სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ სწორდება რბილი და მაგარი "ლასი" - მეტყველების მასტერკლასი თათული ედიშერაშვილისგან
როგორ სწორდება რბილი და მაგარი "ლასი" - მეტყველების მასტერკლასი თათული ედიშერაშვილისგან

გა­მარ­თუ­ლი მე­ტყვე­ლე­ბა დღეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ამას უამ­რა­ვი მი­ზე­ზი აქვს... სა­უ­ბარ­ში ყვე­ლა­ზე თვალ­ში­სა­ცე­მი დე­ფექ­ტი სა­რე­ვე­ლა­სა­ვით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბარ­ბა­რიზ­მე­ბია, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა თით­ქოს კარგ ტო­ნა­დაც ით­ვლე­ბა. რბი­ლი "ლასი" კი, ის დე­ფექ­ტია, რო­მე­ლიც ყურს ყვე­ლა­ზე მე­ტად ჭრის და სამ­წუ­ხა­როდ, მა­სობ­რი­ვი სა­ხეც აქვს.

მსა­ხი­ო­ბი თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი წლე­ბია, მო­ზარ­დე­ბის ჯგუ­ფებ­თან მე­ტყვე­ლე­ბის პრობ­ლე­მის გა­მოს­წო­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს და პრობ­ლე­მას ახ­ლოს იც­ნობს. რამ­დე­ნი­მე კერ­ძო სას­წავ­ლე­ბელ­ში მიწ­ვე­ვით ას­წავ­ლის და თე­მას სწო­რედ მას­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ.

- თა­ნა­მედ­რო­ვე მე­ტყვე­ბა - ჩემ­თვის სა­კი­თხის ასე დას­მა გა­უ­გე­ბა­რია, რად­გა­ნაც თა­ნა­მედ­რო­ვეს მე ტექ­ნი­კას, მო­დას, დი­ზა­ინს ვუ­წო­დებ. ქარ­თუ­ლი მე­ტყვე­ლე­ბა ხომ უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მო­დის, ამ­ხე­ლა ის­ტო­რია აქვს ჩვენს ენას, დამ­წერ­ლო­ბას. ცხა­დია, რომ არ­ქა­უ­ლი ფორ­მე­ბით არ ვსა­უბ­რობთ, რად­გა­ნაც რა­ღა­ცებ­მა სახე იც­ვა­ლა, ქარ­თულ ლექ­სი­კა­ში ახა­ლი სი­ტყვე­ბი გაჩ­ნდა, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად არ­სე­ბობს სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენა, რი­თაც ნაკ­ლე­ბად ვსარ­გებ­ლობთ, სა­მა­გი­ე­როდ, მე­ტყვე­ლე­ბა სავ­სეა ბარ­ბა­რიზ­მე­ბით და ზო­გი­ერთს ეს სამ­წუ­ხა­როდ, თა­ნა­მედ­რო­ვე მე­ტყვე­ლე­ბა ჰგო­ნია.

იცით, ეს რა არის? როცა ადა­მი­ა­ნებ­მა არ იცი­ან ლექ­სი­კა რო­გორ გა­იმ­დიდ­რონ და სა­უ­ბარ­ში ბარ­ბა­რიზ­მე­ბი, სხვა­დას­ხვა სლენ­გი შე­მო­აქვთ. მერე ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­დუ­რი და გა­დამ­დე­ბი ხდე­ბა, რაც სე­ნი­ვით არის და მა­ნე­რუ­ლი სა­უ­ბა­რი პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, რო­დე­საც სწო­რი ქარ­თუ­ლით მო­სა­უბ­რე ადა­მი­ა­ნი მხვდე­ბა, მას უმ­რავ­ლე­სო­ბა ძველ­მო­დუ­რად მი­იჩ­ნევს იმი­ტომ, რომ მე­ტყვე­ლე­ბა­ში არ იყე­ნებს გაპ­რან­ჭულ და გა­ტყლარ­ჭულ სი­ტყვებს. დიახ, ასე­თი ადა­მი­ა­ნი სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს.

მყავს მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც კონ­კრე­ტულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში მე­ტყვე­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლებს ვუ­ტა­რებ და მათ ასეთ და­ვა­ლე­ბას ვაძ­ლევ ხოლ­მე: გაკ­ვე­თილ­ზე თი­თო­ე­ულ­მა, მის­თვის ახა­ლი თითო ქარ­თუ­ლი სი­ტყვა უნდა მო­ი­ტა­ნოს თა­ვის გან­მარ­ტე­ბით (შე­უძ­ლი­ათ მო­ი­ძი­ონ ამა თუ იმ ლექ­სი­კონ­ში). 10 მოს­წავ­ლი­დან ათი­ვეს მო­აქვს, რომ­ლებ­საც გან­ვი­ხი­ლავთ და ასე მი­აქვთ გაკ­ვე­თი­ლი­დან ახა­ლი სი­ტყვე­ბი. საკ­მა­ოდ შე­დე­გი­ა­ნი სა­ვარ­ჯი­შოა.

- რას მი­იჩ­ნევ ჩვე­ნი და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი მე­ტყვე­ბის მი­ზე­ზად?

- ბევრ რა­მეს... რო­დე­საც ჩემ­თან მო­სუ­ლი მოს­წავ­ლე ვერ ხვდე­ბა, რა პრობ­ლე­მა აქვს და რას ვე­უბ­ნე­ბი, შემ­დეგ, რო­დე­საც მშო­ბელს ვე­სა­უბ­რე­ბი და ისიც იმა­ვე ენით მე­ტყვე­ლებს, ვხვდე­ბი, რა­შიც არის საქ­მე... ასე ეს­მით. ეს ეხე­ბა რო­გორც რბილ "ლას"-ს, ასე­ვე ინ­გლი­სუ­რი­დან ქარ­თულ­ში გად­მო­ტა­ნილ "უვა"-ს, "რი­ა­ვი, აბა". ასე­თი ლაფ­სუ­სე­ბი, ტვინ­ში მირ­ტყამს. არას­წო­რი მე­ტყვე­ლე­ბის მი­ზე­ზი, რო­გორც ვთქვი, ბევ­რი რამ არის - კრი­ჭა­შეკ­რუ­ლო­ბა, ჩა­კე­ტი­ლი მე­ტყვე­ლე­ბა, არ­სე­ბობს ბა­გის­მი­ე­რი, პი­რის აპა­რა­ტის­მი­ე­რი პრობ­ლე­მე­ბი (როცა ისეა მო­წყო­ბი­ლი, რომ ბგე­რე­ბის შეს­წო­რე­ბაც ვე­რა­ფერს შვე­ლის, არ ხერ­ხდე­ბა, სხვა ჩა­რე­ვა სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა ზოგ­ჯერ ლო­გო­პე­დიც ვერ შვე­ლის). მოკ­ლედ, არ არის მარ­ტი­ვი სა­კი­თხი და მხო­ლოდ რბი­ლი "ლას"-ით ვერ შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით. ამ ყვე­ლა­ფერ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი გა­რე­მოს ენი­ჭე­ბა.

ერთ მა­გა­ლითს გე­ტყვით და იმე­დი მაქვს, მკი­თხვე­ლი აგ­რე­სი­ით არ შეხ­ვდე­ბა. მე და ჩემი მე­უღ­ლე ერთ-ერთ ძა­ლი­ან კარგ სკო­ლა­ში მი­ვე­დით, რომ შვი­ლი მიგ­ვეყ­ვა­ნა. პე­და­გო­გე­ბით და­წყე­ბუ­ლი, დი­რექ­ტო­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ვინც ვნა­ხე და ვი­საც გა­ვე­სა­უბ­რე, რომ მათი პი­რო­ბე­ბი გა­მე­გო, ყვე­ლას ისე­თი "ლასი" ჰქონ­და, უკან გა­მოვ­ბრუნ­დით. გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, ბავ­შვი იქ მი­მეყ­ვა­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სკო­ლას საკ­მა­ოდ კარ­გი სტა­ტუ­სი აქვს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ მე­ტყვე­ლე­ბენ პე­და­გო­გე­ბი, სა­დაც ბავ­შვე­ბი გა­ნათ­ლე­ბას იღე­ბენ. ბავ­შვე­ბი კი პე­და­გო­გის­გან ღრუ­ბე­ლი­ვით ყვე­ლა­ფერს იწო­ვენ.

ზო­გი­ერთ კერ­ძო სკო­ლა­ში მე­ტყვე­ლე­ბა ის­წავ­ლე­ბა, თუმ­ცა დიდი პრობ­ლე­მაა ის, რომ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ამას ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ აქ­ცევს. ამი­ტო­მაც არის ასე და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ჩვე­ნი მე­ტყვე­ლე­ბა. თუმ­ცა, კერ­ძო სკო­ლე­ბის ნა­წილ­შიც, უმე­ტე­სად, მო­დის გამო ის­წავ­ლე­ბა. მაგ­რამ არის სას­წავ­ლო და­წეს­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც ამ ამ გაკ­ვე­თი­ლებს კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი აქვს, რა­საც მი­ვე­სალ­მე­ბი. ასე რომ, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის­თვის ნო­მერ პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნაა, - მე­ტყვე­ლე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცეს. ვფიქ­რობ, რომ მე­ტყვე­ლე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბა, და­ნა­შა­უ­ლია. ოღონდ, ამას ყო­ველ­გვა­რი შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და სი­უ­ხე­შის გა­რე­შე ვამ­ბობ. რო­დე­საც პე­და­გო­გი ხსნის გაკ­ვე­თილს და მოს­წავ­ლეს არ ეს­მის, რას ლა­პა­რა­კობს მას­წავ­ლე­ბე­ლი, ასეთ ფაქ­ტებს შე­საძ­ლოა, ბევ­რი უკუჩ­ვე­ნე­ბა მოჰ­ყვეს.

- რაკი ქვე­ყა­ნა­ში ამ­დე­ნი პრობ­ლე­მაა და ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­ზეა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი, მე­ტყვე­ლე­ბაც ამ ყვე­ლაფ­რის ერთ-ერთი ნა­წი­ლია. რბილ "ლას"-ის პრობ­ლე­მას გა­რე­მოს გარ­და კი­დევ რა იწ­ვევს?

- ქარ­თულ­ში თით­ქმის ყვე­ლა თან­ხმო­ვა­ნი უხე­ში, მჭა­ხე ბგე­რაა. "ლასი" მხო­ლოდ რბი­ლი არ არის, მა­გა­რიც არის, რაც არა­ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ ისე­თი სიხ­ში­რით არ გვხდე­ბა, ან არ ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ას. "ლასი" ხმოვ­ნებ­თან - ი და ე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩვე­უ­ლებ­რი­ვია: ლი­მო­ნი, ლეღ­ვი. ა-სთან, ო-სთან და უ-სთან კი რბილ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ტექ­ნი­კუ­რად რომ ავ­ხსნათ ასეა: ენის წვე­რით ხდე­ბა მისი წარ­მოთ­ქმის რე­გუ­ლი­რე­ბა. ენის წვერს ის­რი­სე­ბუ­რი ფორ­მით ვა­ჭერთ ზედა კბილს, ოღონდ, შიგ­ნი­დან და არა გა­რე­დან და ისე წარ­მოვ­თქვამთ. "ლასი" პრობ­ლე­მას ხში­რად ენის კუნ­თის არას­წო­რი გან­ვი­თა­რე­ბა, არას­წო­რი მოძ­რა­ო­ბა და მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი წარ­მოქ­მნის.

- რო­გორ უნდა და­იძ­ლი­ოს პრობ­ლე­მა? მსმე­ნია, ადა­მი­ა­ნი ვერ დაძ­ლევს ამ პრობ­ლე­მას, თუ მას ყურს არ სჭრის თა­ვი­სი­ვე რბი­ლი "ლასი"...

- ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ასე­თი დე­ფექ­ტი აქვს, ხში­რად ვერც კი გრძნობს ამას და მი­აჩ­ნია, რომ ეს მის­თვის ნორ­მაა. ამი­ტომ ვინ­მემ უნდა უთხრას, მი­ა­ნიშ­ნოს. არც მიმ­ნიშ­ნე­ბელს უნდა მო­ე­რი­დოს ამის თქმა და ვისც უთი­თე­ბენ, მა­საც არ უნდა შერ­ცხვეს, ცუ­დად არ უნდა მი­ვი­ღოთ, მთა­ვა­რია, პრობ­ლე­მა გა­მოს­წორ­დეს. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს სურ­ვი­ლი უნდა ჰქონ­დეს, სწო­რად იმე­ტყვე­ლოს. ყვე­ლა­ფე­რი მონ­დო­მე­ბი­დან მო­დის, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი არა­ფე­რია.

- სა­უბ­რის ბო­ლოს რა რე­ცეპ­ტის გა­მო­წე­რა შე­იძ­ლე­ბა?

- სი­ტყვა მო­დუ­რი - ჩემ­ში უკვე იუ­მორს იწ­ვევს, თუმ­ცა ვის­თვის რო­გორ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევრ თე­მას მო­დურ ჭრილ­ში გან­ვი­ხი­ლავთ და შე­საძ­ლოა არ მოგ­წონ­დეს, კონ­კრე­ტუ­ლი ამ­ბე­ბი, მაგ­რამ ჩვენ თუ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ქვე­ყა­ნა­ში ეს არის მო­დუ­რი ე.ი. კარ­გია და აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა­ნი ვე­წა­ფე­ბით. ამი­ტომ, რე­ცეპ­ტი ასე­თია: იქ­ნებ გახ­დეს მო­დუ­რი კარ­გი მე­ტყვე­ლე­ბა! ვფიქ­რობ, მა­შინ მო­უნ­დე­ბათ ადა­მი­ა­ნებს ამა­ზე მუ­შა­ო­ბა, ამის გა­მოს­წო­რე­ბა. მო­დით, გავ­ხა­დოთ სწო­რი მე­ტყვე­ლე­ბა მო­დუ­რი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

როგორ სწორდება რბილი და მაგარი "ლასი" - მეტყველების მასტერკლასი თათული ედიშერაშვილისგან

როგორ სწორდება რბილი და მაგარი "ლასი" - მეტყველების მასტერკლასი თათული ედიშერაშვილისგან

გამართული მეტყველება დღეს სერიოზული პრობლემაა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამას უამრავი მიზეზი აქვს... საუბარში ყველაზე თვალშისაცემი დეფექტი სარეველასავით გავრცელებული ბარბარიზმებია, რომელთა გამოყენება თითქოს კარგ ტონადაც ითვლება. რბილი "ლასი" კი, ის დეფექტია, რომელიც ყურს ყველაზე მეტად ჭრის და სამწუხაროდ, მასობრივი სახეც აქვს.

მსახიობი თათული ედიშერაშვილი წლებია, მოზარდების ჯგუფებთან მეტყველების პრობლემის გამოსწორების მიმართულებით მუშაობს და პრობლემას ახლოს იცნობს. რამდენიმე კერძო სასწავლებელში მიწვევით ასწავლის და თემას სწორედ მასთან ერთად განვიხილავთ.

- თანამედროვე მეტყვება - ჩემთვის საკითხის ასე დასმა გაუგებარია, რადგანაც თანამედროვეს მე ტექნიკას, მოდას, დიზაინს ვუწოდებ. ქართული მეტყველება ხომ უძველესი დროიდან მოდის, ამხელა ისტორია აქვს ჩვენს ენას, დამწერლობას. ცხადია, რომ არქაული ფორმებით არ ვსაუბრობთ, რადგანაც რაღაცებმა სახე იცვალა, ქართულ ლექსიკაში ახალი სიტყვები გაჩნდა, ამის პარალელურად არსებობს სალიტერატურო ენა, რითაც ნაკლებად ვსარგებლობთ, სამაგიეროდ, მეტყველება სავსეა ბარბარიზმებით და ზოგიერთს ეს სამწუხაროდ, თანამედროვე მეტყველება ჰგონია.

იცით, ეს რა არის? როცა ადამიანებმა არ იციან ლექსიკა როგორ გაიმდიდრონ და საუბარში ბარბარიზმები, სხვადასხვა სლენგი შემოაქვთ. მერე ეს ყველაფერი მოდური და გადამდები ხდება, რაც სენივით არის და მანერული საუბარი პოპულარული ხდება. ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც სწორი ქართულით მოსაუბრე ადამიანი მხვდება, მას უმრავლესობა ძველმოდურად მიიჩნევს იმიტომ, რომ მეტყველებაში არ იყენებს გაპრანჭულ და გატყლარჭულ სიტყვებს. დიახ, ასეთი ადამიანი სამწუხაროდ, ჩვენს გაკვირვებას იწვევს.

მყავს მოსწავლეები, რომლებსაც კონკრეტულ სასწავლებლებში მეტყველების გაკვეთილებს ვუტარებ და მათ ასეთ დავალებას ვაძლევ ხოლმე: გაკვეთილზე თითოეულმა, მისთვის ახალი თითო ქართული სიტყვა უნდა მოიტანოს თავის განმარტებით (შეუძლიათ მოიძიონ ამა თუ იმ ლექსიკონში). 10 მოსწავლიდან ათივეს მოაქვს, რომლებსაც განვიხილავთ და ასე მიაქვთ გაკვეთილიდან ახალი სიტყვები. საკმაოდ შედეგიანი სავარჯიშოა.

- რას მიიჩნევ ჩვენი დამახინჯებული მეტყვების მიზეზად?

- ბევრ რამეს... როდესაც ჩემთან მოსული მოსწავლე ვერ ხვდება, რა პრობლემა აქვს და რას ვეუბნები, შემდეგ, როდესაც მშობელს ვესაუბრები და ისიც იმავე ენით მეტყველებს, ვხვდები, რაშიც არის საქმე... ასე ესმით. ეს ეხება როგორც რბილ "ლას"-ს, ასევე ინგლისურიდან ქართულში გადმოტანილ "უვა"-ს, "რიავი, აბა". ასეთი ლაფსუსები, ტვინში მირტყამს. არასწორი მეტყველების მიზეზი, როგორც ვთქვი, ბევრი რამ არის - კრიჭაშეკრულობა, ჩაკეტილი მეტყველება, არსებობს ბაგისმიერი, პირის აპარატისმიერი პრობლემები (როცა ისეა მოწყობილი, რომ ბგერების შესწორებაც ვერაფერს შველის, არ ხერხდება, სხვა ჩარევა სჭირდება, თუმცა ზოგჯერ ლოგოპედიც ვერ შველის). მოკლედ, არ არის მარტივი საკითხი და მხოლოდ რბილი "ლას"-ით ვერ შემოვიფარგლებით. ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი გარემოს ენიჭება.

ერთ მაგალითს გეტყვით და იმედი მაქვს, მკითხველი აგრესიით არ შეხვდება. მე და ჩემი მეუღლე ერთ-ერთ ძალიან კარგ სკოლაში მივედით, რომ შვილი მიგვეყვანა. პედაგოგებით დაწყებული, დირექტორით დამთავრებული, ვინც ვნახე და ვისაც გავესაუბრე, რომ მათი პირობები გამეგო, ყველას ისეთი "ლასი" ჰქონდა, უკან გამოვბრუნდით. გამორიცხული იყო, ბავშვი იქ მიმეყვანა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლას საკმაოდ კარგი სტატუსი აქვს. მნიშვნელოვანია, როგორ მეტყველებენ პედაგოგები, სადაც ბავშვები განათლებას იღებენ. ბავშვები კი პედაგოგისგან ღრუბელივით ყველაფერს იწოვენ.

ზოგიერთ კერძო სკოლაში მეტყველება ისწავლება, თუმცა დიდი პრობლემაა ის, რომ საჯარო სკოლაში ამას ყურადღებას არავინ აქცევს. ამიტომაც არის ასე დამახინჯებული ჩვენი მეტყველება. თუმცა, კერძო სკოლების ნაწილშიც, უმეტესად, მოდის გამო ისწავლება. მაგრამ არის სასწავლო დაწესბულებები, სადაც ამ ამ გაკვეთილებს კონკრეტული მიზანი აქვს, რასაც მივესალმები. ასე რომ, საჯარო სკოლებისთვის ნომერ პირველი ამოცანაა, - მეტყველებას სერიოზული ყურადღება მიექცეს. ვფიქრობ, რომ მეტყველების დამახინჯება, დანაშაულია. ოღონდ, ამას ყოველგვარი შეურაცხყოფისა და სიუხეშის გარეშე ვამბობ. როდესაც პედაგოგი ხსნის გაკვეთილს და მოსწავლეს არ ესმის, რას ლაპარაკობს მასწავლებელი, ასეთ ფაქტებს შესაძლოა, ბევრი უკუჩვენება მოჰყვეს.

- რაკი ქვეყანაში ამდენი პრობლემაა და ისინი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, მეტყველებაც ამ ყველაფრის ერთ-ერთი ნაწილია. რბილ "ლას"-ის პრობლემას გარემოს გარდა კიდევ რა იწვევს?

- ქართულში თითქმის ყველა თანხმოვანი უხეში, მჭახე ბგერაა. "ლასი" მხოლოდ რბილი არ არის, მაგარიც არის, რაც არანაკლები პრობლემაა, მაგრამ ისეთი სიხშირით არ გვხდება, ან არ ვაქცევთ ყურადღეას. "ლასი" ხმოვნებთან - ი და ე, აბსოლუტურად ჩვეულებრივია: ლიმონი, ლეღვი. ა-სთან, ო-სთან და უ-სთან კი რბილდება. ეს ყველაფერი ტექნიკურად რომ ავხსნათ ასეა: ენის წვერით ხდება მისი წარმოთქმის რეგულირება. ენის წვერს ისრისებური ფორმით ვაჭერთ ზედა კბილს, ოღონდ, შიგნიდან და არა გარედან და ისე წარმოვთქვამთ. "ლასი" პრობლემას ხშირად ენის კუნთის არასწორი განვითარება, არასწორი მოძრაობა და მსგავსი პრობლემები წარმოქმნის.

- როგორ უნდა დაიძლიოს პრობლემა? მსმენია, ადამიანი ვერ დაძლევს ამ პრობლემას, თუ მას ყურს არ სჭრის თავისივე რბილი "ლასი"...

- ადამიანი, რომელსაც ასეთი დეფექტი აქვს, ხშირად ვერც კი გრძნობს ამას და მიაჩნია, რომ ეს მისთვის ნორმაა. ამიტომ ვინმემ უნდა უთხრას, მიანიშნოს. არც მიმნიშნებელს უნდა მოერიდოს ამის თქმა და ვისც უთითებენ, მასაც არ უნდა შერცხვეს, ცუდად არ უნდა მივიღოთ, მთავარია, პრობლემა გამოსწორდეს. ნებისმიერ ადამიანს სურვილი უნდა ჰქონდეს, სწორად იმეტყველოს. ყველაფერი მონდომებიდან მოდის, გამოუსწორებელი არაფერია.

- საუბრის ბოლოს რა რეცეპტის გამოწერა შეიძლება?

- სიტყვა მოდური - ჩემში უკვე იუმორს იწვევს, თუმცა ვისთვის როგორ. საქართველოში ბევრ თემას მოდურ ჭრილში განვიხილავთ და შესაძლოა არ მოგწონდეს, კონკრეტული ამბები, მაგრამ ჩვენ თუ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ეს არის მოდური ე.ი. კარგია და აუცილებლად ყველანი ვეწაფებით. ამიტომ, რეცეპტი ასეთია: იქნებ გახდეს მოდური კარგი მეტყველება! ვფიქრობ, მაშინ მოუნდებათ ადამიანებს ამაზე მუშაობა, ამის გამოსწორება. მოდით, გავხადოთ სწორი მეტყველება მოდური!

"რა გამოდის, მე არ მჭირდება ცხოვრება და არსებობა?!" - რა ჰყვება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი პანდემიის დროს შექმნილ პრობლემებზე

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად, პირადობის ელექტრონულ მოწმობას კი - უფასოდ მიიღებენ

ზოგი ზედმეტად გამომწვევად იცვამს, საჯაროდ აყენებს ბავშვს შეურაცხყოფას, თუ სხვასთან წაიყვან მოსამზადებლად, "გადაკიდება" იციან - რა არ მოსწონთ თანამედროვე ქართველ დედებს სკოლის მასწავლებელში