სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გარემოს დაცვის სამინისტრო ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს დაცვის სამინისტრო ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლებს და აცხა­დებს, რომ ე.წ. ჭი­ა­კო­კო­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნარ­ჩე­ნე­ბის დაწ­ვა მათ და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ნარ­ჩე­ნე­ბის (მათ შო­რის, ფოთ­ლე­ბის, სა­ბუ­რა­ვე­ბის) ღია წე­სით დაწ­ვა აკ­რძა­ლუ­ლია და გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 200-დან 500 ლა­რამ­დე.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლად, აღ­დგო­მის წინა ოთხშა­ბათს ე.წ. „ჭი­ა­კო­კო­ნო­ბა" იმარ­თე­ბა. კო­ცო­ნის და­სან­თე­ბად ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ბუ­რა­ვებს და პლას­ტი­კურ მა­სა­ლებს იყე­ნე­ბენ, რაც ქა­ლა­ქებ­სა და რე­გი­ო­ნებ­ში, ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის ერთ-ერთ ძი­რი­თად ურ­ბა­ნულ გა­რე­მოს­დაც­ვით პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს.

რე­ზი­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბის, ფოთ­ლე­ბის და პლას­ტი­კუ­რი მა­სა­ლე­ბის დაწ­ვი­სას გა­მო­ი­ყო­ფა გა­რე­მო­სა და ადა­მი­ან­თა ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში ტოქ­სი­კუ­რი, კარ­ცე­რო­გე­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და აი­რე­ბი. საფრ­თხე ექ­მნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ამ რი­ტუ­ალ­ში.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თოა რე­ზი­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბი, რო­მე­ლიც უამ­რავ სა­შიშ ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს. არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 1 ტონა რე­ზი­ნის სა­ბუ­რა­ვის ღია წე­სით დაწ­ვი­სას ატ­მოს­ფე­რო­ში გა­მო­ი­ყო­ფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვა­დას­ხვა ტოქ­სი­კუ­რი აირი.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ნარ­ჩე­ნე­ბის (მათ შო­რის, ფოთ­ლე­ბის, სა­ბუ­რა­ვე­ბის) ღია წე­სით დაწ­ვა აკ­რძა­ლუ­ლია და გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 200-დან 500 ლა­რამ­დე.

გა­რე­მო­სა დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი და­ა­წე­სებს მკაცრ კონ­ტროლს აღ­ნიშ­ნულ ქმე­დე­ბა­ზე და ყვე­ლა დამ­რღვე­ვის მი­მართ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ ზო­მებს გა­ა­ტა­რებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გარემოს დაცვის სამინისტრო ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს დაცვის სამინისტრო ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს და აცხადებს, რომ ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით ნარჩენების დაწვა მათ დაჯარიმებას გამოიწვევს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.

„საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს ე.წ. „ჭიაკოკონობა" იმართება. კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ, რაც ქალაქებსა და რეგიონებში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.

რეზინის საბურავების, ფოთლების და პლასტიკური მასალების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში.

განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავები, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ