როგორი პური უნდა მივიღოთ დიეტის დროს და რა წესები უნდა დავიცვათ მისი შეძენისას - სპეციალისტის რჩევები

როგორი პური უნდა მივიღოთ დიეტის დროს და რა წესები უნდა დავიცვათ მისი შეძენისას - სპეციალისტის რჩევები

"ძველი პური ახალზე სასარგებლო სულაც არ არის" პური უმნიშვნელოვანესი პროდუქტია, რომლითაც ადამიანი უხსოვარი დროიდან იკვებება. მას ჩვენს რაციონში შეუცვლელი ადგილი უკავია. როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი პური? - ამის თაობაზე სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი - ეთერ სარჯველაძე გვესაუბრება:

- პურს ოდითგანვე უწოდეს "პური ჩვენი არსობისა", რადგან ის ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია. პური შეიცავს თითქმის ყველა მიკრო და მაკროელემენტს, რომელიც ორგანიზმს სჭირდება, ამიტომ ადამიანს ძალიან დიდხანს შეუძლია მარტო პურით და წყლით იარსებოს.

- დიეტის დროს ბევრი პურს საერთოდ არ მიირთმევს. როგორ მოქმედებს ეს ჯანმრთელობაზე?

- ძალიან ცუდად. რაციონიდან პურის საერთოდ ამოღება, დიდი შეცდომაა. ვინც დიეტის დროს პურზე უარს ამბობს, ვურჩევდი: ჯობია, მიიღონ ჩვეულებრივი, ცეხვილი პური მცირე რაოდენობით, რადგან პური ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს. დიეტის დროსაც საჭიროა დაბალანსებული კვება, რომელიც ადამიანის ორგანიზმის თავისებურებებს ითვალისწინებს.

- მაგრამ თუ ძალიან მკაცრ დიეტას ვიცავთ?

- პურის მთლიანად გამორიცხვა ფიზიოლოგებს მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. შესაძლოა, ადამიანი პურს არ იღებდეს, მაგრამ კრემიან ნამცხვრებს ან დიდი რაოდენობით ხილს ჭამდეს. ამ შემთხვევაში წონაში მაინც მოიმატებს. ამიტომ, პური უნდა მივიღოთ იმ რაოდენობით, რაც ორგანიზმისთვის აუცილებელია - დღეში 2-3 ნაჭერი სავსებით საკმარისია - გააჩნია, რა დონის სიმსუქნესთან გვაქვს საქმე. დიეტის დროს თეთრი პური არ უნდა მივიღოთ, ასევე არ არის სასურველი ახალგამომცხვარი, ცხელი პურის მირთმევა. პურმა გაცივება უნდა მოასწროს, რათა გამოცხობიდან 2-3 საათის შემდეგ სასარგებლო თვისებები გამოავლინოს.

- როგორ უნდა ავირჩიოთ ხარისხიანი, კარგი პური?

- დღეს ჩვენს მაღაზიებში პურის ფართო არჩევანია და მისი შეძენისას ყურადღებით უნდა ვიყოთ: უმჯობესია, აირჩიოთ შეფუთული პური, რადგან მისი დაბინძურების შანსი ტრანსპორტირებისას ან მაღაზიაში, ნაკლებია... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ