სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მალხაზ მაჩალიკაშვილი - მე რომ ყველაფერი გამეგო, ალბათ, ვუშველიდი ჩემს შვილს
მალხაზ მაჩალიკაშვილი - მე რომ ყველაფერი გამეგო, ალბათ, ვუშველიდი ჩემს შვილს

თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მამა, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი ად­ვო­კატ­თან ერ­თად თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შეს­ვლამ­დე მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მას სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს იცო­დეს, თუ რა მოხ­და მის სახ­ლში, როცა მძი­ნა­რე შვი­ლი მო­უკ­ლეს.

“ჩვენ ყვე­ლამ ვი­ცით, რო­გორ უკა­ნო­ნოდ და უდა­ნა­შა­უ­ლოდ დახ­ვრი­ტეს ჩემი შვი­ლი, თე­მირ­ლა­ნი სა­კუ­თარ სა­წოლ­ში. იმ ღა­მეს მე მქონ­და ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა, რომ გა­მე­გო რა ხდე­ბო­და იქ. მე ვი­ყა­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა­ღ­კვე­თი­ლი, აყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად მძევ­ლად. არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და მე­ნა­ხა რა ხდე­ბო­და. მე რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მე­გო, ალ­ბათ, ვუშ­ვე­ლი­დი ჩემს შვილს. დრო­უ­ლად გა­და­ვიყ­ვან­დი ან რამე. არ და­ვუშ­ვებ­დი იმ შეც­დო­მებს, რაც მათ და­უშ­ვეს“, - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა.

მისი ად­ვო­კა­ტის, მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს მათ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა და მოხ­დე­ბა მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის გა­მო­კი­თხვა, თუ რა ხდე­ბო­და რე­ა­ლუ­რად იმ ღა­მეს, როცა მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში სპეც­რაზ­მი შე­ვი­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 წლის თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი 2017 წლის 26 დე­კემ­ბერს, სუს-ის მიერ პან­კის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას თა­ვის არე­ში და­იჭ­რა. თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი 10 იან­ვარს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მალხაზ მაჩალიკაშვილი - მე რომ ყველაფერი გამეგო, ალბათ, ვუშველიდი ჩემს შვილს

მალხაზ მაჩალიკაშვილი - მე რომ ყველაფერი გამეგო, ალბათ, ვუშველიდი ჩემს შვილს

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ადვოკატთან ერთად თბილისის პროკურატურაში იმყოფება. როგორც პროკურატურაში შესვლამდე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, მას სრული უფლება აქვს იცოდეს, თუ რა მოხდა მის სახლში, როცა მძინარე შვილი მოუკლეს.

“ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ უკანონოდ და უდანაშაულოდ დახვრიტეს ჩემი შვილი, თემირლანი საკუთარ საწოლში. იმ ღამეს მე მქონდა ყველაფრის უფლება, რომ გამეგო რა ხდებოდა იქ. მე ვიყავი თავისუფლებააღკვეთილი, აყვანილი ფაქტობრივად მძევლად. არანაირი საშუალება არ მქონდა მენახა რა ხდებოდა. მე რომ ყველაფერი გამეგო, ალბათ, ვუშველიდი ჩემს შვილს. დროულად გადავიყვანდი ან რამე. არ დავუშვებდი იმ შეცდომებს, რაც მათ დაუშვეს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, დღეს მათთვის ცნობილი გახდება ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და მოხდება მაჩალიკაშვილის გამოკითხვა, თუ რა ხდებოდა რეალურად იმ ღამეს, როცა მაჩალიკაშვილების ოჯახში სპეცრაზმი შევიდა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ