ასტროლოგი ხათუნა ღვინიაშვილი უახლოეს დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გვაძლევს:
"კარგი ამბები მაქვს თქვენთვის - 29-ში ვენერასა და ურანის ზუსტი შეერთებაა. ასპექტი ორშაბათს ჩაირთო და 1-ელ აპრილამდე იმუშავებს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ჩვენი ესთეტიკური აღქმის მოულოდნელი გამძაფრება. ამ დროს ადამიანებს გარემო ბევრად უფრო მშვენიერი და მრავალფეროვანი ეჩვენებათ, ვიდრე ჩვეულებრივ. ძალიან კარგი პერიოდია გამოფენების, პერფომანსების ან შოუს მოსაწყობად.
ამ ტრანზიტისთვის ასევე მახასიათებელია მოულოდნელი სასიყვარულო კავშირების აღმოცენება. არაა გამორიცხული, რომ აქამდე არსებული მეგობრობა რომანტიულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. თუმცა ყურადსაღებია ისიც, რომ ამ დროს წამოწყებული რომანები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწრაფად და შთამბეჭდავად ვითარდებიან, როგორც წესი, არ გამოირჩევიან გამძლეობით და მალევე ამოწურავენ ხოლმე თავს.
ვენერა-ურანის ტრანზიტული შეერთება შევა ზუსტ ორბისში. რაც ჩვენს ცხოვრებას მოულოდნელობებს და იმპულსურ ცვლილებებს დაატყობს, ფინანსური ან პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. ბიზნესს სწორედ ახლა ძალზე წაადგება ახალი, ნოვატორული იდეები. შესაძლოა ისინი თქვენი მეგობრებისაგან, ან გამოცდილი ადამიანებისაგან მოისმინოთ. შესაძლოა მიიღოთ მცირე ფინანსური დახმარება მეგობრისაგანაც. არაა გამორიცხული რაიმე შენაძენის გაკეთება განსაკუთრებით კი თანამედროვე ტექნიკის (ურანი) რაც სრულიად არასასურველი იქნება, მათთვის ვისაც პირად რუკაში მერკური რეტროგრადული არ გყავთ. ან, პირიქით - ურანმა "დაგარტყათ" მოულოდნელად და ანტიკვარიატი (ვენერა) შეგაძენინოთ. ტრანზიტის გავლენა, როგორც უკვე ვთქვით, 1 აპრილს დასრულდება".