სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ილია მეორე - აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის საწინააღმდეგო განწყობის შექმნა
ილია მეორე - აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის საწინააღმდეგო განწყობის შექმნა

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს–პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე მი­იჩ­ნევს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია აბორ­ტის, რო­გორც უმ­ძი­მე­სი ცოდ­ვის, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­წყო­ბის შექ­მნა და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის­თვის ცალ­კე კა­ნო­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა. ამის შე­სა­ხებ პატ­რი­არ­ქის სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­შია ნათ­ქვა­მი. ეპის­ტო­ლე­ში დე­მოგ­რა­ფი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეა ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი.

„რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, მოკ­ლე დრო­ში ნა­ვა­რა­უ­დე­ვია მო­სახ­ლე­ო­ბის 28% -ით კლე­ბა, რაც ისე­დაც მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ჩვე­ნი ერის­თვის უმ­ძი­მე­სი შე­დე­გის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა.ამ სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბის ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც გა­მოს­წო­რე­ბი­სათ­ვის, ჩვე­ნი აზ­რით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია აბორ­ტის, რო­გორც უმ­ძი­მე­სი ცოდ­ვის, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­წყო­ბის შექ­მნა და პირ­ველ ეტაპ­ზე მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის­თვის ცალ­კე კა­ნო­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა, რათა მათ და­სახ­მა­რებ­ლად ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გას.უნდა შევ­ნიშ­ნოთ, რომ რო­დე­საც ჩვენს ხალ­ხზე ვსა­უბ­რობთ, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს მსგავს, და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, უა­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ვგუ­ლის­მობ, მა­გა­ლი­თად, აფხა­ზებს, უდი­ნებს, ქის­ტებს, ჩერ­ქე­ზებს, ოსებს, ასი­რი­ე­ლებს, ლე­კებს, ეზი­დებს და სხვათ.კარ­გი იქ­ნე­ბა, ქვე­ყა­ნამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნას რო­გორც ქარ­თველ, ისე ამ ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის იმ ოჯა­ხებს, რო­მელ­თაც ოთხი და მეტი შვი­ლი ჰყავთ და გა­უ­წი­ოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა, რაც უნდა მა­ტუ­ლობ­დეს შვილ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის მი­ხედ­ვით. ოჯა­ხებ­მა უნდა იგ­რძნონ, რომ სა­ხელ­მწი­ფო ზრუ­ნავს მათ­ზე და მად­ლი­ე­რია მათი თავ­და­დე­ბი­სა.ხოლო რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო ეკო­ნო­მი­უ­რად გაძ­ლი­ერ­დე­ბა, შე­ღა­ვა­თე­ბი უნდა გავ­რცელ­დეს სა­ერ­თოდ ყვე­ლა მრა­ვალ­შვი­ლი­ან­ზე.ზე­მოთ­ქმულ­ზე, რა თქმა უნდა, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სამ­თავ­რო­ბო და არა­სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რებ­ში მო­მუ­შა­ვეთ, მა­ს­მე­დი­ა­სა და ეკ­ლე­სი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, - კა­ნონ­მდე­ბელთ“,- ნათ­ქვა­მია ეპის­ტო­ლე­ში.

ნა­ხეთ სრუ­ლად : პატ­რი­არ­ქის სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ილია მეორე - აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის საწინააღმდეგო განწყობის შექმნა

ილია მეორე - აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის საწინააღმდეგო განწყობის შექმნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიჩნევს, რომ აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის, საწინააღმდეგო განწყობის შექმნა და მრავალშვილიანი ოჯახების გარკვეული ნაწილისთვის ცალკე კანონის შემუშავება. ამის შესახებ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. ეპისტოლეში დემოგრაფიულ მდგომარეობაზეა ყურადღება გამახვილებული.

„როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოკლე დროში ნავარაუდევია მოსახლეობის 28% -ით კლება, რაც ისედაც მცირერიცხოვანი ჩვენი ერისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება.ამ საგანგაშო მდგომარეობის ნაწილობრივ მაინც გამოსწორებისათვის, ჩვენი აზრით, აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის, საწინააღმდეგო განწყობის შექმნა და პირველ ეტაპზე მრავალშვილიანი ოჯახების გარკვეული ნაწილისთვის ცალკე კანონის შემუშავება, რათა მათ დასახმარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.უნდა შევნიშნოთ, რომ როდესაც ჩვენს ხალხზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მსგავს, და ზოგ შემთხვევაში, უარეს მდგომარეობაში მყოფი, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები. ვგულისმობ, მაგალითად, აფხაზებს, უდინებს, ქისტებს, ჩერქეზებს, ოსებს, ასირიელებს, ლეკებს, ეზიდებს და სხვათ.კარგი იქნება, ქვეყანამ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას როგორც ქართველ, ისე ამ ეთნიკური წარმომავლობის იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ და გაუწიოს მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება, რაც უნდა მატულობდეს შვილთა რაოდენობის ზრდის მიხედვით. ოჯახებმა უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და მადლიერია მათი თავდადებისა.ხოლო როდესაც საქართველო ეკონომიურად გაძლიერდება, შეღავათები უნდა გავრცელდეს საერთოდ ყველა მრავალშვილიანზე.ზემოთქმულზე, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში მომუშავეთ, მასმედიასა და ეკლესიას, განსაკუთრებით კი, - კანონმდებელთ“,- ნათქვამია ეპისტოლეში.

ნახეთ სრულად : პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი