდა კაპიტანი ლევინი და მაიორი დოვ ბარი თავშესაფრიდან გამოვიდნენ და ჯიპი დაცხრილეს. მანქანის მძღოლმა მართვა დაკარგა და გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. ჟანდარმები იმდენად დაბნეულები იყვნენ, რომ საპასუხო ცეცხლიც კი არ გახსნეს. მძღოლი ადგილზე მოკვდა, ხოლო დანარჩენებმა მანქანა დატოვეს და გაიქცნენ.

ამ დროს ქამალ ნასერის ბინაში მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა. სპეცრაზმელების ჯგუფი ბინაში შეიჭრა. „მოსადის“ აგენტების ინფორმაციით, ქამალ ნასერი უცოლო იყო და მარტო ცხოვრობდა. ეს არსებითად აადვილებდა სპეცრაზმელების დავალებას. თუმცა, ტერორისტის საძინებელ ოთახში ორი შეშინებული ახალგაზრდა ქალი დახვდათ. ერთ-ერთმა მათგანმა ტანსაცმლის კარადისკენ მიუთითა სპეცრაზმელებს, მათაც ტყვიებით დაცხრილეს კარადა, საიდანაც ნასერის გვამი გადმოვარდა.

მესამე ჯგუფი ამ დროს უკვე მზად იყო ქამალ ადვანის ლიკვიდაციისთვის. სპეცრაზმელები იმავე სცენარით მოქმედებდნენ. როგორც კი ბინაში შეიჭრნენ, ქამალ ადვანი პისტოლეტით ხელში დახვდათ. მან რამდენიმე გასროლა მოასწრო და ერთი სპეცრაზმელი დაჭრა, რის შემდეგაც ფანჯრიდან გაქცევა სცადა, თუმცა ამაოდ, ის რამდენიმე გასროლით მოკლეს. ამის შემდეგ სპეცრაზმელებმა „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ საიდუმლო დოკუმენტები და მასალები წაიღეს და ბინა დატოვეს.

ამ დროს გარეთ სიტუაცია სულ უფრო და უფრო დაიძაბა. სიტუაციიდან ცოცხლად გამოსვლის შანსები მცირდებოდა. ნებისმიერ მომენტში ლიბანურ ჟანდარმერიას შეეძლო გზების გადაკეტვა, რაც ეჰუდ ბარაკსა და „მოსადის“ აგენტებს უკან დახევის გზას მოუჭრიდა. მას შემდეგ, რაც ეჰუდ ბარაკი დარწმუნდა, რომ ყველანი ადგილზე იყვნენ, დათქმულ ადგილზე სამი მანქანა მივიდა. სპეცრაზმელების ნაწილი უკვე მანქანებში ისხდა, როდესაც ჟანდარმების კიდევ ერთი ჯიპი გამოჩნდა. გარეთ დარჩენილმა სპეცრაზმელებმა ჟანდარმების მიმართულებით ისროლეს - მანქანამ მართვა დაკარგა და დიდი სიჩქარით სახლის კედელს შეეჯახა.

როდესაც თითქოს ყველაფერი მორჩა და ეჰუდ ბარაკმა გამგზავრების ბრძანება გასცა, მოსახვევიდან ჟანდარმების კიდევ ერთი ჯიპი გამოჩნდა, რომელმაც სპეცრაზმელებს უკან დახევის გზა გადაუჭრა. ყველაზე ახლოს მუკი ბეცერი იდგა. მან მსხვრევადი ყუმბარა ესროლა ჟანდარმებს. ორი ჟანდარმი ადგილზე დაიღუპა, მესამემ კი იქამდე მოასწრო მანქანიდან გადმოხტომა, ვიდრე ყუმბარა აფეთქდებოდა. დაჭრილი ჟანდარმის ცოცხლად დატოვება არ შეიძლებოდა. კაპიტანმა ნეთანიაჰუმ ავტომატი გადატენა და ჟანდარმს დაედევნა. 20-30 მეტრში დაეწია და გაანეიტრალა. თუმცა, როდესაც უკან მოტრიალდა დაინახა, რომ მანქანები მის გარეშე დაიძრნენ - სიჩქარეში არავის შეუმჩნევია მისი არყოფნა. იონი ნეთანიაჰუმ დაუყვირა თანამებრძოლებს, მისი ხმა ერთ-ერთმა გაიგო და მანქანა უკან დაბრუნდა მის ასაყვანად.

თუმცა, პალესტინელი ტერორისტების სამი მაღალჩინოსნის ლიკვიდირება არ იყო ოპერაცია „ახალგაზრდობის გაზაფხულის“ ერთადერთი სამიზნე. ეჰუდ ბარაკის ჯგუფის პარალელურად ბეირუთში ისრაელის სადესანტო ძალების 35-ე ბრიგადისა და საზღავო კომანდოსების ჯგუფის „შაიეთეთ 13“-ის ჯგუფმა პალესტინელი ტერორისტების ინფრასტრუქტურის ოთხი ობიექტი ააფეთქეს და ასობით ტერორისტი მოკლეს.

...1973 წლის 10 აპრილს დილით ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესმდივანი პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც უცხოელ ჟურნალისტებს განუცხადებს, რომ ისრაელი ლიბანის დედაქალაქში განხორციელებულ ანტიტერორისტულ ოპერაციაზე პასუხისმგებლობას იღებს. „ჩვენ არა მხოლოდ ლიბანში და ევროპაში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტერორისტების გადაადგილების თაობაზე გვაქვს ინფორმაცია“, - განაცხადებს ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესმდივანი.

ისრაელის პრემიერი ეჰუდ ბარაკი პალესტინელთა ლიდერ იასერ არაფატთან და აშშ-ს პრეზიდენტ ბილ კლინტონთან შეხვედრისას

ანტიტერორისტულმა ოპერაციამ „ახალგაზრდობის გაზაფხულმა“ ღრმა შოკში ჩააგდო სრულიად არაბული სამყარო. რეაქცია მოიცავდა ზიზღს, დაბნეულობას, შიშსა და საკუთარი უძლურების შეგრძნებას. თუმცა, ოპერაციის მთავარი მიღწევა იყო ის, რომ ისრაელის სპეცსამსახურებმა დაამტკიცეს, რომ მათ დეტალური ინფორმაცია აქვთ პალესტინელი ტერორისტების ლიდერების გადაადგილებაზე და ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ მათი ლიკვიდირება მათივე საძინებელ ოთახში. დაწყებული 1973 წლის აპრილიდან პალესტინური ტერორიზმის ლიდერები მშვიდად ვერ იძინებდნენ, თავიანთ სახელზე სახლებს ვერ ყიდულობდნენ და ვერ ქირაობდნენ, თითქმის ყოველდღიურად იცვლიდნენ ადგილსამყოფელს, რათა ოპერაცია „ახალგაზრდობის გაზაფხულის“ მსგავსი არ გამორებულიყო.

იმ დღეებში ბრიტანული The Daily News წერდა: „ისრაელის საიდუმლო სამსახურები ყველაზე ეფექტურები არიან თანამედროვე მსოფლიოში…“

სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის კახა დგებუაძე

ღაზიდან სარაკეტო თავდასხმას ისრაელი სახმელეთო და საჰაერო იერიშით პასუხობს - როგორია ვითარება კონფლიქტის ზონაში (ფოტოები)

ისრაელმა ღაზას სექტორს არტილერიითაც შეუტია - "ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ისრაელში მშვიდობის აღსადგენად"

"ისრაელს ღაზას სექტორთან მიმართებაში ზედმეტად მწვავე რეაგირება არ მოუხდენია" - ჯო ბაიდენი