სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
”პალიტრა მედია ჰოლდინგი” აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის პროექტს იწყებს
”პალიტრა მედია ჰოლდინგი” აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის პროექტს იწყებს

”პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი” ახალ სო­ცი­ა­ლურ პრო­ექტს იწყებს, რო­მე­ლიც აუ­ტიზ­მის სპექტრის დარ­ღვე­ვის მქო­ნე ბავ­შვე­ბის გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბას გუ­ლის­ხმობს. პრო­ექ­ტი ”და­უ­მე­გობ­რდი ფე­რებს” ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის სას­წავ­ლო-შე­მეც­ნე­ბი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, რაც მათ სამ­ყა­როს შეც­ნო­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, რომ „იკი­თხონ და შე­ე­ხონ სამ­ყა­როს“. სა­წყის ეტაპ­ზე და­გეგ­მი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის შექ­მნა, იმ ცენ­ტრე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც აუ­ტიზ­მის სპექტრის დარ­ღვე­ვის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის საქ­მი­ა­ნო­ბენ.

”პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის” გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის ნინო ფე­იქ­რიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ეს არის მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ექვს ცენ­ტრში შე­იქ­მნე­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კა და ისი­ნი სამ თვე­ში ერთხელ გა­ნახ­ლდე­ბა.

”ჰოლ­დინ­გი მას­ზე და­კის­რე­ბულ სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რებს. 23 წე­ლია, ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შეგ­ვაქვს გა­ნათ­ლე­ბა­ში, რაც, თა­ვის მხრივ, უკე­თე­სი მო­მავ­ლის გა­რან­ტი­ას გვაძ­ლევს. მი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი უკვე თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბად იქცა და ინ­კლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თვის ინი­ცი­ა­ტი­ვაც სწო­რედ ჩვე­ნი ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლი­დან მო­დი­ო­და,” - გან­მარ­ტავს ნინო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი.

ინი­ცი­ა­ტი­ვის ავ­ტო­რი ჰოლ­დინ­გის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ბუ­ღალ­ტე­რი შო­რე­ნა შუ­კა­კი­ძეა. იდეა, რო­მე­ლიც აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის დარ­ღვე­ვის მქო­ნე ბავ­შვე­ბის გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბას გუ­ლის­ხმობს, მან ”პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის” პრო­ექ­ტის ”აან­თე იდეა” ფარ­გლებ­ში წა­რად­გი­ნა. პრო­ექ­ტი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და წინსვლა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მისი სლო­გა­ნია „მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის­თვის“.

”ჩემი დები პე­და­გო­გე­ბი არი­ან და ინ­კლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ ტრე­ნინგს გა­დი­ან. მათ­გან სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე, რომ ინ­კლუ­ზი­ურ სწავ­ლე­ბა­ში ხე­ლით შე­ხე­ბას დიდი როლი ენი­ჭე­ბა. აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის დარ­ღვე­ვის მქო­ნე ბავ­შვე­ბი კი სრუ­ლად ამ მე­თო­დით სწავ­ლო­ბენ. ინ­კლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა პრო­ექ­ტში ”აან­თე იდეა წარ­ვად­გი­ნე”, რო­გორც კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტი. თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ ის სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ჰოლ­დინ­გის­გან ასე­თი მხარ­და­ჭე­რა მი­ვი­ღე და ერ­თად და­ვეხ­მა­რე­ბით ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ეს ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა” - გან­მარ­ტავს იდე­ის ავ­ტო­რი.

”შო­რე­ნას დახ­მა­რე­ბით, და­ვუ­კავ­შირ­დით 6 ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, შევ­ხვდით მათ წარ­მო­მად­გენ­ლებს და ვი­სა­უბ­რეთ იმ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სას­წავ­ლო-შე­მეც­ნე­ბი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რის კუ­თხით აქვთ. მათ­თან შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ, ორ­მხრი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვის სა­ფუძ­ველ­ზე თი­თო­ე­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან გრძელ­ვა­დი­ა­ნი მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბა­ზე შევ­თან­ხმდით და მათ პერ­მა­ნენ­ტუ­ლად გა­დავ­ცემთ წიგ­ნებს” - აღ­ნიშ­ნავს ნინო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი.

ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის­თვის გა­და­სა­ცე­მი წიგ­ნე­ბის შერ­ჩე­ვა­ში თე­რა­პევ­ტე­ბი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

პრო­ექ­ტი სტარტს 2 აპ­რილს, აუ­ტიზ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს აი­ღებს. პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი 2 აპ­რილს, მთაწ­მინ­დის პარკში, აუ­ტიზ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბას შე­უ­ერ­თდე­ბა და ბავ­შვე­ბის სა­ჩუქ­რებს და­უ­რი­გებს, მომ­დევ­ნო დღეს კი ჰოლ­დინ­გი კო­ა­ლი­ცი­ას­თან მე­მო­რან­დუმს გა­ა­ფორ­მებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

”პალიტრა მედია ჰოლდინგი” აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის პროექტს იწყებს

”პალიტრა მედია ჰოლდინგი” აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის პროექტს იწყებს

”პალიტრა მედია ჰოლდინგი” ახალ სოციალურ პროექტს იწყებს, რომელიც აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობას გულისხმობს. პროექტი ”დაუმეგობრდი ფერებს” ითვალისწინებს საჭიროების მქონე ბავშვების სასწავლო-შემეცნებითი ლიტერატურით უზრუნველყოფას, რაც მათ სამყაროს შეცნობაში დაეხმარება, საშუალებას მისცემს, რომ „იკითხონ და შეეხონ სამყაროს“. საწყის ეტაპზე დაგეგმილია სპეციალური ბიბლიოთეკების შექმნა, იმ ცენტრებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის საქმიანობენ.

”პალიტრა მედია ჰოლდინგის” გენერალური დირექტორის მოადგილის ნინო ფეიქრიშვილის განმარტებით, ეს არის მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ექვს ცენტრში შეიქმნება ბიბლიოთეკა და ისინი სამ თვეში ერთხელ განახლდება.

”ჰოლდინგი მასზე დაკისრებულ სოციალურ პასუხისმგებლობას კარგად აცნობიერებს. 23 წელია, ჩვენი საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეგვაქვს განათლებაში, რაც, თავის მხრივ, უკეთესი მომავლის გარანტიას გვაძლევს. მიხარია, რომ ჩვენი ღირებულებები უკვე თითოეული თანამშრომლის ღირებულებად იქცა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართვის ინიციატივაც სწორედ ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომლიდან მოდიოდა,” - განმარტავს ნინო ფეიქრიშვილი.

ინიციატივის ავტორი ჰოლდინგის ერთ-ერთი მთავარი ბუღალტერი შორენა შუკაკიძეა. იდეა, რომელიც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობას გულისხმობს, მან ”პალიტრა მედია ჰოლდინგის” პროექტის ”აანთე იდეა” ფარგლებში წარადგინა. პროექტი თანამშრომლების განვითარებას და წინსვლაზეა ორიენტირებული და მისი სლოგანია „მეტი შესაძლებლობა თითოეული თანამშრომლისთვის“.

”ჩემი დები პედაგოგები არიან და ინკლუზიური განათლების შესახებ ტრენინგს გადიან. მათგან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ინკლუზიურ სწავლებაში ხელით შეხებას დიდი როლი ენიჭება. აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები კი სრულად ამ მეთოდით სწავლობენ. ინკლუზიური განათლების წიგნების გამოცემა პროექტში ”აანთე იდეა წარვადგინე”, როგორც კომერციული პროექტი. თუმცა, საბოლოოდ ის სოციალურ პროექტად ჩამოყალიბდა. ძალიან მიხარია, რომ ჰოლდინგისგან ასეთი მხარდაჭერა მივიღე და ერთად დავეხმარებით ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება” - განმარტავს იდეის ავტორი.

”შორენას დახმარებით, დავუკავშირდით 6 ორგანიზაციას, შევხვდით მათ წარმომადგენლებს და ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე, რომელიც ამ ორგანიზაციებს სასწავლო-შემეცნებითი ლიტერატურის კუთხით აქვთ. მათთან შეხვედრების შემდეგ, ორმხრივი ინიციატივის საფუძველზე თითოეულ ორგანიზაციასთან გრძელვადიანი მემორანდუმის გაფორმებაზე შევთანხმდით და მათ პერმანენტულად გადავცემთ წიგნებს” - აღნიშნავს ნინო ფეიქრიშვილი.

ბიბლიოთეკებისთვის გადასაცემი წიგნების შერჩევაში თერაპევტები და ფსიქოლოგები ჩაერთვებიან.

პროექტი სტარტს 2 აპრილს, აუტიზმის საერთაშორისო დღეს აიღებს. პალიტრა მედია ჰოლდინგი 2 აპრილს, მთაწმინდის პარკში, აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას შეუერთდება და ბავშვების საჩუქრებს დაურიგებს, მომდევნო დღეს კი ჰოლდინგი კოალიციასთან მემორანდუმს გააფორმებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი