სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზვიად დევდარიანი - ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად
ზვიად დევდარიანი - ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად

მე გა­მოვ­დი­ვარ Facebook-სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­აღ­მდეგ, ვი­წყებ სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად და ამის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნებ ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ ინ­სტრუ­მენტს, - ამის შე­სა­ხებ CIDA-ს ყო­ფილ­მა აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ზვი­ად დევ­და­რი­ან­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

„უკა­ნას­კნე­ლი ორი კვი­რა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი. ეს იყო ძა­ლი­ან მძი­მე დარ­ტყმა არა მხო­ლოდ ჩემ­თვის, არა­მედ მთე­ლი ჩემი ოჯა­ხის­თვის, სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის­თვის, რომ­ლე­ბიც ამ დღე­ებ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხის ქვეშ იყ­ვნენ, რის­თვი­საც პირ­ველ რიგ­ში მათ ვუხ­დი ბო­დიშს. მე ვი­წყებ სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად და ამის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნებ ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ ინ­სტრუ­მენტს“, - გა­ნა­ცახ­და დევ­და­რი­ან­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ეს იყო მძი­მე დარ­ტყმა არა მხო­ლოდ ჩემ­თვის, ჩემი 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის­თვი­საც" - ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნი სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას იწყებს

მან მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა, ითა­ნამ­შრომ­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­თან, ასე­ვე ამ­ტკი­ცოს მისი სი­მარ­თლე სა­სა­მარ­თლო­ში.

„მზად ვარ, ვი­და­ვო ჩემი პა­ტი­ვის, ღირ­სე­ბის და ჩემი შვი­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვის ფაქ­ტზე. მზად ვარ ვი­და­ვო ჩემი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად. მე არ ვიბ­რძვი ვინ­მეს და­სა­მარ­ცხებ­ლად, ჩემი ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნია, რომ გა­მოვ­ლინ­დეს და დამ­ტკიც­დეს სი­მარ­თლე. მე გა­მოვ­დი­ვარ იმ Facebook-სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ყოვლგვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე გა­მო­ვე­დი მსჯავ­რდე­ბუ­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლი მათი მხრი­დან. ხოლო თუ სი­ნამ­დვი­ლე­ში რა იყო ამ ყვე­ლაფ­რის უკან, ვის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დი­ო­და ჩემი გზი­დან ჩა­მო­ცი­ლე­ბა და კონ­კრე­ტუ­ლად ჩემი რე­პუ­ტა­ცი­ის გა­ნად­გუ­რე­ბა, ყვე­ლა­ფერს მო­გახ­სე­ნებთ იმ სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც დღეს და­ვი­წყე არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი, არა­მედ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ღირ­სე­ბის, პა­ტი­ვის და რე­პუ­ტა­ცი­ის გა­და­სარ­ჩე­ნად“, - გა­ნა­ცხა­და დევ­და­რი­ან­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნის პირ­ვე­ლი ბრი­ფინ­გი, სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის სკან­და­ლის შემ­დეგ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ზვიად დევდარიანი - ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად

ზვიად დევდარიანი - ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად

მე გამოვდივარ Facebook-სასამართლოს წინააღმდეგ, ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და ამისთვის გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს, - ამის შესახებ CIDA-ს ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკანასკნელი ორი კვირა ჩემს ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული. ეს იყო ძალიან მძიმე დარტყმა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ჩემი ოჯახისთვის, სამი მცირეწლოვანი შვილისთვის, რომლებიც ამ დღეებში სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ, რისთვისაც პირველ რიგში მათ ვუხდი ბოდიშს. მე ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და ამისთვის გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს“, - განაცახდა დევდარიანმა.

იხილეთ ვიდეო: "ეს იყო მძიმე დარტყმა არა მხოლოდ ჩემთვის, ჩემი 3 მცირეწლოვანი შვილისთვისაც" - ზვიად დევდარიანი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

მან მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს შს სამინისტროსთან, პროკურატურასთან და სახალხო დამცველის აპარატთან, ასევე ამტკიცოს მისი სიმართლე სასამართლოში.

„მზად ვარ, ვიდავო ჩემი პატივის, ღირსების და ჩემი შვილების უფლებების შელახვის ფაქტზე. მზად ვარ ვიდავო ჩემი კონსტიტუციური და პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად. მე არ ვიბრძვი ვინმეს დასამარცხებლად, ჩემი ერთადერთი მიზანია, რომ გამოვლინდეს და დამტკიცდეს სიმართლე. მე გამოვდივარ იმ Facebook-სასამართლოს წინააღმდეგ, რომლის გადაწყვეტილებით, ყოვლგვარი მტკიცებულების გარეშე გამოვედი მსჯავრდებული და ბრალდებული მათი მხრიდან. ხოლო თუ სინამდვილეში რა იყო ამ ყველაფრის უკან, ვის ინტერესებში შედიოდა ჩემი გზიდან ჩამოცილება და კონკრეტულად ჩემი რეპუტაციის განადგურება, ყველაფერს მოგახსენებთ იმ სამართლებრივი ბრძოლის დასრულების შემდეგ, რომელიც დღეს დავიწყე არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების ღირსების, პატივის და რეპუტაციის გადასარჩენად“, - განაცხადა დევდარიანმა.

იხილეთ ვიდეო: ზვიად დევდარიანის პირველი ბრიფინგი, სექსუალური შევიწროების სკანდალის შემდეგ

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს