გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი, კახეთის რეგიონში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
გარდა ამისა, სააგენტოს მონაცემებით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია 5 აპრილამდე მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.
თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.