დაპირისპირება პარლამენტში - რატომ იჩხუბეს გია გაჩეჩილაძემ და გიორგი ვაშაძემ

დაპირისპირება პარლამენტში - რატომ იჩხუბეს გია გაჩეჩილაძემ და გიორგი ვაშაძემ

პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე და პარტია ”ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ადგილი ჰქონდა შეხლა - შემოხლას. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და უცენზურო სიტყვებით მიმართეს. მათი გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს მოუხდათ.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დაბა კაზრეთში შექმნილ ვითარებას განიხილავენ და ამ საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს უსმენენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გია გაჩეჩილაძემ კაზრეთში შექმნილ მდგომარეობაზე, მათ შორის ყოფილი ხელისუფლების პერიოდში იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებების მიღების გამო დაადანაშაულა. გაჩეჩილაძის განცხადებას ვაშაძის უკმაყოფილება მოყვა, რის შემდეგადაც ვითარება დაიძაბა.

იხილეთ ვიდეო: "სასაცილოა ეხლა ესა?!... თუ არ არის სასაცილო მალე მოგიყვები მაგას" - რას მოჰყვა გინება და გაწევ-გამოწევა პარლამენტში

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები